მონოგრაფია Nº 05115 ურეცეპტო
ტაილოლფენ ჰოთი
TYLOLFEN HOT
პაკეტი შეფუთვაში #12
დან18.26 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Chlorpheniramine პარაცეტამოლი (Paracetamol) Phenylephrine
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- ნობელი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ტაილოლფენ ჰოთი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #12
1.52 ₾ / ც. × 12
ყიდვა ↗18.26 ₾
21.48 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ტაილოლფენ ჰოთი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #12
1.52 ₾ / ც. × 12
ყიდვა ↗18.26 ₾
21.48 ₾
-
PSP
ტაილოლფენ ჰოთი - Tylolfen Hot 12 პაკეტი
1.79 ₾ / ც. × 12
ყიდვა ↗21.48 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Chlorpheniramine + პარაცეტამოლი + Phenylephrine. ჯერ ყველაზე იაფი.
ეფექტი ფლუ
Ephact Flu
კაფსულა #10
ნორმოგრიპი
Normongrip
(500მგ+10მგ+4მგ) მყარი ჟელატინის კაფსულა №14
გრიპალნორმი
Gripalnorm
1000მგ + 4მგ + 10მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად საშეტი №10
ორვიქოლდი
Orviqold
ინსტრუქცია
შემადგენლობა
პაკეტი ერთჯერადი გამოყენების ფხვნილით
პარაცეტამოლი (მიკრონიზებული) ------------------------500 მგ
ქლორფენირამინის მალეატი -------------------------------- 4 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ---------------------------10 მგ
თითოეული პაკეტი აგრეთვე შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ბენზოატი, საღებავი _ ყვითელი ქინოლინი, შაქარი რაფინადი, შაქრის ფხვნილი, ფხვნილი ლიმონის არომატით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ტაილოლფენ ჰოთს გააჩნია ანალგეზიური, სიცხის დამწევი, ანტიჰისტამური, შეგუბების საწინააღმდეგო თვისებები პარაცეტამოლის, ქლორფენირამინის მალეატის და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შემცველობის გამო.
პარაცეტამოლი კლინიკურად დადასტურებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა. იგი იწვევს ანალგეზიას ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის გაზრდით და სიცხის დაწევას ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე მოქმედებით.
ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ჰისტამინური H1_რეცეპტორის ბლოკატორს და შესაბამისად, ამსუბუქებს შემდეგ სიმპტომებს: რინორეა, ცხვირის შეგუბება, სიწითლე და/ან თვალების მომატებული მგრძნობელობა.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს პოსტსინაფსური α_ რეცეპტორის ბლოკატორს კარდიოსელექციური ბეტა-რეცეპტორის მცირე მსგავსებით და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მინიმალური მოქმედებით. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი სისხლძარღვებზე შემავიწროვებელ მოქმედებას ახდენს მგრძნობელობის ნერვების დაბოლოებებიდან ნორადრენალინის გამოყოფით და სისხლძარღვებში α _ ადრენორეცეპტორების პირდაპირი სტიმულაციით. წარმოადგენს აღიარებულ შეგუბების შემამსუბუქებელ საშუალებას და სისხლძარღვების შევიწროვების საშუალებით ამცირებს ცხვირის შეშუპებას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ორალურად მიღების შემდეგ პარაცეტამოლი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პიკური კონცენტრაცია პლაზმაში 10-დან 60 წუთში ვლინდება. პარაცეტამოლი სწრაფად და რეგულარულად მიეწოდება სხეულის უმეტეს ქსოვილებს. პლაზმაში ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 1,25-დან 3 საათს. პრეპარატი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში მიკროსომალური ფერმენტების მეშვეობით. პარაცეტამოლის მიღებული დოზის დაახლოებით 85% შარდით გამოიყოფა როგორც თავისუფალი და კონიუგირებული პარაცეტამოლი 24 საათის განმავლობაში.
