8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04432 ურეცეპტო

მუკოსოფტ კომპლექსი

Mucosoft Complex

500მგ/200მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10

მუკოსოფტ კომპლექსი, 500მგ/200მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
მწარმოებელი
ADIPHARM LTD, ბულგარეთი
იმპორტიორი საქართველოში
სმარტფარმი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

მუკოსოფტ კომპლექსი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს და აცეტილცისტეინს. პარაცეტამოლი აყუჩებს ტკივილს და აქვეითებს ცხელებას. აცეტილცისტეინი სასუნთქ გზებში ათხიერებს სეკრეტს, ხელს უწყობს ამოხველებას და აადვილებს სუნთქვას ბრონქებში სქელი და ბლანტი სეკრეტის არსებობისას.

მუკოსოფტ კომპლექსი გამოიყენება მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მოკლევადიანი მკურნალობისთვის და ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ცხელება და არაპროდუქტიული ხველა, რომელიც ახლავს მწვავე ვირუსულ ინფექციებს, გაციებას და გრიპს.

თქვენ უნდა გაესუბროთ თქვენს ექიმს, თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად, ან თუ უარესად გრძნობთ თავს 3-5 დღის შემდეგ.

02

უკუჩვენებები

არ მიიღოთ მუკოსოფტ კომპლექსი:

  • თუ თქვენ ხართ ალერგიული პარაცეტამოლის, აცეტილცისტეინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები, კერძოდ ღვიძლის უკმარისობა.
03

განსაკუთრებული მითითებები

მუკოსოფტ კომპლექსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებულად ფრთხილად იყავით ამ პრეპარატის მიმართ შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ტკივილი და ხველა გრძელდება 5 დღეზე მეტხანს, ხოლო ცხელება 3 დღეზე მეტ ხანს, თქვენ უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დოზის კორექციის ან მკურნალობის შეცვლის მიზნით.
  • მკურნალობის დროს თქვენ არ უნდა მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი სხვა პროდუქტები. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მაღალი დოზით ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომელზეც გავლენას არ მოახდენს მოცემული პროდუქტით მკურნალობა.
  • ანალგეტიკების, განსაკუთრებით კომბინირებული მედიკამენტების რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა ან იშვიათად თირკმელების უკმარისობა.
  • ხანგრძლივად მაღალი დოზებით გამოყენებისას, განსაკუთრებით ალკოჰოლის რეგულარულ მოხმარებასთან ერთად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკი იზრდება.
  • თუ თქვენ გაქვთ ბრონქული ასთმა.
  • თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
  • თუ გაქვთ ჰისტამინის აუტანლობა, რომელიც გამოხატულია თავის ტკივილით, ცხვირიდან ჭარბი სეკრეტის გამოყოფით და ქავილით.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ არის გამიზნული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რადგანაც ფარმაცევტული ფორმა (ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის) ამ ასაკობრივ ჯგუფში არ იძლევა სწორი დოზირების საშუალებას.

სხვა პრეპარატები და მუკოსოფტ კომპლექსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

უნდა იცოდეთ, რომ ამ პრეპარატმა შესაძლოა შეცვალოს ზოგიერთი ერთდროულად გამოყენებული პრეპარატის ეფექტი. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება, თუ იღებთ:

