მონოგრაფია Nº 02947 ურეცეპტო
თრომბასპინი®
THROMBASPIN®
- 100მგ ტაბლეტი #20
- მოქმედი ნივთიერება
- Acetylsalicylic acid
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- აცეტილსალიცილის მჟავა და მისი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Acetylsalicylic acid. ჯერ ყველაზე იაფი.
ასპირინი
500მგ ტაბლეტი №10
ტრომბო ACC
100მგ ტაბლეტი საღეჭი 100 ტაბლეტი №100
ასპირინი კარდიო
100მგ ტაბლეტი №20
ასაფენი
80მგ ტაბლეტი საღეჭი ქილა №500
აგრეგანი
AGREGAN
75მგ ტაბლეტი #30
აგრეგანი
Agregan
150მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
აგრეგანი
Agregan
100მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
აცეტილსალიცილის მჟავა
Acetylsalicylic Acid
0.5გ ტაბლეტი №10
აცეტილსალიცინის მჟავა
ACETYLSALICYLIC ACID
100მგ ტაბლეტი №1000
თრომბობათი
Thrombobat
100 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
კარდიო ფორსი
CARDIO FORS
150მგ ტაბლეტი #30
კარდიო ფორსი
CARDIO FORS
75მგ ტაბლეტი #30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - აცეტილსალიცილის მჟავას 100 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ანტიაგრეგანტი. თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვის გზით თრომბასპინი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ამცირებს სისხლის შედედების უნარს. ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელს უშლიან აქტიური ნივთიერების კუჭში აბსორბციას და ამასთან, მნიშვნელოვნად ამცირებენ აცეტილსალიცილის მჟავას ულცეროგენულ მოქმედებას. Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება 80-85%, აცეტილსალიცილის მჟავას დოზის მატებით პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი 50%-ით მცირდება. ელიმინაცია ხდება მეტაბოლიტებისა და შეუცვლელი სახით თირკმლების საშუალებით. ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის PH-ზე.
ჩვენებები
- არასტაბილური სტენოკარდია;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
- მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
- გულის იშემიური დაავადების ფონზე მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის შემცირება;
- სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი (მაგ: აორტო-კორონარული შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა);
- კლინიკური წინამორბედების სტადიაში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;
- მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა;
- შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებულია შემდეგი დოზირების დაცვა:
- არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 100-300 მგ თრომბასპინი. გვერდითი მოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია დღეში 100 მგ თრომბასპინის დანიშვნა;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ინიშნება 100 მგ/დღეში;
- მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 300 მგ/დღეში;
- მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკის, შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში ან 300 მგ დღეგამოშვებით.
თრომბასპინი ინიშნება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. თრომბასპინი, როგორც ანტიაგრეგანტული პრეპარატი, განსაზღვრულია ხანგრძლივი დროით მკურნალობისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი-ექიმი.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქცია: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი. წინასწარგანწყობილ პაციენტებში - ბრონქული ასთმის შეტევების პროვოკაცია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, ღებინება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის სისტემაში. სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, რკინადეფიციტური ანემია (კუჭ-ნაწლავის სისტემაში ფარული სისხლდენით განპირობებული). სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციის გახანგრძლივება. თრომბასპინი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო, მთლიანობაში კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ერთეულ შემთხვევაში ვითარდება.
უკუჩვენებები
- აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სალიცილატებისადმი მაღალი მგრძნობელობა; ჰემორაგიული დიათეზი; მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისხლის შედედების დარღვევები, ჰემოფილია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი გამწვავების ფაზაში; ნეფროლითიაზი; ორსულობის III ტრიმესტრი.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციის პერიოდში თრომბასპინის მიღება, ჩვეულებრივ, არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, ანამნეზში - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე ზემგრძნობელობის, ბრონქული ასთმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი და ანთებითი დაავადებების არსებობისას. თრომბასპინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მეტოტრექსატის მოქმედებას, ხოლო გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთად ზრდის ულცეროგენული მოქმედების და კნტ-ის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკს. თრომბასპინი აქვეითებს დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი), ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმჟავას სეკრეციის ხელშემწყობი პრეპარატების (პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მოქმედებას. აღნიშნული პრეპარატების და თრომბასპინის კომპლექსური დანიშვნისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 საათიანი ინტერვალის დაცვა.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
წს N რ - 001960 15.11.2006
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ციტრამონი – MFF
CITRAMONUM - MFF
ტაბლეტი №6
ციტრამონი P
CITRAMONUM P
1მგ ტაბლეტი#10
ასკოფენი P
ASCOPHENUM P
ტაბლეტი #10
ასმადა
75მგ+15.2მგ ტაბლეტი №40
უფსარინი
ტაბლეტი შუშხუნა 10 შუშხუნა ტაბლეტი №10
კარდიოასმაგნე
Kardioasmagne
75მგ + 15,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100
ნოვოსალიკი
Novosalic
0,5მგ+30მგ/1გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
კარდიოასმაგნე
CARDIOASMAGNE
150მგ + 30.39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100
კარდიომაგნილი
CARDIOMAGNYL
150მგ+30.39მგ ტაბლეტი №30; №100
პლუსკარდი
100მგ+40მგ ტაბლეტი №60
კლოპიდ-ასი
75მგ+75მგ ტაბლეტი №30
პიგასპინი
Pigaspin
კაფსულა №30;
ტრინომია
Trinomia
100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)
კოპლავიქსი
CoPlavix®
75მგ/100მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
დენკალგინ ფეინ რილიფ
DENKALGIN PAIN RELIEF
ტაბლეტი #20
ეფექტი C
EPHACT C
შუშხუნა ტაბლეტი #10
თრომბომაგი
TromboMag
150მგ + 30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნეოაგრეგანი
NEOAGREGAN
150 მგ/30,39 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნეოაგრეგანი
NEOAGREGAN
75 მგ/15,2 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნეოსპირინი + C
NEOSPIRINI + C
400/250მგ შუშხუნა ფხვნილი#10
პერინი
PERIN
კაფსულა №50
ციტრამონი-P
Сitramon-P
1 მგ ტაბლეტი №50
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.