8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03513 Rx · რეცეპტით

აზი-S 500

Azi-S 500

500მგ ტაბლეტი №3 (1X3)

მოქმედი ნივთიერება
აზითრომიცინი (Azithromycin)
მწარმოებელი
SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მაკროლიდები
იმპორტიორი საქართველოში
სმარტფარმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: აზითრომიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

აზითრომიცინი, 250მგ კაფსულა#10

აზითრომიცინი

AZITHROMYCIN

250მგ კაფსულა#10

აზითრომიცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან5.00 ₾
აზიტრომიცინი, 250მგ კაფსულა №60

აზიტრომიცინი

Azitromycin

250მგ კაფსულა №60

აზითრომიცინი cipla, ინდოეთი
დან5.50 ₾
აზიპინი, 250მგ კაფსულა №6

აზიპინი

AZIPIN

250მგ კაფსულა №6

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
დან8.84 ₾
აზიტა, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზიტა

500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან9.80 ₾
აზიმიცინი 250მგ, 250მგ ტაბლეტები #6

აზიმიცინი 250მგ

Azimycin 250mg

250მგ ტაბლეტები #6

აზითრომიცინი პოლფა ტარხომინი, პოლონეთი
დან9.96 ₾
აზინფექსინი, 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6

აზინფექსინი

Azinfexin™

250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6

აზითრომიცინი DEVA Holding, თურქეთი
დან9.96 ₾
აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ, 200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ

აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ

200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ

აზითრომიცინი
დან10.30 ₾
აზიმაკი, 250მგ კაფსულა #6

აზიმაკი

AZIMAC

250მგ კაფსულა #6

აზითრომიცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან10.92 ₾
ზიტო სუსპ.200მგ/5მლ, 200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ

ზიტო სუსპ.200მგ/5მლ

200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ

აზითრომიცინი
დან10.99 ₾
ზიტროქსი სუსპენზია, 200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში

ზიტროქსი სუსპენზია

ZITHROX

200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში

აზითრომიცინი Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
დან11.50 ₾
ზიტმაკი, 16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1

ზიტმაკი

Zitmac

16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1

აზითრომიცინი NOBEL-PHARMSANOAT, უზბეკეთი
დან11.52 ₾
მაკროფლუდი, 200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ

მაკროფლუდი

200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ

აზითრომიცინი ლაბ. ლესვი, ესპანეთი
დან11.52 ₾
ტოპტი, 200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია

ტოპტი

TOPT

200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია

აზითრომიცინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.52 ₾
ზირომინი, 500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ზირომინი

ZIROMIN

500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

აზითრომიცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან12.01 ₾
აზიმაკი, 200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში

აზიმაკი

AZIMAK

200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში

აზითრომიცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან12.03 ₾
აზით, 500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3

აზით

500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან13.80 ₾
აზიპინი, 500მგ კაფსულა №3

აზიპინი

AZIPIN

500მგ კაფსულა №3

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
დან13.80 ₾
აზინფექსინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

აზინფექსინი

Azinfexin™

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

აზითრომიცინი DEVA Holding, თურქეთი
დან17.05 ₾
აზოტრინი ტაბ.500მგ N3, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზოტრინი ტაბ.500მგ N3

500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან17.05 ₾
ზირომინი, 500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

ზირომინი

ZIROMIN

500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან17.05 ₾
ზიტროქსი ტაბლეტი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

ზიტროქსი ტაბლეტი

ZITHROX

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
დან17.05 ₾
სტრომაკი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

სტრომაკი

STROMAC

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი DOPPEL Farmaceutici, იტალია
დან17.06 ₾
აზიმაკი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)

აზიმაკი

Azimac

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)

აზითრომიცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან17.07 ₾
ზიტმაკი 500 მგ, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

ზიტმაკი 500 მგ

Zitmac 500მგ

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან17.07 ₾
აზიბიოტი, 500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

აზიბიოტი

Azibiot

500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან17.08 ₾
აზითრომიცინი ბენე ფარმი, 500მგ კაფსულა №3

