8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01877 ურეცეპტო

მაალოქსი

MAALOX

400მგ/400მგ საღეჭი ტაბლეტი №40

დან13.06 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
მაალოქსი, 400მგ/400მგ საღეჭი ტაბლეტი №40
მოქმედი ნივთიერება
Magnesium hydroxide
მწარმოებელი
Sanofi-aventis S.P.A, იტალია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტაციდური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
Sanofi
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

400მგ+400მგ · №40

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    მაალოქსი ტაბლეტი საღეჭი 400მგ+400მგ #40

    0.33 ₾ / ც. × 40

    13.06 ₾

    15.36 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC ყველაზე იაფი

    მაალოქსი ტაბლეტი საღეჭი 400მგ+400მგ #40

    0.33 ₾ / ც. × 40

    13.06 ₾

    15.36 ₾

    ყიდვა ↗

800მგ · №40

  • PSP

    მაალოქსი - Maalox 800მგ. 40 ტაბლეტი

    0.38 ₾ / ც. × 40 · მარაგში არ არის

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Magnesium hydroxide. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

თითო დასაღეჭი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებებს:

მაგნიუმის ჰიდროქსიდს.............................400,0 მგ;

ალუმინის ჰიდროქსიდს.............................400,0 მგ (ალუმინის ოქსიდზე გაანგარიშებით – 200 მგ).

დამხმარე ნივთიერებები:

სახამებელი საკონდიტრო შაქრით, სორბიტოლი (E420), მანიტოლი (E421), მაგნიუმის სტეარატი (E470), ბაღის პიტნის არომატიზატორი, ნატრიუმის საქარინატი (E954), საქაროზა.

02

ზოგადი დახასიათება

თეთრი ფერის მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ჩამოჭრილი კიდეებით და გრავირებით ~Mხ~ ორივე მხარეს.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტაციდური საშუალება.

ATC Code: A02AD01.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატი ანეიტრალებს თავისუფალ მარილმჟავას, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავის წვენის პეპტიური აქტივობის შემცირებას.

ალუმინის ჰიდროქსიდის მიერ გამოწვეული შეკრულობის ეფექტი არეგულირებს მაგნიუმის ჰიდროქსიდის საფაღარათო ეფექტს.

05

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებული ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდები ურთიერთქმედებაში შედიან კუჭში არსებულ მარილმჟავასთან მარილების წარმოქმნით, რომლებიც ნაწილობრივ აბსორბირდება.

აბსორბირებული მარილების გამოყოფა ძირითადად ხდება შარდით. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ არის გამოვლენილი რაიმე განსაკუთრებული საშიშროება ადამიანისათვის განმეორებითი დოზების ფარმაკოლოგიის, უსაფრთხოების, ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენობისა და რეპროდუქციული ტოქსიკურობის ტრადიციული კვლევების საფუძველზე.

06

ჩვენებები

ანტაციდური თერაპია გულძმარვისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

07

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად!

მიიღეთ 1-2 ტაბლეტი 4 ჯერ დღე-ღამეში, ტაბლეტის გაწოვით ან კარგად დაღეჭვით, საკვების მიღებიდან 20-60 წუთის შემდეგ და ძილის წინ. ტაბლეტი უნდა გაიწოვოს ან კარგად დაიღეჭოს. ტაბლეტის მიღება შეიძლება წყალთან ან რძესთან ერთად. პრეპარატი რეკომენდებული არ არის ბავშვებისათვის.

არ გადააჭარბოთ პრეპარატის მითითებულ მაქსიმალურ დოზას.

08

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების და სხვა კომპონენტების მიმართ.
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა (პრეპარატის შემადგენლობაში მაგნიუმის არსებობის გამო).
  • ასაკი 15 წლამდე.
  • პორფირია.
  • კახექსია.
09

განსაკუთრებული მითითებები

მოცემული სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის ან საქაროზა-იზომალტაზის დეფიციტის შემთხვევაში და სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში მის შემადგენლობაში სორბიტოლისა და საქაროზის არსებობის გამო.

ალუმინის ჰიდროქსიდს შეუძლია გამოიწვიოს შეკრულობა, მაგნიუმის მარილების დოზის გადაჭარბებას შეუძლია გამოიწვიოს ნაწლავის ჰიპოკინეზია; ასეთი გართულებების მომატებული რისკის ჯგუფის პაციენტებში, ე.ი. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, ქრონიკული შეკრულობით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ან ხანდაზმული ასაკის პირებში პრეპარატის მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააღრმავოს ნაწლავური გაუვალობა.

ალუმინის ჰიდროქსიდი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ამიტომ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში სისტემური მოქმედება იშვიათად აღინიშნება.

