მონოგრაფია Nº 03239 Rx · რეცეპტით
ზეტამაქს რეტარდი
ZETAMAX retard
2გრ ფლაკონი #1
- მოქმედი ნივთიერება
- აზითრომიცინი (Azithromycin)
- მწარმოებელი
- ფაიზერი, აშშ
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მაკროლიდები
- იმპორტიორი საქართველოში
- ფაიზერი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: აზითრომიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
აზითრომიცინი
AZITHROMYCIN
250მგ კაფსულა#10
აზიტრომიცინი
Azitromycin
250მგ კაფსულა №60
აზიპინი
AZIPIN
250მგ კაფსულა №6
აზიტა
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
აზიმიცინი 250მგ
Azimycin 250mg
250მგ ტაბლეტები #6
აზინფექსინი
Azinfexin™
250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6
აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ
აზიმაკი
AZIMAC
250მგ კაფსულა #6
ზიტო სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ
ზიტროქსი სუსპენზია
ZITHROX
200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში
ზიტმაკი
Zitmac
16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1
მაკროფლუდი
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ
ტოპტი
TOPT
200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია
ზირომინი
ZIROMIN
500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
აზიმაკი
AZIMAK
200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში
აზით
500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3
აზიპინი
AZIPIN
500მგ კაფსულა №3
აზინფექსინი
Azinfexin™
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
აზოტრინი ტაბ.500მგ N3
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზირომინი
ZIROMIN
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
ზიტროქსი ტაბლეტი
ZITHROX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სტრომაკი
STROMAC
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიმაკი
Azimac
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)
ზიტმაკი 500 მგ
Zitmac 500მგ
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიბიოტი
Azibiot
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ბენე ფარმი
500მგ კაფსულა №3
აზითრომიცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ფარმოზი
500მგ ტაბლეტი №3
აზიმაკი ®
AZIMAC ®
500მგ კაფსულა #3
აზიმიცინი
Azimycin
500მგ ტაბლეტები #3
აზიტრომიცინი აზიტრიქსი
500მგ ტაბლეტი №3
აზოტრინი
500მგ ტაბლეტი №3
ზითროგარდი
500მგ ტაბლეტი №3
ზიტო-500 ტაბ
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზიტროტელი
500მგ ტაბლეტი №3
რომინაზიტი
Rominazit
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სუმამედი ტაბლეტები
SUMAMED
125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3
ტოპტი
TOPT
500მგ ტაბლეტი #10
აზი-S 500
Azi-S 500
500მგ ტაბლეტი №3 (1X3)
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
250მგ კაფსულა #10
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
500მგ კაფსულა #10
აზიოპტიკი
Azioptik
15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6
აზიპინი
AZIPIN
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1
ზიტრომედი
ZITHROMED™
ტაბლეტი #3
ორმიცინი
Ormicin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
სუმამედი ინექცია
SUMAMED
500 მგ ფლაკონი #5
სუმამედი სუსპენზია
SUMAMED
200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია
ტოპტი
TOPT
250მგ კაფსულა #10
ჰემომიცინი
HEMOMICIN
500მგ ტაბლეტი #6
ჰემომიცინი
HEMOMICIN
250მგ კაფსულა #6
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ფლაკონი შეიცავს:
მიკროსფეროებს აქტიურ ნივთიერების შენელებული გამოთავისუფლებით: აქტიური ნივთიერება: აზიტრომიცინის დიჰიტრატი – 2 გ აზიტრომიცინის ექვივალენტური რაოდენობით;
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინის ტრიბეგანატი, პოლოქსამერი 407;
შემავსებლები:
საქაროზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი, ჰიპროლოზა, ქსანატის გუმფისი, კოლოიდური ტალის დიოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, ალუბლის არომატიზატორი, ბანანის არომატიზატორი.
აღწერა:
თეთრი ან თითქმის თეთრი არაერთგვაროვანი ფხვნილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აზიტრომიცინი არის მაკროლიდური ანტიბიოტიკების ქვეჯგუფის პირველი წარმომადგენელი, ცნობილი აზალიდების სახელწოდებით.
აზიტრომიცინი უერთდება მიკროორგანიზმების რიბოსომების 50S სუბერთეულს და ხელს უშლის ცილების სინთეზს, ამავდროულად არ ახდენს გავლენას ნუკლეინის მჟავეების სინთესზე.
