მონოგრაფია Nº 00371 Rx · რეცეპტით
აზიბიოტი
Azibiot
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
დან17.08 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- აზითრომიცინი (Azithromycin)
- მწარმოებელი
- კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მაკროლიდები
- იმპორტიორი საქართველოში
- KRKA
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
აზიბიოტი ტაბლეტი 500მგ #3
5.69 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗17.08 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
აზიბიოტი ტაბლეტი 500მგ #3
5.69 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗17.08 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
აზიბიოტი - Azibiot 500 მგ. 3 ტაბლეტი
5.69 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗17.08 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: აზითრომიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
აზითრომიცინი
AZITHROMYCIN
250მგ კაფსულა#10
აზიტრომიცინი
Azitromycin
250მგ კაფსულა №60
აზიპინი
AZIPIN
250მგ კაფსულა №6
აზიტა
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
აზიმიცინი 250მგ
Azimycin 250mg
250მგ ტაბლეტები #6
აზინფექსინი
Azinfexin™
250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6
აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ
აზიმაკი
AZIMAC
250მგ კაფსულა #6
ზიტო სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ
ზიტროქსი სუსპენზია
ZITHROX
200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში
ზიტმაკი
Zitmac
16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1
მაკროფლუდი
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ
ტოპტი
TOPT
200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია
ზირომინი
ZIROMIN
500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
აზიმაკი
AZIMAK
200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში
აზით
500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3
აზიპინი
AZIPIN
500მგ კაფსულა №3
აზინფექსინი
Azinfexin™
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
აზოტრინი ტაბ.500მგ N3
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზირომინი
ZIROMIN
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
ზიტროქსი ტაბლეტი
ZITHROX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სტრომაკი
STROMAC
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიმაკი
Azimac
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)
ზიტმაკი 500 მგ
Zitmac 500მგ
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ბენე ფარმი
500მგ კაფსულა №3
აზითრომიცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ფარმოზი
500მგ ტაბლეტი №3
აზიმაკი ®
AZIMAC ®
500მგ კაფსულა #3
აზიმიცინი
Azimycin
500მგ ტაბლეტები #3
აზიტრომიცინი აზიტრიქსი
500მგ ტაბლეტი №3
აზოტრინი
500მგ ტაბლეტი №3
ზითროგარდი
500მგ ტაბლეტი №3
ზიტო-500 ტაბ
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზიტროტელი
500მგ ტაბლეტი №3
რომინაზიტი
Rominazit
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სუმამედი ტაბლეტები
SUMAMED
125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3
ტოპტი
TOPT
500მგ ტაბლეტი #10
აზი-S 500
Azi-S 500
500მგ ტაბლეტი №3 (1X3)
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
250მგ კაფსულა #10
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
500მგ კაფსულა #10
აზიოპტიკი
Azioptik
15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6
აზიპინი
AZIPIN
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1
ზეტამაქს რეტარდი
ZETAMAX retard
2გრ ფლაკონი #1
ზიტრომედი
ZITHROMED™
ტაბლეტი #3
ორმიცინი
Ormicin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
სუმამედი ინექცია
SUMAMED
500 მგ ფლაკონი #5
სუმამედი სუსპენზია
SUMAMED
200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია
ტოპტი
TOPT
250მგ კაფსულა #10
ჰემომიცინი
HEMOMICIN
250მგ კაფსულა #6
ჰემომიცინი
HEMOMICIN
500მგ ტაბლეტი #6
ინსტრუქცია
ჩვენებები
აზიბიოტი არის მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკი. გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
აზიბიოტი განკუთვნილია რესპირატორული ტრაქტის ინფექციების (შუა ყურის, ყელის, ნუშისებრი ჯირკვლების, ბრონქების, ფილტვების ანთება, სინუსები), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების (ერითემა მიგრანს – ლაიმის ბორელიოზის პირველი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო და სხვა, მეორადი კანის ჩირქოვანი ანთებები) და სქესობრივად გადამდები დაავადებების (ურეთრიტი და ცერვიციტი გამოწვეული Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae-თი და შანკროიდი გამოწვეული Haemophilus ducreyi-ით) სამკურნალოდ.
