მონოგრაფია Nº 02370 ურეცეპტო
პარაცეტამოლი სოფარმა
PARACETAMOL SOPHARMA
500მგ ტაბლეტი №20
- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (Paracetamol)
- მწარმოებელი
- სოფარმა, ბულგარეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- სოფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: პარაცეტამოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
პარაცეტამოლი
500მგ ტაბლეტი №20
გრიპ სტოპი
Grip Stop
500მგ + 65მგ ტაბლეტი №4
პიროფენი
500მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
პარაცეტამოლი ნორმონი
Paracetamol Normon
500მგ ტაბლეტი №20
პანადოლი
500მგ ტაბლეტი №12
ინფულგანი
10მგ/1მლ ხსნარი საინფუზიო ფლაკონი №1 100მლ
პარა-დენკი 500
Para-Denk 500
500მგ ტაბლეტი #20
ეფერალგანი
150მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
ეფერალგანი საბავშვო
150მგ სანთელი რექტალური №10
პარაცეტამოლი
120მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 125მლ
პარაცედოლი ბავშვებისთვის
120მგ/5მლ სუსპენზია ორალური №1 120მლ
ეფერალგანი სანთ
300მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
პანადოლი "ბეიბი"
120მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 100მლ
ბიოფლუ ბეიბი
120მგ/5მლ სიროფი №1 100მლ
ეფერალგანი
30მგ/მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 90 მლ
ეფერალგანი შუშხ.ტაბ
500მგ ტაბლეტი შუშხუნა 16 შუშხუნა ტაბლეტი №16
პირეტიკოლი
PIRETICOL
120მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1
კალპოლი
CALPOL
120მგ/5მლ 70მლ სუსპენზია ბავშვებისთვის მინის ბოთლში
ნოვექსი პარაცეტამოლი
Novex Paracetamol
120მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მარწყვის გემოთი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
პაკოლი
PACOL
125მგ/5მლ 100მლ სიროფი
პაკოლი
PACOL
500მგ ტაბლეტი №50
პარა-დენკი 125 სუპოზიტორი
Para-Denk 125 Suppos
125მგ სუპოზიტორია #10
პარა-დენკი 250 სუპოზიტორი
Para-Denk 250 Suppos
250მგ სუპოზიტორია #10
პარალენი SUS
PARALEN® SUS
120მგ/5მლ 100მლ სუსპენზია ბავშვებისათვის დოზირებულ პიპეტთან ერთად
პარაცეტამოლი
Paracetamol
500 მგ ტაბლეტი №10X10
პარაცეტამოლი
Paracetamol
500მგ ტაბლეტი №10
პარაცეტამოლი სოფარმა
PARACETAMOL SOPHARMA
120მგ/5მლ 125მლ სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენტერაფტალატის ფლაკონში
პარდიფენი
Pardifen
125მგ; 250მგ რექტალური სუპოზიტორია №6
პირეტიკოლი
Pireticol
10მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
ტაიქოლდი S
TAICOLD S
125მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)
ტაიქოლდი S
TAICOLD S
250მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)
ტაიქოლდი კიდსი
Taicold Kids
40მგ/მლ 85მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 ამზომ კოვზთან ერთად
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
50მგ რექტალური სუპოზიტორია 1-დან 3 თვემდე ბავშვებისთვის #10
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
250მგ რექტალური სუპოზიტორია 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის #10
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
100მგ რექტალური სუპოზიტორია 3 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის #10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
რას შეიცავს პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტები
- აქტიურ ნივთიერებას: პარაცეტამოლს 500მგ.
- სხვა შემადგენელ ნაწილებს: პოვიდონ K 30, ლაქტოზას მონოჰიდრატს, ხორბლის სახამებელს, მაგნიუმის სტეარატს, ტალკს.
პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
ბრტყელი ტაბლეტები, თეთრი, ვარდისფერი შეფერილობით, უსუნო, სწორი მრგვალი ფორმის, გამყოფი ჭდით და 13 მმ დიამეტრით. ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად. 10 (ათი) ტაბლეტი ბლისტერში მყარი, გამჭვირვალე პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან; 2 (ორი) ბლისტერი მუყაოს ყუთში ჩანართ-ფურცელთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
ჩვენებები
პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პარაცეტამოლს, რომელსაც გააჩნია გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების (ორგანული ნივთიერებების) სინთეზის დათრგუნვასთან თავის და ზურგის ტვინში. პრეპარატს სამკურნალოდ გამოიყენებენ სუსტიდან საშუალომდე გამოხატული თავის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიის, კბილის ტკივილის, ყელის ანთების, ყურის ტკივილის დროს, რევმატიული ტკივილების, ოპერაციისა და ტრავმის შემდგომი სუსტი ან ზომიერად გამოხატული ტკივილების სიმპტომატური შემსუბუქების დროს, სიცხის აწევის შემთხვევაში.
