მონოგრაფია Nº 02218 ურეცეპტო
ნოზეილინი
NOZEYLIN
15მლ თვალის/ცხვირის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
დან18.70 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Chlorpheniramine Naphazoline
- მწარმოებელი
- World Medicine Ophthalmics
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში
- იმპორტიორი საქართველოში
- WM-Ophthalmics
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
15მლ
-
GPC ყველაზე იაფი
ნოზეილინი წვეთები თვალის/ცხვირის 15მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗18.70 ₾
22.00 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ნოზეილინი წვეთები თვალის/ცხვირის 15მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗18.70 ₾
22.00 ₾
15მლ · 15მლ
-
PSP ყველაზე იაფი
ნოზეილინი - Nozeylin თვალის და ცხვირის წვეთები 15მლ
ყიდვა ↗21.98 ₾
-
ავერსი
ნოზეილინი 15მლ თვ/ცხ.წვეთები
ყიდვა ↗22.09 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა
თვალის/ცხვირის წვეთები
შემადგენლობა
პრეპარატ ნოზეილინის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5 მგ
ქლორფენირამინის მალეატი 0,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: S01GA51.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
α2-ადრენომიმეტური საშუალება. H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი. სისხლძარღვთა შემავიწროვებელი და ანტიჰისტამინური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში და ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში. ახასიათებს ხანგრძლივად გამოხატული სისხლძარღვთა შემავიწროვებელი და ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ადგილობრივ ექსუდაციურ გამოვლინებებს, ცხვირის, ცხვირ-ხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს სურდოს, ცემინებას, ცრემლდენას, თვალისა და ცხვირის ქავილს.
ჩვენებები
ნოზეილინი გამოიყენება:
- რინიტის (მწვავე, ალერგიული, ვაზომოტორული), სინუსიტის, ევსტაქიტის დროს;
- ცხვირიდან სისხლდენების (როგორც სისხლძარღვების შემავიწროვებელი) შეჩერებისათვის და რინოსკოპიის ჩატარების გაიოლებისათვის;
- თვალის ალერგიული დაავადებებისას;
- ასთენოპიის დროს (აკომოდაციის დარღვევა მხედველობის გადაძაბვისას);
უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია:
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– არტერიული ჰიპერტენზია;
– ჰიპერთირეოზი;
– დახურულკუთხიანი გლაუკომა;
– მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას, აგრეთვე მათი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში;
ნოზეილინი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ვინაიდან, პრეპარატის ინსტილაციის შემდეგ შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება, ნოზეილინი სიფრთხილით გამოიყენება ავტომობილის მართვისას და რთულ ტექნიკასთან მუშაობის დროს.
კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ პრეპარატის ინსტილაციიდან 15-20 წუთის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: ცრემლდენა, ხანგრძლივი გამოყენებისას – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება.
სისტემური რეაქციები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე, ძილიანობა.
მიღების წესი და დოზირება
თვალი:
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე თითო წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში;
6 წლის ასაკზე უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში 1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში;
ცხვირი:
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე თითო წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში;
6 წლის ასაკზე უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში 2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების საფრთხე წარმოიქმნება პრეპარატის გადაყლაპვის შემთხვევაში (განსაკუთრებით უმცროსი ასაკის ბავშვებში) და ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, გულისცემის სიხშირის შენელება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს არტერიული ჰიპერტენზია, ნაფაზოლინის მოქმედების შედეგად დეპონირებული კატექოლამინების გამოთავისუფლების ხარჯზე. გარდა ამისა, მაო-ს ინჰიბიტორებთან მიღების ფონზე ნელდება ღვიძლში ქლორფენირამინის მეტაბოლიზმი, რამაც მისი მოქმედების გაძლიერებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევა არ ჩატარებულა. ამიტომ, ნოზეილინის დანიშვნა ორსულობის დროს გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.
ნოზეილინი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
თვალის/ცხვირის წვეთები 15 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით.
ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ნაფთიზინი
0.1% 1 ფლაკონი №1
ნაფტიზინი
0.1% წვეთები ცხვირის ფლაკონი №1 10მლ
ფლუქოლდი
სიროფი ფლაკონი №1 100მლ
ეფექტი ფლუ
Ephact Flu
კაფსულა #10
ნორმოგრიპი
Normongrip
(500მგ+10მგ+4მგ) მყარი ჟელატინის კაფსულა №14
ტაილოლფენ ჰოთი
TYLOLFEN HOT
პაკეტი შეფუთვაში #12
გრიპჰოთი
Griphot™
შუშხუნა გრანულების ერთდოზიანი 12 პაკეტი
გრიპალნორმი
Gripalnorm
1000მგ + 4მგ + 10მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად საშეტი №10
მაგიტუსი
MUGGITUSE
100მლ სიროფი
მაგიტუსი
MUGGITUSE
ტაბლეტი #20
ორვიქოლდი
Orviqold
როტო ქულ
Rotho Cool
თვალის წვეთები ფლაკონი #1
როტო ქულ მაქს
Rotho Cool Max
თვალის წვეთები ფლაკონი #1
სანორინი
SANORIN
0.1% ემულსია 10მლ ფლაკონში
სანორინი 0.1%
SANORIN 0.1%
0.1% აეროზოლი 10მლ ფლაკონში
ტაიქოლდი®
TAICOLD®
500მგ/2მგ/30მგ პაკეტი #10
ტაიქოლდი®
TAICOLD®
500 მგ/2 მგ/30 მგ 10 პაკეტი
ფლუკასტი
FLUCAST
(120მგ + 50მგ + 1მგ)/5მლ 100 მლ სიროფი
ქოლდრინი
Coldrin
500მგ + 2მგ + 5მგ + 30მგ ტაბლეტი №4
ჰერბექსი
HERBEX
ტაბლეტი №20
ჰერბექსი
HERBEX
ჟოლოს ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
ასკილის ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
მწვანე ჩაის ექსტრაქტით #10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.