8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04430 ურეცეპტო

მუკონექსი-C

Muconex C

შუშხუნა ტაბლეტი # 30

დან20.73 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
მუკონექსი-C, შუშხუნა ტაბლეტი # 30
მწარმოებელი
ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
აბდი იბრაჰიმი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    Muconex-C - მუკონექსი-C 600/200მგ 30 შუშხუნა ტაბლეტი

    0.69 ₾ / ც. × 30

    20.73 ₾

    24.38 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

მუკონექსი-C 600 მგ / 200 მგ შუშხუნა ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

აქტიური სუბსტანცია: ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 600 მგ აცეტილცისტეინს და 200 მგ ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C).

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლაქტოზა უწყლო DC, მანიტოლი SD, სუკრალოზა, ლიმონის არომატიზატორი, PEG 8000 მიკრონიზებული, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი.

02

ჩვენებები

მუკონექსი-C არის თეთრი მრგვალი შუშხუნა ტაბლეტები. 2 პოლიპროპილენის ტუბში, რომლებიც დალუქულია მოლეკულური საცრის მქონე და სილიკა გელის შემცველი თავსახურით, მოთავსებულია 30 (2x15) შუშხუნა ტაბლეტი.

მუკონექსი-C არის პრეპარატი, რომელიც მიიღება წყალში სრულად გახსნის შემდეგ.

მუკონექსი-C აქტიური სუბსტანციების სახით შეიცავს აცეტილცისტეინს და ასკორბინის მჟავას. აცეტილცისტეინი არის ამინომჟავა ცისტეინის წარმოებული. მას აქვს ამოსახველებელი ეფექტი. იმის გამო, რომ ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში, ეს ვიტამინი რეგულარულად უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად.

მუკონექსი-C არის მუკოლიზური პრეპარატი (მედიკამენტი, რომელიც ათხელებს ნახველს, ლორწოს) და გამოიყენება ბრონქო-პულმონარული (ბრონქები და ფილტვები) დაავადების და ბრონქული სეკრეციის (სასუნთქი გზების სეკრეციის) დარღვევების სამკურნალოდ, როდესაც საჭიროა სქელი ნახველის გათხიერება, შემცირება და ამოხველების პროცესის გაადვილება (ნახველის გამოყოფა).

03

უკუჩვენებები

არ მიიღოთ მუკონექსი-C შემდეგი მდგომარეობების დროს

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აცეტილცისტეინის, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) ან მუკონექსი-C-ს სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

თუ თქვენ გაქვთ ჰიპეროქსალურია (ოქსალატების ჭარბი რაოდენობა შარდში), აციდურია (შარდის მომატებული მჟავიანობა) ან თირკმელებში კენჭები, რაც ასოცირებულია შარდის ნორმალურ pH-თან და ოქსალურიასთან (ოქსალატები შარდში).

მუკონექსი-C სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგი მდგომარეობების დროს

თუ ანამნეზში გაქვთ ასთმა ან ბრონქოსპაზმი (ბრონქების შევიწროება) მუკონექსი-C-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება.

თუ გაქვთ ისეთი დაავადება, როგორიცაა კუჭის წყლული ან წვრილი ნაწლავის წყლული, ან ვენების გაგანიერება (ვარიკოზი).

თუ გაქვთ ციროზი.

თუ გაქვთ ეპილეფსია, მუკონექსი-C-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ ჰისტამინის აუტანლობა (სიმპტომები: თავის ტკივილი, რინიტი, რომელსაც თან ახლავს სურდო, ქავილი და ა.შ.), ეს პრეპარატი გამოიყენეთ სიფრთხილით.