აზიტრომიცინი გროვდება ფიბროპლასტებში, ეპითელურ უჯრედებში, მაკროფაგებში და მოცირკულირე ნეიტროფილებსა და მონოციტებში. 1 საათიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ უჯრედშიდა და უჯრედგარე in vitro კონცენტრაციის თანაფარდობამ 30-ს გადააჭარბა.
in vivo კვლევების შედეგები მოწმობენ, რომ მაკროფაგსა და მოცირკულირე ლეიკოციტებში პრეპარატის დაგროვებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკების გადანაწილებას ანთებად უჯრედებში.
აზიტროიმიცინმა გამოავლინა აქტივობა ქვემოთ ჩამოთვლილი
მიკროორგანიზმების უმეტესი შტამების მიმართ, როგორც in vitro, ასევე კლინიკურ ინფექციების დროს (იხ. “მითითებები გამოყენებისათვის”):
აერობული და ფაკულტატური გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Streptococcus pneumoniae
შენიშვნა: გრამდადებითი მიკროორგანიმები რეზისტენტულები არიან ერითრომიცინისა და პენიცილინის მიმართ და შეუძლიათ გამოავლინონ ჯვარედინი რეზისტენტულობა აზიტრომიცინისადმი.
აერობული და ფაკულტატური გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Haemophilus influenzae,
Moraxella katarrhalis
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamydophlia pneumoniae,
Mycoplasma pneumoniae
მიკროორგანიზმის მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზა გავლენას არ ახდენს აზიტრომიცინის აქტივობაზე.
In vitro ცდებში ქვემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების შტამების 90%-ში აღინიშნებოდა დამთრგუნველი მინიმალური კონცენტრაცია (დმკ), რაც მიანიშნებს აზიტრომიცინის მიმართ მგრძნობელობაზე. თუმცა, აზიტრომიცინთ მკურნალობის უსაფრთხოება და ეფექტურობა იმ ინფექციების, რომელიც გამოწვეული იყო აღნიშნული მიკროორგანიზმებით, ადექვატურ საკონტროლო გამოკვლევებში დადგენილი ჯერ ბოლომდე არ არის (კვლევები არ არის დასრულებული).
აერობული და ფაკულტატური გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Sreptococcus aureus,
Sreptococcus pyoegenes
Sreptococcus agalactiae
Sreptococci (C, F, G ჯგუფი),
ლურჯმწვანე სტრეპტოკოკები
აერობული და ფაკულტატური გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Bordetella pertussis,
Legionella pneumophila
აერობული მიკროორგანიზმები
Peptostreptococcus species,
Prevotella bivia
სხვა მიკროორგანიზმები
Ureaplazma urealyticum.
ფარმაკოკინეტიკა
ზეტამაქსი რეტარდი წარმოადგენს მიკროსფეროებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აქტიური ნივთირების თანდათანობით გამოთავისუფლებას. ჯანმრთელ მოხალისეების მიერ პრეპარატ ზეტამაქსი რეტარდის ერთჯერადი 2,0 გრ დოზით პერორალური მიღების შემდეგ შრატში აზიტრომიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) და ფართობი მრუდის ქვეშ კონცენტრაცია – დრო (AUC0-24) იყო უფრო მაღალი, ვიდრე აზიტრომიცინის აბებში მიღების შემთხვევაში - ჯამური დოზით 1,5 გრ 3 დღის განმავლობაში (500 მგ/დღ) ან 5 დღის განმავლობაში (500 მგ პირველ დღეს, ხოლო შემდეგ დღეებში 250 მგ/დღ) [იხ. ცხრილი 1]. ფარმაკოკინეტიკაში განსხვავების გათვალისწინებით პრეპარატი ზეტამაქსი რეტარდი არ წარმოადგენს ტაბლეტირებული ფორმის აზიტრომიცინის ურთიერთშემცვლელს (3 და 5 დღიანი სქემები).