აზითრომიცინი ბენე ფარმი

500მგ კაფსულა №3

აზითრომიცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან17.08 ₾
აზითრომიცინი ნორმონი, 500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ნორმონი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან17.08 ₾
აზითრომიცინი ფარმოზი, 500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ფარმოზი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან17.08 ₾
აზიმაკი ®, 500მგ კაფსულა #3

აზიმაკი ®

AZIMAC ®

500მგ კაფსულა #3

აზითრომიცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან17.08 ₾
აზიმიცინი, 500მგ ტაბლეტები #3

აზიმიცინი

Azimycin

500მგ ტაბლეტები #3

აზითრომიცინი პოლფა ტარხომინი, პოლონეთი
დან17.08 ₾
აზიტრომიცინი აზიტრიქსი, 500მგ ტაბლეტი №3

აზიტრომიცინი აზიტრიქსი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან17.08 ₾
აზოტრინი, 500მგ ტაბლეტი №3

აზოტრინი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ბიოფარმა, თურქეთი
დან17.08 ₾
ზითროგარდი, 500მგ ტაბლეტი №3

ზითროგარდი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ვან ფარმა ინდუსტრიალ კომპანი, საბერძნეთი
დან17.08 ₾
ზიტო-500 ტაბ, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

ზიტო-500 ტაბ

500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან17.08 ₾
ზიტროტელი, 500მგ ტაბლეტი №3

ზიტროტელი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ანფარმა, პოლონეთი
დან17.08 ₾
რომინაზიტი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

რომინაზიტი

Rominazit

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან17.08 ₾
სუმამედი ტაბლეტები, 125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3

სუმამედი ტაბლეტები

SUMAMED

125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3

აზითრომიცინი ტევა, უკრაინა
დან22.82 ₾
ტოპტი, 500მგ ტაბლეტი #10

ტოპტი

TOPT

500მგ ტაბლეტი #10

აზითრომიცინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან32.84 ₾

აზითრომიცინი ნეო

Azithromycin Neo

250მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
აზითრომიცინი ნეო, 500მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ნეო

Azithromycin Neo

500მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
აზიოპტიკი, 15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6

აზიოპტიკი

Azioptik

15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
აზიპინი, 200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1

აზიპინი

AZIPIN

200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
Rx · რეცეპტით
ზეტამაქს რეტარდი, 2გრ ფლაკონი #1

ზეტამაქს რეტარდი

ZETAMAX retard

2გრ ფლაკონი #1

აზითრომიცინი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

ზიტრომედი

ZITHROMED™

ტაბლეტი #3

აზითრომიცინი SR Medicare, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ორმიცინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

ორმიცინი

Ormicin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

აზითრომიცინი Arafarma Group, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
სუმამედი ინექცია, 500 მგ ფლაკონი #5

სუმამედი ინექცია

SUMAMED

500 მგ ფლაკონი #5

აზითრომიცინი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
სუმამედი სუსპენზია, 200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია

სუმამედი სუსპენზია

SUMAMED

200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია

აზითრომიცინი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
ტოპტი, 250მგ კაფსულა #10

ტოპტი

TOPT

250მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ჰემომიცინი, 250მგ კაფსულა #6

ჰემომიცინი

HEMOMICIN

250მგ კაფსულა #6

აზითრომიცინი ჰემოფარმი, სერბეთი
Rx · რეცეპტით

ჰემომიცინი

HEMOMICIN

500მგ ტაბლეტი #6

აზითრომიცინი ჰემოფარმი, სერბეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

გამოყენების ინსტრუქცია

აზითრომიცინი ტაბლეტები USP

აზი-S 500

პროდუქციის დასახელება: აზი-S 500

აქტიური ნივთიერებ(-ებ)ის დასახელება და დოზირება:

აპკიანი გარსით დაფარული თითო ტაბლეტი შეიცავს:

აზითრომიცინი USP 500 მგ

(უწყლო)

საღებავი: ტიტანის დიოქსიდი

ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია:

მაკროლიდური ანტიბიოტიკი

ფარმაკოდინამიკა/ფარმაკოკინეტიკა:

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი:

აზითრომიცინის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მიკრობული ცილის სინთეზის დათრგუნვას, ანუ იგი უკავშირდება რიბოსომების 50S ქვე-ერთეულს და თრგუნავს პეპტიდების ტრანსლოკაციას. აზითრომიცინი მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად.