თუ მუკონექსი-C-ს მიღებისას შენიშნეთ რაიმე ცვლილებები კანზე ან თვალების ირგვლივ (მაგ. სიწითლე, ქავილი, სითხით სავსე ბუშტუკები, სისხლჩაქცევები), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იმის გამო, რომ მუკონექსი-C-ს შემადგენლობაში შემავალი ასკორბინის მჟავას ორგანიზმში ზრდის რკინის შეწოვას, პრეპარატის მაღალი დოზების მიღება შეიძლება საშიში იყოს პაციენტებისთვის ჰემოქრომატოზით (რკინის დაგროვებით მიმდინარე დაავადება), თალასემიით (სისხლის მემკვიდრეობითი დაავადება, ცნობილი ასევე როგორც ხმელთაშუა ზღვის ანემია), პოლიციტემიით (სისხლში წითელი უჯრედების დონის მომატება), ლეიკემიით (სისხლის კიბო) ან სიდერობლასტური ანემიით (ანემიის სახეობა).

მუკონექსი-C მხოლოდ მინიმალური რაოდენობით მიიღება რკინის დაგროვებით მიმდინარე დაავადების დროს.

მუკონექსი-C-მ შეიძლება გამოიწვიოს შარდში გლუკოზის შემცველობის ტესტის შედეგების დარღვევა. მუკონექსი-C–ს მიღება უნდა შეწყდეს დიაბეტის ტესტამდე 2-3 დღით ადრე.

თუ გაქვთ მიდრეკილება თირკმელებში კენჭების წარმოქმნისკენ, მუკონექსი-C მიიღეთ სიფრთხილით.

თუ გაქვთ G6PD (გლუკოზა 6-ფოსფატდეჰიდროგენაზა) ფერმენტის დეფიციტი (სისხლში შაქრის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის ფერმენტის დეფიციტი ან დაბალი აქტივობა), უნდა იყოთ ფრთხილად.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მდგომარეობები აღგენიშნებოდათ წარსულში.

მუკონექსი-C–ს გამოყენება საკვებთან და სასმელთან

არ არის ცნობილი რაიმე ურთიერთქმედება, როდესაც მუკონექსი-C მიიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად.

დიდი რაოდენობით წყლის მიღება ხელს უწყობს მუკონექსი-C–ს მუკოლიზურ (ამოსახველებელ) ეფექტს.

04

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ არის ზუსტად ცნობილი, აქვს თუ არა მუკონექსი-C–ს მავნე ზემოქმედება დედაზე ან ნაყოფზე. თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მუკონექსი-C–ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მისი გამოიყენება დასაშვებია, თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ ორსულობის დროს მუკონექსი-C–ს გამოყენების პოტენციური სარგებელი მეტია, ვიდრე ნაყოფისთვის (მუცლად მყოფი ბავშვისთვის) მოსალოდნელი რისკი. თუ მკურნალობის დროს აღმოაჩინეთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ არის ზუსტად ცნობილი გადადის თუ არა მუკონექსი-C დედის რძეში. თუ არ არის აუცილებელი, მუკონექსი-C არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ძუძუთი კვების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

მუკონექსი-C–ს რაიმე ნეგატიური ეფექტი ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე არ გამოვლენილა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუკონექსი-C–ს ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თითო შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 10.56 მმოლ (242.9 მგ) ნატრიუმს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული უმარილო დიატაზე მყოფი პაციენტების მიერ.

თითო შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 330.00 მგ უწყლო ლაქტოზას. შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

05

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, მუკონექსი-C–ს ან სხვა მიღებული პრეპარატის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. მუკონექსი-C–ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს.

არ არის მიზანშეწონილი მუკონექსი-C–ს გამოყენება ხველების საწინააღმდეგო (ხველის დათრგნუვა) საშუალებებთან ერთად. მუკონექსი-C არ უნდა იქნას გამოყენებული ანტიბიოტიკების ჯგუფის პრეპარატებთან ერთად (მაგ., ტეტრაციკლინი, ამინოგლიკოზიდი, პენიცილინი). თუ ეს ორი პრეპარატი ერთად უნდა იქნას გამოყენებული, მათ მიღებებს შორის უნდა იყოს დაცული 2 საათიანი ინტერვალი. მუკონექსი-C–ის გამოყენებამდე ნიტროგლიცერინთან (გამოიყენება გულის დაავადების დროს) და კარბამაზეპინთან (გამოიყენება ეპილეფსიის დროს) ერთად, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

აქტივირებული ნახშირი არ გამოიყენება მუკონექსი-C–სთან ერთად.

