მონოგრაფია Nº 00381 Rx · რეცეპტით
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
250მგ კაფსულა #10
- მოქმედი ნივთიერება
- აზითრომიცინი (Azithromycin)
- მწარმოებელი
- ნეოფარმი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მაკროლიდები
- იმპორტიორი საქართველოში
- ნეოფარმი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: აზითრომიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
აზითრომიცინი
AZITHROMYCIN
250მგ კაფსულა#10
აზიტრომიცინი
Azitromycin
250მგ კაფსულა №60
აზიპინი
AZIPIN
250მგ კაფსულა №6
აზიტა
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
აზიმიცინი 250მგ
Azimycin 250mg
250მგ ტაბლეტები #6
აზინფექსინი
Azinfexin™
250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6
აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ
აზიმაკი
AZIMAC
250მგ კაფსულა #6
ზიტო სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ
ზიტროქსი სუსპენზია
ZITHROX
200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში
ზიტმაკი
Zitmac
16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1
მაკროფლუდი
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ
ტოპტი
TOPT
200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია
ზირომინი
ZIROMIN
500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
აზიმაკი
AZIMAK
200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში
აზით
500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3
აზიპინი
AZIPIN
500მგ კაფსულა №3
აზინფექსინი
Azinfexin™
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
აზოტრინი ტაბ.500მგ N3
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზირომინი
ZIROMIN
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
ზიტროქსი ტაბლეტი
ZITHROX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სტრომაკი
STROMAC
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიმაკი
Azimac
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)
ზიტმაკი 500 მგ
Zitmac 500მგ
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიბიოტი
Azibiot
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ბენე ფარმი
500მგ კაფსულა №3
აზითრომიცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ფარმოზი
500მგ ტაბლეტი №3
აზიმაკი ®
AZIMAC ®
500მგ კაფსულა #3
აზიმიცინი
Azimycin
500მგ ტაბლეტები #3
აზიტრომიცინი აზიტრიქსი
500მგ ტაბლეტი №3
აზოტრინი
500მგ ტაბლეტი №3
ზითროგარდი
500მგ ტაბლეტი №3
ზიტო-500 ტაბ
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზიტროტელი
500მგ ტაბლეტი №3
რომინაზიტი
Rominazit
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სუმამედი ტაბლეტები
SUMAMED
125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3
ტოპტი
TOPT
500მგ ტაბლეტი #10
აზი-S 500
Azi-S 500
500მგ ტაბლეტი №3 (1X3)
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
500მგ კაფსულა #10
აზიოპტიკი
Azioptik
15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6
აზიპინი
AZIPIN
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1
ზეტამაქს რეტარდი
ZETAMAX retard
2გრ ფლაკონი #1
ზიტრომედი
ZITHROMED™
ტაბლეტი #3
ორმიცინი
Ormicin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
სუმამედი ინექცია
SUMAMED
500 მგ ფლაკონი #5
სუმამედი სუსპენზია
SUMAMED
200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია
ტოპტი
TOPT
250მგ კაფსულა #10
ჰემომიცინი
HEMOMICIN
500მგ ტაბლეტი #6
ჰემომიცინი
HEMOMICIN
250მგ კაფსულა #6
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - აზითრომიცინის 250მგ-ს ან 500მგ-ს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აზითრომიცინი წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების მქონე ანტიბიოტიკს. აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიები: Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Haemophilus influenzae, H. parainfluenzae, Moraxella catarrhalis, Bacteroides fragilis, Escherichia coli, Bordetella pertussis, B. parapertussis, Borrelia burgdorferi, Hemophilus ducreyi, Neisseri gonorrhoeae, Chlamydia trachomatis; პრეპარატი აქტიურია ასევე Legionella pneumophila, mycoplasma pneumoniae, Treponema pallidum,Toxoplasma gondii – ის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად ნაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში. საკვების მიღება ამცირებს აზითრომიცინის აბსორბციას, ამიტომ პრეპარატის მიღება ხდება კვებამდე 1 სთ-ით ადრე ან კვებიდან 2 სთ-ის შემდეგ. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობაა 37%, 500მგ-ის შიგნით მიღებისას ჩმახ შეადგენს 0,41მგ/კგ. ინფექციის კერაში აზითრომიცინის კონცენტრაცია 24-34%-ით აღემატება ჯანმრთელ ქსოვილებში მის კონცენტრაციას.
აზითრომიცინის 35% დემეთილირების გზით მეტაბოლიზდება ღვიძლში, 59%-ზე მეტი უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველთან ერთად, 4,5%-მდე - კი შარდთან ერთად. ანთებით კერაში აზითრომიცინის ბაქტერიციდული კონცენტრაციის შენარჩუნება ხდება უკანასკნელი დოზის მიღებიდან 5-7 დღის განმავლობაში.
