მონოგრაფია Nº 02986 Rx · რეცეპტით
ტოპტი
TOPT
200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია
დან11.52 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- აზითრომიცინი (Azithromycin)
- მწარმოებელი
- ავერსი ფარმა, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მაკროლიდები
- იმპორტიორი საქართველოში
- ავერსი ფარმა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP
ტოპტი 200მგ/5მლ. 15მლ. სუსპენზია
ყიდვა ↗11.52 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: აზითრომიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
აზითრომიცინი
AZITHROMYCIN
250მგ კაფსულა#10
აზიტრომიცინი
Azitromycin
250მგ კაფსულა №60
აზიპინი
AZIPIN
250მგ კაფსულა №6
აზიტა
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
აზიმიცინი 250მგ
Azimycin 250mg
250მგ ტაბლეტები #6
აზინფექსინი
Azinfexin™
250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6
აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ
აზიმაკი
AZIMAC
250მგ კაფსულა #6
ზიტო სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ
ზიტროქსი სუსპენზია
ZITHROX
200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში
ზიტმაკი
Zitmac
16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1
მაკროფლუდი
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ
ზირომინი
ZIROMIN
500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
აზიმაკი
AZIMAK
200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში
აზით
500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3
აზიპინი
AZIPIN
500მგ კაფსულა №3
აზინფექსინი
Azinfexin™
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
აზოტრინი ტაბ.500მგ N3
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზირომინი
ZIROMIN
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
ზიტროქსი ტაბლეტი
ZITHROX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სტრომაკი
STROMAC
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიმაკი
Azimac
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)
ზიტმაკი 500 მგ
Zitmac 500მგ
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიბიოტი
Azibiot
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ბენე ფარმი
500მგ კაფსულა №3
აზითრომიცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ფარმოზი
500მგ ტაბლეტი №3
აზიმაკი ®
AZIMAC ®
500მგ კაფსულა #3
აზიმიცინი
Azimycin
500მგ ტაბლეტები #3
აზიტრომიცინი აზიტრიქსი
500მგ ტაბლეტი №3
აზოტრინი
500მგ ტაბლეტი №3
ზითროგარდი
500მგ ტაბლეტი №3
ზიტო-500 ტაბ
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზიტროტელი
500მგ ტაბლეტი №3
რომინაზიტი
Rominazit
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სუმამედი ტაბლეტები
SUMAMED
125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3
ტოპტი
TOPT
500მგ ტაბლეტი #10
აზი-S 500
Azi-S 500
500მგ ტაბლეტი №3 (1X3)
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
250მგ კაფსულა #10
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
500მგ კაფსულა #10
აზიოპტიკი
Azioptik
15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6
აზიპინი
AZIPIN
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1
ზეტამაქს რეტარდი
ZETAMAX retard
2გრ ფლაკონი #1
ზიტრომედი
ZITHROMED™
ტაბლეტი #3
ორმიცინი
Ormicin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
სუმამედი ინექცია
SUMAMED
500 მგ ფლაკონი #5
სუმამედი სუსპენზია
SUMAMED
200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია
ტოპტი
TOPT
250მგ კაფსულა #10
ჰემომიცინი
HEMOMICIN
500მგ ტაბლეტი #6
ჰემომიცინი
HEMOMICIN
250მგ კაფსულა #6
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
აზითრომიცინის დიჰიდრატს, 250 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, მეთილჰიდროქსიბენზოატი,
პროპილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), Brilliant Blue FCF (E 133), Ponceau 4R (E 124).
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აზითრომიცინის დიჰიდრატს, 500 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ბენზოატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Ready Mix Blue (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), Lake Indigo Carmine (E 132)).
სუსპენზიის 5 მლ შეიცავს:
აზითრომიცინის დიჰიდრატს, 200 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: სუკროზა, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ასპარტამი, ნატრიუმის ბენზოატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფოსფატი, ქსანტანის გუმფისი, გასუფთავებული წყალი, პიტნისა და ანანასის არომატიზატორები, საღებავი: Quinoline Yellow (E 104).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტოპტი – მაკროლიდების ჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალებაა. უკავშირდება რიბოსომის 50შ სუბერთეულს, თრგუნავს ცილის სინთეზს, ანელებს ბაქტერიების ზრდას და გამრავლებას. მაღალი კონცენტრაციით ავლენს ბაქტერიციდულ ეფექტს.
აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Streptococcus spp. (групп С, F, G), S. pneumoniae, S. pyogenes, S. agalactiae, S. viridans, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus; გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, Bordetella parapertussis, Legionella pneumophila, Haemophilus ducreyi, Campilobacter jejuni, Neisseria gonorrhoeae и Gardnerella vaginalis; ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ: Bacteroides bivius, Clostridium perfringens, Peptostreptococcus spp, Chlamydia trachomatis, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Mycobacteria avium complex, Ureaplasma urealyticum, Treponema pallidum, Borrella burgdorferi, ასევე აქტიურია Helicobacter pylori-ს მიმართ. არააქტიურია ერითრომიცინისადმი მდგრადი ბაქტერიების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აზითრომიცინის აბსორბციას. ჩმახ პლაზმაში მიიღწევა 2-3 სთ-ის შემდეგ. 500 მგ პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობაა 37%, თ1/2 - 68 სთ, განაწილების მოცულობა – 31.1 ლ/კგ. სტაბილური რაოდენობა პლაზმაში მიიღწევა 5-7 დღის შემდეგ. იოლად გაივლის ჰისტოჰემატურ ბარიერს და ხვდება ქსოვილში. ფაგოციტებით, პოლიმორფულბირთვული ლეიკოციტებით და მაკროფაგებით ტრანსპორტირდება ანთების კერაში, სადაც გამოთავისუფლდება ბაქტერიების თანდასწრებით. კონცენტრაცია ქსოვილებსა და უჯრედებში 10-50-ჯერ მაღალია, ვიდრე პლაზმაში, ხოლო ინფექციის კერაში – 24-34 %-ით მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ ქსოვილებში. მაღალი ანტიბაქტერიული დონე ქსოვილებში აღინიშნება პრეპარატის უკანასკნელი Mმიღებიდან 5-7 დღის განმავლობაში. საკვების მიღება მნიშვნელოვნად ცვლის ფარმაკოკინეტიკას (წამლის ფორმის მიხედვით): კაფსულები – მცირდება Cmax (52%) და AUC (43%); ტაბლეტები – იზრდება Cmax (31%), AUჩ უცვლელია; სუსპენზია – იზრდება Cmax (46%) და AUC (14%). პლაზმური კლირენსი – 630 მლ/წთ. ღვიძლში განიცდის დემეთილირებას და კარგავს აქტიურობას. 50% გამოიყოფა ნაღველით შეუცვლელი სახით, ხოლო 6% - შარდთან ერთად. ხანდაზმულ მამაკაცებში (65-85 წ.) ფარმაკოკინეტიკის პარამეტრები არ იცვლება, ქალებში – Cmax იზრდება (30-50%-ით), 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – მცირდება Cmax, T1/2 , AUC.
ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (მწვავე ფარინგიტი, მწვავე ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი, შუა ყურის მწვავე ანთება);
- სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, ინტერსტიციალური და ალვეოლური პნევმონია);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ქრონიკული მიგრირებადი ერითემა – ლაიმას დაავადების საწყისი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები, Acne vulgaris გაურთულებელი ფორმები);
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ურეთრიტი და/ან ცერვიციტი);
- Helicobacter pylori - სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება
ტოპტი მიიღება პერორალურად ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ. მოზრდილებში კანისა და რბილი ქსოვილების, ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციების დროს ინიშნება 0.5 გ დღე-ღამეში სამი დღის განმავლობაში (ჯამური დოზა 1.5 გ). შარდ-სასქესო ორგანოების მწვავე ანთების დროს (გაურთულებელი ურეთრიტი და/ან ცერვიციტი) ინიშნება 1 გ ერთჯერადად. ლაიმას დაავადების პირველი სტადიის სამკურნალოდ (Erythema migrans) – 1 გ პირველ დღეს, მე-2-5 დღეს ყოველდღიურად 0.5 გ (ჯამური დოზა – 3 გ).
