8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02124 Rx · რეცეპტით

ნეოაგრეგანი

NEOAGREGAN

150 მგ/30,39 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ნეოაგრეგანი, 150 მგ/30,39 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მოქმედი ნივთიერება
Acetylsalicylic acid Magnesium hydroxide
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიაგრეგანტები
მიმართულება
კარდიოლოგია
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide. ჯერ ყველაზე იაფი.

ასმადა, 75მგ+15.2მგ ტაბლეტი №40

ასმადა

75მგ+15.2მგ ტაბლეტი №40

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან7.89 ₾
კარდიოასმაგნე, 75მგ + 15,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

კარდიოასმაგნე

Kardioasmagne

75მგ + 15,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide GM Pharmaceuticals, საქართველო
დან10.18 ₾
კარდიოასმაგნე, 150მგ + 30.39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

კარდიოასმაგნე

CARDIOASMAGNE

150მგ + 30.39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide GM Pharmaceuticals, საქართველო
დან16.38 ₾
კარდიომაგნილი, 150მგ+30.39მგ ტაბლეტი №30; №100

კარდიომაგნილი

CARDIOMAGNYL

150მგ+30.39მგ ტაბლეტი №30; №100

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide Takeda GmbH, გერმანია
დან19.23 ₾
თრომბომაგი, 150მგ + 30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

თრომბომაგი

TromboMag

150მგ + 30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide Hemofarm A.D., სერბია
ურეცეპტო
ნეოაგრეგანი, 75 მგ/15,2 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ნეოაგრეგანი

NEOAGREGAN

75 მგ/15,2 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-სა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის 15.2 მგ-ს ანაცეტილსალიცილის მჟავას 150 მგ-სა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის 30.39 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - ანტიაგრეგანტული მოქმედების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული(ასას) კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატი.
აცეტილსალიცილის მჟავა შეუქცევადად აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას (ცოგ-1), ამცირებს თრომბოქსან A2-ის სინთეზს, რის შედეგადაც ქვეითდება თრომბოციტების აგრეგაციის უნარი.
ამასთან, აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება.
მაგნიუმის ჰიდროქსიდი იცავს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან ზედაპირს აცეტილსალიცილის მჟავას ზემოქმედებისაგან, რის შედეგადაც მცირდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

02

ფარმაკოკინეტიკა

აცეტილსალიცილის მჟავა პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, სწრაფად გარდაიქმნება სალიცილის მჟავად ნაწლავში, ღვიძლსა და პლაზმაში, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 საათს შეადგენს. აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%-ია, ხოლო სალიცილის მჟავასთვის – 80-100%. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. მაგნიუმის ჰიდროქსიდი (აღნიშნული დოზა) არ მოქმედებს აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობაზე.

03

ჩვენებები

ნეოაგრეგანი გამოიყენება თრომბოციტების მომატებული აგრეგაციით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისათვის:

  • თრომბოზი და ემბოლია;
  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • შაკიკი;
  • გულის მწვავე უკმარისობა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტონია, სიმსუქნე, მოწევა, ასაკიანი პაციენტები);
  • თავის ტვინის იშემიური ტიპის სისხლის მიმოქცევის დარღვევები (მათ შორის იშემიური ინსულტი);
  • სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი თრომბო-ემბოლიური გართულების პროფილაქტიკა (აორტო-კორონალური შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონალური ანგიოპლასტიკა).
04

უკუჩვენებები

  • ანამნეზში თავის ტვინის სისხლჩაქცევა;
  • ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლჩაქცევა;
  • მიდრეკილება სისხლდენებისადმი (ვიტამინი K-ს უკმარისობა, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული დიათეზი და სხვა);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
  • სალიცილატებისა და ასას მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა;
  • გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
  • თირკმლის უკმარისობა(კკ < 10 მლ/წთ);
  • ორსულობის I და III ტრიმესტრი;
  • ლაქტაციის პერიოდი;
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები;
  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ნეოაგრეგანი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პოდაგრით, ჰიპერურიკემიით, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებით ან სისხლდენით, თირკმლისა და/ან ღვიძლის უკმარისობით, ბრონქული ასთმით, თივის ცხელებით, ცხვირის პოლიპოზით, ალერგიული მდგომარეობებისას, ორსულობის II ტრიმესტრში.