ცხრილი 1. ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში აზიტრომიცინის საშუალო ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები – I დღეს პრეპარატ ზეტამაქს რეტარდის ერთჯერადი 2,0 გრ დოზით და აბებში 1,5 გრ ჯამური დოზით აზიტრომიცინის (500 მგ/დღ) 3 დღის განმავლობაში ან 5 დღის განმავლობაში (500 მგ პირველ დღეს, ხოლო შემდეგ დღეებში 250 მგ/დღ) მიღების შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები* | აზიტრომიცინი
ზეტამაქსი რეტარდი [n=41]+ | 3 დღე ‡ [n=12] | 5 დღე ‡[n=12]
Cmax (მკგ/მლ) | 0.821 (0.281) | 0.441 (0.223) | 0.434 (0.202)
Tmax § (სთ) | 5.0 (2.0 – 8.0) | 2.5 (1.0 – 4.0) | 2.5 (1.0 – 6.0)
AUC0-24 (მკგ.სთ/მლ) | 8.62 (2.34) | 2.58 (0.84) | 2.60 (0.71)
AUC0-8 ¶(მკგ.სთ/მლ) | 20.0 (6.66) | 17.4 (6.2) | 14.9 (3.1)
t½ სთ | 58.8 (6.91) | 71.8 (14.7) | 68.9 (13.8)
* პრეპარატ ზეტამაქსი რეტარდის და აბის ფორმის აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (3 და 5 დღის განმავლობაში) მიღებული იქნა სხვადასხვა კვლევის დროს.
+ n=21 AUC0-8 და t½-თვის
‡ Cmax, Tmax და AUC0-24 მხოლოდ პირველ დღეს
§ საშუალო მნიშვნელობა (დიაპაზონი)
¶ ზოგადი AUC ერთჯერადი მიღებისთვის, 3 და 5 დღის განმავლობაში მიღებისთვის.
CO = სტანდარტული გადახრა;
Cmax = შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია;
Tmax = Cmax მიღწევის დრო;
AUC = ფართობი მრუდის ქვეშ კონცენტრაცია – დრო
t½ = შრატიდან ნახევრად გამოყოფის ტერმინალური პერიოდი.
შეწოვა
ჯანმრთელი მოზრდილი მოხალისეები, ჯვარედინი გამოკვლევისას, ერთჯერადად იღებდნენ 2,0 გრ პრეპარატ ზეტამაქსი რეტარდს (სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი თანდათანობითი გამოთავისუფლებით, პერორალური მიღებისათვის) და აზიტრომიცინს ფხვნილის სახით პერორალური სუსპენზიის (პოს) მოსამზადებლად (2 პაკეტი, თითოეული 1,0 გრ ოდენობით). აზიტრომიცინის საშუალო Cmax და AUC0-t პრეპატარ ზეტამაქს რეტარდის მიღებისას იყო შესაბამისად 57% და 17%-ით დაბალი, ვიდრე აზიტრომიცინის პოს-ის მიღებისას. პრეპარატ ზეტამაქს რეტარდის ბიოშეღწევადობა პოს-ის მიმართ შეადგენდა 83%. პრეპარატ ზეტამაქსი რეტარდის მიღების შემდეგ შრატში აზიტრომიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწეოდა საშუალოდ 2,5 სთ-ით გვიან ვიდრე აზიტრომიცინის პოს-ის მიღების შემდეგ. ამგვარად, პრეპარატ ზეტამაქსი რეტარდის და აზიტომიცინის პოს-ის დოზები, რომლებიც შეადგენენ 2,0 გრ ერთჯერადად, არ არიან ბიოექვივალენტურნი და ურთიერთშემცვლელნი.
ცხიმიანი საკვების შემდეგ პრეპარატ ზეტამაქსი რეტარდის 2,0 გრ დოზით მიღებისას (150კ/კალ ცილები, 250 კ/კალ ნახშირწყლები და 500 – 600 კ/კალ ცხიმები) 15 ჯანმრთელ მოხალისეებში აზიტრომიცინის Cmax გაიზარდა 115%-ით, ხოლო საშუალო AUC0-4 23%-ით, უზმოზე იგივე წამლის მიღებასთან შედარებით. სტანდარტული საკვების შემდეგ პრეპარატ ზეტამაქს რეტარდის 2,0 გრ დოზით მიღებისას (156 კ/კალ ცილები, 316 კ/კალ ნახშირწყლები და 207 კ/კალ ცხიმები) 88 მოზრდილ ადამიანში აზიტრომიცინის Cmax გაიზარდა 119%-ით, ხოლო საშუალო AUC0-72 სთ – 12%-ით უზმოზე იგივე წამლის მიღებასთან შედარებით. ჯვარედინ კვლევებში როდესაც 39 ჯანმრთელი მოზრდილი ადამიანის ერთი ჯგუფი იღებდა მხოლოდ 2,0 გრ ზეტამაქს რეტარდ, ხოლო მეორე ჯგუფი ზეტამაქს რეტარდს 20 მგ ანტაციდთან ერთად, რომელიც შეიცავს ალუმინის და მაგნიუმის ჰიდრომჟავებს სტანდარტულ დოზებში. ანტიციდის მიღება არ ახდენდა გავლენას აზოტრომიცინის შეწოვის სიჩქარეზე და ხარისხზე.
