მონოგრაფია Nº 03257 Rx · რეცეპტით
ზიტროქსი ტაბლეტი
ZITHROX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
დან17.05 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- აზითრომიცინი (Azithromycin)
- მწარმოებელი
- Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მაკროლიდები
- იმპორტიორი საქართველოში
- ეიჩ ბი ჯორჯია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი ყველაზე იაფი
ზიტროქსი 500მგ #3ტ
5.68 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗17.05 ₾
-
PSP
ზიტროქსი - Zithrox 500მგ 3ტაბლეტი
5.69 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗17.07 ₾
-
GPC
ზიტროქსი ტაბლეტი 500მგ #3
5.69 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗17.08 ₾
-
ფარმადეპო
ზიტროქსი ტაბლეტი 500მგ #3
5.69 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗17.08 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: აზითრომიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
აზითრომიცინი
AZITHROMYCIN
250მგ კაფსულა#10
აზიტრომიცინი
Azitromycin
250მგ კაფსულა №60
აზიპინი
AZIPIN
250მგ კაფსულა №6
აზიტა
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
აზიმიცინი 250მგ
Azimycin 250mg
250მგ ტაბლეტები #6
აზინფექსინი
Azinfexin™
250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6
აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ
აზიმაკი
AZIMAC
250მგ კაფსულა #6
ზიტო სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ
ზიტროქსი სუსპენზია
ZITHROX
200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში
ზიტმაკი
Zitmac
16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1
მაკროფლუდი
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ
ტოპტი
TOPT
200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია
ზირომინი
ZIROMIN
500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
აზიმაკი
AZIMAK
200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში
აზით
500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3
აზიპინი
AZIPIN
500მგ კაფსულა №3
აზინფექსინი
Azinfexin™
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
აზოტრინი ტაბ.500მგ N3
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზირომინი
ZIROMIN
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
სტრომაკი
STROMAC
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიმაკი
Azimac
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)
ზიტმაკი 500 მგ
Zitmac 500მგ
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიბიოტი
Azibiot
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ბენე ფარმი
500მგ კაფსულა №3
აზითრომიცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ფარმოზი
500მგ ტაბლეტი №3
აზიმაკი ®
AZIMAC ®
500მგ კაფსულა #3
აზიმიცინი
Azimycin
500მგ ტაბლეტები #3
აზიტრომიცინი აზიტრიქსი
500მგ ტაბლეტი №3
აზოტრინი
500მგ ტაბლეტი №3
ზითროგარდი
500მგ ტაბლეტი №3
ზიტო-500 ტაბ
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზიტროტელი
500მგ ტაბლეტი №3
რომინაზიტი
Rominazit
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სუმამედი ტაბლეტები
SUMAMED
125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3
ტოპტი
TOPT
500მგ ტაბლეტი #10
აზი-S 500
Azi-S 500
500მგ ტაბლეტი №3 (1X3)
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
250მგ კაფსულა #10
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
500მგ კაფსულა #10
აზიოპტიკი
Azioptik
15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6
აზიპინი
AZIPIN
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1
ზეტამაქს რეტარდი
ZETAMAX retard
2გრ ფლაკონი #1
ზიტრომედი
ZITHROMED™
ტაბლეტი #3
ორმიცინი
Ormicin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
სუმამედი ინექცია
SUMAMED
500 მგ ფლაკონი #5
სუმამედი სუსპენზია
SUMAMED
200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია
ტოპტი
TOPT
250მგ კაფსულა #10
ჰემომიცინი
HEMOMICIN
500მგ ტაბლეტი #6
ჰემომიცინი
HEMOMICIN
250მგ კაფსულა #6