უსაფრთხოების ზომები
აცეტილსალიცილის მჟავამ შესაძლოა, ბრონქოსპაზმის, ბრონქული ასთმის შეტევის ან მომატებული მგრძნობელობის რეაქციების პროვოცირება მოახდინოს პაციენტებში ანამნეზში ბრონქული ასთმით, თივის ცხელებით, ცხვირის პოლიპოზით, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებებით ან სხვა პრეპარატებზე ალერგიული რეაქციებით.
აცეტილსალიცილის მჟავამ, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის სისხლდენა ქირურგიული ჩარევის დროს ან მის შემდგომ პერიოდში.
აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზით მიღებამ, შესაძლოა მოახდინოს ნიკრისის ქარის (პოდაგრა) პროვოცირება პაციენტებში, შარდოვანას შემცირებული ექსკრეციით.
აცეტილსალიცილის მჟავას, დიდი დოზით მიღების შემთხვევაში, ახასიათებს ჰიპოგლიკემიური ეფექტი, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ჰიპოგლიკემიური საშუალებებით მკურნალობის დროს.
პრეპარატის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
აცეტილსალიცილის მჟავას და ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების ერთდროული მიღება ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.

05

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება (შესაძლოა სისხლიანი ჩანართებით), ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გაძლიერებული ოფლდენა, კუჭის ტკივილი, სუნთქვის გახშირება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ცნობიერების დაბინდვა. მძიმე შემთხვევებში – ცხელება, ჰიპერვენტილაცია, კეტოაციდოზი, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის უკმარისობა, გამოხატული ჰიპოგლიკემია.
მკურნალობა: მსუბუქ შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სხვა შემთხვევაში - სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

06

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის I და III ტრიმესტრში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.
მაღალი დოზით სალიცილატების მიღება ორსულობის სხვადასხვა პერიოდში იწვევს ნაყოფის დეფექტურ განვითარებას და უარყოფით გავლენას ახდენს მშობიარეზე. ორსულობის II ტრიმესტრში, პრეპარატის დანიშვნისას, მკაცრად უნდა იყოს გათვალისწინებული რისკისა და სარგებლის ბალანსი.
სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი დროით ან მაღალი დოზით დანიშვნის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ნეოაგრეგანის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე არ არის დადგენილი.

07

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ერთდროული მიღებისას, აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს მეტოტრექსატის, ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების, დიგოქსინის, ჰიპოგლიკემიური საშუალებების, ვალპროის მჟავას მოქმედებას.
გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და სალიცილატების ერთდროული მიღებისას პლაზმაში მცირდება სალიცილატების დონე, ხოლო გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სალიცილატების დოზის გადაჭარბება.
აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს ურიკოზურიული პრეპარატების მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული აცეტილსალიცილის მჟავასა და იბუპროფენის ერთდროული მიღება.
აცეტილსალიცილის მჟავას ალკოჰოლთან ერთდროული მიღება ზრდის სისხლდენის დროის გახანგრძლივებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი ზედაპირის დაზიანების რისკს.

08

მიღების წესი და დოზირება

ნეოაგრეგანის ტაბლეტი მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ტაბლეტის გაყოფა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პირველადი პროფილაქტიკისთვის პირველ დღეს ინიშნება 150 მგ/დღეში ერთხელ (აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით), ხოლო შემდეგ – 75 მგ/დღეში ერთხელ.
განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტისა და სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკის დროს, ასევე არასტაბილური სტენოკარდიისას ინიშნება 75-150 მგ ერთხელ დღეში (აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით).
სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი თრომბო-ემბოლიური გართულების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 75-150 მგ ერთხელ დღეში (აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით).

09

გვერდითი მოვლენები

აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო პრეპარატი ძირითადად კარგად გადაიტანება და გვერდითი მოვლენები ცალკეულ შემთხვევაში ვითარდება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულძმარვა, გულისრევა, ღებინება; იშვიათად – ტკივილი მუცლის არეში, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული დაზიანება; ზოგიერთ შემთხვევაში - სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ხშირად – გახანგრძლივებული სისხლდენა; იშვიათად – ანემია, ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აპლაზიური ანემია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი.
ალერგიული რეაქციები: ხშირად – ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება. იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქცია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი.
ცნს-ს მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ხმაური ყურებში, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.

