8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 05241 Rx · რეცეპტით

ზიტმაკი 500 მგ

Zitmac 500მგ

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

დან17.07 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ზიტმაკი 500 მგ, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
მოქმედი ნივთიერება
აზითრომიცინი (Azithromycin)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მაკროლიდები
იმპორტიორი საქართველოში
ნობელი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი ყველაზე იაფი

    ზიტმაკი 500მგ #3ტ

    5.69 ₾ / ც. × 3

  • GPC

    ზიტმაკი ტაბლეტი 500მგ #3

    5.69 ₾ / ც. × 3

  • ფარმადეპო

    ზიტმაკი ტაბლეტი 500მგ #3

    5.69 ₾ / ც. × 3

  • PSP

    ზიტმაკი - Zitmac 500მგ 3 ტაბლეტი

    5.69 ₾ / ც. × 3

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: აზითრომიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

აზითრომიცინი, 250მგ კაფსულა#10

აზითრომიცინი

AZITHROMYCIN

250მგ კაფსულა#10

აზითრომიცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან5.00 ₾
აზიტრომიცინი, 250მგ კაფსულა №60

აზიტრომიცინი

Azitromycin

250მგ კაფსულა №60

აზითრომიცინი cipla, ინდოეთი
დან5.50 ₾
აზიპინი, 250მგ კაფსულა №6

აზიპინი

AZIPIN

250მგ კაფსულა №6

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
დან8.84 ₾
აზიტა, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზიტა

500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან9.80 ₾
აზიმიცინი 250მგ, 250მგ ტაბლეტები #6

აზიმიცინი 250მგ

Azimycin 250mg

250მგ ტაბლეტები #6

აზითრომიცინი პოლფა ტარხომინი, პოლონეთი
დან9.96 ₾
აზინფექსინი, 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6

აზინფექსინი

Azinfexin™

250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6

აზითრომიცინი DEVA Holding, თურქეთი
დან9.96 ₾
აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ, 200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ

აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ

200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ

აზითრომიცინი
დან10.30 ₾
აზიმაკი, 250მგ კაფსულა #6

აზიმაკი

AZIMAC

250მგ კაფსულა #6

აზითრომიცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან10.92 ₾
ზიტო სუსპ.200მგ/5მლ, 200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ

ზიტო სუსპ.200მგ/5მლ

200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ

აზითრომიცინი
დან10.99 ₾
ზიტროქსი სუსპენზია, 200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში

ზიტროქსი სუსპენზია

ZITHROX

200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში

აზითრომიცინი Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
დან11.50 ₾
ზიტმაკი, 16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1

ზიტმაკი

Zitmac

16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1

აზითრომიცინი NOBEL-PHARMSANOAT, უზბეკეთი
დან11.52 ₾
მაკროფლუდი, 200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ

მაკროფლუდი

200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ

აზითრომიცინი ლაბ. ლესვი, ესპანეთი
დან11.52 ₾
ტოპტი, 200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია

ტოპტი

TOPT

200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია

აზითრომიცინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.52 ₾
ზირომინი, 500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ზირომინი

ZIROMIN

500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

აზითრომიცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან12.01 ₾
აზიმაკი, 200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში

აზიმაკი

AZIMAK

200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში

აზითრომიცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან12.03 ₾
აზით, 500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3

აზით

500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან13.80 ₾
აზიპინი, 500მგ კაფსულა №3

აზიპინი

AZIPIN

500მგ კაფსულა №3

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
დან13.80 ₾
აზინფექსინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

აზინფექსინი

Azinfexin™

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

აზითრომიცინი DEVA Holding, თურქეთი
დან17.05 ₾
აზოტრინი ტაბ.500მგ N3, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზოტრინი ტაბ.500მგ N3

500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან17.05 ₾
ზირომინი, 500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

ზირომინი

ZIROMIN

500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან17.05 ₾
ზიტროქსი ტაბლეტი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