არ მიიღოთ აზიბიოტი
- თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) აზითრომიცინის ან აზიბიოტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
- თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკებისადმი
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ აზიბიოტის მიღებისას
- აზიბიოტით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს აცნობეთ, თუ ადრე აზითრომიცინის ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების გამოყენებისას აღინიშნა მძიმე ალერგიული რეაქციები
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები: შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი ან მკურნალობის შეწყვეტა
- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სხვა პრეპარატის დანიშვნა, თუ თირკმლის ფუნქცია მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული
- ანტიბიოტიკებით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (განსაკუთრებით სოკოებით) გამოწვეული ინფექციები. აზიბიოტმა შეიძლება შეცვალოს ნაწლავური ფლორა, გამოიწვიოს ბაქტერიების ჭარბი ზრდა, მათ შორის ბაქტერიის ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე, რომელიც იწვევს დიარეას. ცალკეულ შემთხვევებში, დიარეა შეიძლება იყოს მძიმე ფორმის და ხანგრძლივად მიმდინარე. კონსულტაციისათვიის მიმართეთ ექიმს, შეიძლება საჭირო გახდეს აზიბიოტის მიღების შეწყვეტა დიარეის გამო.
- აზიბიოტით მკურნალობის დაწყებამდე, აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემა.
სხვა პრეპარატების მიღება:
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს აზიბიოტის ან სხვა პრეპარატების მოქმედებების დაქვეითება ან გაძლიერება. ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს, თუ აზითრომიცინი გამოიყენება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- იმავდროულად კუჭის მჟავას შესამცირებელი (ანტაციდები); ამიტომ, აზიბიოტი უნდა მიიღოთ ანტაციდის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ანტაციდის მიღებიდან ორი საათის შემდეგ,
- ქრონიკული ბრონქიტისა და ასთმის სამკურნალო (თეოფილინი),
- სისხლის შედედების პრევენციის (ვარფარინი),
- მიგრენის სამკურნალო (ერგოტის ალკალოიდები),
- იმუნური სისტემის სუპრესიის (ციკლოსპორინი),
- მაღალი არტერიული წნევისა და გულის სხვა დაავადებების სამკურნალო (დიგოქსინი),
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სამკურნალო (ტერფენადინი),
- ტუბერკულოზის სამკურნალო (რიფაბუტინი).
მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა აზითრომიცინსა და შემდეგ პრეპარატებს შორის:
- ეპილეფსიური შეტევების სამკურნალო (კარბამაზეპინი),
- კუჭის მჟავას შემამცირებელი (ციმეტიდინი),
- შიდსის სამკურნალო (დიდანოზინი) და
- რევმატოიდული ართრიტისა და სახსრების სხვა ანთებების, აგრეთვე ასთმისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სამკურნალო (მეთილპრედნიზოლონი),
აზიბიოტთან ერთად ამ პრეპარატების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
აზიბიოტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აზიბიოტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან ორსულობის პერიოდში აზიბიოტის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, პრეპარატი მიიღება მხოლოდ მკაფიო საჭიროებისას.
აზიბიოტით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის
ავტომობილებისა და მანქანა-მექანიზმების მართვა:
აზიბიოტი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მანქანა-მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზიბიოტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
როგორ მიიღება აზიბიოტი
აზიბიოტი უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის სახეობის, ინფექციის კერის, პაციენტის ასაკისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისა და 45 კგ-ზე მეტი სხეულის წონის ბავშვებისათვის არის 500 მგ აზითრომიცინი დღეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 500 მგ აზითრომიცინი პირველ დღეს, ხოლო შემდეგი 4 დღის განმავლობაში 250 მგ აზითრომიცინი.
ლაიმის ბორელიოზის სამკურნალოდ, პირველ დღეს ინიშნება 1 გ აზითრომიცინი, ხოლო შემდეგი 4 დღის განმავლობაში 250 მგ აზითრომიცინი.