გადანაწილება
აზიტრომიცინის შრატის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და ქვეითდება 0,02 მკგ/მლ კონცენტრაციისას 51%-დან 0,2 მკგ/მლ-სას კონცენტრაციისას 7%-მდე. პერორალური მიღების შემდეგ აზიტრომიცინი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებში, ამასთან, თანაბარ გადანაწილების მოცულობა შეადგენს 31,1 ლ/კგ.
აზიტრომიცინის კონცენტრაცია ქსოვილებში აღემატება მის კონცენტრაციას პლაზმაში და შრატში. უქსოვილებში პრეპარატის აქტიურ გადანაწილებას მნიშვნელობა აქვს მისი კლინიკური ეფექტურობისათვის. აზიტრომიცინის ანტიბაქტერიული აქტივობა დამოკიდებულია pH -ზე და მცირდება მისი შემცირებასთან ერთად. აქედან გამომდინარე ქსოვილებში აზიტრომიცინის კონცენტრაცია რაოდენობრივად შეიძლება არ კორელირებდეს კლინიკურ ეფექტურობასთან. აზიტრომიცინის კონცენტრაცია ცალკეულ უჯრედებში (სითხეებში) და მათი თანაფარდობა კონცენტრაციებთან პლაზმაში/შრატში, მოყვანილია ცხრილში #2.
ცხრილი 2. აზიტრომიცინის კონცენტრაცია მოზრდილებში 500 მგ მიღების შემდეგ *
ქსოვილი ან სითხე | დრო მიღების შემდეგ(სთ) | კონცენტრაცია ქსოვილებში ან სითხეებში (მკგ/გ ან მკგ/მლ) | შესაბამისი კონცენტრაციები პლაზმაში ან შრატში (მკგ/მლ) | შესაბამისობა კანი/პლაზმა (შრატი)
კანი | 72-96 | 0.4 | 0.012 | 35
ფილტვები | 72-96 | 4.0 | 0.012 | > 100
ნახველი + | 2-4 | 1.0 | 0.64 | 2
ნახველი ‡ | 10-12 | 2.9 | 0.1 | 30
ნუშისებრი ჯირკვალი $ | 9-18 | 4.5 | 0.03 | >100
ნუშისებრი ჯირკვალი $ | 180 | 0.9 | 0.006 | >100
საშვილოსნოს ყელი ¶ | 19 | 2.8 | 0.04 | 70
* აზიტრომიცინის კონცენტრაციას ქსოვილებში საზღვრავდნენ 250 მგ კაფსულის მიღების შემდეგ.
+ ნიმუშის ზღუდე პირველი დოზის მიღებიდან 2 – 4 სთ შემდეგ.
‡ ნიმუშის ზღუდე პირველი დოზის მიღებიდან 10 – 12 სთ შემდეგ.
§ დოზირების რეჟიმი – 250 მგ-იანი ორი დოზა 12 სთ ინტერვალით.
¶ ნიმუშის ზღუდე 500 მგ ერთჯერადი მიღებიდან 19 სთ შემდეგ.
ქსოვილში აქტიური გავრცელება დადასტურებული იქნა ქსოვილებისა და სითხეების დამატებითი შესწავლისას, ისეთის როგორიცაა ძვლები, ეაკულატი, წინამდებარე ჯირკვალი, საკვერცხეები, საშვილოსნო, დანამატები, კუჭი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. თუმცა პრეპარატის კონცენტრაციის კლინიკური მნიშვნელობა ამ ქსოვილებში დადგენილი არ არის, ვინაიდან აზიტრომიცინის ეფექტურობა ამ ლოკალიზაციის ინფექციის მკურნალობისას ადექვატურ კონტროლირებად გამოკვლელებში არ შესწავლილა.
აბებში აზიტრომიცინის მიღების ხუთდღიანი კურსის შემდგომ (500 მგ პირველ დღეს და 250 მგ/დღ დანარჩენი 4 დღის განმავლობაში) პრეპარატის კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში მენიგეალური გარსების ანთების არარსებობის შემთხვევაში იყო ძალიან დაბალი (0,01 მკგ/მლ-ზე ნაკლები).