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ყოველი აბი შეიცავს 500მგ. აზითრომიცინის დიჰიდრატს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მაკროლიდების ჯგუფის წარმომადგენელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აზითრომიცინი მაკროლიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია. იგი წარმოადგენს ერითრომიცინის წარმოებულს, რომლისგანაც განსხვავდება ლაქტონურ რგოლთან აზოტის ატომის მეშვეობით შეერთებული მეთილენის ჯგუფით. ამ განსხვავების გამო აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ცალკე ქვეჯგუფს—აზალიდებს. აზითრომიცინი აინჰიბირებს ცილის სინთეზს მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების 50S რიბოსომებზე. აზითრომიცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ სისხლში აღწევს მაქსიმალურ კონცეტრაციას. საჭმლის მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას, ამიტომ იგი მიიღება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, აღინიშნა, რომ აზითრომიცინის ქსოვილოვანი კონცენტრაცია ბევრად აღემატება (50-ჯერ) მის პლაზმურ კონცეტრაციას. 500მგ. პრეპარატის მიღების შემდეგ ფილტვებში, ნუშურა ჯირკვლებში, ბრონქებში და სხვა ორგანოებში არსებული აზითრომიცინის კონცეტრაცია, რომლებიც ბევრად აღემატება ანტიბიოტიკის მმკ 90-ს. ბიოაქტივობა შეადგენს 37%. აზითრომიცინი ძირითადად სანაღვლე გზებით, უცვლელი სახით გამოიყოფა, ხოლო 6% - შარდით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგანს 2-4 დღეს. in vitro გამოკვლევებში აზითრომიცინმა აჩვენა მაღალი აქტივობა შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:
Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის) და სტრეპტოკოკთა სხვა სახეობები, Staphylococcus aureus, Corynebacterium diphtheriae, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Branhamella catarralis, Bacteroides parapertussis, Shigella-ს სხვადასხვა სახეობები, Pasteurella, Vibrio, Peptococcus, და Peptostreptococcus, Fuzobacterium necrosporium, Propionbacterium acnes, Yersinia, Clostridium perfingens, Borrelia burgdorfei, Haemophilus ducreyi, Neisseria gonorrhoeae, Chlamidia trachomatis, Chlamydia pneumoniae.
აზითრომიცინი ასევე ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
Legionella pneumophilia, Mykoplazma pneumoniae, Mycoplazma hominis, Mycobacterium avium, Campylobacter-ის სხვადასხვა სახეობები, Ureaplasma urealyticum, Toxoplasma gondi, Treponema pallidum.
ჩვენებები
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
- გაურთულებელი ქლამიდიური ინფექცია (გენიტალური)
- სქესობრივი გზით გადამდები არაგონოკოკური ინფექციები
უკუჩვენებები
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ან აზითრომიცინის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
აზითრომიცინს ახასიათებს კარგი ტოლერანტობა. შესაძლოა გამოვლინდეს გასტროინტერსტინალური გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა. ისევე, როგორც სხვა მაკროლიდების და ზოგიერთი პენიცილინების მიღებისას, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების დონის შექცევადი მომატება. კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლინდა ნეიტროპენია, თუმცა მისი კავშირი აზითრომიცინის მიღებასთან დამტკიცებული არ არის.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართედ ექიმს!
თავისებურებები, სიფრთხილე
ისევე, როგორც ფართო სპექტრის სხვა ანტიბიოტიკების მიღებისას, აუცილებელია სიფრთხილე ფსევდომემბრანოზული კოლიტის და სუპერინფექციის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ბაქტერიების რეზისტენტული ფორმების გაჩენით. ერგოტიზმის განვითარების შესაძლებლობის გამო აზითრომიცინი არ გამოიყენება ერგოტამინის წარმოებულებთან ერთად. აზითრომიცინის მიღება შეიძლება თირკმლის უკმარისობის მსუბუქი ფორმის დროს, ხოლო თირკმლის მძიმე უკმარისობის პირობებში პრეპარატი ფრთხილად ინიშნება. აზითრომიცინი გამოიყოფა ნაღველით, ამიტომ ღვიძლის უკმარისობის დროს არ გამოიყენება
გამოკვლევების დროს დადგინდა სუსტი და საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები, რაც ძირითადად აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრიდან. მოზრდილებში გვერდითი მოვლენები მხოლოდ დოზის გადაჭარბებისას ვლინდება:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში.
ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, ჰიპერკინეზიები, გაღიზიანებადობა, უძილობა.