სქესობრივად გადამდები დაავადებების სამკურნალოდ საკმარისია 1 გ აზითრომიცინის ერთჯერადი დოზა.
თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები:
აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, ვინაიდან ექიმმა შეიძლება შეცვალოს ჩვეულებრივი დოზირება.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის აიზბიოტს
ძალიან დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე გულისრევა, პირღებინება, დიარეა და სმენის დაკარგვა.
თუ დაგავიწყდათ აზიბიოტის მიღება:
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება დანიშნულ დროს, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა მიიღეთ მომდევნო დღეს.
თუ შეწყვეტთ აზიბიოტის მიღებას:
პრეპარატი მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავი უკეთ იგრძნოთ, ინფექცია შეიძლება ძალიან მალე ხელახლა განვითარდეს, თუ შეწყვეტთ მკურნალობას.
მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, აზიბიოტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ხშირი
- გულისრევა, პირღებინება, დიარეა (ზოგჯერ მწვავე), ტკივილი და სპაზმები მუცლის არეში;
არახშირი
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ეპილეფსიური შეტევები (კრუნჩხვები), გემოს შეგრძნების დარღვევები;
- მუცლის შებერილობა, მადის დაქვეითება;
- საშუალო და უფრო მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი.
იშვიათი
- ცვლილებები სისხლის ანალიზებში (თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია);
- აგრესიულობა, ნერვოზულობა, მოუსვენრობა, შიში;
- ჩხვლეტის შეგრძნება;
- სმენის დარღვევები, ხმაური ყურებში. გარდამავალი ხასიათის სმენის დარღვევები და ხმაური ყურებში განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ დიდ დოზებს.
- სწრაფი და ძლიერი გულისცემის უსიამოვნო შეგრძნებები (გულისცემა), სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია) და ტკივილი გულ-მკერდის არეში;
- ყაბზობა, ენის ფერის შეცვლა, ნაწლავების ანთების მძიმე ფორმა (ფსევდომემბრანული კოლიტი).
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, მათ შორის ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ნაღველის ნაკადის შემცირებით გამოწვეული თვალის გუგების, კანისა და მხედველობის ორგანოს ლორწოვანი გარსების სიყვითლე (ქოლესტატიური სიყვითლე) და ძალიან იშვიათად, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება.
- მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, სახსრების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი) და მძიმე ალერგიული რეაქცია მანიფესტირებული სახისა და ყელის შეშუპებით (ანგიოშეშუპება); ზოგჯერ მაღალი ტემპერატურა, კანზე წითელი გამონაყარი, სახსრების ტკივილი და თვალების ანთება (მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და მაღალი ტემპერატურა და კანის აქერცვლა (ეპიდერმული ნეკროლიზი).
- თირკმლის ინტერსტიციალური ქსოვილის ანთება (ინტერსტიციალური ნეფრიტი) და თირკმლის უკმარისობა;
- არტერიული წნევის დაცემა, მოუსვენრობა, სუსტი გახშირებული გულისცემა, კანის ოფლიანობა (ანაფილაქსია).
რომელიმე გვერდითი ეფექტის გაურესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება აზიბიოტი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ აზიბიოტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში დაუშვებელია. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ამგვარი ზომები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
რას შეიცავს აზიბიოტი
- აქტიური სუბსტანცია არის აზითრომიცინი.
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500მგ აზითრომიცინს 524 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.
- სხვა ინგრედიენტებია პრეჟელატინიზებული სახამებელი, კროსპოვიდონი, უწყლო კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი (E572) ტაბლეტის გულში და ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი და ტრიაცეტინი (E1518) ტაბლეტის გარსში.
როგორ გამოიყურება აზიბიოტი და რას შეიცავს შეფუთვა
შემოგარსული ტაბლეტები არის ოვალური ფორმის, თეთრი ფერის, გასაყოფი ხაზით.
შეიძლება ტაბლეტების ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა.
აზიბიოტის 3 შემოგარსული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.