ზიტროქსი ტაბლეტი

ZITHROX

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
დან17.05 ₾
სტრომაკი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

სტრომაკი

STROMAC

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი DOPPEL Farmaceutici, იტალია
დან17.06 ₾
აზიმაკი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)

აზიმაკი

Azimac

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)

აზითრომიცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან17.07 ₾
აზიბიოტი, 500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

აზიბიოტი

Azibiot

500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან17.08 ₾
აზითრომიცინი ბენე ფარმი, 500მგ კაფსულა №3

აზითრომიცინი ბენე ფარმი

500მგ კაფსულა №3

აზითრომიცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან17.08 ₾
აზითრომიცინი ნორმონი, 500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ნორმონი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან17.08 ₾
აზითრომიცინი ფარმოზი, 500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ფარმოზი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან17.08 ₾
აზიმაკი ®, 500მგ კაფსულა #3

აზიმაკი ®

AZIMAC ®

500მგ კაფსულა #3

აზითრომიცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან17.08 ₾
აზიმიცინი, 500მგ ტაბლეტები #3

აზიმიცინი

Azimycin

500მგ ტაბლეტები #3

აზითრომიცინი პოლფა ტარხომინი, პოლონეთი
დან17.08 ₾
აზიტრომიცინი აზიტრიქსი, 500მგ ტაბლეტი №3

აზიტრომიცინი აზიტრიქსი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან17.08 ₾
აზოტრინი, 500მგ ტაბლეტი №3

აზოტრინი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ბიოფარმა, თურქეთი
დან17.08 ₾
ზითროგარდი, 500მგ ტაბლეტი №3

ზითროგარდი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ვან ფარმა ინდუსტრიალ კომპანი, საბერძნეთი
დან17.08 ₾
ზიტო-500 ტაბ, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

ზიტო-500 ტაბ

500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან17.08 ₾
ზიტროტელი, 500მგ ტაბლეტი №3

ზიტროტელი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ანფარმა, პოლონეთი
დან17.08 ₾
რომინაზიტი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

რომინაზიტი

Rominazit

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან17.08 ₾
სუმამედი ტაბლეტები, 125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3

სუმამედი ტაბლეტები

SUMAMED

125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3

აზითრომიცინი ტევა, უკრაინა
დან22.82 ₾
ტოპტი, 500მგ ტაბლეტი #10

ტოპტი

TOPT

500მგ ტაბლეტი #10

აზითრომიცინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან32.84 ₾

აზი-S 500

Azi-S 500

500მგ ტაბლეტი №3 (1X3)

აზითრომიცინი SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

აზითრომიცინი ნეო

Azithromycin Neo

250მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
აზითრომიცინი ნეო, 500მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ნეო

Azithromycin Neo

500მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
აზიოპტიკი, 15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6

აზიოპტიკი

Azioptik

15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
აზიპინი, 200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1

აზიპინი

AZIPIN

200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
Rx · რეცეპტით
ზეტამაქს რეტარდი, 2გრ ფლაკონი #1

ზეტამაქს რეტარდი

ZETAMAX retard

2გრ ფლაკონი #1

აზითრომიცინი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

ზიტრომედი

ZITHROMED™

ტაბლეტი #3

აზითრომიცინი SR Medicare, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ორმიცინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

ორმიცინი

Ormicin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

აზითრომიცინი Arafarma Group, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
სუმამედი ინექცია, 500 მგ ფლაკონი #5

სუმამედი ინექცია

SUMAMED

500 მგ ფლაკონი #5

აზითრომიცინი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
სუმამედი სუსპენზია, 200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია

სუმამედი სუსპენზია

SUMAMED

200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია

აზითრომიცინი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
ტოპტი, 250მგ კაფსულა #10