  • მეტოკლოპრამიდი (თრგუნავს გულისრევას და ღებინებას), დომპერიდონი (ამცირებს სისხლის კოლტის წარმოქმნის რისკს) ან ქოლესტირამინი (ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს): ამ პრეპარატებმა შეიძლება შეცვალონ პარაცეტამოლის ნაწლავური აბსორბციის სიჩქარე და ამით შეცვალონ მისი ეფექტურობა
  • პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას, მაგალითად ვარფარინი და სხვა კუმარინული ანტიკოაგულანტები: პარაცეტამოლმა შეიძლება გააძლიეროს მათი ეფექტი და გაზარდოს სისხლდენის რისკი.
  • პრობენეციდი (ზრდის შარდმჟავას წარმოქმნას) და იზონიაზიდი (ტუბერკულოზის სამკურნალოდ) მნიშვნელოვნად ამცირებენ პარაცეტამოლის ელიმინაციას. თქვენი ექიმი შეაფასებს, თუ საჭირო იქნება პარაცეტამოლის დოზის შემცირება.
  • ანტიბიოტიკმა რიფამპიცინმა და ზოგიერთმა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატმა (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი), შეიძლება გააძლიერონ პარაცეტამოლის ღვიძლზე უარყოფითი მოქმედება.
  • ლამოტრიგინი (დეპრესიის სამკურნალოდ): პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტის შემცირება.
  • ანტიბიოტიკები, როგორიცაა ტეტრაციკლინი, ცეფალოსპირინი, პენიცილინები: მათი ეფექტი შეიძლება შესუსტდეს აცეტილცისტეინთან ერთდროულად გამოყენებისას, ამიტომ ცალკეული პრეპარატების მიღებებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალი.
  • ხველის სუპრესანტები: აცეტილცისტეინთან ერთდროულად გამოყენებისას, შესაძლებელია ბრონქული სეკრეტის საშიში მომატება, რადგანაც ეს წამლები თრგუნავენ ხველას, რაც აძნელებს აცეტილცისტეინის მიერ გათხიერებული სეკრეტის ამოხველებას.
  • ნიტროგლიცერინი: აცეტილცისტეინმა შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის ეფექტი.

თუ საჭიროა, რომ თქვენ ჩაგიტარდეთ ლაბორატორიაში შარდმჟავას ან სისხლში შაქრის ტესტირება, თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს. პარაცეტამოლმა შეიძლება შეცვალოს მოცემული ტესტების შედეგები.

აცეტილცისტემინმა შეიძლება გამოიწვიოს სალიცილატის დონის არასწორი გაზომვა.

მუკოსოფტ კომპლექსი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

უნდა ერიდოთ ალკოჰოლის მიღებას ამ პრეპარატის მიღების დროს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ალკოჰოლთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკი.

აცეტილცისტეინის მოქმედება ძლიერდება დიდი რაოდენობით სითხეების მიღებისას.

04

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსული და მეძუძური ქალების მიერ ამ პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. მისი გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უნდა მოხდეს მხოლოდ დადასტურებული აუცილებლობის შემთხვევაში.

თუ ხართ ორსულად თქვენი ექიმი შეაფასებს, შეიძლება თუ არა თქვენი მკურნალობა მოცემული პრეპარატით. ის შეაფასებს თქვენთვის სარგებელის და თქვენი ბავშვისათვის რისკებს შორის თანაფარდობას.

ძუძუთი კვება

თქვენი ექიმი შეაფასებს, შეიძლება თუ არა თქვენი მკურნალობა ამ პრეპარატით, თუ ხართ მეძუძური. ის შეაფასებს თქვენთვის სარგებელის და თქვენი ბავშვისათვის რისკებს შორის თანაფარდობას.

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მუკოსოფტ კომპლექსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მძღოლებმა და პირებმა, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას, რადგანაც მის შემადგენლობაში არსებულმა აცეტილცისტეინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა ან სისხლის წნევის დაქვეითება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუკოსოფტ კომპლექსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

ეს პროდუქტი შეიცავს დამხმარე ნივთიერების სახით შაქარს (საქაროზას), ამიტომაც არ არის რეკომენდებული ზოგიერთ შაქრის მიმართ თანდაყოლილი ან შეძენილი აუტანლობის მქონე პაციენტებისთვის. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ამგვარი აუტანლობა, ამ პროდუქტის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

პროდუქტი შეიცავს 1.78 გ შაქარს (საქაროზას) ყოველ დოზაში, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოყენებისას.

როგორ მიიღება მუკოსოფტ კომპლექსი

ამ პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სასურველი ეფექტის მისაღწევად ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით, შესაძლო უმოკლესი ხანგრძლივობით.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

ერთი პაკეტი 3-4 ჯერ დღეში 4-6 საათიანი ინტერვალით.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს პარაცეტამოლს მოზრდილებში 4 გ, და 1.8 გ ბავშვებში, და 600 მგ აცეტილცისტეინს, ხოლო ცალკეულ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

პროდუქტის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული შესაძლო არასწორი დოზირების გამო.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები:

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი (იხ. ნაწილი 4.4).

გამოყენების მეთოდი და ხანგრძლივობა

გახსენით ერთი პაკეტის შიგთავსი საკმარისი რაოდენობის (150 მლ) ფინჯან ცხელ წყალში, მოურიეთ და დალიეთ ხსნარი.

რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხეების დალევა აცეტილცისტეინის ეფექტის ხელშეწყობის მიზნით.

თუ პრეპარატი არ იყო დანიშნული ექიმის მიერ, მისი გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს 3-5 დღეს. თუ თქვენი ჩივილები გაგრძელდება ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

05

ჭარბი დოზირება

პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ, განსაკუთრებით ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. ეს შეიძლება გამოვლინდეს გულისრევით, ღებინებით, სიფერმკრთალით, მუცლის ტკივილით, ოფლიანობით და ძილიანობით, რომელიც ძირითადად ვითარდება პირველი 24 საათის განმავლობაში. დოზის გადაჭარბებამ (10 გ-ზე მეტი პარაცეტამოლი) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე უკმარისობა და ცნობიერების დაკარგვა.

პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოს პირობებში; ამიტომაც, დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოჩენისას ან პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

აცეტილცისტეინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები დღემდე არ ყოფილა დაფიქსირებული. უფრო მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება ან დიარეა.

თუ დაგავიწყდათ მუკოსოფტ კომპლექსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.

06

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ განუვითარდეთ.

დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე მოცემულია ქვემოთ/

არა-ხშირი (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, გულისცემის გახშირება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება, წვის შეგრძნება და გულისრევა, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი, ცხელება, სისხლის წნევის დაქვეითება.

იშვიათი (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი (ბრონქოსპაზმი), განსაკუთრებით პაციენტებში აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა ანალგეტიკებისა და ანტიპირეტიკების მიმართ მომატებული მგრძნობიარობით, დისპეფსია.

ძალიან იშვიათი (10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, ღვიძლის მხრივი დარღვევები, მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას, სახის ან ყელის შეშუპება, ჰემორაგიები.

არ არის ცნობილი (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

სახის შეშუპება, ბრონქული ობსტრუქცია

თუ მუკოსოფტ კომპლექსით მკურნალობის პერიოდში განგივითარდებათ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს:

  • სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, გულისცემის გახშირება, სისხლის წნევის უეცარი და სწრაფი დაქვეითება;
  • ქოშინი და გულმკერდში ხიხინი, სისხლის წნევის დაქვეითება (ალერგიული რეაქციის სწრაფი პროგრესირების ნიშნები);
  • ქავილი, სიცხის შეგრძნება ენაზე და მის ქვეშ, ხელისგულებში და ქუსლებში, კანზე გამონაყარი, ქოშინი და გულმკერდში ხიხინი;
  • კანის სიწითლე, ბუშტუკები ხელების, ტერფების და ქუსლების კანზე, უფრო იშვიათად ტუჩებზე, სახესა და სასქესო ორგანოებზე, კანის აქერცვლა ან კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა;

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

თუ განგივითარდებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ბროშურაში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ:

„ბულგარეთის წამლების სააგენტოს“,

დამიანე გრუევის ქ. #8 , 1303 სოფია. ტელ: +359 28903417 , ვებ გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

როგორ ინახება მუკოსოფტ კომპლექსი

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ მისი გარეგნული ცვლილების რაიმე ვიზუალურ ნიშნებს.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც აღარ იყენებთ. მოცემული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

07

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რას შეიცავს მუკოსოფტ კომპლექსი

1 პაკეტში აქტიური ნივთიერებებია პარაცეტამოლი 500 მგ და აცეტილცისტეინი 200 მგ.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): საქაროზა, ასკორბინის მჟავა, მალტოდექსტრინი, ლიმონის მჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ციკლამატი, საქარინის ნატრიუმი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის ორჟანგი, მარწყვის არომატი (არომატული ნივთიერებებისა და გლუკოზის ნარევი).

თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი მარწყვის არომატით.

ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის 3.6 გ ქაღალდი / ალუმინი/ პოლიეთილენისგან დამზადებულ პაკეტში.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 10 პაკეტს.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

პარაცეტამოლი, 500მგ ტაბლეტი №20

პარაცეტამოლი

500მგ ტაბლეტი №20

პარაცეტამოლი სოფარმა, ბულგარეთი
დან0.25 ₾
ციტრამონი – MFF, ტაბლეტი №6

ციტრამონი – MFF

CITRAMONUM - MFF

ტაბლეტი №6

Acetylsalicylic acid + Caffeine + პარაცეტამოლი Moscow pharmaceutical factory, რუსეთი
დან0.25 ₾
ციტრამონი P, 1მგ ტაბლეტი#10

ციტრამონი P

CITRAMONUM P

1მგ ტაბლეტი#10

Acetylsalicylic acid + Caffeine + პარაცეტამოლი ნეოფარმი, საქართველო
დან0.77 ₾
გრიპ სტოპი, 500მგ + 65მგ ტაბლეტი №4

გრიპ სტოპი

Grip Stop

500მგ + 65მგ ტაბლეტი №4

პარაცეტამოლი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
დან1.33 ₾
პიროფენი, 500მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

პიროფენი

500მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

პარაცეტამოლი
დან3.30 ₾
პარაცეტამოლი ნორმონი, 500მგ ტაბლეტი №20

პარაცეტამოლი ნორმონი

Paracetamol Normon

500მგ ტაბლეტი №20

პარაცეტამოლი Normon, ესპანეთი
დან4.30 ₾
დოლარენი, 500მგ+50მგ ტაბლეტი №10

დოლარენი

500მგ+50მგ ტაბლეტი №10

დიკლოფენაკი + პარაცეტამოლი ნაბროს ფარმა, ინდოეთი
დან4.42 ₾
პანადოლი, 500მგ ტაბლეტი №12

პანადოლი

500მგ ტაბლეტი №12

პარაცეტამოლი სმიტკლაინი, ესპანეთი
დან4.54 ₾
პანადოლი ექსტრა, ტაბლეტი №24

პანადოლი ექსტრა

ტაბლეტი №24

Caffeine + პარაცეტამოლი გლაქსოსმიტკლაინი, ირლანდია
დან4.95 ₾
ინფულგანი, 10მგ/1მლ ხსნარი საინფუზიო ფლაკონი №1 100მლ

ინფულგანი

10მგ/1მლ ხსნარი საინფუზიო ფლაკონი №1 100მლ

პარაცეტამოლი იურია ფარმი, უკრაინა
დან5.60 ₾
პარა-დენკი 500, 500მგ ტაბლეტი #20

პარა-დენკი 500

Para-Denk 500

500მგ ტაბლეტი #20

პარაცეტამოლი bene-Arzneimittel GmbH, გერმანია
დან5.97 ₾
ფლუქოლდი, სიროფი ფლაკონი №1 100მლ

ფლუქოლდი

სიროფი ფლაკონი №1 100მლ

Chlorpheniramine + პარაცეტამოლი ნაბროს ფარმა, ინდოეთი
დან7.00 ₾
სოლპადეინი აქტივი, 500მგ+65მგ ტაბლეტი ხსნადი №12

სოლპადეინი აქტივი

500მგ+65მგ ტაბლეტი ხსნადი №12

Caffeine + პარაცეტამოლი ჰალეონ ირლანდია, ირლანდია
დან7.25 ₾
ეფერალგანი, 150მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10

ეფერალგანი

150მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10

პარაცეტამოლი
დან7.40 ₾
ანბერი, ტაბლეტი #10

ანბერი

ANBER

ტაბლეტი #10

Dicycloverin hydrochloride + პარაცეტამოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან7.48 ₾
ეფექტი ფლუ, კაფსულა #10

ეფექტი ფლუ

Ephact Flu

კაფსულა #10

Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine ავერსი ფარმა, საქართველო
დან8.80 ₾
მუკოსოფტი, 600მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10

მუკოსოფტი

Mucosoft

600მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10

აცეტილცისტეინი ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან8.99 ₾
ეფერალგანი საბავშვო, 150მგ სანთელი რექტალური №10

ეფერალგანი საბავშვო

150მგ სანთელი რექტალური №10

პარაცეტამოლი უპსა სას, საფრანგეთი
დან9.32 ₾
პარაცეტამოლი, 120მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 125მლ

პარაცეტამოლი

120მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 125მლ

პარაცეტამოლი სოფარმა, ბულგარეთი
დან9.33 ₾
პარაცედოლი ბავშვებისთვის, 120მგ/5მლ სუსპენზია ორალური №1 120მლ

პარაცედოლი ბავშვებისთვის

120მგ/5მლ სუსპენზია ორალური №1 120მლ

პარაცეტამოლი სოფარმა, ბულგარეთი
დან9.46 ₾
სპაზმო-აპოტელი, 500მგ/10მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