მეტაბოლიზმი
In vitro და In vivo გამოკვლევებში აზიტრომიცის მეტაბოლიზმი შესწავლილი არ არის.
გამოყოფა
პრეპარატ ზეტამაქს რეტარდის ერთჯერადი, 2,0 გრ. დოზით მიღების შემდეგ შრატში აზიტრომიცინის კონცენტრაცია მცირდება რამოდენიმე ფაზით, ნახევრად გამოყოფის 59 სთ. პერიოდით. ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს გავრცელების დიდი მოცულობით ხსნიან.
აზიტრომიცინი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის წვენთან ერთად შეუცვლელი სახით, მიღებული დოზის დაახლოებით 6 %.
განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის უკმარისობა
აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია 42 მოზრდილ (21-85 წლის) ადამიანში, რომელთაც აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა სხვადასხვა გამოხატულებებით. აზიტრომიცინის ერთჯერადი 1,0 გრ. მიღების შემდეგ (4 კაფსულა, თითო 250 მგ.) ავადმყოფებს გორგალის ფილტრაციის სიჩქარით (გფს) 10-80 მლ/წთ საშუალო Cmax და AUC0-120 ჰქონდათ შესაბამისად 5,1 და 4,2 %-ით მაღალი, ვიდრე ნორმალური თირკმლის ფუნქციის პაციენტებს (გფს 80 მლ/წთ). ავადმყოფებს ტერმინალური თირკმლის უკმარისობით (გფს>10მლ/წთ) Cmax და AUC0-120 ჰქონდათ 61% და 35%-ით შესაბამისად მაღალი, ვიდრე ნორმალური თირკმლის ფუნქციის პაციენტებს (გფს >80მლ/წთ). აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკის მონაცემების შესწავლის საფუძველზე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, გფს>10მლ/წთ-ით, ზეტამაქს რეტარდის დოზა კორექციას არ საჭიროებს.
თირკმლის უკმარისობა
აზიტრომიცინის ფარმაკოკინატიკური პარამეტრები თირკმილის ფუნქციის დარღღვევის მქონე ავადმყოფებთან შესწავლილი არ არის.
ხანდაზმული ადამიანები
პრეპარატ ზეტამაქს რეტარდის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ ადამიანებში შესწავლილი არ არის.
ბავშვები
პრეპარატი ზეტამაქს რეტარდი პედიატრიაში გამოსაყენებლად საქართველოში რეგისტრირებული არ არის.
ჩვენებები
მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის განსაზღვრული ლოკალიზაციის ინფექციების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამპებით:
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი, გამოწვეული შემდეგი ბაქტერიებით Haemophilus influenzae, Moraxella katarrhalis an Streptococcus pneumoniae და – პნევმონია, გამოწვეული Chlamydophlia pneumoniae, Haemophilus influenzae, Mycoplasma pneumoniae, an Streptococcus pneumoniae (პერორალური თერაპიის შესაძლებლობისას).
მიღების წესი და დოზირება
პრეპატატ ზეტამაქს რეტადით ანტიბაქტერიული თერაპიის სრული კურსი ითვალისწინებს მის ერჯერად მიღებას პერორალურად 2,0 გრ. დოზით.
ფლაკონის შიგთქავსს ხსნიან 60 მლ. წყალში. მიღების წინ კარგად ანჯღრევენ და იღებენ ერთჯერადად პერორალურად. პრეპარატი უნდა მიიღოთ მშიერ კუჭზე (უკიდურეს შემთხვევაში ჭამამდე 1 საათით ადრე და ჭამიდან 2 საათის შემდეგ).
გვერდითი მოვლენები
პრეპარატ ზეტამაქს რეტარდის 2,0 გრ დოზით ერთჯერადი მიღებისას უფრო ხშირად აღინიშნება მსუბუქად ან ზომიერად გამოხატული არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა (11,6), გულის რევა (3,9), მუცლის ტკივილი (2,7%), თავის ტკივილი (1,3%) და პირღებინება (1,1). კუჭ-ნაწლავის დარღვევების სიხშირე, პრეპარატ ზეტამაქს რეტარდის და სხვა აზიტრომიცინის პრეპარატების მიღებასთან შედარებთ, შეადგინა 17,2 და 9,7%, შესაბამისად.
