8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01876 ურეცეპტო

მაალოქსი

MAALOX

(525მგ+600მგ)/15მლ 15მლ შიგნით მისაღები სუსპენზია პაკეტი №30

მაალოქსი, (525მგ+600მგ)/15მლ 15მლ შიგნით მისაღები სუსპენზია პაკეტი №30
მოქმედი ნივთიერება
Aluminum hydroxide Magnesium hydroxide
მწარმოებელი
Sanofi-aventis S.P.A, იტალია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტაციდური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
Sanofi
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 პაკეტი სუსპენზიის (15 მლ) შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები:

მაგნიუმის ჰიდროქსიდი 600 მგ

ალუმინის ჰიდროქსიდი 525 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავა 0,018 მლ

ლიმონმჟავის მონოჰიდრატი (E330) 9,82 მგ

ბაღის პიტნის ეთერზეთი 1,89 მგ

მანიტოლი (E421) 37,50 მგ

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218) 15,00 მგ

პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216) 7,50 მგ

ნატრიუმის საქარინატი (E954) 4,215 მგ

სორბიტოლი 70% (არაკრისტალიზებადი) (E420) 214,3 მგ

წყალბადის პეროქსიდი 30% (9,75 მგ)

გაწმენდილი წყალი 15 მლ-მდე

02

ზოგადი დახასიათება

რძის მაგვარი კრემისებრი სითხე პიტნის ტკბილი გემოთი და სუნით.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტაციდური საშუალება.

ათქ კოდი: А02АD01

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

მაალოქსი წარმოადგენს მაგნიუმის ჰიდროჟანგისა და ალუმინის ჰიდროჟანგის კარგად დაბალანსებულ კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ მანეიტრალებელ უნარს კუჭის მჟავიანობის მიმართ და საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ ეფექტს.

პრეპარატი გამოიყენება როგორც მაადსორბირებელი, შემომგარსველი და ანტაციდური საშუალება კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის დროს. მაალოქსი რამდენიმე საათით ხსნის ტკივილს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ორგანოებში. მაალოქსი არ იწვევს შეკრულობას.

05

ფარმაკოკინეტიკა

მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდები მიეკუთვნება ადგილობრივი მოქმედების ანტაციდებს, რომლებიც რეკომენდებული დოზებით მიღებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და, შესაბამისად, არ ახდენს სისტემურ მოქმედებას ორგანიზმზე.

06

ჩვენებები

ანტაციდური თერაპია გულძმარვასა და გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

07

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენება 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში!

მაალოქსი ჩვეულებრივ მიიღება საკვების მიღებიდან 1-1,5 სთ-ში ან ტკივილის დროს. მაალოქსი სუსპენზიის სახით მიიღება 15 მლ (1 პაკეტი). გამოყენების წინ საჭიროა სუსპენზიის ჰომოგენიზირება, პაკეტის ხელით დარბილებით.

პაკეტის შემადგენლობა გამოწურეთ კოვზზე ან პირში, წყალში გაუხსნელად.

საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დამატებითი დოზის მიღება შესაძლებელია

წინა მიღებიდან 2 საათში, მაგრამ არაუმეტეს 6 მიღებისა დღეში.

08

უკუჩვენებები

  • თირკმლის მძიმე უკმარისობა, რადგან პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს.
  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • 15 წლამდე ასაკი.
  • ფრუქტოზის აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული მითითება

დაიცავით 2 საათიანი ინტერვალი მაალოქსისა და სხვა პრეპარატების მიღებებს შორის.

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ორსულებისა და მეძუძური ქალების სამკურნალოდ.

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:

  • წონის დაკლება;
  • გაძნელებული ყლაპვა და დისკომფორტი მუცლის არეში, რომელიც არ იხსნება მკურნალობის შედეგად;
  • პირველად გამოვლენილი საჭმლის მონელების დარღვევა, ცვლილებები საჭმლის მონელების დარღვევაში;
  • თირკმლის უკმარისობა.

მოცემული პრეპარატი უკუნაჩვენებია ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის, ან საქარაზა-იზომალტაზის დეფიციტის შემთხვევაში და სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რადგან პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს და საქაროზას.

