მონოგრაფია Nº 02343 ურეცეპტო
პაკოლი
PACOL
500მგ ტაბლეტი №50
- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (Paracetamol)
- მწარმოებელი
- ავერსი ფარმა, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- ავერსი ფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: პარაცეტამოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
პარაცეტამოლი
500მგ ტაბლეტი №20
გრიპ სტოპი
Grip Stop
500მგ + 65მგ ტაბლეტი №4
პიროფენი
500მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
პარაცეტამოლი ნორმონი
Paracetamol Normon
500მგ ტაბლეტი №20
პანადოლი
500მგ ტაბლეტი №12
ინფულგანი
10მგ/1მლ ხსნარი საინფუზიო ფლაკონი №1 100მლ
პარა-დენკი 500
Para-Denk 500
500მგ ტაბლეტი #20
ეფერალგანი
150მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
ეფერალგანი საბავშვო
150მგ სანთელი რექტალური №10
პარაცეტამოლი
120მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 125მლ
პარაცედოლი ბავშვებისთვის
120მგ/5მლ სუსპენზია ორალური №1 120მლ
ეფერალგანი სანთ
300მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
პანადოლი "ბეიბი"
120მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 100მლ
ბიოფლუ ბეიბი
120მგ/5მლ სიროფი №1 100მლ
ეფერალგანი
30მგ/მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 90 მლ
ეფერალგანი შუშხ.ტაბ
500მგ ტაბლეტი შუშხუნა 16 შუშხუნა ტაბლეტი №16
პირეტიკოლი
PIRETICOL
120მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1
კალპოლი
CALPOL
120მგ/5მლ 70მლ სუსპენზია ბავშვებისთვის მინის ბოთლში
ნოვექსი პარაცეტამოლი
Novex Paracetamol
120მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მარწყვის გემოთი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
პაკოლი
PACOL
125მგ/5მლ 100მლ სიროფი
პარა-დენკი 125 სუპოზიტორი
Para-Denk 125 Suppos
125მგ სუპოზიტორია #10
პარა-დენკი 250 სუპოზიტორი
Para-Denk 250 Suppos
250მგ სუპოზიტორია #10
პარალენი SUS
PARALEN® SUS
120მგ/5მლ 100მლ სუსპენზია ბავშვებისათვის დოზირებულ პიპეტთან ერთად
პარაცეტამოლი
Paracetamol
500 მგ ტაბლეტი №10X10
პარაცეტამოლი
Paracetamol
500მგ ტაბლეტი №10
პარაცეტამოლი სოფარმა
PARACETAMOL SOPHARMA
500მგ ტაბლეტი №20
პარაცეტამოლი სოფარმა
PARACETAMOL SOPHARMA
120მგ/5მლ 125მლ სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენტერაფტალატის ფლაკონში
პარდიფენი
Pardifen
125მგ; 250მგ რექტალური სუპოზიტორია №6
პირეტიკოლი
Pireticol
10მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
ტაიქოლდი S
TAICOLD S
125მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)
ტაიქოლდი S
TAICOLD S
250მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)
ტაიქოლდი კიდსი
Taicold Kids
40მგ/მლ 85მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 ამზომ კოვზთან ერთად
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
50მგ რექტალური სუპოზიტორია 1-დან 3 თვემდე ბავშვებისთვის #10
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
250მგ რექტალური სუპოზიტორია 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის #10
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
100მგ რექტალური სუპოზიტორია 3 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის #10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ტაბლეტები: თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ჭდით;
სიროფი: ნარინჯისფერი სითხე არომატული სუნითა და მოტკბო გემოთი; შემადგენლობა:
ტაბლეტები: 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
პარაცეტამოლს _ 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, მაგნიუმის სტეარატი;
სიროფი: სიროფის 5 მლ შეიცავს:
პარაცეტამოლს _ 125 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, მენთოლი, თხევადი სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), თეთრი ვარდის ესენცია, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პაკოლი წარმოადგენს ეფექტურ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას, აგრეთვე გააჩნია უმნიშვნელოდ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პარაცეტამოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ის ახდენს ციკლოოქსიგენაზას ბლოკირებას ცნს-ში, ზემოქმედებს ტკივილისა და თერმორეგულაციის ცენტრებზე, რომლებიც ლოკალიზებულია ჰიპოთალამუსში.