პარაცეტამოლ სოფარმას მიღების წინ
ნუ მიიღებთ პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტებს
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ავლენთ ჰიპერმგრძნობელობას) აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დანარჩენი შემადგენელი ნაწილის მიმართ.
- თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადებები.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტების გამოყენებისას
- შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება;
- ეცადეთ არ გამოიყენოთ პარაცეტამოლის შემცველი სხვა წამლები (განსაკუთრებულად კომბინაციაში), რომ თავიდან აიცილოთ შესაძლო ჭარბი დოზირება და მოწამვლა;
- სიფრთხილით გამოიყენეთ ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტოდ გაცემულის ჩათვლით.
შეზღუდულად გამოყენების და რეკომენდირებული სქემით მიღების შემთხვევაში არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება.
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ:
- კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს (სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას);
- ასპირინს და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით);
- ღებინების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატებს (მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი);
- ანტი-ეპილეპტიურ სამკურნალო პრეპარატებს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
- ანტიბაქტერიულ სამკურნალო პრეპარატებს (იზონიაზიდი, რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი);
- ქლორესტინამინს (ქოლესტერინის მაღალი დონისათვის) და ანტაციდურ სანკურნალო პრეპარატებს (რომლებიც მოქმედებენ კუჭის მჟავიანობაზე).
თუ ექიმი დანიშნავს შარდმჟავას ან სისხლში შაქრის გამოკვლევას, თქვენ უნდა შეატყობინოთ მას, რომ ღებულობთ პარაცეტამოლს.
პარაცეტამოლ სოფარმას მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან ერთად
პარაცეტამოლით მკურნალობისას არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის გამოყენება ღვიძლის დაზიანების მომატებული რისკის გამო.
ორსულობა და ლაქტაცია
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ.
პარაცეტამოლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის პირველ სამ თვეს. მისი გამოყენება შეიძლება ექიმის დანიშნულებით ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.
ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება სადღეღამისო დოზისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის საგულდაგულო დაცვის შემთხვევაში.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
არ არსებობს მონაცემები ნეგატიური ზემოქმედების შესახებ აქტიურ ყურადღებაზე, სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტების ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ
- სამკურნაო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს, რომელიც უხდება ცელიაკიით (გლუტენური ენტეროპათიით) დაავადებულ ადამიანებს. პაციენტებმა, რომლებსაც გააჩნიათ ალერგია ხორბალზე (არა ცელიაკია) არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
- პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, ჩაიტარეთ კონსულტაცია მასთან იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღოთ ეს პრეპარატი.
როგორ მივიღოთ პარაცეტამოლ სოფარმა
მიიღეთ პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტები ისე, როგორც ეს აღწერილია მოცემულ ჩანართ-ფურცელში. თუ თქვენ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტები მიიღება პერორალურად.
რეკომენდირებული დოზა:
მოზრდილები და 12 წელზე ზევით ასაკის ბავშვები: 1-2 ტაბლეტი (500-1000 მგ) 3-4 ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4000 მგ (8 ტაბლეტი).
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/2–1 ტაბლეტი (250 – 500 მგ) 3-4 ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, ტაბლეტების მიღება შეიძლება ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 4 დოზისა 24 საათის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა გაგრძელდეს 3 დღეზე მეტ ხანს.
ჭარბი დოზირება
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა, შეიძლება აღინიშნოს ნარკოტიკული სიმთვრალის პირველი ნიშნები (პარაცეტამოლის 20 ტაბლეტზე მეტი დოზების შემთხვევაში მოზრდილებში და 150 მგ/კგ სხეულის წონაზე ბავშვებში) – ტკივილი მუცლის არეში, გულის რევა, ღებინება, მადის უქონლობა, მოუსვენრობა, ზოგადი სისუსტე.
სამკურნალო პრეპარატის მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუნდაც თავს კარგად გრძნობდეთ.
თუ თქვენ გამოტოვეთ პარაცეტამოლი სოფარმა ტაბლეტების მიღება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედებები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატებმა, პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ვლინდება ყველა პაციენტში.