თუმცა, პრეპარატის მაღალი დოზების მიღების ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, აგრეთვე საკვებში ფოსფორის დაბალი შემცველობით მიღების ფონზე პრეპარატის რეკომენდებული დოზების ან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ფოსფატის უკმარისობის განვითარება (ფოსფატ-იონებთან ალუმინის შეკავშირების უნარის გამო), რომელსაც თან ახლავს ძვლის რეზორბციის გაძლიერება, ჰიპერკალციურია და ოსტეომალაციის განვითარების რისკი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების და ფოსფატის უკმარისობის განვითარების რისკის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია მაგნიუმისა და ალუმინის პლაზმური კონცენტრაციების მომატება, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ჰიპერალუმინემია და ჰიპერმაგნიემია. ამ პაციენტებში პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, მათ შორის მაღალი თერაპიული დოზებით გამოყენებისას, შესაძლებელია ენცეფალოპათიის, დემენციის, მიკროციტული ანემიის განვითარება ან დიალიზით გამოწვეული ოსტეომალაციის დამძიმება.

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ექიმის დაკვირვების ქვეშ. თირკმლის ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში თავი შეიკავეთ პრეპარატ მაალოქსის ხანგრძლივი კურსით დანიშვნისგან.

ალუმინის ჰიდროქსიდი შეიძლება არ იყოს უსაფრთხო პორფირიის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი.

პრეპარატი არ ახდენს რაიმე გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

10

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

შესაბამისად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მისი გამოყენების პოტენციური სარგებელი ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ძუძუთი კვება

რეკომენდაციების თანახმად გამოყენებისას ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის მარილების კომბინაციების შეწოვა დედის ორგანიზმში შეზღუდულია, ამიტომ პრეპარატი მაალოქსი შეთავსებადია ძუძუთი კვებასთან.

11

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოქმედება, რომელიც აღინიშნება პრეპარატის გამოყენებისას, განაწილებულია კატეგორიებში მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან გავრცელებული (>1/10); გავრცელებული (>1/100, <1/10); არც ისე ხშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10,000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე გამოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია).

^

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია: კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

არც ისე ხშირი: დიარეა, შეკრულობა.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები

სიხშირე უცნობია:

 ჰიპერმაგნიემია,

 ჰიპერალუმინემია,

 ჰიპოფოსფატემია, ხანგრძლივი მკურნალობის ან მაღალი დოზების მიღების, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენების შემთხვევაში საკვებში ფოსფორის დაბალი შემცველობის მიღების დროს ან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ქსოვილის მომატებული რეზორბცია, ჰიპერკალციურია, ოსტეომალაცია.

შეტყობინება გვერდით რეაქციებზე ეჭვის შესახებ:

პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ გვერდით რეაქციებზე ეჭვის შესახებ შეტყობინებები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ პრეპარატის სარგებლიანობისა და რისკის შეფარდების უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის მუშაკებს მოგმართავთ თხოვნით გვერდით რეაქციებზე ნებისმიერი ეჭვის შესახებ ინფორმაცია გააგზავნოთ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

12

ჭარბი დოზირება

დოზის განზრახ გადაჭარბების შესახებ გამოცდილება ძალზედ შეზღუდულია.

ალუმინის მარილების დოზის გადაჭარბების მიმართ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: ენცეფალოპათია, კრუნჩხვა, დემენცია და ჰიპერმაგნეზიემია.

ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდების კომბინაციის დოზის მწვავე გადაჭარბების სიმპტომებს უფრო ხშირად წარმოადგენს დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება.

რისკის ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს ნაწლავის ობსტრუქცია ან ნაწლავური გაუვალობა (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები~).

როგორც დოზის გადაჭარბების მკურნალობის ყველა შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური, საჭიროა მიღებულ იქნას ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები.

ალუმინი და მაგნიუმი გამოიყოფა შარდთან ერთად.

დოზის მწვავე გადაჭარბების მკურნალობა უნდა ჩატარდეს სითხის დაკარგვის აღდგენისა (რეჰიდრატაცია) და ფორსირებული დიურეზის საშუალებით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება.

13

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ანტაციდები ურთიერთქმედებაში შედიან ზოგიერთ სხვა პერორალურ პრეპარატთან.

ალუმინისა და მაგნიუმის მარილები ამცირებს ტეტრაციკლინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ამიტომ რეკომენდებულია მაალოქსის გამოყენებისგან თავის შეკავება პერორალური ტეტრაციკლინებით თერაპიის დროს.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას

ერთდროულად პერორალური მიღების შემთხვევაში მაალოქსს შეუძლია შეამციროს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბცია:

  • H2-ანტიჰისტამინური საშუალებები, ატენოლოლი, ცეფდინირი, ცეფლოდოქსინი, ქლოროქინი, ციკლინები, ტეტრაციკლინები, დიფლუნიზალი, დიგოქსინი, ბიფოსფონატები, ეტამბუტოლი, ფტორის შემცველი ნატრიუმი, ფტორქინოლონები, გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი), ინდომეტაცინი, იზონიაზიდი (პერორალური), კეტოკონაზოლი, ლევოთიროქსინი, ლინკოზამიდები, მეტოპროლოლი, ფენოთიაზინური ნეიროლეფსიური საშუალებები, პენიცილამინი, პროპრანოლოლი, როზუვასტატინი, რკინის მარილები.
  • ქინიდინთან

ქინიდინთან ერთდროულად მიღების დროს შესაძლებელია შრატში ქინიდინის კონცენტრაციის მომატება და ქინიდინის დოზის გადაჭარბების განვითარება.