09

განსაკუთრებული მითითებები

ალუმინის ჰიდროქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა, მაგნიუმის მარილების დოზის გადაჭარბებამ შეიძლება მიგვიყვანოს ნაწლავის ჰიპოკინეზიამდე; აღნიშნული ტიპის გართულებების მიმართ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, მაგალითად თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ან ხანდაზმული ასაკის პირებში, პრეპარატის მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს ნაწლავური გაუვალობა.

ალუმინის ჰიდროქსიდი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ამიტომ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში სისტემური მოქმედება იშვიათად აღინიშნება. თუმცა, პრეპარატის მაღალი დოზების მიღების ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, აგრეთვე საკვებში ფოსფორის დაბალი შემცველობით მიღების ფონზე პრეპარატის რეკომენდებული დოზების ან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ფოსფატის უკმარისობის განვითარება (ფოსფატ-იონებთან ალუმინის შეკავშირების უნარის გამო), რომელსაც თან ახლავს ძვლის რეზორბციის გაძლიერება, ჰიპერკალციურია და ოსტეომალაციის განვითარების რისკი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების და ფოსფატის უკმარისობის განვითარების რისკის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობა.

თირკმლის უკმარისობის დროს ან ქრონიკულ დიალიზზე მყოფ პაციენტებში უნდა იქნას გათვალისწინებული პრეპარატში ალუმინისა და მაგნიუმის შემცველობა. პრეპარატის მაღალი დოზების, მათ შორის მაღალი თერაპიული დოზების, ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ენცეფალოპათიის, დემენციის, მიკროციტული ანემიის განვითარება ან დიალიზით გამოწვეული ოსტეომალაციის დამძიმება.

ალუმინის ჰიდროქსიდი შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ჰემოდიალიზზე მყოფ პორფირიის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თუ მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ სიმპტომები შენარჩუნდება ან აღინიშნება მდგომარეობის გაუარესება უნდა იქნას დადგენილი ამ სიმპტომების მიზეზი და დაინიშნოს ახალი მკურნალობა.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის ციტრატებთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ალუმინის დონის მომატება (იხ. პარაგრაფი ~ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან~).

10

ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებზე ტერატოგენული ეფექტის ზუსტი ცნობები არ არსებობს.

დღეისათვის კლინიკურ პრაქტიკაში არ არის ცნობები თანდაყოლილი დეფექტებისა და ფეტოტოქსიური ეფექტების განვითარების შესახებ.

დღეისათვის არ არის გამოვლენილი რაიმე სპეციფიური ტერატოგენული მოქმედება პრეპარატ მაალოქსის გამოყენებისას ორსულობის პერიოდში, მაგრამ არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მისი გამოყენების პოტენციური სარგებელი ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

გასათვალისწინებელია ალუმინისა და მაგნიუმის იონების შემცველობა, რამაც შეუძლია იმოქმედოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამავლობაზე:

  • მაგნიუმის ჰიდროქსიდის მარილებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა;
  • ალუმინის მარილები შეიძლება იყოს შეკრულობის მიზეზი და დაამძიმოს შეკრულობის მიმდინარეობა, რაც ხშირად აღინიშნება ორსულობის დროს.

თავი შეიკავეთ ორსულობის პერიოდში პრეპარატის დიდი დოზების და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისგან.

ძუძუთი კვება

მკურნალობის დროს დასაშვებია ძუძუთი კვება. ალუმინის ჰიდროქსიდი მაგნიუმის მარილებთან კომბინაციაში შეთავსებადია ლაქტაციასთან.

11

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოქმედება, რომელიც აღინიშნება პრეპარატის გამოყენებისას, კლასიფიცირდება მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად >10%, ხშირად >1 და <10%, არც ისე ხშირად >0.1 და <1%, იშვიათად >0.01 და <0.1%, ძალიან იშვიათად <0,01%, სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).

დანიშნული დოზის დაცვის შემთხვევაში პრეპარატის გვერდითი მოქმედება უმნიშვნელოა.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

არც ისე ხშირი: დიარეა, შეკრულობა, მეტაბოლიზმისა და საჭმლის მონელების დარღვევა.