ტოპტი

TOPT

250მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ჰემომიცინი

HEMOMICIN

500მგ ტაბლეტი #6

აზითრომიცინი ჰემოფარმი, სერბეთი
Rx · რეცეპტით
ჰემომიცინი, 250მგ კაფსულა #6

ჰემომიცინი

HEMOMICIN

250მგ კაფსულა #6

აზითრომიცინი ჰემოფარმი, სერბეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ფორმულა:
ზიტმაკის ყოველი შემოგარსული ტაბლეტი, რომელსაც შუაზე გაყოფისას ნაჭდევებიანი კიდეები აქვს, შეიცავს აზიტრომიცინის დიჰიდრატს და ასევე ტიტანის დიოქსიდს საღებავი საშუალების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
აზითრომიცინი ერითრომიცინის წარმოებულია და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ქვეკლასს, აზალიდების ჯგუფს მიეკუთვნება. აზიტრომიცინი მოქმედებს მგრძნობიარე მიკროორგანიზმის 50S რიბოსომულ ქვეერთეულთან შეკავშირების გზით და არღვევს მიკრობული ცილის სინთეზს. ზეგავლენას არ ახდენს ნუკლეინური მჟავის სინთეზზე. აზითრომიცინი კონცენტრირდება ფაგოციტებსა და ფიბრობლასტებში, როგორც ეს in vitro ინკუბაციის მეთოდებით გამოვლინდა. ასეთი მეთოდოლოგიის გამოყენებით, ერთსაათიანი ინკუბაციის შემდეგ უჯრედშიდა და უჯრედგარეთა კონცენტრაციების თანაფარდობა > 30 იყო. In vivo კვლევბი მიუთითებენ, რომ კონცენტრაციამ ფაგოციტებში შეიძლება ხელი შეუწყოს ანთებით ქსოვილებში წამლის დისტრიბუციას.

02

ფარმაკოკინეტიკა

თვისებები:
პერორალური გამოყენების შემდეგ, აზითრომიცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ფართოდ ვრცელდება მთელ ორგანიზმში. სწრაფი განაწილების თვისების გამო აზითრომიცინის უფრო მაღალი კონცენტრაციები ქსოვილებში ვლინდება, ვიდრე პლაზმაში თუ შრატში. ერთჯერადი 500 მგ-იანი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ Cmax მაჩვენებელი 0.5 მკგ/მლ მიღწეულ იქნა 2..2 საათში (= Tmax). ორმხრივ ჯვარედინ კვლევაში, რომელშიც პირები ღებულობდნენ აზითრომიცინის ერთჯერად დოზას 500 მგ ცხიმიან საკვებთან ერთად ან მის გარეშე, საკვები ზრდიდა Cmax 23%-ით, თუმცა ზეგავლენას არ ახდენდა AUC-ზე. აზითრომიცინის განაწილება ქალებსა და მამაკაცებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. 65-დან 85 წლამდე ჯანმრთელი პირების კვლევისას, აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ხანდაზმულ მამაკაცებში იგივე იყო, რაც ახალგაზრდებში; თუმცა, ხანდაზმულ ქალებში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მაღალი მაქსიმალური კონცენტრაციები აღინიშნებოდა (გაიზარდა 30-დან 50%-მდე), მნიშვნელოვანი აკუმულაცია არ განვითარებულა. განაწილების აშკარა მდგრადი მოცულობა დაახლოებით 31.1 ლ/კგ. შრატის ცილებთან აზითრომიცინის შეკავშირება ცვალებადია და მცირდება 51%-დან 0.02 მკგ/მლ-ისას 7%-მდე 2 მკგ/მლ-ისას. ერთჯერადი 500 მგ-იანი დოზის პერორალური და ინტრავენური დოზირების შემდეგ აზითრომიცინის პლაზმური კონცენტრაციები შემცირდა პოლიფაზური წესით საშუალო პლაზმური კლირენსით 630 მლ/წთ და ტერმინალური ნახევრად დაშლის პერიოდით 68 საათი. გახანგრძლივებული ნახევრად დაშლის პერიოდი განპირობებულია ექსტენსიური შთანთქვით და პრეპარატის ქსოვილებიდან შემდგომი გამოყოფით. აზიტრომიცინის ელიმინაციის ძირითადი გზა არის ბილიარული ექსკრეცია, უმთავრესად შეუცვლელი სახით. კვირის განმავლობაში, მიღებული დოზის დაახლოებით 6% ვლინდება შარდში შეუცვლელი სახით. აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკა პირებში ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევებით არ არის დადგენილი. პირველ დღეს 500 მგ-ის და 4 დღის განმავლობაში 250 მგ მიცემისას, მხოლოდ ძალიან დაბალი კონცენტრაციები აღინიშნებოდა თავზურგტვინის სითხეში (< 0.01 მკგ/მლ) თავის ტვინის არაანთებითი გარსების არსებობისას.

