მონოგრაფია Nº 04623 Rx · რეცეპტით
ორმიცინი
Ormicin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
- მოქმედი ნივთიერება
- აზითრომიცინი (Azithromycin)
- მწარმოებელი
- Arafarma Group, ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მაკროლიდები
- იმპორტიორი საქართველოში
- ორნადო მედიცინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: აზითრომიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
აზითრომიცინი
AZITHROMYCIN
250მგ კაფსულა#10
აზიტრომიცინი
Azitromycin
250მგ კაფსულა №60
აზიპინი
AZIPIN
250მგ კაფსულა №6
აზიტა
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
აზიმიცინი 250მგ
Azimycin 250mg
250მგ ტაბლეტები #6
აზინფექსინი
Azinfexin™
250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6
აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ
აზიმაკი
AZIMAC
250მგ კაფსულა #6
ზიტო სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ
ზიტროქსი სუსპენზია
ZITHROX
200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში
ზიტმაკი
Zitmac
16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1
მაკროფლუდი
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ
ტოპტი
TOPT
200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია
ზირომინი
ZIROMIN
500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
აზიმაკი
AZIMAK
200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში
აზით
500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3
აზიპინი
AZIPIN
500მგ კაფსულა №3
აზინფექსინი
Azinfexin™
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
აზოტრინი ტაბ.500მგ N3
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზირომინი
ZIROMIN
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
ზიტროქსი ტაბლეტი
ZITHROX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სტრომაკი
STROMAC
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიმაკი
Azimac
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)
ზიტმაკი 500 მგ
Zitmac 500მგ
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიბიოტი
Azibiot
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ბენე ფარმი
500მგ კაფსულა №3
აზითრომიცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ფარმოზი
500მგ ტაბლეტი №3
აზიმაკი ®
AZIMAC ®
500მგ კაფსულა #3
აზიმიცინი
Azimycin
500მგ ტაბლეტები #3
აზიტრომიცინი აზიტრიქსი
500მგ ტაბლეტი №3
აზოტრინი
500მგ ტაბლეტი №3
ზითროგარდი
500მგ ტაბლეტი №3
ზიტო-500 ტაბ
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზიტროტელი
500მგ ტაბლეტი №3
რომინაზიტი
Rominazit
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სუმამედი ტაბლეტები
SUMAMED
125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3
ტოპტი
TOPT
500მგ ტაბლეტი #10
აზი-S 500
Azi-S 500
500მგ ტაბლეტი №3 (1X3)
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
250მგ კაფსულა #10
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
500მგ კაფსულა #10
აზიოპტიკი
Azioptik
15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6
აზიპინი
AZIPIN
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1
ზეტამაქს რეტარდი
ZETAMAX retard
2გრ ფლაკონი #1
ზიტრომედი
ZITHROMED™
ტაბლეტი #3
სუმამედი ინექცია
SUMAMED
500 მგ ფლაკონი #5
სუმამედი სუსპენზია
SUMAMED
200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია
ტოპტი
TOPT
250მგ კაფსულა #10
ჰემომიცინი
HEMOMICIN
500მგ ტაბლეტი #6
ჰემომიცინი
HEMOMICIN
250მგ კაფსულა #6
ინსტრუქცია
ჩვენებები
ორმიცინი 500 მგ არის შემოგარსული. თითოეულ შეფუთვაში მოცემულია 3 ტაბლეტი.
აზითრომიცინი არის მაკროლიდების სახელით ცნობილი ანტიბიოტიკების ჯგუფის წევრი. გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- ქვედა და ზედა საჰაერო გზების ინფექციები, როგორიცაა ყურის ინფექციები, სინუსიტი, ფარინგოამიგდალიტი, ბრონქიტი და პნევმონია.
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ ორმიცინი 500 მგ:
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) აზითრომიცინის ან ორმიცინი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ორმიცინი 500 მგ-ს გამოყენებისას
- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება. ასეთ შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
- თუ მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის შემდეგ განვითარდა მძიმე და პერსისტენტული დიარეა, უთხარით ექიმს.
- ისევე როგორც სხვა ანიბიოტიკების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდეს სოკოვანი ინფექცია. უთხარით ამის თაობაზე ექიმს.
იმ შემთხვევაში, თუ 200მგ/5მლ ორმიცინით მკურნალობისას განვითარდა ალერგიული რეაქციები ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ქავილი, სიწითლე, გამონაყარი, შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
სხვა პრეპარატების მიღება
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით.
შეიძლება აღინიშნოს ორმიცინი 500 მგ-ს ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან. უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს:
- ერგოტის წარმოებულები, მაგ.: ერგოტამინი (გამოიყენება მიგრენის სამკურნალოდ)
- ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ)
- დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ)
- ანტაციდები, ციმეტიდინი (მონელების პრობლემების სამკურნალო პრეპარატები). თუ იღებთ ორმიცინი 500 მგ-ს და ანტაციდებს, მოიერიდეთ ორივე პრეპარატის დღის ერთსა და იმავე დროს მიღებას.
- ნელფინავირი, ზიდოვუდინი (გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ)
- კუმარინის წარმოებული (გამოიყენება სისხლის შედედების სამკურნალოდ)
- ტერფენადინი (ანტიჰისტამინები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების და თივის ცხელების სამკურნალოდ). რიფაბუტინა (გამოიყენება პულმონური ტუბერკულოზის და არაპულმონური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მიკობაქტერიით).
