მონოგრაფია Nº 03169 ურეცეპტო
ვიტამინი С
Vitamin C
100მგ ტაბლეტი #40
- მოქმედი ნივთიერება
- ascorbic acid (Ascorbic acid)
- მწარმოებელი
- ნეოფარმი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- C ჯგუფის ვიტამინები
- იმპორტიორი საქართველოში
- ნეოფარმი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ascorbic acid. ჯერ ყველაზე იაფი.
ვიტ. C
50მგ დრაჟე 200 დრაჟე №200
ვიტამინი C
№20
ვიტამინი C
Vitamin C
1000მგ შუშხუნა ტაბლეტი #20
C-მუნი
1000mg 20 ტაბლეტი №20
ასკორბინის მჟავა
Ascorbic acid
5% 2 მლ ამპულა №10
ასკორბინის მჟავა 250მგ.ტაბ.
Ascorbic acid
250მგ ტაბლეტი №1000
ბენე ქიდსი ვიტამინი C
BENE Kids Gummy Vitamin C
საღეჭი კანფეტი N60
ვაგინორმ-C
Vaginorm-С
250მგ 6 ვაგინალური ტაბლეტი
ვიტამინი C
Vitamin C
250მგ შუშხუნა ტაბლეტი #20
ვიტამინი C 1000
Vitamin C 1000
შუშხუნა ტაბლეტი #20
ვიტამინი С
Vitamin C
1000მგ შუშხუნა ფხვნილი პაკეტი #10, 500მგ შუშხუნა ფხვნილი პაკეტი #10
ვიტაპრიმი C
VITAPRIM C
1000მგ შუშხუნა ტაბლეტი №20
კოვიტ-C
Covit C
ასკორბინის მჟავის საღეჭი ტაბლეტები #10
ორანჯ-C
ORANGE-C
250 მგ შემოუგარსავი საღეჭი ტაბლეტი № 100
ცევიკაპი
Cevicap
100 მგ/მლ 10 მლ შიგნით მისაღები წვეთები მუქი მინის ფლაკონში
ცელასკონი 500მგ მანდარინი
CELASKON 500mg mandarine
500მგ შუშხუნა ტაბლეტი #20
ცელასკონი 500მგ წითელი ფორთოხალი
CELASKON 500MG Red orange
500მგ შუშხუნა ტაბლეტი #20
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ასკორბინის მჟავა – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი; ტალკი; E 104.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი C მრავალმხრივი მოქმედებით ხასიათდება:
ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცილების შეთვისებას, საკვებიდან რკინის შეწოვას, სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; მონაწილეობას ღებულობს სისხლის შედედების, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, მათს შორის ვიტამინ B12-ის სინთეზში; ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას.
ამ პროცესებში მონაწილეობით ვიტამინი C გავლენას ახდენს ანთებით და ალერგიულ რეაქციებზე და ხელს უწყობს აღდგენითი და დამცველობითი პროცესების მიმდინარეობას ორგანიზმში. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას.
ფარმაკოკინეტიკა
არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები
ჩვენებები
ჰიპო- და ავიტამინოზი, დაქვეითებული იმუნორეზისტენტობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა; ღრძილებიდან სისხლდენა, მადის დაქვეითება, გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა; გადაღლილობა, ასთენიური მდგომარეობა, რკინადეფიციტური ანემიები, სისხლდენებისადმი მიდრეკილება, გამოწვეული კაპილარების კედლების გაზრდილი განვლადობით, დაავადებების გადატანის შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი;
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება პერორულად ჭამის შემდეგ.
მოზრდილებში: 100 მგ-დან 600 მგ-მდე დღე-ღამეში (1-დან 6 ტაბლეტამდე დღე-ღამეში);
ბავშვებში _ 1-დან 6 წლამდე _ 100 მგ (ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში);
ბავშვები 6 წლის ზემოთ _ 100მგ-დან 300 მგ-მდე (ერთიდან 3 ტაბლეტამდე დღე-ღამეში);
გვერდითი მოვლენები
მითითებული დოზების მიღებისას გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება.
ვიტამინი С-ს მაღალი დოზების გახანგრძლივებული მიღებისას (1 გ-ზე მეტი დღეში) შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილები, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კანის სიწითლე, შარდის გაძლიერებული გამოყოფა.
მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება შექმნას პირობა თირკმელებში კენჭების წარმოშობისთვის.
უკუჩვენებები
ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი ზოგიერთი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ვიტამინი C რეკომენდებულია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
(სიფრთხილე):
თამბაქოს მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ვიტამინი С-ს შეთვისების უნარის შემცირება. ვიტამინის მაღალი დოზებით მიღებამ (2გ-ზე მეტი დღე-ღამეში) შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე.
ვიტამინი С-ს მსუბუქი მასტიმულირებელი მოქმედების გამო, მისი მიღება არ არის რეკომენდებული საღამოს საათებში.