მუკონექსი-C–ის შემადგენლობაში შემავალმა ასკორბინის მჟავამ შეიძლება შეცვალოს გლუკოზის, კრეატინის და შარდმჟავას ბიოქიმიური განსაზღვრის შედეგები სისხლში და შარდში.

დიაბეტის მქონე პაციენტებში ასკორბინის მჟავამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დიაბეტის კონტროლზე.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ოქსალის მჟავის (ორგანული მჟავას ერთერთი ტიპი) დონის მატება პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე (სისხლის გაწმენდის პროცესი).

ასევე, შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:

ასპირინი (სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება)

ბარბიტურატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სედატიური ან ჰიპნოზური ეფექტისთვის ან ანესთეზიისთვის)

ვარფარინი, დიკუმაროლი (გამოიყენება სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ)

ტეტრაციკლინი (ანტიბიოტიკი)

ფენოთიაზინები, როგორიცაა ფლუფენაზინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქოლოგიური აშლილობების სამკურნალოდ)

მექსილეტინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევის დროს)

ორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რომლებიც გამოიყენება ორსულობის თავიდან ასაცილებლად)

რკინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ (ვიტამინი C ზრდის ამ პრეპარატებიდან რკინის შეწოვას)

დისულფირამი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ)

ანტიკონვულსანტები (გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ)

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო დროს მიგიღიათ ნებისმიერი სხვა რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატები.

3. როგორ გამოიყენება მუკონექსი-C?

06

მიღების წესი და დოზირება

თუ სხვაგვარად არ არის ნაჩვენები, მუკონექსი-C-ს რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შეადგენს ერთი შუშხუნა ტაბლეტს დღეში ერთხელ ან ორჯერ.

მუკონექსი-C ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული.

მუკონექსი-C არ უნდა იქნას გამოყენებული 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ ექიმის მიერ სხვაგავარად არ არის რეკომენდირებული.

ექიმმა შეიძლება მდაგინიშნოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა მკურნალობაზე თქვენი პასუხის შესაბამისად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

არ შეცვალოთ დოზა ან არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკს, უნდა მიიღონ მუკონექსი-C ანტიბიოტიკის მიღებამდე 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.

მიღების გზა და მეთოდი:

მუკონექსი-C მიიღება მხოლოდ პერორალური გზით.

მუკონექსი-C მიიღება ჭამის შემდეგ. ტაბლეტი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში. მისაღებად მომზადებული პრეპარატი, რომელიც უკვე გახსნილია ერთ ჭიქა წყალში, უნდა მიიღოთ დაყოვნების გარეშე. არ შეიძლება შუშხუნა ტაბლეტების დაღეჭვა ან გადაყლაპვა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

დოზის გათვალისწინებით პრეპარატი არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს. ხანდაზმულებში გამოიყენება მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზით.

გამოყენება განსაკუთრებულ პირობებში:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

ნიტროგენის შემცველი ნივთიერებების ჭარბად მიღების თავიდან აცილების მიზნით, მუკონექსი-C არ უნდა დაინიშნოს თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი „არ მიიღოთ მუკონექსი-C შემდეგი მდგომარეობების დროს“).

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები, მუკონექსი-C-ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ მიდრეკილება თირკმლის კენჭების წარმოქმნისკენ, მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ექიმის მიერ თქვენი მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.

დაიცავით ეს მითითები, თუ კიდევ დამატებით სხვა რაიმე არ გირჩიათ თქვენმა ექიმმა.