ზეტამაქსი რეტარით თერაპიასთან დაკავშირებული სხვა არასასურველი რეაქციების სიხშირე არ აღემატებოდა 1 %-ს.
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი მოვლენები, რაც გვხვდებოდა პაციენტებში 1%-ზე ნაკლები სიხშირით:
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემა, ტკივილი მკერდში, არითმიები* (მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია და ჰიპოტონია), იშიათად – QT* -ს ინტერვალის გაგრძელება და “პირუეტ”-ის ტიპის ექსტრასისტოლია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შეკრულობა, დისპეპსია, მეტეორიზმი, გასტრიტის, პირის ღრუს კანდიდოზი, ანორექსია*, პირღებინება*/დიარეა*,, იშვიათ შემთვევებში გაუწყლოვნება, ფსევდომემბრანული კოლიტი*, პანკრეატიტი*, ენის ფერის ცვლილების იშვიათი შემთხვევები*.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: ვაგინიტი, ინტერსტიციალური ნეფრიტი*, მწვავე თირკმლის უკმარისობა*, რძიანა*.
ცნს-ს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, კრუნჩხვა*, თავის ტკივილი*, ძილიანობა*, ჰიპერაქტიურობა*, ნევროზულობა*, აჟიტაცია* და გულყრები*, აგრესიული რეაქციები* და შიში.
გრძნობის ორგანოების მხრივ: გემოვნების შეცვლა, სმენის დარღვევა* (მათ შორის სმენის დაქვეითება, სიყრუე და/ან ხმაური ყურებში).
ღვიძლისა და ნაღველმდენი გზების მხრივ: ღვიძლის ფუნქციის მოშლა* (ჰეპატიტისა და ქოლესტატური სიყვითლის ჩათვლით), ღვიძლის ნეკროზის იშვიათი შემთხვევები* და ღვიძლის უკმარისობა, ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური შედეგით.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, არტარალგიები*, შეშუპება*, ანგინევრატული შეშუპება*, ფოტომგრძნობელობის რეაქციები*, იშვიათად სერიოზული კანის რეაქციები* (მრავალფორმიანი ერითემის, სტივენს ჯონსის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით), ანაფილაქსია* (იშვიათ შემთხვევებში ლეტალური შედეგით).
სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ: ტრომბოციტოპენია* და მსუბუქი ნეიტროპენია*.
ზოგადი დარღვევები: ასთენია, პარესთეზიები*, დაღლილობის შეგრძნება*, შეუძლოდ ყოფნა*.
ლაბორატორიული მაჩვენებლები:
პრეპარატ ზეტამაქს რეტარდის კლინიკურ კვლევებში დარეგისტრირდა შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი ლაბორატორიული მაჩვენებლების, საწყისი ნორმალური მნიშვნელობებიდან გადახრები (მკურნალობისგან დამოუკიდებლად):
- ≥ 1%: ლიმფოციტების რაოდენობის დაქვეითება და ეოზინოფილების რიცხვის მომატება; ბიკარბონატების დონის დაწევა;
- < 1%-ზე: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ბილირუბინის, ასტ, ალტ, ნარჩენი აზოტის შარდოვანას, კრეატინინის დონის აწევა, კალიუმის დონის ცვლილება.
იმ შემთხვევებში, როდესაც ცნობილი იყო დაკვირვების შედეგები, ლაბორატორიული გადახრები შექცევადი იყო.
* კლინიკურ დარეგისტრირებული პრაქტიკაში არასასურველი მოვლენები, რომელთა კავშირი აზიტრომიცინთან დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აზიტრომიცინის, ერითრომიცინის და ნებისმიერი მაკროლიდური ან კეტოლიდური ანტიბიოტიკების მიმართ.
თირკმლის მწვავე უკმარისობა. სიფრთხილით მოეკიდეთ
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ვინაიდან აზიტრომიცინი ძირითადად ღვიძლიდან გამოიყოფა);
ტერმინალური თირკმლის უკმარისობა გფს < 10მლ/წთ-ით (ასსეტ პაციენტებთან პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია);
არითმია (შესაძლებელია პარკუჭოვანი არითმიები და QT ინტერვალის დაგრძელება).
ორსულობა და ლაქტაცია
ადეკვატური საკონტროლო გამოკვლავები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა, ამიტომ ორსულობისას აზიტრომიცინის გამოყენეთ მხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში.