სპაზმო-აპოტელი

500მგ/10მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი + პარაცეტამოლი
დან9.95 ₾
ეფერალგანი სანთ, 300მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10

ეფერალგანი სანთ

300მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10

პარაცეტამოლი
დან10.90 ₾
ფლუიმუცილი, 600მგ შუშხუნა ტაბლეტი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად №10

ფლუიმუცილი

FLUIMUCIL®

600მგ შუშხუნა ტაბლეტი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად №10

აცეტილცისტეინი PSP
დან11.42 ₾
პანადოლი "ბეიბი", 120მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 100მლ

პანადოლი "ბეიბი"

120მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 100მლ

პარაცეტამოლი ფარმაკლერი, საფრანგეთი
დან11.98 ₾
ბიოფლუ ბეიბი, 120მგ/5მლ სიროფი №1 100მლ

ბიოფლუ ბეიბი

120მგ/5მლ სიროფი №1 100მლ

პარაცეტამოლი ბიოფარმ ს.ა., იტალია
დან12.50 ₾
ეფერალგანი, 30მგ/მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 90 მლ

ეფერალგანი

30მგ/მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 90 მლ

პარაცეტამოლი
დან12.66 ₾
ეფერალგანი შუშხ.ტაბ, 500მგ ტაბლეტი შუშხუნა 16 შუშხუნა ტაბლეტი №16

ეფერალგანი შუშხ.ტაბ

500მგ ტაბლეტი შუშხუნა 16 შუშხუნა ტაბლეტი №16

პარაცეტამოლი
დან12.84 ₾
ნორმოგრიპი, (500მგ+10მგ+4მგ) მყარი ჟელატინის კაფსულა №14

ნორმოგრიპი

Normongrip

(500მგ+10მგ+4მგ) მყარი ჟელატინის კაფსულა №14

Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Normon, ესპანეთი
დან13.41 ₾
სპუტარენი, 600მგ ტაბლეტი შუშხუნა №10

სპუტარენი

600მგ ტაბლეტი შუშხუნა №10

აცეტილცისტეინი ფარმაესტიკა მანუფატურა, ესტონეთი
დან14.17 ₾
ასიბროქსი, 600მგ შუშხუნა ტაბლეტები №10

ასიბროქსი

ASIBROX

600მგ შუშხუნა ტაბლეტები №10

აცეტილცისტეინი PharmaEstica Manufacturing OU, ესტონეთი
დან14.22 ₾
აცც ექსტრა® 600 მგ, 600 მგ 20 შუშხუნა ტაბლეტი

აცც ექსტრა® 600 მგ

ACC® Extra

600 მგ 20 შუშხუნა ტაბლეტი

აცეტილცისტეინი Salutas Pharma GmbH, გერმანია
დან15.39 ₾
პირეტიკოლი, 120მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1

პირეტიკოლი

PIRETICOL

120მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1

პარაცეტამოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან16.03 ₾
რინოფლუიმუცილი, 10მლ ნაზალური სპრეი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში აპლიკატორ გამფრქვევთან ერთად

რინოფლუიმუცილი

RINOFLUIMUCIL®

10მლ ნაზალური სპრეი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში აპლიკატორ გამფრქვევთან ერთად

აცეტილცისტეინი PSP
დან16.41 ₾
აცც აქტივი, 600მგ ფხვნილი ორალური პაკეტი №10

აცც აქტივი

600მგ ფხვნილი ორალური პაკეტი №10

აცეტილცისტეინი სალუტას ფარმა, გერმანია
დან16.74 ₾
აცც® 200, 200მგ შუშხუნა ტაბლეტი #20; #50; #100

აცც® 200

ACC® 200

200მგ შუშხუნა ტაბლეტი #20; #50; #100

აცეტილცისტეინი Salutas Pharma GmbH, გერმანია
დან16.74 ₾
ნეოქოლდი, 7გ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტი #10

ნეოქოლდი

NEOCOLD

7გ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტი #10

aloe + ascorbic acid + Caffeine + პარაცეტამოლი ნეოფარმი, საქართველო
დან17.00 ₾
ტაილოლფენ ჰოთი, პაკეტი შეფუთვაში #12

ტაილოლფენ ჰოთი

TYLOLFEN HOT

პაკეტი შეფუთვაში #12

Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან18.26 ₾
აცც, 600მგ პუდრა 10 პაკეტი №10