თქვენი ექიმი შეგატყობინებთ, თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მუკონექსი-C–ს მიღება. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან მუკონექსი-C–ის მიღების ადრეულმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადების გაუარესება. თუ თქვენ გრძნობთ, რომ მუკონექსი-C-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი მუკონექსი-C:

მუკონექსი-C-ს შემადგენლობაში შემავალი აცეტილცისტეინს შესახებ: შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა. ძალიან მაღალი დოზების შემთხვევაშიც კი, უფრო მძიმე გვერდითი მოვლენები და მოწამვლის ნიშნები არ დაფიქსირებულა. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებისთვის არსებობს ორგანიზმის მიერ გადაჭარბებული სეკრეციის რისკი.

მუკონექსი-C-ს შემადგენლობაში შემავალი ვიტამინის C–ს მაღალი დოზების შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და გახშირებული შარდვა. შარდის მჟავიანობამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს თირკმელებში კენჭების წარმოქმნა.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი მუკონექსი-C, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ მუკონექსი-C–ს მიღება

არ ინერვიულოდ. თუ დაგავიწყდათ მუკონექსი-C–ს მიღება, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ უკვე თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, ყურადღება არ მიაქციოთ გამოტოვებულ დოზას და ჩვეულებრივ მიიღეთ შემდგომი დოზა. შემდეგ გაარძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივ დანიშნულების მიხედვით.

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მუკონექსი-C–ს მიღების შეწყვეტისას:

მუკონექსი-C-ს მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადების გაუარესება.

არ შეწყვიტოდ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

07

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, მუკონექსი-C–მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მისი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

თუ თქვენ გამოგივლინდათ ქვემოთ მითითებული სიმპტომებიდან რომელიმე, შეწყვიტეთ მუკონექსი-C–ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

ალერგიული რეაქციები (ქავილი, ურტიკარია, კანის სიწითლე, სუთქვის გაძნელება, გულისცემის გახშირება, ჰიპოტენზია)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შოკი (ანაფილაქსიური რეაქციები - გამონაყარი კანზე, ქავილი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ენის, ტუჩების და ტრაქეის შეშუპება, სასუნთქი გზების ობსტრუქცია, გულისრევა, ღებინება). გარდა ამისა, მუკონექსი-C-ში აცეტილცისტეინის შემცველობის გამო ძალიან იშვიათად ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ფარგლებში დაფიქსირდა სისხლდენა.

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გახშირებული შარდვა, დიარეა და გასტროინტესტინალური დარღვევები მაღალი დოზების მიღებისას.

ოქსალატის კრისტალები (თირკმლებში კენჭების არსებობა)

გლუკოზა 6-ფოსფატდეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი (სისხლში გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფერმენტის დეფიციტი ან არასათანადო აქტივობა).

ეს გვერდითი ეფექტები ძალიან სერიოზული ხასიათისაა.

თუ თქვენ გამოგივლინდათ ერთერთი მათგანი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მუკონექსი-C–ზე.

შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი წესის გამოყენებით:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს სულ მცირე 1 პაციენტში 10–დან.

ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში.

არახშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში 1000 პაციენტიდან.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში 10000 პაციენტიდან.

უცნობი: სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია.

არახშირი:

ბრონქების შევიწროვება (შეიძლება გამოვლინდეს ქოშინი, სუთქვის გაძნელება)

თავის ტკივილი

სიმხურვალის შეგრძნება

ქავილი

ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

გამონაყარი კანზე

ეგზანთემა (სიწითლე ან ლაქები და შეშუპება კანზე, რომელიც ვლინდება ინფექციური დაავადებების დროს)

ტაქიკარდია (ნორმალურზე უფრო სწრაფი გულისცემა)

პირის ღრუში ანთება

კუჭის არეში ტკივილი

გულისრევა

ღებინება

დიარეა

არტერიული წნევის დაქვეითება

იშვიათი:

სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე)

ბრონქოსპაზმი (ბრონქების გლუვი კუნთების შეკუმშვა), სუნთქვის გაძნელება

ძალიან იშვიათი:

მუცლის არეში სპაზმები

სიმხურვალის შეგრძნება

ანაფილაქსიური რეაქციები შოკის ჩათვლით

უცნობია:

წამოხურება

კანის სიწითლე

შარდვის გაძნელება

თუ გამოგივლინდათ ისეთი გევრდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ–ჩანართში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება მუკონექსი-C ?