მონაცემები აზიტრომიცინის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ არ არსებობს. ბევრი წამალი გამოიყოფა რძესთან ერთად, ამიტომ საჭიროა მეძუძური ქალებისათვის აზიტრომიცინის დანიშვნის დროს სიფრთხილის გამოჩენა.
განსაკუთრებული მითითებები
ბაქტერიების რეზისტენტული შტამპების ფორმირების თავიდან აცილებისთვის და პრეპარატ ზეტამაქს რეტარდის ეფექტურობის შენარჩუნებისთვის, ისევე, როგორც სხვა ანტიბაქტერიული სშუალებებისა, პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ დადასტურებული ან საეჭვო ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე ბაქტერიებით. ანტიბაქტერიული თერაპიის არჩევისას ან მოდიფიკაციისას გათვალისწინებული უნდა იქნას დათესვის შედეგები და შეფასდეს მგრძნობელობა. თუ ემპირიული თერაპიის არჩევისას ასეთი მონაცემები არ არსებობს, გარკვეული დახმარება შეიძლება გასწიოს რეგიონალურმა მონაცემებმა გამომწვევის გავრცელების და მათი მგრძნობელობის შესახებ.
მკურნალობის დაწყების წინ უნდა ჩატარდეს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები, რათა მოხდეს გამომწვევის იდენტიფიცირება და მისი მგრძნობელობიის განსაზღვრა პრეპარატ ზეტამაქსი რეტარდის მიმართ. თერაპია პრეპარატ ზეტამაქსი რეტარდის გამოყენებით შესაძლებელია დაიწყოს ტესტების შედეგების მიღებამდე. როდესაც ისინი ცნობილი გახდება, სათანადო წესით უნდა მოხდეს ანტიმიკრობული თერაპიის კორექტირება.
სხვა მაკროლიდებით მკურნალობისას აღინიშნებოდა Q QT -ს ინტერვალის დაგრძელებული რეპოლარიზაცია, რაც ქმნის არითმიის, კერძოდ „პირუეტის“ ტიპის ექსტრასისტოლიის განვითარების რისკს. გულის დაგრძელებული რეპოლარიზაციის მომატებული რისკის მქონე პაციენტებთან არ შეიძლება მთლიანად გამოირიცხოს აზიტრომიცინის მსგავსი მოქმედება.
პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ აზიტრომიცინის სხვა ფორმებს, შესაძლებელია განუვითარდათ სერიოზული ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროტიული შეშუპება, ანაფილექსია და კანის რაქციები, სტივენს-ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. თუმცა იშვიათად, მაგრამ იყო ლეტალური შედეგის შემთხვევები. (იხ. „უკუჩვენებების“ ნაწილი). პირველადი სიმპტპმატური თერაპიის ეფექტურობის მიუხედავად, მისი შეწყვეტის შემდეგ ზოგიერთ ავადმყოფს ალერგიული სიმპტომები მალე ისევ გამოუვლინდათ, თუმცა აზიტრომიცინს არ იღბდნენ. ასეთი ავადმყოფები საჭიროებენ უფრო ხანგრძლივ დაკვირვებას და სიმპტომატურ მკურნალობას. კავშირი მსგავს არასასურველ მოვლენებთან და აზიტრომიცინის ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს შორის დადგენილი არ არის.
ნებისმიერი ალერგიული რეაქციის ნიშნების გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა დაინიშნოს ადექვატური თერაპია. ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ სიმპტპმური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შესაძლებელია ალერგიული სიმპტომების განახლება.
თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობისას აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები, რომელთა სიხშირე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან სიცოცხლისათვის საშიშ შემთხვევებამდე. ამიტომ ანტიბაქტერიული საშუალებების დანიშვნის შემდეგ, დიარეის გაჩენისას, უნდა გავითვალისწინოთ ასეთი შემთხვევების განვითარების შესაძლებლობა.
ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობას მივყავართ მსხვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ცვლილებამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კლოსტრიდიების ჭარბი ზრდა. გამოკვლევები მოწმობენ იმაზე, რომ „ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის“ პირველადი მიზეზი არისტოქსინი Clostridium difficile.
თუ დადგინდა ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზი, საჭიროა მიღებული იქნეს შესაბამისი ზომები. მსუბუქ შემთხვევებში, ჩვეულებრივ, საკმარისია ანტიბაქტერიული პრეპარატი. საშუალო, მძ
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.