  • პოლისტიროლსულფონატთან (კაექსალატთან)

პრეპარატ მაალოქსისა და პოლისტიროლსულფონატის (კაექსალატის) ეთრდოულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა კალიუმის ფისთან შეკავშირების ეფექტურობის შემცირების და მეტაბოლური ალკალოზის განვითარების შესაძლო რისკის გამო პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდისთვის) და ნაწლავის ობსტრუქციით (ალუმინის ჰიდროქსიდისთვის).

  • ციტრატებთან

ალუმინის ჰიდროქსიდის ციტრატებთან ერთდროულად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ალუმინის პლაზმური კონცენტრაციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერალუმინემია, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

მაალოქსთან ერთდროულად მიღებისას მცირდება ზემოაღნიშნული პრეპარატების შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამ პრეპარატებისა და მაალოქსის ტაბლეტების მიღების შორის 2 საათიანი ინტერვალის (და ფტორქინოლონებისა და მაალოქსის ტაბლეტების მიღების შორის 4 საათიანი ინტერვალის) დაცვით უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება ამ არასასურველი ურთიერთქმედების თავიდან აცილება.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

15

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

16

ვარგისობის ვადა

3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ასმადა, 75მგ+15.2მგ ტაბლეტი №40

ასმადა

75მგ+15.2მგ ტაბლეტი №40

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან7.89 ₾
კარდიოასმაგნე, 75მგ + 15,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

კარდიოასმაგნე

Kardioasmagne

75მგ + 15,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide GM Pharmaceuticals, საქართველო
დან10.18 ₾
კარდიოასმაგნე, 150მგ + 30.39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

კარდიოასმაგნე

CARDIOASMAGNE

150მგ + 30.39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide GM Pharmaceuticals, საქართველო
დან16.38 ₾
კარდიომაგნილი, 150მგ+30.39მგ ტაბლეტი №30; №100

კარდიომაგნილი

CARDIOMAGNYL

150მგ+30.39მგ ტაბლეტი №30; №100

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide Takeda GmbH, გერმანია
დან19.23 ₾
გასტროპროტექტი, 10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24

გასტროპროტექტი

Gastroprotect

10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24

Calcium carbonate + ფამოტიდინი + Magnesium hydroxide ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან24.01 ₾
ფოსფა-G, 1,5გ/15მლ 15მლ შიგნით მისაღები სუსპენზია პაკეტი №20

ფოსფა-G

FOSFA-G

1,5გ/15მლ 15მლ შიგნით მისაღები სუსპენზია პაკეტი №20

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide DAEWON Pharm. Co, კორეა
დან27.54 ₾
სიმალგელ, (405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით

სიმალგელ

Simalgel

(405მგ+100მგ+125მგ)/5მლ 300მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ხუფით

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide + სიმეტიკონი EIPICO, ეგვიპტე
დან28.28 ₾
ტრიგელი სუსპენზია, 10მლ სუსპენზია 20 პაკეტი №20 10 მლ

ტრიგელი სუსპენზია

10მლ სუსპენზია 20 პაკეტი №20 10 მლ

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide
დან40.41 ₾
გასტალი, ტაბლეტი #30

გასტალი

Gastal

ტაბლეტი #30

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide + Magniesium carbonate ტევა, უკრაინა
ურეცეპტო
თრომბომაგი, 150მგ + 30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

თრომბომაგი

TromboMag

150მგ + 30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide Hemofarm A.D., სერბია
ურეცეპტო
მაალოქსი, (4,0+3,5)გ/100მლ 250მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონში

მაალოქსი

MAALOX

(4,0+3,5)გ/100მლ 250მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონში

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide Sanofi-aventis S.P.A, იტალია
ურეცეპტო
მაალოქსი, (525მგ+600მგ)/15მლ 15მლ შიგნით მისაღები სუსპენზია პაკეტი №30

მაალოქსი

MAALOX

(525მგ+600მგ)/15მლ 15მლ შიგნით მისაღები სუსპენზია პაკეტი №30

Aluminum hydroxide + Magnesium hydroxide Sanofi-aventis S.P.A, იტალია
ურეცეპტო
ნეოაგრეგანი, 150 მგ/30,39 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ნეოაგრეგანი

NEOAGREGAN

150 მგ/30,39 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ნეოაგრეგანი, 75 მგ/15,2 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ნეოაგრეგანი

NEOAGREGAN

75 მგ/15,2 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.