პაკოლი არ ახდენს უარყოფით გავლენას წყალ-მარილოვან ცვლაზე (ნატრიუმის იონებისა და წყლის შეკავება) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე, რადგან არ მოქმედებს პერიფერიულ ქსოვილებში მიმდინარე პროსტაგლანდინების სინთეზის პროცესზე.
ფარმაკოკინეტიკა
პარაცეტამოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პერორალური მიღებისას თერაპიული ეფექტის გამოვლენა იწყება 0.5 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 4 სთ. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30-60 წთ-ის შემდეგ. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 60-98%-ს. განაწილების მოცულობაა (Vd) 0.8-1.36 ლ/კგ. პრეპარატი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს, გადადის დედის რძეში. სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება 25-50%. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 2-4 სთ-ია.
პრეპარატი განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში, რის შედეგადაც წარმოიქმნება პარაცეტამოლის გლუკურონიდი და სულფატი. გამოიყოფა თირკმლებით ძირითადად კონიუგატების სახით, 1-4% – უცვლელი სახით.
ჩვენებები
- ცხელების სინდრომი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ფონზე;
- სუსტი ან ზომიერი ინტენსივობის სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომი (მათ შორის, თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, ალგოდისმენორეა; ტკივილი ტრავმებისა და დამწვრობის დროს).
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტები:
მოზრდილებში პაკოლი ინიშნება – 1-2 ტაბლეტი (500-1000 მგ) 4-ჯერ დღეში; მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 სთ-ს. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა – 1000 მგ (2 ტაბლეტი), ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 4000 მგ (8 ტაბლეტი).
6-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება – 1/2-1 ტაბლეტი (250-500 მგ). პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს (2000 მგ-ს); მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4-6 სთ-ს.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პაკოლის ტაბლეტირებული ფორმის გამოყენება არ არის რეკომენდებული (გაძნელებული პერორალური მიღება).
სიროფი:
პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში 2 თვის ასაკიდან. დოზა დგინდება ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 60 მგ/კგ სხეულის წონაზე.
რეკომენდებული ერთჯერადი დოზაა:
3 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2.5-5 მლ (60-120 მგ);
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – 5-10 მლ (120-250 მგ);
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 10-20 მლ (250-500 მგ).
მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4-6 სთ-ს.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტისთვის შეადგენს 5 დღეს; სიცხის დამწევი ეფექტისთვის – 3 დღეს. დოზის მომატება ან მკურნალობის კურსის გახანგრძლივება ხდება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი რეკომენდებული დოზებით მიღებისას ხასიათდება კარგი ამტანობით. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია – გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია _ გამონაყარი კანსა და ლორწოვანზე (როგორც წესი, ერითემატოზური ან ურტიკარული), ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება; იშვიათად – წამლისმიერი ცხელება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ანემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, პანციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, მეთჰემოგლობინემია.
პრეპარატის მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
სისხლის სისტემის დაავადებები;
ქრონიკული ალკოჰოლიზმი.
ორსულობა და ლაქტაცია
პაკოლის უსაფრთხო გამოყენება ორსულებში ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა, არსებობს შეზღუდული მონაცემები პარაცეტამოლის უსაფრთხოების შესახებ ორსულებში. ფარმაკოკინეტიკურმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა მეძუძურ დედებში, აჩვენა, რომ მიღებული პრეპარატის დოზის 1%-ზე ნაკლები გადადის დედის რძეში, რაც არანაირ საფრთხეს არ უქმნის ახალშობილს.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიის (მათ შორის ჟილბერის სინდრომის) დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში.