შეინახეთ მუკონექსი-C ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 250C–ზე ქვემოთ, მშრალ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

ყოველი გამოყენების შემდეგ არ დაგავიწყდეთ ტუბის თავსახურით დახურვა. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ტუბი ღია, თავსახურის გარეშე

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის გათვალისწინებით.

არ გამოიყენოთ მუკონექსი-C შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

არ გამოიყენოთ მუკონექსი-C, თუ შეამჩნევთ, რომ პროდუქტი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ასკორუტინი, ტაბლეტი №50

ასკორუტინი

Ascorutin

ტაბლეტი №50

ascorbic acid + Rutin Altayvitaminy CJSC, რუსეთი
დან0.74 ₾
ვიტ. C, 50მგ დრაჟე 200 დრაჟე №200

ვიტ. C

50მგ დრაჟე 200 დრაჟე №200

ascorbic acid
დან2.29 ₾
ვიტამინი C, №20

ვიტამინი C

№20

ascorbic acid
დან4.50 ₾
ვიტამინი C, 1000მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

ვიტამინი C

Vitamin C

1000მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

ascorbic acid ჰემოფარმი, სერბეთი
დან6.97 ₾
უფსარინი, ტაბლეტი შუშხუნა 10 შუშხუნა ტაბლეტი №10

უფსარინი

ტაბლეტი შუშხუნა 10 შუშხუნა ტაბლეტი №10

Acetylsalicylic acid + ascorbic acid
დან8.16 ₾
მუკოსოფტი, 600მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10

მუკოსოფტი

Mucosoft

600მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10

აცეტილცისტეინი ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან8.99 ₾
ფლუიმუცილი, 600მგ შუშხუნა ტაბლეტი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად №10

ფლუიმუცილი

FLUIMUCIL®

600მგ შუშხუნა ტაბლეტი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად №10

აცეტილცისტეინი PSP
დან11.42 ₾
სპუტარენი, 600მგ ტაბლეტი შუშხუნა №10

სპუტარენი

600მგ ტაბლეტი შუშხუნა №10

აცეტილცისტეინი ფარმაესტიკა მანუფატურა, ესტონეთი
დან14.17 ₾
ასიბროქსი, 600მგ შუშხუნა ტაბლეტები №10

ასიბროქსი

ASIBROX

600მგ შუშხუნა ტაბლეტები №10

აცეტილცისტეინი PharmaEstica Manufacturing OU, ესტონეთი
დან14.22 ₾
C-მუნი, 1000mg 20 ტაბლეტი №20

C-მუნი

1000mg 20 ტაბლეტი №20

ascorbic acid
დან14.84 ₾
აცც ექსტრა® 600 მგ, 600 მგ 20 შუშხუნა ტაბლეტი

აცც ექსტრა® 600 მგ

ACC® Extra

600 მგ 20 შუშხუნა ტაბლეტი

აცეტილცისტეინი Salutas Pharma GmbH, გერმანია
დან15.39 ₾
რინოფლუიმუცილი, 10მლ ნაზალური სპრეი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში აპლიკატორ გამფრქვევთან ერთად

რინოფლუიმუცილი

RINOFLUIMUCIL®

10მლ ნაზალური სპრეი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში აპლიკატორ გამფრქვევთან ერთად

აცეტილცისტეინი PSP
დან16.41 ₾
აცც აქტივი, 600მგ ფხვნილი ორალური პაკეტი №10

აცც აქტივი

600მგ ფხვნილი ორალური პაკეტი №10

აცეტილცისტეინი სალუტას ფარმა, გერმანია
დან16.74 ₾
აცც® 200, 200მგ შუშხუნა ტაბლეტი #20; #50; #100