სიხშირე უცნობია: ჰიპერმაგნიემია, ჰიპერალუმინემია, ჰიპოფოსფატემია, პრეპარატის მაღალი დოზების მიღების ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, აგრეთვე საკვებში ფოსფორის დაბალი შემცველობით მიღების ფონზე პრეპარატის რეკომენდებული დოზების ან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ფოსფატის უკმარისობის განვითარება (ფოსფატ-იონებთან ალუმინის შეკავშირების უნარის გამო), რომელსაც თან ახლავს ძვლის რეზორბციის გაძლიერება, ჰიპერკალციურია და ოსტეომალაციის განვითარების რისკი.

ხანგრძლივი გამოყენების და თირკმელების გამოყოფის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია სისხლის პლაზმაში მაგნიუმის ან/და ალუმინის შემცველობის მომატება, ორგანიზმში ფოსფორის დეფიციტის, ენცეფალოპათიის განვითარება.

ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია ძვალ-სახსროვანი დაავადებების, ალცგეიმერის დაავადების გამწვავება.

12

ჭარბი დოზირება

ჩვეულებრივ მაგნიუმის დოზის გადაჭარბება არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. მიუხედავად ამისა, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მაგნიუმით მოწამვლა (იხ. პარაგრაფი ~სიფრთხილის ზომები~).

ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდების კომბინაციის დოზის მძიმე გადაჭარბების სიმპტომები ითვალისწინებს დიარეას, მუცლის ტკივილს და ღებინებას.

აღნიშნული ტიპის გართულებების მიმართ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს ნაწლავური გაუვალობა.

ტოქსიკური ეფექტი დამოკიდებულია სისხლის შრატში მაგნიუმის კონცენტრაციაზე. ტოქსიკური მოქმედების ნიშნებია:

  • არტერიული წნევის დაქვეითება;
  • გულისრევა, ღებინება;
  • ძილიანობა, რეფლექსების დაქვეითება, კუნთების მოდუნება, ნერვ-კუნთოვანი დამბლა;
  • ბრადიკარდია, ეკგ მაჩვენებლების ცვლილებები;
  • ჰიპოვენტილაცია;
  • ყველაზე მძიმე შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სუნთქვის დამბლა, კომა, თირკმლის ან გულის ფუნქციის დარღვევა;
  • ანურიული სინდრომი.

ალუმინი და მაგნიუმი გამოიყოფა შარდთან ერთად. მაგნიუმის დოზის გადაჭარბების მკურნალობა: რეჰიდრატაცია, ფორსირებული დიურეზი. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა ჰემოდიალიზი ან პერიტონული დიალიზი.

13

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ანტაციდები ურთიერთქმედებაში შედის ზოგიერთ სხვა პერორალურ პრეპარატებთან.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას

  • ქინიდინთან

ქინიდინთან ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია შრატში ქინიდინის კონცენტრაციის მომატება და ქინიდინის დოზის გადაჭარბების განვითარება.

ერთდროულად შიგნით მიღების შემთხვევაში მაალოქსს შეუძლია დააქვეითოს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სიფრთხილის ზომის სახით, შემდეგი პრეპარატების მიღება რეკომენდებულია მაალოქსის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მაალოქსის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

  • აცეტილსალიცილის მჟავა, H2-ანტიჰისტამინური საშუალებები, ეტამბუტოლი, იზონიაზიდი (პერორალური), ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპრანოლოლი, ცეფდინირი, ცეფპოდოქსინი, ქლოროქინი, ციკლინები, დიფლუნიზალი, დიგოქსინი, დიფოსფონატები, ფექსოფენადინი, რკინის მარილები, ფტორქინოლონები, ფტორის შემცველი ნატრიუმი, გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი), ინდომეტაცინი, კეტოკონაზოლი, ლევოთიროქსინი, ლანზოპრაზოლი, ლინკოზამიდები, ფენოთიაზინის ნეიროლეფსიური საშუალებები, პენიცილამინი, ფოსფორი (დანამატი), თიროქსინი, როზუვასტატინი, სულპირიდი.
  • პოლისტიროლსულფონატთან (კაექსალატთან)

პოლისტიროლსულფონატთან (კაექსალატთან) ეთრდოულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა კალიუმის ფისთან შეკავშირების ეფექტურობის შემცირების და მეტაბოლური ალკალოზის განვითარების შესაძლო რისკის გამო პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და ნაწლავური გაუვალობით.