ჰიპერდოზირების რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის არაციროზული ხასიათის ალკოჰოლური დაავადებები. პრეპარატის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია.
პაკოლი ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც უკუნაჩვენებია სალიცილატებისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღება (ბრონქული ასთმა, პეპტიური წყლული, ბავშვთა ასაკი). პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.
პარაცეტამოლის გამოყენებისას სისხლის პლაზმაში შარდმჟავასა და გლუკოზის რაოდენობის განსაზღვრის ტესტის ჩატარებისას მოსალოდნელია ცრუდადებითი შედეგი.
სიროფი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე პაკოლის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი სიმპტომების გამოვლინება: პირველი 24 სთ-ის განმავლობაში – კანის სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, ოფლიანობა; 12-48 სთ-ის შემდეგ შეიძლება განვითარდეს – მეტაბოლური აციდოზი, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, ღვიძლისა და თირკმლების დაზიანების ნიშნები, ღვიძლის უკმარისობა (ენცეფალოპათია, ჰემორაგია, ჰიპოგლიკემია, ტვინის შეშუპება, კომატოზური მდგომარეობა, ლეტალური გამოსავალი), თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე ტუბულარული ნეკროზით (ღვიძლის მძიმე დაზიანების არარსებობის შემთხვევაშიც), ჰემატურია, პროტეინურია, არითმიები, პანკრეატიტი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ენტეროსორბენტების (გააქტივებული ნახშირი) მიღება, N- აცეტილცისტეინის ინტრავენური შეყვანა, მეთიონინის მიღება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პარაცეტამოლისა და ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორების ერთდროული გამოყენებისას იზრდება პრეპარატის ჰეპატოტოკსიკური მოქმედების განვითარების რისკი.
ბარბიტურატების ხანგრძლივი გამოყენება აქვეითებს პარაცეტამოლის ეფექტურობას.
პრობენეციდთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პარაცეტამოლის ექსკრეციის და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის ცვლილება.
მეტოკლოპრამიდთან ერთად მიღებისას მოსალოდნელია პარაცეტამოლის აბსორბციის გაზრდა და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატება. მიკროსომული ჟანგვის ინჰიბიტორები (მათ შორის ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას.
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება სალიცილატებთან ერთად ზრდის ნეფროტოქსიკური მოქმედების რისკს.
პაკოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.
პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებისას იზრდება პარაცეტამოლის ორგანიზმიდან გამოყოფა, შესაძლებელია მისი ანალგეზიური მოქმედების შემცირება.
ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია პარაცეტამოლის შეწოვის შემცირება.
დიაზეპამთან ერთდროული მიღებისას მოსალოდნელია დიაზეპამის ექსკრეციის დაქვეითება.
პაკოლისა და იზონიაზიდის ერთდროული გამოყენებისას აღწერილია პარაცეტამოლის ტოკსიკური მოქმედების გამოვლინების შემთხვევები.
არსებობს მონაცემები ზიდოვუდინის მიელოდეპრესიული ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობაზე პარაცეტამოლთან ერთად მიღებისას.
ეთინილესტრადიოლთან ერთდროული მიღებისას იზრდება პრეპარატის შეწოვა ნაწლავებიდან.
ლამოტრიჯინთან ერთად გამოყენებისას ზომიერად იზრდება ლამოტრიჯინის გამოყოფა ორგანიზმიდან.
პრეპარატის მიღებიდან 1 სთ-ზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში ქოლესტირამინის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პარაცეტამოლის აბსორბციის შემცირება.
გააქტივებული ნახშირის გამოყენებისას მცირდება პარაცეტამოლის ბიოშეღწევადობა.
არ არის რეკომენდებული პაკოლის გამოყენება იმ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს.
