მონოგრაფია Nº 04693 Rx · რეცეპტით
პიგასპინი
Pigaspin
კაფსულა №30;
დან36.50 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Acetylsalicylic acid კლოპიდოგრელი (Clopidogrel)
- მწარმოებელი
- ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტიაგრეგანტები
- იმპორტიორი საქართველოში
- ეიჩ ბი ჯორჯია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
75მგ+75მგ · №30
-
PSP
პიგასპინი - Pigaspin 75მგ/75მგ 30 კაფსულა
1.22 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗36.50 ₾
43.00 ₾
75მგ/75მგ · №30
-
PSP
პიგასპინი - Pigaspin 75მგ/75მგ 30 კაფსულა
1.23 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗37.01 ₾
43.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Acetylsalicylic acid + კლოპიდოგრელი. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
პიგასპინი არის კომბინირებული პრეპარატი რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების კლოპიდოგრელის და ასპირინის ფარმაკოლოგიური თვისებებით და იწვევს ანტითრომბოლიზურ მოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციის ორი სხვადასხვა მეთოდის ერთდროული ბლოკადის მეშვეობით.
პიგასპინის ნაწლავში ხსნადი კაფსულა, რომელიც შეიცავს მიკროპელეტებს, ადვილად აბსორბცირდება და ხანგრძლივი გამოყენების
შემთხვევაში მაქსიმალურად იცავს კუჭის ლორწოვან გარსს დაზიანებისაგან.
მოქმედების მექანიზმი
კლოპიდოგრელი - მან უნდა განიცადოს მეტაბოლიზმი CYP450 ფერმენტების მიერ, რათა წარმოიქმნას აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც სელექტიურად აინჰიბირებს ადენოზინ დიფოსფატის (ADP) მიერთებას თრომბოციტის P2Y12 რეცეპტორთან და შემდგომში ADP-ით განპირობებული გლიკოპროტეინ GPIIb/IIIa კომპლექსის აქტივაციას, რაც შესაბამისად იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას. კლოპიდოგრელი შეუქცევადად ცვლის თრომბოციტებზე ADP-ის რეცეპტორებს, შედეგად თრომბოციტები მთელი „სიცოცხლის“ განმავლობაში რჩებიან არააქტიურები. ნორმალური ფუნქციის აღდგენა ხდება დაახლოებით 7 - 10 დღეში, ახალი თრომბოციტების წარმოქმნის შემდეგ.
აცეტილსალიცილის მჟავა - მისი მოქმედების მთავარი მექანიზმი მდგომარეობს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას შეუქცევად დეაქტივაციაში, რაც იწვევს პროსტაგლანდინების, პროსტაციკლინებისა და თრომბოქსანის სინთეზის დათრგუნვას. თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვის გზით პიგასპინი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ამცირებს სისხლის შედედების უნარს.
ჩვენებები
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე)
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი)
- ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკა
- იშემიური ინსულტი
- პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები
ფარმაკოკინეტიკა
კლოპიდოგრელის ერთჯერადი და განმეორებითი პერორალური მიღების შემდეგ დოზით 75 მგ დღეში, სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგრამ მთავარი ნაერთის კონცენტრაცია პლაზმაში დაბალია და 2 საათში მისი დადგენა შეუძლებელია (0,00025 მგ/ლ). უცვლელი კლოპიდოგრელის საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღება 45 წუთის შემდეგ. შარდით გამოყოფილი კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების მიხედვით, ბიოშეღწევადობა შეადგენს არანაკლებ 50%.
ასპირინი პერორალურად მიღების შემდეგ გარდაიქმნება მთავარ აქტიურ მეტაბოლიტად - სალიცილის მჟავად. აცეტილსალიცილის და სალიცილის მჟავები სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 10-20 წუთში (ასპირინი) ან 45-120 წუთში (ჯამური სალიცილატი).
მეტაბოლიზმი
კლოპიდოგრელი განიცდის ღვიძლში ინტენსიურ მეტაბოლიზმს ორი ძირითადი გზით: ერთი განპირობებულია ეთერაზებით და იწვევს ჰიდროლიზს ნახშირმჟავას არააქტიური წარმოებულის წარმოებით (სისხლის ნაკადში არსებული მეტაბოლიტების 85%), მეორე განპირობებულია სხვადასხვა P450 ციტოქრომებით.
აქტიური მეტაბოლიტის Cmax იზრდება 2-ჯერ, როგორც 300მგ კლოპიდოგრელის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ასევე შემანარჩუნებელი 75მგ დოზის მიღების შემდეგ 4 დღის მანძილზე. Cmax შეიმჩნევა მიღებიდან დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ.
ასპირინი მეტაბოლიზდება 50%-ით ღვიძლში „პირველადი გავლის“ დროს.
გამოყოფა
კლოპიდოგრელის მიღების შემდეგ, დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 46% - ფეკალური მასებით შეყვანიდან 120 საათის განმავლობაში. პრეპარატის ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ ძირითადი, სისხლში ცირკულირებადი (არააქტიური) მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს.