აცც® 200

ACC® 200

200მგ შუშხუნა ტაბლეტი #20; #50; #100

აცეტილცისტეინი Salutas Pharma GmbH, გერმანია
დან16.74 ₾
ნეოქოლდი, 7გ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტი #10

ნეოქოლდი

NEOCOLD

7გ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტი #10

aloe + ascorbic acid + Caffeine + პარაცეტამოლი ნეოფარმი, საქართველო
დან17.00 ₾
აცც, 600მგ პუდრა 10 პაკეტი №10

აცც

600მგ პუდრა 10 პაკეტი №10

აცეტილცისტეინი
დან19.78 ₾
აცეტილცისტეინი ნორმონი, 600მგ დისპერგირებადი ტაბლეტი №20

აცეტილცისტეინი ნორმონი

Acetilcisteina Normon

600მგ დისპერგირებადი ტაბლეტი №20

აცეტილცისტეინი Normon, ესპანეთი
დან21.17 ₾
ეფექტი ჩაი, პაკეტი #10

ეფექტი ჩაი

EPHACT TEA

პაკეტი #10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine ავერსი ფარმა, საქართველო
დან21.78 ₾
სორბიფერ დურულესი, 100მგ + 60მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30 მინის ფლაკონში

სორბიფერ დურულესი

Sorbifer Durules

100მგ + 60მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30 მინის ფლაკონში

ascorbic acid + რკინის სულფატი Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან24.65 ₾
იროვიტი, წვეთები 30მლ

იროვიტი

Iroviti

წვეთები 30მლ

ascorbic acid + რკინის სულფატი Vitane Pharma, გერმანია
დან25.48 ₾
ვისკოფლუ, 30მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 30 მლ

ვისკოფლუ

30მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 30 მლ

აცეტილცისტეინი + ნატრიუმის ქლორიდი
დან29.64 ₾
ცინკონეტ C, სიროფი 150მლ ფლაკონი # 1

ცინკონეტ C

Zinconet C

სიროფი 150მლ ფლაკონი # 1

ascorbic acid + თუთია Vefa Ilaҫ, თურქეთი
დან29.75 ₾
ვენოდიოლი, 450მგ/50მგ/100მგ ტაბლეტი №30

ვენოდიოლი

VENODIOL

450მგ/50მგ/100მგ ტაბლეტი №30

ascorbic acid + Diosmin + Hesperidin ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან29.76 ₾
კოლდრექს მაქსგრიპი, პაკეტი #10

კოლდრექს მაქსგრიპი

Coldrex MaxGrip

პაკეტი #10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine SmithKline Beecham SA, ესპანეთი
დან31.87 ₾
ფერო-ფოლგამა ნეო, ტაბლეტი #100

ფერო-ფოლგამა ნეო

Ferro-Folgamma Neo

ტაბლეტი #100

ascorbic acid + vit.b12 + ფოლის მჟავა Lomafarm Rudolf Lohmann Gmbh KG, გერმანია
დან51.43 ₾

ასკორბინის მჟავა

Ascorbic acid

5% 2 მლ ამპულა №10

ascorbic acid ბიოპოლუსი, საქართველო
ურეცეპტო

ასკორბინის მჟავა 250მგ.ტაბ.

Ascorbic acid

250მგ ტაბლეტი №1000

ascorbic acid Laboratorio Farmacologico Milanese, იტალია
ურეცეპტო
აცეროლა, საღეჭი ტაბლეტი #30

აცეროლა

Acerola

საღეჭი ტაბლეტი #30

Acerola + ascorbic acid Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
ურეცეპტო
აცც ® 100, 100მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

აცც ® 100

ACC® 100

100მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

აცეტილცისტეინი Salutas Pharma GmbH, გერმანია
ურეცეპტო
აცც® ლონგი, 600მგ ტაბლეტი #6; #10;# 20

აცც® ლონგი

ACC® Long

600მგ ტაბლეტი #6; #10;# 20

აცეტილცისტეინი Salutas Pharma GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ბათაფლუ, 15 გ ფხვნილი С ვიტამინით და ლიმონის გემოთი პაკეტში №10