შენახვის პირობები
ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სიროფი: ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სიროფის გაყინვა დაუშვებელია. ფლაკონის გახსნის შემდეგ სიროფი ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა:
4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ციტრამონი – MFF
CITRAMONUM - MFF
ტაბლეტი №6
ციტრამონი P
CITRAMONUM P
1მგ ტაბლეტი#10
დოლარენი
500მგ+50მგ ტაბლეტი №10
პანადოლი ექსტრა
ტაბლეტი №24
ფლუქოლდი
სიროფი ფლაკონი №1 100მლ
სოლპადეინი აქტივი
500მგ+65მგ ტაბლეტი ხსნადი №12
ანბერი
ANBER
ტაბლეტი #10
ეფექტი ფლუ
Ephact Flu
კაფსულა #10
სპაზმო-აპოტელი
500მგ/10მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
ნორმოგრიპი
Normongrip
(500მგ+10მგ+4მგ) მყარი ჟელატინის კაფსულა №14
ნეოქოლდი
NEOCOLD
7გ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტი #10
ტაილოლფენ ჰოთი
TYLOLFEN HOT
პაკეტი შეფუთვაში #12
ბიოფენი ექსტრა
325მგ+400მგ ტაბლეტი №10
გრიპჰოთი
Griphot™
შუშხუნა გრანულების ერთდოზიანი 12 პაკეტი
ეფექტი ჩაი
EPHACT TEA
პაკეტი #10
ბიოფენი
№10
კოლდრექს მაქსგრიპი
Coldrex MaxGrip
პაკეტი #10
რობაქსისალ კომპუესტო
Robaxisal compuesto
380მგ/300მგ ტაბლეტი №50
იბუტამოლი დუო
500მგ+200მგ ტაბლეტი №20
ბათაფლუ
Bataflu
15 გ ფხვნილი С ვიტამინით და ლიმონის გემოთი პაკეტში №10
გრიპალნორმი
Gripalnorm
1000მგ + 4მგ + 10მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად საშეტი №10
გრიპომიქსი
GRIPOMIX
10 გ პაკეტი #10 ლიმნის და კენკრის არომატით
დენკალგინ ფეინ რილიფ
DENKALGIN PAIN RELIEF
ტაბლეტი #20
კოკლუსედალი პარაცეტამოლი
Coquelusedal PARACETAMOL
რექტალური სანთელი #10
კოკლუსედალი პარაცეტამოლი
Coquelusedal PARACETAMOL
100მგ + 10მგ + 5მგ რექტალური სუპოზიტორია 5-8კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის №10
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით
Coldrex HotRem
პაკეტი #10
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით და თაფლით
Coldrex HotRem
პაკეტი #10
მუკოსოფტ კომპლექსი
Mucosoft Complex
500მგ/200მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
ორვიქოლდი
Orviqold
პარალენ გრიპი
PARALEN GRIP CHRIPKA A BOLEST
500მგ/25მგ/5მგ ტაბლეტი #24
პარამოლან C
Paramolan C
500 მგ + 250 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი N 20
პერინი
PERIN
კაფსულა №50
ტაიქოლდი®
TAICOLD®
500მგ/2მგ/30მგ პაკეტი #10
ტაიქოლდი®
TAICOLD®
500 მგ/2 მგ/30 მგ 10 პაკეტი
ტაიქოლდი®
TAICOLD®
- 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #3, - 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #10
ფლუკასტი
FLUCAST
(120მგ + 50მგ + 1მგ)/5მლ 100 მლ სიროფი
ქოლდრინი
Coldrin
500მგ + 2მგ + 5მგ + 30მგ ტაბლეტი №4
ციტრამონი-P
Сitramon-P
1 მგ ტაბლეტი №50
ჰერბექსი
HERBEX
ასკილის ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
ტაბლეტი №20
ჰერბექსი
HERBEX
ჟოლოს ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
მწვანე ჩაის ექსტრაქტით #10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.