აცც

600მგ პუდრა 10 პაკეტი №10

აცეტილცისტეინი
დან19.78 ₾
მუკონექსი-C, შუშხუნა ტაბლეტი # 30

მუკონექსი-C

Muconex C

შუშხუნა ტაბლეტი # 30

აცეტილცისტეინი + ascorbic acid ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან20.73 ₾
აცეტილცისტეინი ნორმონი, 600მგ დისპერგირებადი ტაბლეტი №20

აცეტილცისტეინი ნორმონი

Acetilcisteina Normon

600მგ დისპერგირებადი ტაბლეტი №20

აცეტილცისტეინი Normon, ესპანეთი
დან21.17 ₾
ბიოფენი ექსტრა, 325მგ+400მგ ტაბლეტი №10

ბიოფენი ექსტრა

325მგ+400მგ ტაბლეტი №10

იბუპროფენი + პარაცეტამოლი ბიოფარმ ს.ა., იტალია
დან21.33 ₾
გრიპჰოთი, შუშხუნა გრანულების ერთდოზიანი 12 პაკეტი

გრიპჰოთი

Griphot™

შუშხუნა გრანულების ერთდოზიანი 12 პაკეტი

Chlorpheniramine + Oxalamine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან21.76 ₾
ეფექტი ჩაი, პაკეტი #10

ეფექტი ჩაი

EPHACT TEA

პაკეტი #10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine ავერსი ფარმა, საქართველო
დან21.78 ₾
ბიოფენი, №10

ბიოფენი

№10

იბუპროფენი + პარაცეტამოლი
დან25.90 ₾
ვისკოფლუ, 30მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 30 მლ

ვისკოფლუ

30მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 30 მლ

აცეტილცისტეინი + ნატრიუმის ქლორიდი
დან29.64 ₾
კოლდრექს მაქსგრიპი, პაკეტი #10

კოლდრექს მაქსგრიპი

Coldrex MaxGrip

პაკეტი #10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine SmithKline Beecham SA, ესპანეთი
დან31.87 ₾
რობაქსისალ კომპუესტო, 380მგ/300მგ ტაბლეტი №50

რობაქსისალ კომპუესტო

Robaxisal compuesto

380მგ/300მგ ტაბლეტი №50

Methocarbamol + პარაცეტამოლი FAES FARMA, ესპანეთი
დან38.16 ₾
იბუტამოლი დუო, 500მგ+200მგ ტაბლეტი №20

იბუტამოლი დუო

500მგ+200მგ ტაბლეტი №20

იბუპროფენი + პარაცეტამოლი რამკოფარმი, ბულგარეთი
დან38.39 ₾
აცც ® 100, 100მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

აცც ® 100

ACC® 100

100მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

აცეტილცისტეინი Salutas Pharma GmbH, გერმანია
ურეცეპტო
აცც® ლონგი, 600მგ ტაბლეტი #6; #10;# 20

აცც® ლონგი

ACC® Long

600მგ ტაბლეტი #6; #10;# 20

აცეტილცისტეინი Salutas Pharma GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ბათაფლუ, 15 გ ფხვნილი С ვიტამინით და ლიმონის გემოთი პაკეტში №10

ბათაფლუ

Bataflu

15 გ ფხვნილი С ვიტამინით და ლიმონის გემოთი პაკეტში №10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
გრიპალნორმი, 1000მგ + 4მგ + 10მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად საშეტი №10

გრიპალნორმი

Gripalnorm

1000მგ + 4მგ + 10მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად საშეტი №10

Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
გრიპომიქსი, 10 გ პაკეტი #10 ლიმნის და კენკრის არომატით

გრიპომიქსი

GRIPOMIX

10 გ პაკეტი #10 ლიმნის და კენკრის არომატით

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + პარაცეტამოლი Lekpharm, ბელარუსია
ურეცეპტო
დენკალგინ ფეინ რილიფ, ტაბლეტი #20

დენკალგინ ფეინ რილიფ

DENKALGIN PAIN RELIEF

ტაბლეტი #20

Acetylsalicylic acid + პარაცეტამოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
ურეცეპტო

კალპოლი

CALPOL

120მგ/5მლ 70მლ სუსპენზია ბავშვებისთვის მინის ბოთლში

პარაცეტამოლი SmithKline group of companies, რუმინეთი
ურეცეპტო
კოკლუსედალი პარაცეტამოლი, რექტალური სანთელი #10