ბათაფლუ

Bataflu

15 გ ფხვნილი С ვიტამინით და ლიმონის გემოთი პაკეტში №10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ბენე ქიდსი ვიტამინი C, საღეჭი კანფეტი N60

ბენე ქიდსი ვიტამინი C

BENE Kids Gummy Vitamin C

საღეჭი კანფეტი N60

ascorbic acid Bene pharm, გერმანია
ურეცეპტო
ბენე ქიდსი იმუნიტეტის ბუსტერი, საღეჭი კანფეტი N60

ბენე ქიდსი იმუნიტეტის ბუსტერი

BENE Kids Gummy Immunity Booster

საღეჭი კანფეტი N60

ascorbic acid + ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! Bene pharm, გერმანია
ურეცეპტო
დენკ ფერო ვიტალ +, საღეჭი ტაბლეტი #30

დენკ ფერო ვიტალ +

Ferro Vital +

საღეჭი ტაბლეტი #30

ascorbic acid + Ferrous Diphosphate + ფოლის მჟავა DENK PHARMA GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ეფექტი C, შუშხუნა ტაბლეტი #10

ეფექტი C

EPHACT C

შუშხუნა ტაბლეტი #10

Acetylsalicylic acid + ascorbic acid ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
ვაგინორმ-C, 250მგ 6 ვაგინალური ტაბლეტი

ვაგინორმ-C

Vaginorm-С

250მგ 6 ვაგინალური ტაბლეტი

ascorbic acid Artesan Pharma GmbH & Co.KG, გერმანია
ურეცეპტო
ვიტამინი C, 250მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

ვიტამინი C

Vitamin C

250მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

ascorbic acid ჰემოფარმი, სერბეთი
ურეცეპტო
ვიტამინი C 1000, შუშხუნა ტაბლეტი #20

ვიტამინი C 1000

Vitamin C 1000

შუშხუნა ტაბლეტი #20

ascorbic acid sunlife, გერმანია
ურეცეპტო
ვიტამინი С, 1000მგ შუშხუნა ფხვნილი პაკეტი #10, 500მგ შუშხუნა ფხვნილი პაკეტი #10

ვიტამინი С

Vitamin C

1000მგ შუშხუნა ფხვნილი პაკეტი #10, 500მგ შუშხუნა ფხვნილი პაკეტი #10

ascorbic acid ნეოფარმი, საქართველო
ურეცეპტო
ვიტამინი С, 100მგ ტაბლეტი #40

ვიტამინი С

Vitamin C

100მგ ტაბლეტი #40

ascorbic acid ნეოფარმი, საქართველო
ურეცეპტო
ვიტაპრიმი C, 1000მგ შუშხუნა ტაბლეტი №20

ვიტაპრიმი C

VITAPRIM C

1000მგ შუშხუნა ტაბლეტი №20

ascorbic acid ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
კოვიტ-C, ასკორბინის მჟავის საღეჭი ტაბლეტები #10

კოვიტ-C

Covit C

ასკორბინის მჟავის საღეჭი ტაბლეტები #10

ascorbic acid SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
ურეცეპტო
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით, პაკეტი #10

კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით

Coldrex HotRem

პაკეტი #10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine SmithKline Beecham SA, ესპანეთი
ურეცეპტო
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით და თაფლით, პაკეტი #10

კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით და თაფლით

Coldrex HotRem

პაკეტი #10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine SmithKline Beecham SA, ესპანეთი
ურეცეპტო
მუკოსოფტ კომპლექსი, 500მგ/200მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10

მუკოსოფტ კომპლექსი

Mucosoft Complex

500მგ/200მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10

აცეტილცისტეინი + პარაცეტამოლი ADIPHARM LTD, ბულგარეთი
ურეცეპტო
მულტი-ტაბსი ბეიბი, წვეთები 30მლ ფლაკონი # 1