ქლორფენირამინის მალეატი ნელა და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პიკური კონცენტრაცია პლაზმაში პრეპარატის მიღებიდან 2,5-დან 6 საათში ვლინდება. ბიოშეღწევადობა 25-დან 50%-ია. აბსორბირებული მედიკამენტის ძირითადი ნაწილი (70%) პლაზმის პროტეინს უკავშირდება. ქლორფენირამინის მალეატი მიეწოდება ქსოვილების უმეტესობას, ცენტრალური ნერვული სისტემის ჩათვლით. ნახევრადდაშლის პერიოდი 2-დან 43 საათამდე მერყეობს და მისი მოქმედების ხანგრძლივობა 4-დან 6 საათამდე გრძელდება. პრეპარატის უმეტესი ნაწილი მეტაბოლიზირდება. მედიკამენტის უცვლელი ნაწილი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან ერთად, მცირე ნაწილი კი განავალთან ერთად.
ფენილეფრინის აბსორბაცია ხდება კუჭნაწლავის ტრაქტში, მაგრამ ორალურად მიღებისას ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის ინტესივობის გამო ბიოშეღწევადობა დაბალია. ორალურად მიღებისას იგი ინარჩუნებს ცხვირში შეგუბების მომხსნელ მოქმედებას. ცხვირში შეგუბების მოსახსნელად ფენილეფრინის ორალურად მიღებისას პრეპარატი 4-6 საათის ინტერვალში მიიღება. ფენილეფრინიც და მისი მეტაბოლიტებიც შარდთან ერთად გამოიყოფა.
ჩვენებები
ტაილოლფენ ჰოთი გამოიყენება გაციებასთან და გრიპთან დაკავშირებული სიმბტომების შესამსუბუქებლად.
უკუჩვენებები
ტაილოლფენ ჰოთის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მაღალი მგრძნობელობა მისი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ტაილოლფენ ჰოთის წინ პაციენტებს უნდა ეცნობოთ, იმის შესახებ, რომ არ შეიძლება პრეპარატის მიღება მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად და რომ მათი მირება უნდა შეწყვიტონ ტაილოლფენ ჰოთის მიღებამდე 2 კვირით ადრე.
უსაფრთხოების ზომები:
პაციენტებმა, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის, თირკმლის, გულის და ფილტვის დაავადებები და ანემია, პრეპარატი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიიღონ.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, თუ C კატეგორიის უკმარისობა აქვთ ჩაილდ-ფუგის კლასიფიკაციის მიხედვით, დღიური დოზა 50% პროცენტით უნდა შემცირდეს.
ტაილოლფენ ჰოთის მიღება არ შეიძლება შებრუნებული ციებისას, რომელიც 3 დღეზე მეტხანს გრძელდება და ტემპერატურა 39,50ჩ მაღალია, თუ ამას ექიმი არ გირჩევთ. პრეპარატს არ აქვს წნევის ამწევი მოქმედება, რომელიც შეინიშნება ფენილეფრინის გამოყენებისას ნორმოტენზიული პირების მიერ. მაგრამ პაციენტებმა, რომელთაც ჰიპერტენზია აწუხებთ, აღნიშნული პრეპარატი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიიღონ.
პრეპარატებმა, რომლებიც ააქტიურებენ ღვიძლის მიკროსომალურ ფერმენტებს, როგორიც არის, ალკოჰოლი, ბარბიტურატები, შესაძლოა, გაზარდონ პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიურობა, განსაკუთრებით ჭარბი დოზის მიღების შემდეგ.
პაციენტებისთვის, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ, პარაცეტამოლის მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, რადგან არსებობს ჰეპატოტოქსიურობის საშიშროება.
ტაილოლფენ ჰოთის მიღება არ არის რეკომენდებული გულის მძიმე დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ბრონქული ასთმის, გლაუკომის, ჰიპერთირეოიდიზმის და ჰიპერტონიის მქონე პაციენტებისთვის.
პაციენტები, რომლებიც იღებენ ჰიპერტონიის და/ან დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ექიმს უნდა მიმართონ შესაბამისი რჩევის მისაღებად.
ფენილეფრინის ერთდროულად მიღებამდე მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ინდომეციტინთან, მეთილდოფასთან, α_ და b_ადრენერგულ ბლოკატორებთან შეიძლება, გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი.