მაალოქსთან ეთრდოულად მიღებისას მცირდება ზემოაღნიშნული პრეპარატების შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამ პრეპარატებისა და მაალოქსის მიღებებს შორის ორ საათიანი ინტერვალის და ფტორქინოლონებისა და მაალოქსის მიღებებს შორის 4 საათიანი ინტერვალის დაცვით უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია მოცემული არასასურველი ურთიერთქმედების თავიდან აცილება.

მაალოქსისა და სხვა პრეპარატების ერთდროულად მიღების ყველა შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ყურადღებაში მისაღები კომბინაციები

  • სალიცილატებთან

სალიცილატებისა და პრეპარატ მაალოქსის მაღალი დოზების ერთდროულად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სალიცილატების ექსკრეცია შარდთან, პრეპარატ მაალოქსის მოქმედებით შარდის გატუტიანების შედეგად.

  • ციტრატებთან

ალუმინის ჰიდროქსიდის ციტრატებთან ერთდროულად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ალუმინის პლაზმური კონცენტრაციები, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

  • ულიპრისტალთან: ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია ულიპრისტალის ეფექტურობის შემცირება აბსორბციის დაქვეითების გამო.
14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

15 მლ სუსპენზია პაკეტებში, 30 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთვაში.

15

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

16

ვარგისობის ვადა

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ასმადა, 75მგ+15.2მგ ტაბლეტი №40

ასმადა

75მგ+15.2მგ ტაბლეტი №40

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან7.89 ₾
კარდიომაგნილი, 75მგ+15.2მგ ტაბლეტი N30; №100

კარდიომაგნილი

CARDIOMAGNYL

75მგ+15.2მგ ტაბლეტი N30; №100

Magnesium hydroxide Takeda GmbH, გერმანია
დან9.69 ₾
კარდიოასმაგნე, 75მგ + 15,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

კარდიოასმაგნე

Kardioasmagne

75მგ + 15,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide GM Pharmaceuticals, საქართველო
დან10.18 ₾
მაალოქსი, 400მგ/400მგ საღეჭი ტაბლეტი №40

მაალოქსი

MAALOX

400მგ/400მგ საღეჭი ტაბლეტი №40

Magnesium hydroxide Sanofi-aventis S.P.A, იტალია
დან13.06 ₾
კარდიოასმაგნე, 150მგ + 30.39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

კარდიოასმაგნე

CARDIOASMAGNE

150მგ + 30.39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide GM Pharmaceuticals, საქართველო
დან16.38 ₾
კარდიომაგნილი, 150მგ+30.39მგ ტაბლეტი №30; №100

კარდიომაგნილი

CARDIOMAGNYL

150მგ+30.39მგ ტაბლეტი №30; №100

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide Takeda GmbH, გერმანია
დან19.23 ₾
გასტროპროტექტი, 10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24

გასტროპროტექტი

Gastroprotect

10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24

Calcium carbonate + ფამოტიდინი + Magnesium hydroxide ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან24.01 ₾
სიმალგელ, (405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით

სიმალგელ

Simalgel

(405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide + სიმეტიკონი EIPICO, ეგვიპტე
დან28.28 ₾
გასტალი, ტაბლეტი #30

გასტალი

Gastal

ტაბლეტი #30

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide + Magniesium carbonate ტევა, უკრაინა
ურეცეპტო
თრომბომაგი, 150მგ + 30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

თრომბომაგი

TromboMag

150მგ + 30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide Hemofarm A.D., სერბია
ურეცეპტო
ნეოაგრეგანი, 150 მგ/30,39 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ნეოაგრეგანი

NEOAGREGAN

150 მგ/30,39 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ნეოაგრეგანი, 75 მგ/15,2 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ნეოაგრეგანი

NEOAGREGAN

75 მგ/15,2 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.