მიკრობიოლოგია:
აზიტრომიცინი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორც in vitro კვლევებისას, ასევე კლნიკური ინფექციების დროს:
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები
Staphylococcus areus, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, სტრეპტოკოკები (C, F, G ჯგუფები), Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები.
შენიშვნა: ერითრომიცინ რეზისტენტულ გრამ-დადებით შტამებთან აზიტრომიცინი ჯვარედინ-რეზისტენტობას ავლენს. Enterococcus faecalis და მეთიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკების შტამების უმეტესობა რეზისტენტულია აზიტრომიცინის მიმართ.
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები
Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, Campylobacter jejuni, Legionella pneumophila
ანაერობული მიკროორგანიზმები
Bacteroides bivius, Clostridium perfiringens, Peptostreptococcus სახეობები
“სხვა” მიკროორგანიზმები
Chlamydia pneumoniae, Chlamydia trachomatis, Mycoplasma pneumoniae, Borrelia burgdorferi, Mycoplasma pneumoniae, Treponema pallidum, Ureaplasma urealyticum
სქესობრივი გზით გადამდემი დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები
აზიტრომიცინს შედარებითი ეფექტურობა გააჩნია Chlamydia trachomatis, Treponema pallidum, Neisseria gonorrhoeae და Haemophilus ducreyi-წინააღმდეგ.
ბეტა-ლაქტამაზას წარმოქმნა ზეგავლენას არ ახდენს აზიტრომიცინის აქტივობაზე.

03

ჩვენებები

:
ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები ნაჩვენებია აღნიშნული მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული მსუბუქი და ზომიერი ინფექციების სამკურნალოდ
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ბაქტერიული გამწვავება, რომლის გამომწვევებია Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis ან Streptoccus pneumoniae.
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი: Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis ან Streptoccus pneumoniae.
შეძენილი პნევმონია:Chlamydia pneumoniae, Haemophilus influenzae, Mycoplasma pneumoniae ან Streptoccus pneumoniae.
ფარინგიტი/ტონზილიტი, რომლის გამომწვევია Streptococcus pyogenes, როგორც პირველი რიგის თერაპიის ალტერნატივა.
კანისა და კანის სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები: Staphylococcus aureus Streptococcus pyogenes, ან Streptoccus agalactiae, Propionibacterium acne.
ურეთრიტი და ცერვიციტი: Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae.
გენიტალური წყლულოვანი დაავადება: Haemophilus ducreyi (შანკროიდი).

04

უკუჩვენებები

:
ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში აზიტრომიცინის, ერითრომიცინის ან ნებისმიერი მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.