10

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

გარსით დაფარული ტაბლეტი - აცეტილსალიცილის მჟავა 75 მგ და მაგნიუმის ჰიდროქსიდი 15.2 მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
გარსით დაფარული ტაბლეტი - აცეტილსალიცილის მჟავა 150 მგ და მაგნიუმის ჰიდროქსიდი 30.39 მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ციტრამონი – MFF, ტაბლეტი №6

ციტრამონი – MFF

CITRAMONUM - MFF

ტაბლეტი №6

Acetylsalicylic acid + Caffeine + პარაცეტამოლი Moscow pharmaceutical factory, რუსეთი
დან0.25 ₾
ასპირინი, 500მგ ტაბლეტი №10

ასპირინი

500მგ ტაბლეტი №10

Acetylsalicylic acid ბორისოვო, ბელარუსი
დან0.31 ₾
ციტრამონი P, 1მგ ტაბლეტი#10

ციტრამონი P

CITRAMONUM P

1მგ ტაბლეტი#10

Acetylsalicylic acid + Caffeine + პარაცეტამოლი ნეოფარმი, საქართველო
დან0.77 ₾
ასკოფენი P, ტაბლეტი #10

ასკოფენი P

ASCOPHENUM P

ტაბლეტი #10

Acetylsalicylic acid + Caffeine ნეოფარმი, საქართველო
დან1.75 ₾
ტრომბო ACC, 100მგ ტაბლეტი საღეჭი 100 ტაბლეტი №100

ტრომბო ACC

100მგ ტაბლეტი საღეჭი 100 ტაბლეტი №100

Acetylsalicylic acid
დან2.53 ₾
ასპირინი კარდიო, 100მგ ტაბლეტი №20

ასპირინი კარდიო

100მგ ტაბლეტი №20

Acetylsalicylic acid ბაიერი, თურქეთი
დან4.89 ₾
უფსარინი, ტაბლეტი შუშხუნა 10 შუშხუნა ტაბლეტი №10

უფსარინი

ტაბლეტი შუშხუნა 10 შუშხუნა ტაბლეტი №10

Acetylsalicylic acid + ascorbic acid
დან8.16 ₾
კარდიომაგნილი, 75მგ+15.2მგ ტაბლეტი N30; №100

კარდიომაგნილი

CARDIOMAGNYL

75მგ+15.2მგ ტაბლეტი N30; №100

Magnesium hydroxide Takeda GmbH, გერმანია
დან9.69 ₾
მაალოქსი, 400მგ/400მგ საღეჭი ტაბლეტი №40

მაალოქსი

MAALOX

400მგ/400მგ საღეჭი ტაბლეტი №40

Magnesium hydroxide Sanofi-aventis S.P.A, იტალია
დან13.06 ₾
ნოვოსალიკი, 0,5მგ+30მგ/1გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1

ნოვოსალიკი

Novosalic

0,5მგ+30მგ/1გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1

Acetylsalicylic acid + Betamethasone REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან14.58 ₾
პლუსკარდი, 100მგ+40მგ ტაბლეტი №60

პლუსკარდი

100მგ+40მგ ტაბლეტი №60

Acetylsalicylic acid + glycine(aminoacetic acid) მედიკოდომუსი, პოლონეთი
დან22.06 ₾
გასტროპროტექტი, 10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24

გასტროპროტექტი

Gastroprotect

10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24

Calcium carbonate + ფამოტიდინი + Magnesium hydroxide ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან24.01 ₾
ფოსფა-G, 1,5გ/15მლ 15მლ შიგნით მისაღები სუსპენზია პაკეტი №20

ფოსფა-G

FOSFA-G

1,5გ/15მლ 15მლ შიგნით მისაღები სუსპენზია პაკეტი №20

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide DAEWON Pharm. Co, კორეა
დან27.54 ₾
სიმალგელ, (405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით

სიმალგელ

Simalgel

(405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide + სიმეტიკონი EIPICO, ეგვიპტე
დან28.28 ₾
კლოპიდ-ასი, 75მგ+75მგ ტაბლეტი №30

კლოპიდ-ასი

75მგ+75მგ ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid + კლოპიდოგრელი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან34.68 ₾
პიგასპინი, კაფსულა №30;

პიგასპინი

Pigaspin

კაფსულა №30;

Acetylsalicylic acid + კლოპიდოგრელი ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
დან36.50 ₾
ტრიგელი სუსპენზია, 10მლ სუსპენზია 20 პაკეტი №20 10 მლ