Helicobacter pylori -სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს – 1 გ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში ანტიჰელიკობაქტერიულ თერაპიასთან კომბინაციაში.
Acne vulgaris მკურნალობის დროს: ჯამური დოზა – 6 გ. მკურნალობის რეკომენდებული სქემა: 500 მგ – 1-ჯერ დღე-ღამეში მკურნალობის პირველი 3 დღის განმავლობაში, შემდეგ 500 მგ – 1-ჯერ კვირაში 9 კვირის განმავლობაში.
ბავშვებისათვის დოზირება დგინდება ბავშვის ასაკის და სხეულის მასის მიხედვით. ინიშნება 10 მგ/კგ 1-ჯერ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში (ჯამური დოზა - 30 მგ/კგ).
<15 კგ-ზე სხეულის მასის მქონე ბავშვებში ინიშნება 2 მლ; 15-24 კგ-მდე – 5 მლ;
ბავშვებში 25 კგ-ზე მეტი სხეულის მასით შეიძლება დაინიშნოს კაფსულები (250 მგ) ან ტაბლეტები (500 მგ), ხოლო ბავშვებში 45 კგ-ზე მეტი სხეულის მასით პრეპარატი ინიშნება იგივე დოზით, როგორც მოზრდილებში.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი დოზები – 24 სთ-იანი ინტერვალით.
გვერდითი მოვლენები
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ; იშვიათად – ძილიანობა, სისუსტე;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში; იშვიათად – ქოლესტაზური სიყვითლე;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტკივილი გულმკერდის არეში, ტაქიკარდია, არითმია; შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინიტი, იშვიათად – კანდიდოზი, ნეფრიტი; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების, ბილირუბინის, ეოზინოფილების აქტივობის შექცევადი მატება. შეცვლილი მაჩვენებლები ნორმის ფარგლებს აღწევს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ; სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; სხვა: იშვიათად – ჰიპერგლიკემია, ართრალგია. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ტოპტის ან სხვა მაკროლიდების მიმართ, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ტოპტი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს. ტოპტი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, რის გამოც პრეპარატის მიღების დროს და მიღების დასრულების შემდეგ 2 დღის განმავლობაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევის, გულის არითმიების დროს (შესაძლებელია პარკუჭოვანი არითმიები და Q-T ინტერვალის გაზრდა).
მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ზოგიერთ პაციენტებს უნარჩუნდებათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რაც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სპეციფიკურ თერაპიას საჭიროებს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ, ძილიანობა, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები, სმენის დროებითი დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. მკურნალობა: სიმპტომური.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ანტაციდებთან ერთდროული მიღება ტოპტის მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში ამცირებს 30%-ით. პრეპარატს იღებენ 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ ანტაციდის მიღებიდან.
ჭვავის რქის ალკალოიდებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ერგოტიზმის განვითარება. ვარფარინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის ეფექტის გაძლიერება.
ტოპტის გამოყენებისას დიგოქსინთან ან დიგიტოქსინთან შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში და გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი. დიზოპირამიდთან ერთდროული გამოყენებისას აღწერილია პარკუჭოვანი ექსრასისტოლიის განვითარების შესაძლებლობა. ლოვასტატინთან ერთდროული გამოყენებისას აღწერილია რაბდომიოლიზის განვითარების შესაძლებლობა. რიფაბუტინთან ერთდროული მიღებისას იზრდება ნეიტროპენიის და ლეიკოპენიის განვითარების რისკი. ციკლოსპორინთან ერთდროული მიღებისას ირღვევა ამ უკანასკნელის მეტაბოლიზმი, რაც ზრდის ციკლოსპორინით გამოწვეული გვერდითი და ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკს.
შენახვის პირობები
კაფსულები და ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სუსპენზია: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზია ვარგისია გამოყენებისათვის 7 დღის განმავლობაში. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
კაფსულები და სუსპენზია: 2 წელი.
ტაბლეტები: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.