ჩვენებები
აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ - ანთებითი დაავადებები:
- სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია);
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
- უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ქლამიდიური ინფექცია, ურეთრიტი, ცერვიციტი, სქესობრივი გზით გადამდები არაგონოკოკური ინფექციები);
- ლაიმას დაავადება (ბორელიოზი);
- Helicobacter piroli – სთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად. პრეპარატი ინიშნება დღეში ერთჯერQკვებამდე 1 სთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.
დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე:
მოზრდილებში: 250 - 1000მგ 1-ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვებში: 4-10 მგ/კგ 1-ჯერ დღე-ღამეში.
მიღების ხანგრძლივობა 2-5 დღე. ბავშვებში დოზის კორელაცია ხდება წონის გათვალისწინებით.
მოზრდილებში სასუნთქი სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს ინიშნება:
500მგ 1-ჯერ დღეში სამი დღის განმავლობაში, ან პირველ დღეს – 500მგ, II დღიდან V დღემდე - 250მგ (თერაპიული კურსი – 1,5გ).
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 10მგკგ დღეში 1-ჯერ სამი დღის განმავლობაში, ან პირველ დღეს 10 მგკგ, შემდეგ 4 Dდღე 5-10მგკგ დღეში 1-ჯერ (კურსის დოზა 30მგკგ).
უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს: ერთჯერადად 1გ.
Chlamidia trachomatis –ით გამოწვეული გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტის, ცერვიციტის დროს: ინიშნება 1გ 1-ჯერ დღეში 7 დღიანი ინტერვალებით I-VII-XIV დღეს (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 3გ-ს).
ლაიმას დაავადების დროს: პირველ დღეს ინიშნება 1გ ერთ მიღებაზე, II დღიდან V დღემდე - 500მგ მიღებაზე (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 3გ-ს).
ქრონიკული გარდამავალი ერითემა: ბავშვები – პრეპარატის ჯამური დოზა შეადგენს 60მგ/კგ დღეში ერთჯერ. I დღეს – 20მგ/კგ და II-დან V დღემდე – 10მგ/კგ. მოზრდილებში – პირველ დღეს ინიშნება 1გ ერთ მიღებაზე (დღეში ერთჯერ), II დღიდან V დღემდე - 500მგ დღეში 1 - ჯერ (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 3გ-ს).
გვერდითი მოვლენები
იშვიათად - გამონაყარი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, მეტეორიზმი. გვერდითი ეფექტები შექცევადია და მკურნალობის კურსის დასრულებისას ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი.
- ღვიძლის ან /და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
ორსულობა და ლაქტაცია
აზითრომიცინი აღწევს პლაცენტაში. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის მოსალოდნელ რისკს. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევში ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად. ანტაციდებთან ერთად მიღებისასAაუცილებელია 2სთ-იანი ინტერვალის დაცვა. დოზის გამოტოვების შემთხვევაში გამოტოვებული დოზა მიიღება დაუყოვნებლივ, მომდევნო დოზა კი - 24სთ-იანი ინტერვალის დაცვით.
მკურნალობის შემდეგ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება შენარჩუნდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, რაც საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
,,აზითრომიცინი ნეო’’ არ ახდენს გავლენასAავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს ძლიერი გულისრევა, ღებინება, დიარეა, სმენის დროებითი დაკარგვა.
მკურნალობა: დოზის გადაჭარბებისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა. მკურნალობა სიმპტომურია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ანტაციდები, ეთანოლი და საკვები ,,აზითრომიცინ ნეო’’-სთან ერთად მიღებისას ანელებს და ამცირებს მის აბსორბციას.
ვარფარინის და ,,აზითრომიცინი ნეო’’-ს ერთდროულად დანიშვნისას მაკროლიდების და ვარფარინის ურთიერთქმედებამ შესაძლოა გააძლიეროს ანტიკოაგულაციური ეფექტი, ამიტომ აუცილებელია პაციენტებში პროთრომბინის დონის კონტროლი.
,,აზითრომიცინი ნეო’’ ზრდის დიგოქსინის კონცენტრაციას ნაწლავური ფლორის ზემოქმედებით მისი ინაქტივაციის შესუსტების გამო.
ერგოტამინის და დიჰიდროერგოტამინის ,,აზითრომიცინ ნეო’’-სთან ერთად მიღებისას ძლიერდება მათი ტოქსიკური ზემოქმედება.
ლინკოზამიდები ასუსტებენ, ხოლო ტეტრაციკლინი და ქლორამფენიკოლი კი აძლიერებს ,,აზითრომიცინი ნეო’’-ს ეფექტურობას, ფარმაცევტულად შეუთავსებელია ჰეპარინთან.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი – (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.