გამოყენება ორსული და მეძუძური ქალების მიერ:
პარაცეტამოლი და ქლორფენირამინი _ B კატეგორია. ცხოველებზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს ფეტოტოქსიკური გავლენა არ აქვს; ორსულ ქალებზე პრეპარატის მოქმედებაზე საფუძვლიანად კონტროლირებადი კვლევები არ არის ჩატარებული. პარაცეტამოლი დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით გადადის, მაგრამ მისი მოქმედება ჩვილზე არ არის ცნობილი. ქლორფენირამინი აგრეთვე გადადის დედის რძეში. რადგან ანტიჰისტამინური საშუალებები გადაჭარბებულ აგზნებადობას და შეტევებსაც კი იწვევს, განსაკუთრებით ახალშობილებში და ნაყოფში, პრეპარატის გამოყენება მეძუძურ ქალებისთვის მიზანშეწონილი არ არის.
ფენილეფრინი _ C კატეგორია. აღნიშნულ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად ჭარბობს ჩვილსა და ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს.
პრეპარატის გამოყენება ორსული და მეძუძური ქალების მიერ მიზანშეწონილია თუ ეს უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული.
განსაკუთრებული მითითებები
ტაილოლფენ ჰოთით მკურნალობისას შესაძლებელია თავბრუსხვევა, შესაბამისად მანქანის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისას სიფრთხილეა საჭირო. ტაილოლფენ ჰოთის ალკოჰოლთან ერთად მიღება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შესაძლებელია, ამან კიდევ უფრო მოადუნოს ადამიანის ყურადღება.
გვერდითი მოვლენები:
ზოგადად პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა.
პარაცეტამოლის თერაპიული დოზები ტოქსიურ ზემოქმედებას არ იწვევს. მან იშვიათად, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მგრძნობელობითი რეაქციები, როგორიც არის ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე და ქავილი; მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში და დიდი დოზით გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და პანციტოპენია. ძალიან იშვიათია ნეიტროპენიის, თრომბოციტური პურპურის და აგრანულოციტოზის შემთხვევები.
ქლორფენირამინის მალეატმა, შეიძლება, გამოიწვიოს სედაციური მოქმედება, ბუნდოვანი მხედველობა, შარდის შეკავება, პირის ღრუს სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მადის დაკარგვა, პირღებინება, დიარეა, გახშირებული გულისცემა, არითმია, ჰიპოტონია, ჰეპატიტი, ჰემოლიზური ანემია და ანტიმუსკარინული რეაქცია.
ფენილეფრინის უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოვლინდეს ტაქიკარდიის, კარდიალური არითმიის, ტაქიკარდიის, ჰიპერტონიის, პირღებინების, თავის ტკივილის, კანის ალერგიული რეაქციების, ძილის დარღვევების, ჰალუცინაციების და დროდადრო მამაკაცებში შარდის შეკავების სახით.
არასასურველი მოქმედების შემთხვევაში რჩევისთვის ექიმს მიმართეთ.
ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან:
თერაპიულ დოზებთან ურთიერთმოქმედება არ ვლინდება. ხანგრძლივი თერაპია მაღალი დოზებით აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. პარაცეტამოლის გაზრდილი დოზებით და ხანგრძლივი დროის მიღების შემთხვევაში, შეიძლება, ურთიერთმოქმედება კუმარინთან, ინდადიონის წარმოებულებთან და ფენოთიაზინთან. ურთიერთქმედება შესაძლებელია ანტიფსიქოზურ ფენოთიაზინებთან.
პაციენტებისთვის, რომლებიც კარბამაზეპინის, ფენობარბიტალის, ფენიტოინის, პირიმიდონის მსგავს ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს იღებენ, პარაცეტამოლის შემცირებული დოზის მიღება მიზანშეწონილია.
ქლორფენირამინმა, შესაძლოა, დათრგუნოს ფენიტოინის მეტაბოლიზმი ღვიძლში და შესაბამისად გაზარდოს პლაზმაში კონცენტრაცია. ქლორფენირამინი იწვევს გაძლიერებულ დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალური ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან, ძილის მომგვრელ საშუალებებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან, აგზნების საწინააღმდეგო საშუალებებთან და ფსიქოზური მდგომარეობის სამკურნალო პრეპარატებთან.