03

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პერორალურად მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 37%-ს. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა სამკურნალო საშუალების მიღებიდან 2-3 საათში.

განაწილება

პერორალურად მიღებისას აზითრომიცინი ფართოდ ნაწილდება მთელ ორგანიზმში.

კონცენტრაცია ინფიცირებულ ქსოვილებში (მაგ: ფილტვებში, ნუშისებრ და წინამდებარე ჯირკვლებში) უფრო მაღალია ვიდრე ყველაზე მეტად გავრცელებული პათოგენების Mღჩ90 ერთჯერადი 500 მგ დოზის მიღების შემდეგ.

გამოყოფა

პლაზმიდან საბოლოო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი სრულად ასახავს ქსოვილებიდან ნახევარ-გამოყოფის პერიოდის, 2-4 დღეს.

აზითრომიცინის მიღებული დოზის დაახლოებით 12% უცვლელი ფორმით გამოიყოფა შარდში მომდევნო სამი დღის განმავლობაში. უცვლელი აზითრომიცინის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციები აღმოჩნდა ადამიანის ნაღველში.

04

ჩვენებები

:

აზითრომიცინი ნაჩვენებია აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

ბრონქიტი

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

სინუსიტი

ფარინგიტი/ტონზილიტი

შუა ყურის ანთება

კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი გენიტალური ინფექციები

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადოდ გამოყენების ოფიციალური რეკომენდაციები. ინფექციების ემპირიული მკურნალობისთვის აზითრომიცინი არ წარმოადგენს ოპტიმალურ ვარიანტს იმ რეგიონებში, სადაც რეზისტენტული შტამების გავრცელება ≥10%-ს შეადგენს.

რეკომენდებული დოზა:

მოზრდილები

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი გენიტალური ინფექციების შემთხვევაში ინიშნება 1000 მგ, ერთჯერადი პერორალური დოზის სახით. ყველა სხვა ჩვენების დროს დოზა არის 1500 მგ და მიიღება 500 მგ დღეში, სამი დღე თანმიმდევრულად.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება დოზირების იგივე დიაპაზონი, რაც ახალგაზრდებში.

ბავშვები

აზითრომიცინის ტაბლეტები მოზრდილთათვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზით გამოიყენება მხოლოდ 45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში. 45 კგ-მდე წონის ბავშვებში შესალებელია აზითრომიცინის სხვა ფარმაცევტული ფორმის, მაგ: სუსპენზიის გამოყენება.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

დოზის კორექცია არ არის საჭირო მსუბუქიდან ზომიერამდე ხარისხის თირკმლის უკმარისობის (GFR 10-80 მლ/წთ) მქონე პაციენტებში. აზითრომიცინი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის (GFR <10 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში, რომლებსაც ღვიძლის ფუნქცია მსუბუქიდან ზომიერამდე ხარისხით აქვთ დაქვეითებული. ვინაიდან აზითრომიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველში, შესაბამისად პრეპარატი არ მიიღება ღვიძლის მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებში. კვლევები არ ჩატარებულა აზიტრომიცინით მკურნალობის შესახებ.

მიღების გზა:

ტაბლეტები პერორალური გამოყენებისთვის.

05

უკუჩვენებები

აზითრომიცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდური ან კეტოლიდური ანტიბიოტიკების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

06

განსაკუთრებული მითითებები

ერითრომიცინის და სხვა მაკროლიდების მსგავსად დაფიქსირდა სერიოზული ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია (იშვიათად ფატალური). აზითრომიცინის შემთხვევაში ზოგიერთმა მოცემულმა რეაქციამ გამოიწვია რეციდივული სიმპტომები და საჭირო გახდა უფრო ხანგრძლივად დაკვირვება და მკურნალობა.

ვინაიდან აზითრომიცინის გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს ღვიძლი, შესაბამისად აზითრომიცინი სიფრთხილით მიიღება ღვიძლის სერიოზული დაავადების მქონე პაციენტებში. აზითრომიცინის გამოყენებისას დაფიქსირდა ფულმინანტური ჰეპატიტის შემთხვევები, რაც პოტენციურად იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ ღვიძლის უკმარისობას.