აღწერილია სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირების რამოდენიმე შემთხვევა, აგრანულოციტოზი (მწვავე დაავადებას ახასიათებს ძლიერი ციება, კანის დაზიანება, ასევე სისხლში მარცვლოვანი თეთრი უჯრედების შემცირება), ანემია (უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, და სიფერმქთალე). იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება, უფრო ხშირად კანის მხრიდან – ქავილი და სხვადასხვა სახის გამონაყარი, ჭინჭრის ციება. სასუნთქი სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათად – სუნთქვის გაძნელება განწყობილ პაციენტებში, ასპირინის და სხვა არასტეროიუდულ ანთების საწინააღმდეგი საშუალებების მიმართ გამოვლენილი ალერგიით. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მსუბუქი გამოვლინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (გულის რევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა). მაღალი დოზების შემთხვევაში შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლში დაზიანება (ტოქსიური ჰეპატიტი), ამასთან ადრეული სიმპტომები – გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება იღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება პარაცეტამოლი სოფარმა
ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტებს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ არის რეკომენდირებული სამკურანლო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ უსარგებლო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ციტრამონი – MFF
CITRAMONUM - MFF
ტაბლეტი №6
ციტრამონი P
CITRAMONUM P
1მგ ტაბლეტი#10
დოლარენი
500მგ+50მგ ტაბლეტი №10
პანადოლი ექსტრა
ტაბლეტი №24
ფლუქოლდი
სიროფი ფლაკონი №1 100მლ
სოლპადეინი აქტივი
500მგ+65მგ ტაბლეტი ხსნადი №12
ანბერი
ANBER
ტაბლეტი #10
ეფექტი ფლუ
Ephact Flu
კაფსულა #10
სპაზმო-აპოტელი
500მგ/10მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
ნორმოგრიპი
Normongrip
(500მგ+10მგ+4მგ) მყარი ჟელატინის კაფსულა №14
ნეოქოლდი
NEOCOLD
7გ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტი #10
ტაილოლფენ ჰოთი
TYLOLFEN HOT
პაკეტი შეფუთვაში #12
ბიოფენი ექსტრა
325მგ+400მგ ტაბლეტი №10
გრიპჰოთი
Griphot™
შუშხუნა გრანულების ერთდოზიანი 12 პაკეტი
ეფექტი ჩაი
EPHACT TEA
პაკეტი #10
ბიოფენი
№10
კოლდრექს მაქსგრიპი
Coldrex MaxGrip
პაკეტი #10
რობაქსისალ კომპუესტო
Robaxisal compuesto
380მგ/300მგ ტაბლეტი №50
იბუტამოლი დუო
500მგ+200მგ ტაბლეტი №20
ბათაფლუ
Bataflu
15 გ ფხვნილი С ვიტამინით და ლიმონის გემოთი პაკეტში №10
გრიპალნორმი
Gripalnorm
1000მგ + 4მგ + 10მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად საშეტი №10
გრიპომიქსი
GRIPOMIX
10 გ პაკეტი #10 ლიმნის და კენკრის არომატით
დენკალგინ ფეინ რილიფ
DENKALGIN PAIN RELIEF
ტაბლეტი #20
კოკლუსედალი პარაცეტამოლი
Coquelusedal PARACETAMOL
რექტალური სანთელი #10
კოკლუსედალი პარაცეტამოლი
Coquelusedal PARACETAMOL
100მგ + 10მგ + 5მგ რექტალური სუპოზიტორია 5-8კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის №10
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით
Coldrex HotRem
პაკეტი #10
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით და თაფლით
Coldrex HotRem
პაკეტი #10
მუკოსოფტ კომპლექსი
Mucosoft Complex
500მგ/200მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
ორვიქოლდი
Orviqold
პარალენ გრიპი
PARALEN GRIP CHRIPKA A BOLEST
500მგ/25მგ/5მგ ტაბლეტი #24
პარამოლან C
Paramolan C
500 მგ + 250 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი N 20
პერინი
PERIN
კაფსულა №50
ტაიქოლდი®
TAICOLD®
500მგ/2მგ/30მგ პაკეტი #10
ტაიქოლდი®
TAICOLD®
500 მგ/2 მგ/30 მგ 10 პაკეტი
ტაიქოლდი®
TAICOLD®
- 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #3, - 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #10
ფლუკასტი
FLUCAST
(120მგ + 50მგ + 1მგ)/5მლ 100 მლ სიროფი
ქოლდრინი
Coldrin
500მგ + 2მგ + 5მგ + 30მგ ტაბლეტი №4
ციტრამონი-P
Сitramon-P
1 მგ ტაბლეტი №50
ჰერბექსი
HERBEX
ასკილის ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
ტაბლეტი №20
ჰერბექსი
HERBEX
ჟოლოს ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
მწვანე ჩაის ექსტრაქტით #10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.