ასპირინი მეტაბოლიტების სახით, ძირითადად გამოიყოფა თირკმლით. ასპირინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20 წუთს. სალიცილის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი დოზის პროპორციულად იზრდება და შეადგენს 2, 4 და 20 წუთს.
მიღების წესი და დოზირება
ერთი კაფსულა (75მგ/75მგ) დღეში ერთხელ წყლის სათანადო რაოდენობის მიყოლებით.
მწვავე კორონარული სინდრომი - მკურნალობა უნდა დაიწყოს კლოპიდოგრელის და ასპირინის 300მგ ერთჯერადი დარტყმითი დოზით, ხანგრძლივი დროით ყოველდღიური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს პიგასპინის ერთი კაფსულით (75მგ/75მგ) დღეში ერთხელ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტების მიმართ;
აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, როგორიცაა აქტიური პეპტური წყლული ან ქალასშიდა სისხლჩაქცევა.
ბავშვები: უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის
ორსულობა და ლაქტაცია
კლოპიდოგრელი: ორსულობის კატეგორია B. ასპირინი: ორსულობა: კატეგორია D.
ლაქტაცია: კლოპიდოგრელი - უცნობია მოცემული პრეპარატი გადადის თუ არა ადმიანის რძეში, ასპირინი - გადადის დედის რძეში.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
N 30 კაფსულა
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ციტრამონი – MFF
CITRAMONUM - MFF
ტაბლეტი №6
ასპირინი
500მგ ტაბლეტი №10
ციტრამონი P
CITRAMONUM P
1მგ ტაბლეტი#10
ასკოფენი P
ASCOPHENUM P
ტაბლეტი #10
ტრომბო ACC
100მგ ტაბლეტი საღეჭი 100 ტაბლეტი №100
ასპირინი კარდიო
100მგ ტაბლეტი №20
ასმადა
75მგ+15.2მგ ტაბლეტი №40
უფსარინი
ტაბლეტი შუშხუნა 10 შუშხუნა ტაბლეტი №10
კარდიოასმაგნე
Kardioasmagne
75მგ + 15,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100
ნოვოსალიკი
Novosalic
0,5მგ+30მგ/1გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
ლოპიგროლი
LOPIGROL
75მგ ტაბლეტი №14
კარდიოასმაგნე
CARDIOASMAGNE
150მგ + 30.39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100
პლავიქსი
PLAVIX
75მგ ტაბლეტი #14; #28
ზილტი
Zylt
75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14; №28
დილუტიქსი
DILUTIX
75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
პეგორელი
75მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28
კარდიომაგნილი
CARDIOMAGNYL
150მგ+30.39მგ ტაბლეტი №30; №100
კლოპი-დენკი 75
Clopi-Denk 75
75მგ ტაბლეტი №30
კლოპიდოგრელი-APO
75მგ ტაბლეტი №30
პლუსკარდი
100მგ+40მგ ტაბლეტი №60
ტრინომია
Trinomia
100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)
ასაფენი
80მგ ტაბლეტი საღეჭი ქილა №500
აგრეგანი
Agregan
100მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
აგრეგანი
AGREGAN
75მგ ტაბლეტი #30
აგრეგანი
Agregan
150მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
აცეტილსალიცილის მჟავა
Acetylsalicylic Acid
0.5გ ტაბლეტი №10
აცეტილსალიცინის მჟავა
ACETYLSALICYLIC ACID
100მგ ტაბლეტი №1000
გრიდოკლაინი
GRIDOKLINE
75მგ ტაბლეტი №28
დენკალგინ ფეინ რილიფ
DENKALGIN PAIN RELIEF
ტაბლეტი #20
ეფექტი C
EPHACT C
შუშხუნა ტაბლეტი #10
თრომბასპინი®
THROMBASPIN®
- 100მგ ტაბლეტი #20
თრომბობათი
Thrombobat
100 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
თრომბომაგი
TromboMag
150მგ + 30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
კარდიო ფორსი
CARDIO FORS
75მგ ტაბლეტი #30
კარდიო ფორსი
CARDIO FORS
150მგ ტაბლეტი #30
კარუმ-სანოველი
Carum-Sanovel
75მგ შემოგარსული ტაბლეტი #28
კლოპაცინი
Clopacin
75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28; №84
კლოპიგამა®
Clopigamma®
75 მგ ტაბლეტი
კლოპიდოგრელი USP
CLOPIDOGREL USP
75მგ ტაბლეტი №500
კლოპიდონი
CLOPIDON
75 მგ ტაბლეტი #10
კლოპიდოქსანი
KLOPIDOCSAN
75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ლოდიგრელი
Lodigrel
75მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #14 და # 28
ნეოაგრეგანი
NEOAGREGAN
150 მგ/30,39 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნეოაგრეგანი
NEOAGREGAN
75 მგ/15,2 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნეოსპირინი + C
NEOSPIRINI + C
400/250მგ შუშხუნა ფხვნილი#10
ნეფაზანი
Nefazan
75მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #15
პერინი
PERIN
კაფსულა №50
სტაზექსი
STAZEX
75მგ ტაბლეტი #10
ციტრამონი-P
Сitramon-P
1 მგ ტაბლეტი №50
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.