8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02667 ურეცეპტო

სანორინი 0.1%

SANORIN 0.1%

0.1% აეროზოლი 10მლ ფლაკონში

სანორინი 0.1%, 0.1% აეროზოლი 10მლ ფლაკონში
მოქმედი ნივთიერება
Naphazoline
მწარმოებელი
ტევა, უკრაინა
იმპორტიორი საქართველოში
ტევა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Naphazoline. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

1 მლ 1 ფლ.
ნაფაზოლინის ნიტრატი. . . . . 0.001 გ 0.01 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ბორის მჟავა, ედამინი, მეთილპარაბენი, სტერილური წყალი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოტორინოლარინგოლოგიური, სიმპატომიმეტური საშუალება.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

სანორინი 0.1% იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას, რის შედეგადაც მცირდება ანთების შედეგად გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან. ასევე მცირდება შეშუპება სინუსურ წიაღებში და ევსტახის მილებში, რომლებიც აკავშირებენ შუა ყურს და ხახას, რაც ხელს უწყობს სუნთქვის გაიოლებას. სამკურნალო ეფექტი დგება როგორც წესი 5 წუთში და გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში.

03

ჩვენებები

  • მწვავე რინიტი;
  • სინუსიტი;
  • ევსტახიტისა და შუა ყურის ანთების დროს.
04

მიღების წესი და დოზირება

სანორინი 0.1% აეროზოლის გამოყენება შეუძლიათ მოზრდილ პაციენტებს და მოზარდებს 15 წლის ზევით. მოზრდილებში პრეპარატი მიიღება თითოეულ ცხვირის ნესტოში 1-3 შესხურება 3-ჯერ დღეში ფლაკონი რიგ რიგობით უნდა მოვათავსოთ თითოეულ ცხვირის ნესტოში, რის შემდეგ ვაფიქსირებთ ფლაკონს, საიდანაც გამოდის შიგთავსი. სპრეის ერთი მიღება შეესაბამება ერთ დოზას. პრეპარატის მიღების შემდეგ აუცილებელია ცხვირისმიერი მსუბუქი შესუნთქვა. სანორინის მიღება ერთი კვირაზე მეტი ხნის განმავლიბაში არ არის რეკომედნებული. თუ ცხვირით სუნთქვა გაუმჯობესდება სანორინის მიღების შეწყვეტა შეიძლება უფრო ადრე. პრეპარატის განმეორებითი მიღება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში შეიძლება პრეპატში დასველებული ტამპონის გამოყენება.

05

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზის გამოყენების შემთხვევაში პრეპარატი კარგად გადაიტანება. Pპაციენტებს მომატებული მგრძნობელობით იშვიათად შეიძლება გამოუვლინდეთ სუსტი გვერდითი მოვლენები ცხვირის ლორქოვანი გარსის წვითა და სომშრალით. იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის მოქმედების გავლის შემდეგ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ცხვირის დაცობის ძლიერი შეგრძნება.
იშვიათად ვლინდება ზოგადი მოვლენები სიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგად. მაგალითად: თავის ტკივილი, ტრემორი (თრთოლვა), არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია.
პრეპარატის ხშირმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა და დაცობის შეგრძნება.

06

უკუჩვენებები

პრეპარატის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში წინააღმდეგნაჩვენებია.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ და ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ანთების შემთხვევაში. არტერიული ჰიპერტენზია; გულის უკმარისობა; ტაქიკარდია; ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია; შაქრიანი დიაბეტი; თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე ( ფეოქრომოციტომა), ბრონქული ასთმა, ერთდოულად მაო-ს ინჰიბიტორებთან მიღება და 14 დღის განმავლობაში მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ;

07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში სანორინის გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

08

განსაკუთრებული მითითებები

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ სანორინის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას მისი სისხლძარღების შემავიწროებელი ეფექტი თანდათანობით მცირდება. არსებობს პრეპარატისადმი დამოკიდებულების სინდრომის წარმოშობის საშიშროება.

09

ჭარბი დოზირება

სანორინის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაჯირჯვებას და ცხვირის ღრუს დახშობის შეგრძნებას. ჭარბი დოზირების სიმპტომების წარმოშობის საშიშროება არსებობს მოზარდებში და გამოიხატება ძილიანობით, მომატებული ოფლიანობით, სხეულის ტემპერატურის დაქვეითებით, არტერიული წნევის დაქვეითებით ან მომატებით. მკურნალობა სიმპტომატურია.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სანორინისა და მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება და გულის რითმის მუშაობის დარღვევა. ამიტომ არ არის რეკომენდებული სანორინისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება. აგრეთვე მისი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში სანორინის გამოყენება.

11

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.