კოკლუსედალი პარაცეტამოლი

Coquelusedal PARACETAMOL

რექტალური სანთელი #10

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + პარაცეტამოლი LABORATOIRES ELERTE, საფრანგეთი
ურეცეპტო
კოკლუსედალი პარაცეტამოლი, 100მგ + 10მგ + 5მგ რექტალური სუპოზიტორია 5-8კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის №10

კოკლუსედალი პარაცეტამოლი

Coquelusedal PARACETAMOL

100მგ + 10მგ + 5მგ რექტალური სუპოზიტორია 5-8კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის №10

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + პარაცეტამოლი LABORATOIRES ELERTE, საფრანგეთი
ურეცეპტო
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით, პაკეტი #10

კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით

Coldrex HotRem

პაკეტი #10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine SmithKline Beecham SA, ესპანეთი
ურეცეპტო
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით და თაფლით, პაკეტი #10

კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით და თაფლით

Coldrex HotRem

პაკეტი #10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine SmithKline Beecham SA, ესპანეთი
ურეცეპტო
ნოვექსი პარაცეტამოლი, 120მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მარწყვის გემოთი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

ნოვექსი პარაცეტამოლი

Novex Paracetamol

120მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მარწყვის გემოთი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

პარაცეტამოლი ჰერბიონ ფარმა, პაკისტანი
ურეცეპტო
ორვიქოლდი

ორვიქოლდი

Orviqold

Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Lekpharm, ბელარუსია
ურეცეპტო
პაკოლი, 500მგ ტაბლეტი №50

პაკოლი

PACOL

500მგ ტაბლეტი №50

პარაცეტამოლი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
პაკოლი, 125მგ/5მლ 100მლ სიროფი

პაკოლი

PACOL

125მგ/5მლ 100მლ სიროფი

პარაცეტამოლი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
პარა-დენკი 125 სუპოზიტორი, 125მგ სუპოზიტორია #10

პარა-დენკი 125 სუპოზიტორი

Para-Denk 125 Suppos

125მგ სუპოზიტორია #10

პარაცეტამოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
ურეცეპტო
პარა-დენკი 250 სუპოზიტორი, 250მგ სუპოზიტორია #10

პარა-დენკი 250 სუპოზიტორი

Para-Denk 250 Suppos

250მგ სუპოზიტორია #10

პარაცეტამოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
ურეცეპტო

პარალენ გრიპი

PARALEN GRIP CHRIPKA A BOLEST

500მგ/25მგ/5მგ ტაბლეტი #24

Caffeine + პარაცეტამოლი Zentiva, ჩეხეთი
ურეცეპტო

პარალენი SUS

PARALEN® SUS

120მგ/5მლ 100მლ სუსპენზია ბავშვებისათვის დოზირებულ პიპეტთან ერთად

პარაცეტამოლი Zentiva, ჩეხეთი
ურეცეპტო
პარამოლან C, 500 მგ + 250 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი N 20

პარამოლან C

Paramolan C

500 მგ + 250 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი N 20

ascorbic acid + პარაცეტამოლი Medinfar, პორტუგალია
ურეცეპტო
პარაცეტამოლი, 500მგ ტაბლეტი №10

პარაცეტამოლი

Paracetamol

500მგ ტაბლეტი №10

პარაცეტამოლი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
ურეცეპტო

პარაცეტამოლი

Paracetamol

500 მგ ტაბლეტი №10X10

პარაცეტამოლი ბიოპოლუსი, საქართველო
ურეცეპტო
პარაცეტამოლი სოფარმა, 120მგ/5მლ 125მლ სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენტერაფტალატის ფლაკონში

პარაცეტამოლი სოფარმა

PARACETAMOL SOPHARMA

120მგ/5მლ 125მლ სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენტერაფტალატის ფლაკონში

პარაცეტამოლი სოფარმა, ბულგარეთი
ურეცეპტო
პარაცეტამოლი სოფარმა, 500მგ ტაბლეტი №20

პარაცეტამოლი სოფარმა

PARACETAMOL SOPHARMA

500მგ ტაბლეტი №20

პარაცეტამოლი სოფარმა, ბულგარეთი
ურეცეპტო
პარდიფენი, 125მგ; 250მგ რექტალური სუპოზიტორია №6