მულტი-ტაბსი ბეიბი

Multi-tabs Baby

წვეთები 30მლ ფლაკონი # 1

ascorbic acid + ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/ + Retinol acetate ფაიზერ კონსიუმერი, აშშ
ურეცეპტო
ნეოსპირინი + C, 400/250მგ შუშხუნა ფხვნილი#10

ნეოსპირინი + C

NEOSPIRINI + C

400/250მგ შუშხუნა ფხვნილი#10

Acetylsalicylic acid + ascorbic acid ნეოფარმი, საქართველო
ურეცეპტო
ორანჯ-C, 250 მგ შემოუგარსავი საღეჭი ტაბლეტი № 100

ორანჯ-C

ORANGE-C

250 მგ შემოუგარსავი საღეჭი ტაბლეტი № 100

ascorbic acid Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
ურეცეპტო
პარამოლან C, 500 მგ + 250 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი N 20

პარამოლან C

Paramolan C

500 მგ + 250 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი N 20

ascorbic acid + პარაცეტამოლი Medinfar, პორტუგალია
ურეცეპტო
პრემანოლ E, ტაბლეტი #60

პრემანოლ E

Premanol E

ტაბლეტი #60

ascorbic acid + ალფატოკოფეროლი FARDI MEDICALS, იტალია
ურეცეპტო
ტაიქოლდ ლორი ფორთოხლის არომატით, (1,2მგ + 0,6მგ + 100მგ) საწუწნი ტაბლეტი C ვიტამინით ფორთოხლის არომატით №24

ტაიქოლდ ლორი ფორთოხლის არომატით

Taicold Lor Orange Flavour

(1,2მგ + 0,6მგ + 100მგ) საწუწნი ტაბლეტი C ვიტამინით ფორთოხლის არომატით №24

Amylmetacresol + ascorbic acid + Dichlorobenzyl alcohol Millimed Co., Ltd, ტაილანდი
ურეცეპტო
ტაიქოლდი®, - 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #3, - 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #10

ტაიქოლდი®

TAICOLD®

- 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #3, - 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #10

ascorbic acid + პარაცეტამოლი + Phenylephrine ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
ტაიქოლდი®, 500მგ/2მგ/30მგ პაკეტი #10

ტაიქოლდი®

TAICOLD®

500მგ/2მგ/30მგ პაკეტი #10

ascorbic acid + Chlorpheniramine + პარაცეტამოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
ცევიკაპი, 100 მგ/მლ 10 მლ შიგნით მისაღები წვეთები მუქი მინის ფლაკონში

ცევიკაპი

Cevicap

100 მგ/მლ 10 მლ შიგნით მისაღები წვეთები მუქი მინის ფლაკონში

ascorbic acid პოლფარმა, პოლონეთი
ურეცეპტო

ცელასკონი 500მგ მანდარინი

CELASKON 500mg mandarine

500მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

ascorbic acid Zentiva, ჩეხეთი
ურეცეპტო

ცელასკონი 500მგ წითელი ფორთოხალი

CELASKON 500MG Red orange

500მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

ascorbic acid Zentiva, ჩეხეთი
ურეცეპტო
ჰერბექსი, ჟოლოს ექსტრაქტით #10

ჰერბექსი

HERBEX

ჟოლოს ექსტრაქტით #10

ascorbic acid + Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Slavia Pharm S.R.L, რუმინეთი
ურეცეპტო
ჰერბექსი, მწვანე ჩაის ექსტრაქტით #10

ჰერბექსი

HERBEX

მწვანე ჩაის ექსტრაქტით #10

ascorbic acid + Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Slavia Pharm S.R.L, რუმინეთი
ურეცეპტო
ჰერბექსი, ასკილის ექსტრაქტით #10

ჰერბექსი

HERBEX

ასკილის ექსტრაქტით #10

ascorbic acid + Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Slavia Pharm S.R.L, რუმინეთი
ურეცეპტო
ჰერბექსი, ტაბლეტი №20

ჰერბექსი

HERBEX

ტაბლეტი №20

ascorbic acid + Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine Slavia Pharm S.R.L, რუმინეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.