თირკმლის უკმარისობა: დოზის კორექცია არ არის საჭირო მსუბუქიდან ზომიერამდე ხარისხის თირკმლის უკმარისობის (GFR 10-80 მლ/წთ) მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა რეკომენდებული თირკმლის მწვავე უკმარისობის (GFR <10 მლ/წთ) მქონე პაციენტებში, რადგან შესაძლოა გაიზარდოს აზითრომიცინის სისტემური ზემოქმედება.

სიფრთხილეა საჭირო პაციენტების მკურნალობის დროს:

რომლებსაც აღენიშნებათ თანდაყოლილი ან დადასტურებული შეძენილი Qთ ინტერვალის გახანგრძლივება.

ისეთი აქტიური ნივთიერებების მიღებისას, რომლებიც იწვევენ Qთ ინტერვალის გახანგრძლივებას, ასეთებია IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ცისაპრიდი და ტერფენადინი.

რომლებსაც აღენიშნებათ ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის და ჰიპომაგნიემიის დროს.

რომლებსაც აღენიშნებათ კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია, გულის არითმია ან გულის მწვავე უკმარისობა.

რომლებსაც აღენიშნებათ ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადებები: აზითრომიცინი სიფრთხილით გამოიყენება ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადებების მქონე პაციენტებში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებები:

ალუმინის ან მაგნიუმის მარილების შემცველ ანტაციდებთან ერთად აზითრომიცინის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეწოვის სიჩქარის, მაგრამ არ მოცულობის შემცირება: აზითრომიცინის მიღება უნდა მოხდეს ანტაციდების მიღებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

შრატში აზითრომიცინის კონცენტრაციები გამოხატულად იზრდება ნელფინავირთან ერთად მიღებისას, მაგრამ ამ მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა დაუდგენელია.

აზითრომიცინს არ ახასიათებს მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ღვიძლის ციტოქრომა P450 სისტემასთან. მიჩნეულია, რომ მას არ ახასიათებს პრეპარატებთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები, როგორც ეს აღინიშნება ერითრომიცინის და სხვა მაკროლიდების შემთხვევაში. ღვიძლის ციტოქრომა P450-ის ინდუქცია ან ინაქტივაცია ციტოქრომულ-მეტაბოლიტური კომპლექსით არ აღინიშნება აზითრომიცინის შემთხვევაში.

მაკროლიდური ანტიბიოტიკების, მათ შორის აზითრომიცინის და P-გლიკოპროტეინის სუბსტრატების (მაგ: დიგოქსინი) ერთობლივად მიღებისას აღინიშნა შრატში P-გლიკოპროტეინის სუბსტრატის დონის ზრდა. შესაბამისად, აზითრომიცინის და P-გპ სუბსტრატების (მაგ: დიგოქსინი) ერთობლივად მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შრატში სუბსტრატის კონცენტრაციის მომატების ალბათობა.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: აზითრომიცინი უკუნაჩვენები უნდა იყოს ორსულობის დროს.

ლაქტაცია: აზითრომიცინი უკუნაჩვენები უნდა იყოს ლაქტაციის დროს.

08

გვერდითი მოვლენები

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სიყრუე, ღებინება, დისპეფსია, ქავილი, გამონაყარი, დაღლილობა. სისხლში ბიკარბონატის შემცირება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, მხედველობის დარღვევა.

ჭარბი დოზა და მკურნალობა:

სიმპტომები:

რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას ისეთივე გვერდითი რეაქციები აღინიშნა, რაც ჩვეულებრივი დოზების მიღებისას, განსაკუთრებით გულისრევა, დიარეა და ღებინება.

მკურნალობა:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროების მიხედვით ნაჩვენებია ზოგადი სიმპტომური და დამხმარე ზომების მიღება.

09

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

წამლის ფორმა და შეფუთვა:

წამლის ფორმა: ტაბლეტი

შეფუთვა: 3 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში; 1 X 3 ტაბლეტი კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.