ვიტამინი С-ს მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადების მქონე ავადმყოფებში (ფენილკეტონურია, გლუკოზო-6-ფოსფატაზას დეფიციტი, ჰემოქრომატოზი, თალასემია, გლუკოზო- იზომალტაზური უკმარისობა, სიდერობლასტური ანემია), თირკმელ-კენჭოვანი დაავადებებისას, ასევე, სისხლის მომატებული შედედებისუნარიანობის შემთხვევაში.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
ვიტამინი C არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზირება
ვიტამინი C მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, თავის ტკივილი, თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, პოლიურია, კრუნჩხვები, დიარეა, ღებინება, გულისრევა. შარდის მჟავიანობის მნიშვნელოვანი გაზრდის გამო არსებობს თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის რისკი (ურატული, ოქსალატური და ცისტეინური). მკურნალობა სიმპტომურია. ვიტამინი C ტოქსიკური დონეები არ მიიღწევა, ვინაიდან დიდი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად. ლიტერატურაში აღწერილია 4 თვის განმავლობაში 15 გ ვიტამინი C ყოველდღიურად მიღების შემთხვევა გვერდითი რეაქციების გამოვლინების გარეშე.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ვიტამინი С მონაწილეობს რიგი სამკურნალო საშუალებების ცვლაში.
აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროული მიღებისას ვიტამინი С ზრდის სალიცილატების მოქმდების ეფექტს.
შეიძლება შეასუსტოს ამფეტამინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მოქმედება. დეფეროქსამინთან ერთდროული მიღებისას ზრდის რკინის გამოყოფას შარდთან ერთად. მაღალ დოზებში მიღებისას С ვიტამინმა შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლის შედედების პროცესები და და შეასუსტოს ანტიკოაგულანტების მოქმედება.
ასკორბინის მჟავა ზრდის ესტროგენული პრეპარატების და ყველა პერორალური კონტრაცეპტული საშუალების კონცენტრაციას სისხლში.
ვიტამინი С –სა და ვიტამინ B12 –ის მიღებათა შორის აუცილებელია 2 - საათიანი ინტერვალის დაცვა, ვინაიდან ვიტამინი B12 იშლება ვიტამინ С –სთან ერთდროული მიღებისას.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ასკორუტინი
Ascorutin
ტაბლეტი №50
უფსარინი
ტაბლეტი შუშხუნა 10 შუშხუნა ტაბლეტი №10
ნეოქოლდი
NEOCOLD
7გ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტი #10
მუკონექსი-C
Muconex C
შუშხუნა ტაბლეტი # 30
ეფექტი ჩაი
EPHACT TEA
პაკეტი #10
სორბიფერ დურულესი
Sorbifer Durules
100მგ + 60მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30 მინის ფლაკონში
იროვიტი
Iroviti
წვეთები 30მლ
ცინკონეტ C
Zinconet C
სიროფი 150მლ ფლაკონი # 1
ვენოდიოლი
VENODIOL
450მგ/50მგ/100მგ ტაბლეტი №30
კოლდრექს მაქსგრიპი
Coldrex MaxGrip
პაკეტი #10
ფერო-ფოლგამა ნეო
Ferro-Folgamma Neo
ტაბლეტი #100
აცეროლა
Acerola
საღეჭი ტაბლეტი #30
ბათაფლუ
Bataflu
15 გ ფხვნილი С ვიტამინით და ლიმონის გემოთი პაკეტში №10
ბენე ქიდსი იმუნიტეტის ბუსტერი
BENE Kids Gummy Immunity Booster
საღეჭი კანფეტი N60
დენკ ფერო ვიტალ +
Ferro Vital +
საღეჭი ტაბლეტი #30
ეფექტი C
EPHACT C
შუშხუნა ტაბლეტი #10
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით
Coldrex HotRem
პაკეტი #10
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით და თაფლით
Coldrex HotRem
პაკეტი #10
მულტი-ტაბსი ბეიბი
Multi-tabs Baby
წვეთები 30მლ ფლაკონი # 1
ნეოსპირინი + C
NEOSPIRINI + C
400/250მგ შუშხუნა ფხვნილი#10
პარამოლან C
Paramolan C
500 მგ + 250 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი N 20
პრემანოლ E
Premanol E
ტაბლეტი #60
ტაიქოლდ ლორი ფორთოხლის არომატით
Taicold Lor Orange Flavour
(1,2მგ + 0,6მგ + 100მგ) საწუწნი ტაბლეტი C ვიტამინით ფორთოხლის არომატით №24
ტაიქოლდი®
TAICOLD®
- 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #3, - 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #10
ტაიქოლდი®
TAICOLD®
500მგ/2მგ/30მგ პაკეტი #10
ჰერბექსი
HERBEX
ასკილის ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
ტაბლეტი №20
ჰერბექსი
HERBEX
ჟოლოს ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
მწვანე ჩაის ექსტრაქტით #10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.