შესაძლებელია, სისხლის წნევის მომატება ფენილეფრინის შეგუბების მომხსნელ, სამციკლიან ანტიდეპრესანტებთან, მადის საწინააღმდეგო, ამფეტამინის მსგავს ფსიქოსტიმულანტებთან და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში. მეთილდოფამ, α- და ადრენერგულმა ბლოკატორებმა, განეთიდინმა, შესაძლოა, დაკარგონ ეფექტურობა ფსევდოეფედრინის ჰიდროქლორიდთან ერთად მირების შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება
ტაილოლფენ ჰოთი მიიღება პერორალურად ქვემოთ მოცემული მითითებების მიხედვით;
თითოეული პაკეტის შიგთავსი გახსენით 160მლ (=სტანდარტული ზომის ჭიქა) ცხელ წყალში და დაუყოვნებლივ დალიეთ. პრეპარატის განმეორებით მიღების შემთხვევაში დროის შუალედმა 6 საათი უნდა შეადგინოს. რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა 4 პაკეტია.
ჩაყარეთ პაკეტის შიგთავსი ჭიქა წყალში;
გაავსეთ ჭიქის 2/3 ცხელი წყლით;
მოურიეთ, მთლიანად დალიეთ.
პარაცეტამოლის დღიური დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ, 2 გრამს არ უნდ აღემატებოდეს, ღვიძლზე ტოქსიკური მოქმედების საშიშროების გამო.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ სამედიცინო პუნქტს უნდა მიმართოს.
პარაცეტამოლის გადაჭარბებული დოზის მიღებამ, შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტში ჰეპატოტოქსიურობა გამოიწვიოს. 12-დან 48 საათში ღვიძლის ფერმენტის დონემ, შეიძლება, მოიმატოს. პროთრომბინის დროის ხანგრძლივობამ, შეიძლება ჩვეულებრივს გადააჭარბოს. მაგრამ კლინიკური სიმტომები თავს იჩენს პრეპარატის მიღებიდან 1-დან 6 საათში. ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გამოიწვიოს 10 გრ პარაცეტამოლის მიღებამ ზრდასრულ ადამიანებში; ბავშვებში 150 მგ/კგ-ზე ნაკლები დოზით პარაცეტამოლის მიღება ტოქსიკურ ზემოქმედებასთან კავშირში არ არის. ღვიძლზე ტოქსიური ზემოქმედების ადრეული სიმპტომებია გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ჭარბი ოფლიანობა და დაღლილობის შეგრძნება. რეკომენდებულია აცეტილცისტეინის დაუყოვნებლივ მიღება ჭარბი დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციის დადგენამდე. მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა და იპეკაკუანას სიროფით გულისრევის გამოწვევა. დაკვირვება შეიძლება მოხდეს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციის დადგენით ჭარბი დოზის მიღებიდან სულ მცირე 4 საათის შემდეგ, აგრეთვე, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ჩატარებით 24 საათიანი ინტერვალებით ჭარბი დოზის მიღების შემდეგ სულ ცოტა 96 საათის განმავლობაში, თუ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია ღვიძლზე ტოქსიური მოქმედების შესაძლებლობაზე მიუთითებს.
ბავშვებში პარაცეტამოლის მეტაბოლიზმის მრავალფეროვნების გამო, შედარებიტ იშვიათია მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევები. თუ პრეპარატის მიღებული დოზა აჭარბებს 150 მგ/კგ-ს, უნდა განისაზღვროს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია, მაგრამ არა მიღების შემდეგ 4 საათის განმავლობაში. მიზანშეწონილია იპეკაკუანას სიროფით პირღებინების გამოწვევა.