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩვა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გსურთ დაორსულება, ან ბავშვის ძუძუთი გამოკვება, უთხარით ექიმს. ორმიცინი 500 მგ რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი გადაწყვეტს, რომ სარგებელი აღემატება რისკს ბავშვისათვის.
გამოყენება ბავშვებში
ორმიცინი 500 მგ არ გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
არ არსებობს მონაცემები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ორმიცინი 500 მგ-ით გამოწვეული ზემოქმედების შესახებ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ორმიცინი 500 მგ-ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
როგორ გამოიყენება ორმიცინი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
500 მგ ორმიცინის გამოყენებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება. ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ორმიცინი 500 მგ.
ორმიცინი 500 მგ მიიღება პერორალურად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (ჭიქა წყალი).
დოზის განსაზღვრა მოხდება ექიმის მიერ თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების და ინფექციის სახეობის მიხედვით. ოპტიმალური ეფექტიანობისათვის, ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
ზოგადად, პრპარატის დოზა და მიღების ხანგრძლივობა არის შემდეგი: მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით):
500 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში, მთლიანი დოზა 1500 მგ (3 ტაბლეტი). სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ დოზა არის 1000 მგ (2 ტაბლეტი), რომელიც მიიღება ერთჯერადი პერორალური დოზის სახით.
ბავშვები და მოზარდები:
ამ შეფუთვის 500 მგ დოზა შესაფერისია მხოლოდ იმ ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რომელთა წონაც აღემატება 45 კგ-ს და მათთვის გამოიყენება ისეთივე დოზა, როგორიც მოზრდილებში. აღნიშნულზე დაბალი წონის შემთხვევაში ხელმისაწვდომია სხვა ფორმები.
თუ ფიქრობთ, რომ 500 მგ ორმიცინის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ორმოცინი 500 მგ, ვიდრე უნდა მიგეღოთ
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის. ჭარბი დოზის ან შემთხვევითი მიღებისას მიმართეთ ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურს.
თუ გამოტოვეთ ორმიცინი 500 მგ
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ორმიცინი 500 მგ მიღება
არსებობს დაავადების რეციდივის რისკი.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სიხშირეების განმარტება:
ძალიან ხშირი: 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში
ხშირი: 100-დან მინიმუმ 1 პაციენტში
არახშირი: 1000-დან მინიმუმ 1 პაციენტში
იშვიათი: 10 000-დან მინიმუმ 1 პაციენტში
ძალიან იშვიათი: 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით
კლინიკური ცდებისას გამოვლენილი არასასურველი მოვლენების უმრავლესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, რომლებიც გადის პრეპარატის შეწყვეტისთანავე და მოქმედებს მომნელებელ სისტემაზე და მოიცავს ძირითადად გულისრევას, ღებინებას, დიარეას ან მუცლის ტკივილს.
პოტენციურად სერიოზული არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ლარინგეალური ედემა (გამოწვეული ალერგიული რეაქციით) ან ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, ვითარდება კანის სიყვითლის თანხლებით. ეს არის შედარებით იშვიათი რეაქცია.
გარდა ამისა 500 მგ ორმიცინით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღწერილია პერორალური აზითრომიცინის მიღებისას:
- თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი დონე) და მსუბუქი ნეიტროპენიის ტრანზიტორული ეპიზოდები (სისხლში თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა)
- აგრესიულობა, ნევროზულობა, აღგზნება, თავბრუსხვევა, კონვულსიები, თავის ტკივილი, ძილიანობა და ჰიპერაქტიურობა.
- სმენის დაქვეითება და იშვიათად, გემოს ცვლილება
- დარღვევები გულის მხრივ
- მონელების დარღვევები, როგორიცაა ანორექსია, ღებინება/გულისრევა (რაც იწვევს დეჰიდრატაციას), თხელი განავალი, დისკომფორტი მუცლის არეში (კუჭის ტკივილი/სპაზმები), ყაბზობა, გაზების დაგროვება და იშვიათად მძიმე დიარეა, ენის ფერის შეცვლა.
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იშვიათად მძიმე) და თირკმლის ფუნქციის დარღვევა
- კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, სითხის აკუმულაცია ან ჭინჭრის გამონაყარი. გამონაკლის შემთხვევებში – მძიმე რეაქციები კანზე.
- სახსრების ტკივილი
- ვაგინალური სოკოვანი ინფექცია (ვაგინიტის)
- სოკოვანი ინფექციები, დაღლილობა, დაბუჟება და ალერგიული რეაქციები.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება ორმიცინი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობას.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ორმიცინი 500 მგ არ გამოიყენება კოლოფზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ორმიცინი 500 მგ არ გამოიყენოთ დაზიანების რაიმე ხილული ნიშანის შემთხვევაში.
პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ორმიცინი 500 მგ შეიცავს
აქტიური ინგრედიენტი არის აზითრომიცინი (დიჰიდრატი). ყოველი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს.
სხვა ინგრედიენტებია: პრეჟელანიზებული ხორბლის სახამებელი, კროსპოვიდონი, უწყლო კალციუმის ჰიდროგენის ფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზა და გლიცეროლის ტრიაცეტატი.
აღწერა და კონტეინერის შემცველობა
შემოგარსული ტაბლეტი არის თეთრი ფერის. თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია 3 ტაბლეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.