განსაკუთრებული მითითებანი:
პაციენტებში, რომლებიც აზიტრომიცინით მკურნალბას გადიან იშვიათად აღინიშნება მძიმე ალერგიული რეაქციები, ანგიოედემის ჩათვლით, და დერმატოლოგიური რეაქციები სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. მიუხედავად დასაწყისში ალერგიული სიმპტომების წარმატებული მკურნალობისა, სიმპტომატური მკურნალობის შეწყვეტისას, ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც აზიტრომიცინს უკვე აღარ ღებულობდნენ, ალერგიული სიმპტომები კვლავ განვითარდა. ასეთი პაციენტები საჭიროებდნენ დაკვირვების ხანგრძლივ პერიოდსა და სიმპტომატურ მკურნალობას.
აზიტრომიცინი ასევე უსაფრთხო და ეფექტურია Chlamydia pneumoniae, Haemophilus influenzae, Mycoplasma pneumoniae ან Streptococcus pneumoniae-თი გამოწვეული არაჰოსპიტალური პნევმონიის მკურნალობისას. აზიტრომიცინი აღარ გამოიყენება პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებშიც პერორალური მკურნალობა შეუძლებელია ზომიერი ან მძიმე დაავადებების ან რისკ ფაქტორების არსებობის გამო. ასეთი პაციენტებია: პაციენტები კისტოზური ფიბროზით, პაციენტები ნოზოკომიალურად შეძენილი ინფექციებით, პაციენტები ცნობილი ან მოსალოდნელი ბაქტერიემიით, პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, ხანდაზმულები ან დასუსტებული პაციენტები, ან პაციენტები ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემებით, რომლებშიც დარღვეულია უნარი უპასუხონ მათ დაავადებას (იმუნოდეფიციტის ან ფუნქციური ასპლენიის ჩათვლით).
თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებისას აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება იყოს ზომიერი ან სიცოცხლისათვის სახიფათო. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ეს დიაგნოზი პაციენტებში, რომლებსაც ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენების შემდგომ ფაღარათი განუვითარდათ.
ვინაიდან აზიტრომიცინი ძირითადად ღვიძლის საშუალებით გამოიყოფა, აზიტრომიცინის დანიშვნისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით სიფრთხილეა საჭირო. შეზღუდული მონაცემების გამო პირებში გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით (GFR) < 20 მლ/წთ, აზიტრომიცინის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო. ცხოველებზე ხანგრძლივი კვლევები, კარცინოგენული უნარის შესაფასებლად არ შესრულებულა. სტანდარტულ ლაბორატორიულ ტესტებში აზიტრომიცინი მუტაგენურ პოტენციალს არ ავლენს.
ისევე როგორც ნებისმიერი ანტიბაქტერიული მკურნალობისას, რეკომენდებულია გამოიკვლიოს პაციენტი არაბაქტერიული წარმოშობის (სოკოს ჩათვლით) მეორადი ინფექციის არსებობაზე.

ტერატოგენული ეფექტები:
ორსულობა კატეგორია B: ორსულებში ადექვატური და კარგად-კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევები ადამიანის რეაქციის პროგნოზირებას ვერ ახდენენ, აზიტრომიცინი ორსულობის პერიოდში მხოლოდ მკაცრი ჩვენებების დროს გამოიყენება.

მეძუძური დედები:
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა აზიტრომიცინი დედის რძეში. რადგანაც დედის რძეში მრავალი პრეპარატი გამოიყოფა, მეძუძურ დედებში აზიტრომიცინის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.

ხანდაზმულებში გამოყენება:
ხუთდღიანი თერაპიული რეჟიმის დროს ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ხანდაზმულ მოხალისეებში (65-85 წლის) იგივეა, რაც ახალგაზრდებში (18-40 წლის). ხანდაზმულები, ღვიძლისა და თირკმლის ნორმალური ფუნქციით, დოზის კორექციას არ საჭიროებენ

ბავშვებში გამოყენება:
აზიტრომიცინის გამოყენება პედიატრიაში შესწავლილ იქნა 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში რეკომენდებულია აზითრომიცინის სუსპენზიის გამოყენება.