თუ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია აღემატება მითითებულ `ჭარბი დოზის ნომოგრამას~, საჭიროა, აცეტილცისტეინის მიღება. თუ პარაცეტამოლის პლაზმაში კონცენტრაციის დადგენა შეუძლებელია და მიღებული პრეპარატის დოზა 150მგ/კგ-ს აჭარბებს, აგრეთვე მიზანშეწონილია, აცეტილცისტეინის მიღება.
ქლორფენირამინის ტოქსიურობა ვლინდება მიღებიდან რამდენიმე საათში; მკურნალობა ხდება ისევე, როგორც ანტიჰისტამინური/ანტიქოლიგერგიული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში.
ძლიერ გადაჭარბებული დოზის მიღება ვლინდება ჰემოდინამიკური ცვლილებებით და კოლაფსით, რომელსაც თან ახლავს გაძნელებული სუნთქვა. რეკომენდრებულია კუჭის ამორეცხვა, სიმტომური მკურნალობა და სხვა დამხმარე ზომები. ჰიპერტენზიული ეფექტების მკურნალობა შესაძლებელია ი.ვ.α რეცეპტორის ბლოკატორით.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი
გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ტაილოლფენ ჰოთის პაკეტი შეფუთვაში, 12 პაკეტი
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
პარაცეტამოლი
500მგ ტაბლეტი №20
ციტრამონი – MFF
CITRAMONUM - MFF
ტაბლეტი №6
ციტრამონი P
CITRAMONUM P
1მგ ტაბლეტი#10
გრიპ სტოპი
Grip Stop
500მგ + 65მგ ტაბლეტი №4
პიროფენი
500მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
პარაცეტამოლი ნორმონი
Paracetamol Normon
500მგ ტაბლეტი №20
დოლარენი
500მგ+50მგ ტაბლეტი №10
პანადოლი
500მგ ტაბლეტი №12
პანადოლი ექსტრა
ტაბლეტი №24
ინფულგანი
10მგ/1მლ ხსნარი საინფუზიო ფლაკონი №1 100მლ
მეზატონი
1% ხსნარი საინექციო ამპულა №10 1მლ
პარა-დენკი 500
Para-Denk 500
500მგ ტაბლეტი #20
ფლუქოლდი
სიროფი ფლაკონი №1 100მლ
სოლპადეინი აქტივი
500მგ+65მგ ტაბლეტი ხსნადი №12
ეფერალგანი
150მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
ანბერი
ANBER
ტაბლეტი #10
ეფერალგანი საბავშვო
150მგ სანთელი რექტალური №10
პარაცეტამოლი
120მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 125მლ
პარაცედოლი ბავშვებისთვის
120მგ/5მლ სუსპენზია ორალური №1 120მლ
სპაზმო-აპოტელი
500მგ/10მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
ეფერალგანი სანთ
300მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
პანადოლი "ბეიბი"
120მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 100მლ
ბიოფლუ ბეიბი
120მგ/5მლ სიროფი №1 100მლ
ეფერალგანი
30მგ/მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 90 მლ
ეფერალგანი შუშხ.ტაბ
500მგ ტაბლეტი შუშხუნა 16 შუშხუნა ტაბლეტი №16
ვიბროცილი
წვეთები ცხვირის ფლაკონი №1 15მლ
ფენიჟონი
25მგ/1მლ წვეთები თვალის №1 10მლ
პოლიდექსა ფენილეფრინით
POLYDEXA with phenylephrine
ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი # 1
პირეტიკოლი
PIRETICOL
120მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1
ნეოქოლდი
NEOCOLD
7გ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტი #10
ნოზეილინი
NOZEYLIN
15მლ თვალის/ცხვირის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ბიოფენი ექსტრა
325მგ+400მგ ტაბლეტი №10
გრიპჰოთი
Griphot™
შუშხუნა გრანულების ერთდოზიანი 12 პაკეტი
ეფექტი ჩაი
EPHACT TEA
პაკეტი #10
ბიოფენი
№10
კოლდრექს მაქსგრიპი
Coldrex MaxGrip
პაკეტი #10
რობაქსისალ კომპუესტო
Robaxisal compuesto
380მგ/300მგ ტაბლეტი №50
იბუტამოლი დუო
500მგ+200მგ ტაბლეტი №20
ბათაფლუ
Bataflu
15 გ ფხვნილი С ვიტამინით და ლიმონის გემოთი პაკეტში №10
გრიპომიქსი
GRIPOMIX
10 გ პაკეტი #10 ლიმნის და კენკრის არომატით