ტრიგელი სუსპენზია

10მლ სუსპენზია 20 პაკეტი №20 10 მლ

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide
დან40.41 ₾
ტრინომია, 100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)

ტრინომია

Trinomia

100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)

Acetylsalicylic acid + ატორვასტატინი + რამიპრილი Ferrer Internacional, S.A., ესპანეთი
დან47.00 ₾
კოპლავიქსი, 75მგ/100მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

კოპლავიქსი

CoPlavix®

75მგ/100მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid + კლოპიდოგრელი Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
დან52.91 ₾
ასაფენი, 80მგ ტაბლეტი საღეჭი ქილა №500

ასაფენი

80მგ ტაბლეტი საღეჭი ქილა №500

Acetylsalicylic acid სანეკა ფარმაცეუტიკალი, სლოვაკეთი
დან236.30 ₾
აგრეგანი, 150მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

აგრეგანი

Agregan

150მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid GM Pharmaceuticals, საქართველო
ურეცეპტო
აგრეგანი, 75მგ ტაბლეტი #30

აგრეგანი

AGREGAN

75მგ ტაბლეტი #30

Acetylsalicylic acid ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
აგრეგანი, 100მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

აგრეგანი

Agregan

100მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid GM Pharmaceuticals, საქართველო
ურეცეპტო
აცეტილსალიცილის მჟავა, 0.5გ ტაბლეტი №10

აცეტილსალიცილის მჟავა

Acetylsalicylic Acid

0.5გ ტაბლეტი №10

Acetylsalicylic acid ნეოფარმი, საქართველო
ურეცეპტო

აცეტილსალიცინის მჟავა

ACETYLSALICYLIC ACID

100მგ ტაბლეტი №1000

Acetylsalicylic acid Tianjin Huajin Pharmaceutical, ჩინეთი
ურეცეპტო
გასტალი, ტაბლეტი #30

გასტალი

Gastal

ტაბლეტი #30

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide + Magniesium carbonate ტევა, უკრაინა
ურეცეპტო
დენკალგინ ფეინ რილიფ, ტაბლეტი #20

დენკალგინ ფეინ რილიფ

DENKALGIN PAIN RELIEF

ტაბლეტი #20

Acetylsalicylic acid + პარაცეტამოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ეფექტი C, შუშხუნა ტაბლეტი #10

ეფექტი C

EPHACT C

შუშხუნა ტაბლეტი #10

Acetylsalicylic acid + ascorbic acid ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
თრომბასპინი®, - 100მგ ტაბლეტი #20

თრომბასპინი®

THROMBASPIN®

- 100მგ ტაბლეტი #20

Acetylsalicylic acid ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
თრომბობათი, 100 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

თრომბობათი

Thrombobat

100 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid ბიოპოლუსი, საქართველო
ურეცეპტო
კარდიო ფორსი, 75მგ ტაბლეტი #30

კარდიო ფორსი

CARDIO FORS

75მგ ტაბლეტი #30

Acetylsalicylic acid ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
კარდიო ფორსი, 150მგ ტაბლეტი #30

კარდიო ფორსი

CARDIO FORS

150მგ ტაბლეტი #30

Acetylsalicylic acid ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
მაალოქსი, (525მგ+600მგ)/15მლ 15მლ შიგნით მისაღები სუსპენზია პაკეტი №30

მაალოქსი

MAALOX

(525მგ+600მგ)/15მლ 15მლ შიგნით მისაღები სუსპენზია პაკეტი №30

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide Sanofi-aventis S.P.A, იტალია
ურეცეპტო
მაალოქსი, (4,0+3,5)გ/100მლ 250მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონში

მაალოქსი

MAALOX

(4,0+3,5)გ/100მლ 250მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონში

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide Sanofi-aventis S.P.A, იტალია
ურეცეპტო
ნეოსპირინი + C, 400/250მგ შუშხუნა ფხვნილი#10

ნეოსპირინი + C

NEOSPIRINI + C

400/250მგ შუშხუნა ფხვნილი#10

Acetylsalicylic acid + ascorbic acid ნეოფარმი, საქართველო
ურეცეპტო
პერინი, კაფსულა №50

პერინი

PERIN

კაფსულა №50

Acetylsalicylic acid + Caffeine + პარაცეტამოლი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო

ციტრამონი-P

Сitramon-P

1 მგ ტაბლეტი №50

Acetylsalicylic acid + Caffeine + პარაცეტამოლი ბიოპოლუსი, საქართველო
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.