ზოგადი: დაღლილობა, ტემპერატურის მომატება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი
განსაკუთრებული მგრძნობელობა: კონიუქტივიტი
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტკივილი მკერდის ძვლის უკან
შარდ-სასქესო სისტემა: კანდიდოზური ვაგინიტი, ნეფრიტი ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
ანტაციდები აქვეითებს აზითრომიცინის პიკურ კონცენტრაციას შრატში, ამიტომ პრეპარატის მიღება საჭიროა ანტაციდების მიღებიდან 2სთ-ის შემდეგ. არ არის მონაცემები თეოფილინთან ურთიერთქმედების შესახებ. თუმცა სხვა მაკროლიდების თეოფილინთან ერთობლივი მიღებისას შესაძლებელია მისი პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პრეპარატების ერთობლივი დანიშვნა საჭიროებს თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის დონის მკაცრ კონტროლს. ისეთ პრეპარატებთან პარალელური დანიშვნისას, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან ციტოქრომ P450 სისტემით(კარბამაზეპინი, ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი და სხვა), აუცილებელია ამ პრეპარატების პლაზმურ კონცეტრაციაზე ზუსტი კონტროლი.
ციკლოსპორინთან გარკვეული ურთიერთქმედების გამო აუცილებელია ციკლოსპორინის დონის კონტროლი და დოზის დროული კორექცია.
არსებობს ცნობები ზოგიერთი მაკროლიდის მიერ დიგოქსინის ბიოტრანსფორმაციის შენელების შესახებ. აზითრომიცინის მიმართ არსებული ინფორმაციის არარსებობის გამო მათი ერთობლივი მიღებისას აუცილებელია დიგოქსინის პლაზმური დონის კონტროლი.
ისევე როგორც სხვა მაკროლიდები, აზითრომიცინი არ გამოიყენება ერგოტამინის წარმოებულებთან ერთად.
აზითრომიცინი და ვარფარინის მიღებისას აღინიშნება კოაგულაციის მომატება.
ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებისას დადგინდა, რომ აზითრომიცინი გადის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა ნაყოფზე არავითარი ზემოქმედება არ აღინიშნა. ორსულებზე პრეპარატის ზემოქმედება საბოლოოდ არ დადგინდა, თუმცა მწვავე აუცილებლობის გარდა ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში. დედის რძეში აზიტრომიცინის შეღწევა საბოლოოდ დადგენილი არაა, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში აუცილებლობის გარეშე პრეპარატი არ ინიშნება.
მიღების წესი და დოზირება
სადღეღამისო დოზა ინიშნება ერთჯერადად.
მოზრდილები: მწვავე ქლამიდიური ინფექცია - მიზანშეწონილია ზიტროქსის 1 გრ.(2 აბი) ერთჯერადი დანიშვნა.
აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციები—3 დღის განმავლობაში 500მგ. დღეში ერთჯერ(საერთო დოზა 1.5 გრ.(3 აბი). მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტის დროს—პირველ დღეს 500 მგ.(1 აბი), შემდეგ 4 დღის განმავლობაში 250 მგ.( 12 აბი) დღეში ერთჯერ(საერთო დოზა 1,5 გრ)
ბავშვები: 45 კგ. ნაკლები წონის ბავშვებში ინიშნება სუსპენზია(3 დღის განმავლობაში 10 მგკგ-დღიური დოზით), ხოლო 45 კგ-ზე მეტი წონის მოზარდებში დოზირება ისეთივეა, როგორც დიდებში. პრეპარატის მიღება საჭიროა მშიერ კუჭზე( ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ)
დოზის გადაჭარბებისას მისაღები ზომები:
საკმარისი ინფორმაცია აზითრომიცინის დოზის გადაჭარბებაზე არ არსებობს. დოზის გადაჭარბებისას მაკროლიდთა ყველა წარმომადგენლისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: წამოხურება, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ამ სიმპტომების მოსახსნელად აუცილებელია კუჭის ამორეცხვა.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30°C-ზე ქვევით, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.