დენკალგინ ფეინ რილიფ
DENKALGIN PAIN RELIEF
ტაბლეტი #20
კალპოლი
CALPOL
120მგ/5მლ 70მლ სუსპენზია ბავშვებისთვის მინის ბოთლში
კოკლუსედალი პარაცეტამოლი
Coquelusedal PARACETAMOL
100მგ + 10მგ + 5მგ რექტალური სუპოზიტორია 5-8კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის №10
კოკლუსედალი პარაცეტამოლი
Coquelusedal PARACETAMOL
რექტალური სანთელი #10
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით
Coldrex HotRem
პაკეტი #10
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით და თაფლით
Coldrex HotRem
პაკეტი #10
მაგიტუსი
MUGGITUSE
ტაბლეტი #20
მაგიტუსი
MUGGITUSE
100მლ სიროფი
მუკოსოფტ კომპლექსი
Mucosoft Complex
500მგ/200მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
ნოვექსი პარაცეტამოლი
Novex Paracetamol
120მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მარწყვის გემოთი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
პაკოლი
PACOL
125მგ/5მლ 100მლ სიროფი
პაკოლი
PACOL
500მგ ტაბლეტი №50
პარა-დენკი 125 სუპოზიტორი
Para-Denk 125 Suppos
125მგ სუპოზიტორია #10
პარა-დენკი 250 სუპოზიტორი
Para-Denk 250 Suppos
250მგ სუპოზიტორია #10
პარალენ გრიპი
PARALEN GRIP CHRIPKA A BOLEST
500მგ/25მგ/5მგ ტაბლეტი #24
პარალენი SUS
PARALEN® SUS
120მგ/5მლ 100მლ სუსპენზია ბავშვებისათვის დოზირებულ პიპეტთან ერთად
პარამოლან C
Paramolan C
500 მგ + 250 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი N 20
პარაცეტამოლი
Paracetamol
500 მგ ტაბლეტი №10X10
პარაცეტამოლი
Paracetamol
500მგ ტაბლეტი №10
პარაცეტამოლი სოფარმა
PARACETAMOL SOPHARMA
500მგ ტაბლეტი №20
პარაცეტამოლი სოფარმა
PARACETAMOL SOPHARMA
120მგ/5მლ 125მლ სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენტერაფტალატის ფლაკონში
პარდიფენი
Pardifen
125მგ; 250მგ რექტალური სუპოზიტორია №6
პერინი
PERIN
კაფსულა №50
პირეტიკოლი
Pireticol
10მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
ტაიქოლდი S
TAICOLD S
250მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)
ტაიქოლდი S
TAICOLD S
125მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)
ტაიქოლდი კიდსი
Taicold Kids
40მგ/მლ 85მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 ამზომ კოვზთან ერთად
ტაიქოლდი®
TAICOLD®
- 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #3, - 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #10
ტაიქოლდი®
TAICOLD®
500მგ/2მგ/30მგ პაკეტი #10
ტაიქოლდი®
TAICOLD®
500 მგ/2 მგ/30 მგ 10 პაკეტი
ფლუკასტი
FLUCAST
(120მგ + 50მგ + 1მგ)/5მლ 100 მლ სიროფი
ქოლდრინი
Coldrin
500მგ + 2მგ + 5მგ + 30მგ ტაბლეტი №4
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
100მგ რექტალური სუპოზიტორია 3 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის #10
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
250მგ რექტალური სუპოზიტორია 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის #10
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
50მგ რექტალური სუპოზიტორია 1-დან 3 თვემდე ბავშვებისთვის #10
ციტრამონი-P
Сitramon-P
1 მგ ტაბლეტი №50
ჰერბექსი
HERBEX
ჟოლოს ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
მწვანე ჩაის ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
ასკილის ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
ტაბლეტი №20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.