ათაშანგის მკურნალობისას აზითრომიცინი არ იძლევა სრულ გარანტიას. არაგონოკოკური ურეთრიტის ან ცერვიციტის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ანტიმიკრობული საშუალებების მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს ან დააყოვნოს ათაშანგის ინკუბაციური სიმპტომები. ყველა პაციენტს სქესობრივად გადამდები ურეთრიტით ან ცერვიციტით უნდა ჩაუტარდეს სეროლოგიური ტესტი ათაშანგზე და გონორეის შესაბამის კულტურებზე. ინფექციის დადასტურების შემთხვევაში უნდა დაიწყოს ამ დაავადებების შესაბამისი ანტიმიკრობული მკურნალობა და შემდგომი დაკვირვების ტესტები. მკურნალობის დაწყებამდე უნდა შესრულდეს შესაბამისი კულტურებისა და მგრძნობელობის ტესტები გამომწვევი ორგანიზმისა და მისი აზითრომიცინის მიმართ მგრძნობელობის დასადგენად.

გვერდითი მოვლენები:
კლინიკურ კვლევებში, გვერდითი მოვლენები მსუბუქი ან ზომიერი იყო და ქრებოდა პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. პაციენტების დაახლოებით 70%-მა (უფროსები და ბავშვები) ხუთდღიანი მრავალჯერადი დოზირების კლინიკურ კვლევაში შეწყვიტა აზითრომიცინით მკურნალობა, მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამო. გვერდითი მოვლენების უმეტესობა, რამაც მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვია დაკავშირებული იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან, მაგ., გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან მუცლის ტკივილი. პოტენციურად მძიმე გვერდითი მოვლენა ანგიოედემა და ქოლესტაზური სიყვითლე იშვიათად აღინიშნებოდა.

მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა უფროს პაციენტებში, რომლებიც აზითრომიცინის მრავალჯერად დოზირებას ღებულობდნენ დაკავშირებული იყო კუჭ-ნაწლავის სისტემასთან ფაღარათით/თხელი განავლით (5%), გულისრევით (3%) და მუცლის ტკივილით (3%).
პაციენტებში, რომლებიც მრავალჯერად დოზას ღებულობდნენ, მკურნალობით გამოწვეული ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები არ განვითარებულა 1%-ზე მეტი სიხშირით, როგორიცაა: ძლიერი პულსაცია, გულმკერდის არეში ტკივილი, დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, მელენა, ქოლესტაზური სიყვითლე, ვაგინიტი, ნეფრიტი, თავბრუ, თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, გამონაყარი, ქავილი, ფოტომგრძნობელობა და ანგიოედემა.

არასასურველი მოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს

წამლებთან

05

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

:
ანტაციდები: აზითრომიცინის AUC არ შეცვლილა აზითრომიცინის კაფსულებთან ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენებისას; თუმცა; Cmax შემცირდა 24%-ით. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ არ მიიღონ ერთდროულად ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდები და ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები.

ციმეტიდინი: აზითრომიცინის მიღებამდე ციმეტიდინის (800 მგ) გამოყენებას აზითრომიცინის შეწოვაზე ზეგავლენა არ აქვს.

თეოფილინი: თერაპიული დოზების გამოყენებისას, თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენური და პერორალური) აზითრომიცინს ზომიერი ზეგავლენა გააჩნია.

ვარფარინი: აზითრომიცინი ზეგალენას არ ახდენს პროთრომბინის დროზე ვარფარინის ერთჯერადი დოზის საპასუხოდ. მიუხედავად ამისა, აზითრომიცინითა და ვარფარინით ერთდროული მკურნალობისას სამედიცინო პრაქტიკა პროთრომბინის დროის სათანადო მონიტორინგს კარნახობს.

დიგოქსინი: ერთდროული გამოყენებისას აზითრომიცინი იწვევს დიგოქსინის კონცენტრაციების მომატებას.

ერგოტამინი ან დიჰიდროერგოტამინი: თანხმლები მკურნალობის გამო შეიძლება განვითარდეს მწვავე ტოქსიურობა, რომელიც ხასიათდება მძიმე პერიფერული ვაზოსპაზმითა და დიზესთეზიით. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ არ მიიღონ ერთდოულად ერგოტამინი ან დიჰიდროერგოტამინი და ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები.