პარდიფენი

Pardifen

125მგ; 250მგ რექტალური სუპოზიტორია №6

პარაცეტამოლი Magistra C&C, რუმინეთი
ურეცეპტო
პერინი, კაფსულა №50

პერინი

PERIN

კაფსულა №50

Acetylsalicylic acid + Caffeine + პარაცეტამოლი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო

პირეტიკოლი

Pireticol

10მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

პარაცეტამოლი Rompharm Company, რუმინეთი
Rx · რეცეპტით
ტაიქოლდი S, 125მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)

ტაიქოლდი S

TAICOLD S

125მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)

პარაცეტამოლი Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
ურეცეპტო
ტაიქოლდი S, 250მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)

ტაიქოლდი S

TAICOLD S

250მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)

პარაცეტამოლი Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
ურეცეპტო
ტაიქოლდი კიდსი, 40მგ/მლ 85მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 ამზომ კოვზთან ერთად

ტაიქოლდი კიდსი

Taicold Kids

40მგ/მლ 85მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 ამზომ კოვზთან ერთად

პარაცეტამოლი Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
ურეცეპტო
ტაიქოლდი®, 500 მგ/2 მგ/30 მგ 10 პაკეტი

ტაიქოლდი®

TAICOLD®

500 მგ/2 მგ/30 მგ 10 პაკეტი

Chlorpheniramine + პარაცეტამოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
ტაიქოლდი®, - 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #3, - 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #10

ტაიქოლდი®

TAICOLD®

- 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #3, - 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
ტაიქოლდი®, 500მგ/2მგ/30მგ პაკეტი #10

ტაიქოლდი®

TAICOLD®

500მგ/2მგ/30მგ პაკეტი #10

ascorbic acid + Chlorpheniramine + პარაცეტამოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
ფლუკასტი, (120მგ + 50მგ + 1მგ)/5მლ 100 მლ სიროფი

ფლუკასტი

FLUCAST

(120მგ + 50მგ + 1მგ)/5მლ 100 მლ სიროფი

Chlorpheniramine + Oxolamine + პარაცეტამოლი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
ურეცეპტო

ქოლდრინი

Coldrin

500მგ + 2მგ + 5მგ + 30მგ ტაბლეტი №4

Caffeine + Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine AZTEC PHARMA, ინდოეთი
ურეცეპტო
ცეფეკონი ® D, 250მგ რექტალური სუპოზიტორია 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის #10

ცეფეკონი ® D

CEFEKON ® D

250მგ რექტალური სუპოზიტორია 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის #10

პარაცეტამოლი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
ცეფეკონი ® D, 100მგ რექტალური სუპოზიტორია 3 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის #10

ცეფეკონი ® D

CEFEKON ® D

100მგ რექტალური სუპოზიტორია 3 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის #10

პარაცეტამოლი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
ცეფეკონი ® D, 50მგ რექტალური სუპოზიტორია 1-დან 3 თვემდე ბავშვებისთვის #10

ცეფეკონი ® D

CEFEKON ® D

50მგ რექტალური სუპოზიტორია 1-დან 3 თვემდე ბავშვებისთვის #10

პარაცეტამოლი შტადა, გერმანია
ურეცეპტო

ციტრამონი-P

Сitramon-P

1 მგ ტაბლეტი №50

Acetylsalicylic acid + Caffeine + პარაცეტამოლი ბიოპოლუსი, საქართველო
ურეცეპტო
ჰერბექსი, ჟოლოს ექსტრაქტით #10

ჰერბექსი

HERBEX

ჟოლოს ექსტრაქტით #10

ascorbic acid + Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Slavia Pharm S.R.L, რუმინეთი
ურეცეპტო
ჰერბექსი, მწვანე ჩაის ექსტრაქტით #10

ჰერბექსი

HERBEX

მწვანე ჩაის ექსტრაქტით #10

ascorbic acid + Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Slavia Pharm S.R.L, რუმინეთი
ურეცეპტო
ჰერბექსი, ასკილის ექსტრაქტით #10

ჰერბექსი

HERBEX

ასკილის ექსტრაქტით #10

ascorbic acid + Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Slavia Pharm S.R.L, რუმინეთი
ურეცეპტო
ჰერბექსი, ტაბლეტი №20

ჰერბექსი

HERBEX

ტაბლეტი №20

ascorbic acid + Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Slavia Pharm S.R.L, რუმინეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.