წამლებთან ურთიერთქმედებები, რომლებიც ქვემოთ არის მოყვანილი არ აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში; თუმცა, წამალი-წამალთან ურთიერთქმედების უნარის შესაფასებლად სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ის მაკროლიდურ პროდუქტებთან აღინიშნება. მანამ სანამ შემდგომი მონაცემები არ იქნება მოპოვებული აზიტრომიცინისა და ამ პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ, რეკომენდებულია პაციენტების სათანადო მონიტორინგი: ტერფენადინი, ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი და ფენიტოინი.

ლაბორატორიულ ტესტებთან

: კლინიკური კვლევების დროს აღინიშნებოდა შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი მოვლენები: 1%-ზე მეტი სიხშირით: დაქვეითებული ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, ლიმფოციტები, ნეიტროფილები და სისხლის გლუკოზა; მომატებული შრატის კრეატინინ ფოსფოკინაზა, კალიუმი, ალტ, გამა-GT, ასტ, BUN, კრეატინინი, გლუკოზა სისხლში, თრომბოციტები, ლიმფოციტები, ნეიტროფილები და ეოზინოფილები; 1%-ზე ნაკლები სიხშირით: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, დაქვეითებული ნატრიუმი, კალიუმი, თრომბოციტები, მომატებული მონოციტები, ბაზოფილები, ბიკარბონატი, შრატის ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი, ლდჰ და ფოსფატი.
შემდგომი დაკვირვებისას, აღმოჩნდა, რომ ლაბორატორიული ტესტები შექცევადია.

06

მიღების წესი და დოზირება

და გამოყენების მეთოდები:
უფროსები და 16 წელს ზემოთ ასაკის მოზარდები:

ინფექცია

რეკომენდებული დოზა/მკურნალობის ხანგრძლივობა

არაჰოსპიტალური პნევმონია (მსუბუქი) ფარინგიტი/ტონზილიტი (მეორე რიგის თერაპია)
კანი/კანის სტრუქტურა (გაურთულებული)

500 მგ ერთჯერადი დოზის სახით პირველ დღეს, შემდგომ 250 მგ დღეში ერთხელ, მეორედან მეხუთე დღემდე

აკნე ვულგარის

1 ტაბლეტი ზიტმაკი (500მგ აზიტრომიცინი როგორც ერთჯერადი დღიური დოზა) 3 დღის განმავლობაში
ამის შემდეგ - 500მგ კვირაში ერთხელ ჩვეულებრივ დოზამდე რაოდენობით 10გ ( 10 კვირის განმავლობაში).

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მწვავე ბაქტერიული გამწვავება (მსუბუქიდან ზომიერამდე)

500 მგ QD X 3 დღე
ან 500 მგ ერთჯერადი დოზის სახით პირველ დღეს, შემდგომ 250 მგ დღეში ერთხელ, მეორედან მეხუთე დღემდე

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

500 მგ QD X 3 დღე

გენიტალური წყლულოვანი სინუსიტი (შანკროიდი)

ერთჯერადი დოზა 1 გ

არაგონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი

ერთჯერადი დოზა 1 გ

გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი

ერთჯერადი დოზა 2 გ

ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები შეიძლება მივიღოთ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

დოზირება ბავშვებში:
6 თვის ასაკიდან ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი დოზით - 10მგ/კგ გადაანგარიშებით დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის სუსპენზიის ფორმით გამოყენება.

ჭარბი

:
ინფორმაცია ჭარბი დოზირების შესახებ საკმარისი არ არის. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობა.

07

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

:
ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები წარმოდგენილია ბლისტერებში, თითო ბლისტერში 3 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
აღნიშნულია შეფუთვაზე, რომლის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.