მონოგრაფია Nº 02864 Rx · რეცეპტით
სუმამედი ინექცია
SUMAMED
500 მგ ფლაკონი #5
- მოქმედი ნივთიერება
- აზითრომიცინი (Azithromycin)
- მწარმოებელი
- ტევა, უკრაინა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მაკროლიდები
- იმპორტიორი საქართველოში
- ტევა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: აზითრომიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
აზითრომიცინი
AZITHROMYCIN
250მგ კაფსულა#10
აზიტრომიცინი
Azitromycin
250მგ კაფსულა №60
აზიპინი
AZIPIN
250მგ კაფსულა №6
აზიტა
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
აზიმიცინი 250მგ
Azimycin 250mg
250მგ ტაბლეტები #6
აზინფექსინი
Azinfexin™
250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6
აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ
აზიმაკი
AZIMAC
250მგ კაფსულა #6
ზიტო სუსპ.200მგ/5მლ
200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ
ზიტროქსი სუსპენზია
ZITHROX
200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში
ზიტმაკი
Zitmac
16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1
მაკროფლუდი
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ
ტოპტი
TOPT
200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია
ზირომინი
ZIROMIN
500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
აზიმაკი
AZIMAK
200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში
აზით
500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3
აზიპინი
AZIPIN
500მგ კაფსულა №3
აზინფექსინი
Azinfexin™
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
აზოტრინი ტაბ.500მგ N3
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზირომინი
ZIROMIN
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
ზიტროქსი ტაბლეტი
ZITHROX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სტრომაკი
STROMAC
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიმაკი
Azimac
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)
ზიტმაკი 500 მგ
Zitmac 500მგ
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
აზიბიოტი
Azibiot
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ბენე ფარმი
500მგ კაფსულა №3
აზითრომიცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №3
აზითრომიცინი ფარმოზი
500მგ ტაბლეტი №3
აზიმაკი ®
AZIMAC ®
500მგ კაფსულა #3
აზიმიცინი
Azimycin
500მგ ტაბლეტები #3
აზიტრომიცინი აზიტრიქსი
500მგ ტაბლეტი №3
აზოტრინი
500მგ ტაბლეტი №3
ზითროგარდი
500მგ ტაბლეტი №3
ზიტო-500 ტაბ
500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3
ზიტროტელი
500მგ ტაბლეტი №3
რომინაზიტი
Rominazit
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
სუმამედი ტაბლეტები
SUMAMED
125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3
ტოპტი
TOPT
500მგ ტაბლეტი #10
აზი-S 500
Azi-S 500
500მგ ტაბლეტი №3 (1X3)
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
250მგ კაფსულა #10
აზითრომიცინი ნეო
Azithromycin Neo
500მგ კაფსულა #10
აზიოპტიკი
Azioptik
15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6
აზიპინი
AZIPIN
200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1
ზეტამაქს რეტარდი
ZETAMAX retard
2გრ ფლაკონი #1
ზიტრომედი
ZITHROMED™
ტაბლეტი #3
ორმიცინი
Ormicin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3
სუმამედი სუსპენზია
SUMAMED
200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია
ტოპტი
TOPT
250მგ კაფსულა #10
ჰემომიცინი
HEMOMICIN
500მგ ტაბლეტი #6
ჰემომიცინი
HEMOMICIN
250მგ კაფსულა #6
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
1 ფლაკონი შეიცავს 500 მგ აზიტრომიცინს ციტრატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები:
ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ფერის ფხვნილს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: აზიტრომიცინი წარმოადგენს აზალიდების ჯგუფის მაკროლიდების ახალი კლასის ანტიბიოტიკს. მას გააჩნია ფართო სპექტრის აქტივობა. იგი ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი შტამების უმრავლესობის მიმართ, აგრეთვე ანაერობული, უჯრედშიდა და ატიპიური მიკროორგანიზმების მიმართ. ფარმაკოკინეტიკა: აზიტრომიცინი სისხლის შრატიდან სწრაფად აღწევს ქსოვილებში. იგი ფართოდ ნაწილდება ორგანიზმში და მისი მაღალი თერაპიული კონცენტრაცია აღინიშნება ქსოვილებში. აზიტრომიცინი გროვდება ფაგოციტებში, რომელთა მეშვეობითაც იგი ახდენს მიგრაციას ინფექციის კერაში და აქედან გამომდინარე იგი ნაწილდება უშუალოდ ინფიცირებულ ქსოვილებში.
პრეპარატი ხასიათდება ნახევრადგამოყოფის პროლონგირებული პერიოდით და იგი ნელა გამოთავისუფლდება ქსოვილებიდან. პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა ნაღველით, ხოლო შარდით მისი ელიმინაცია წარმოებს მინიმალური რაოდენებით.
აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები განაპირობებს პრეპარატის დოზირების ხანმოკლე და უბრალო რეჟიმს.
ჩვენებები
- პრეპარატი ინექციების სახით გამოიყენება შემდეგი ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ:
- არაჰოსპიტალური პნევმონია, რომელიც გამოწვეულია ისეთი მიკროორგანიზმებით როგორიცაა: Chlamydia pneumoniae, Haemophilus influenzae, Legionella pneumophillia, Morexella catarrhalis, Mycoplasma pneumoniae, Staphylococcus aureus an Streptococcus pneumoniae, იმ შემთხვევების დროს, როდესაც პაციენტს ესაჭიროება ინტრავენური საწყისი თერაპია.
მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია შემდეგი მიკროორგანიზმებით: Chlamydia trachomatis, Neisseria gonorrhoeae an Mycoplasma hominis, როდესაც პაციენტს ესაჭიროება ინტრავენური საწყისი თერაპია.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის ვენაში ან კუნთებში შეყვანა ბოლუსის სახით არ არის ნაჩვენები. სუმამედი წვეთოვანი სახით შეყავთ მხოლოდ ინფუზიით. არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს სუმამედი შეყავთ დოზით 500 მგ ერთჯერადად 2 დღის განმავლობაში. ვენაში შეყვანის დასრულების შემდეგ აზიტრომიცინი ინიშნება პერორალურად ერთჯერადად დღეში დღეღამური დოზით - 500 მგ 7-10 დღიანი კურსის დასრულებამდე. პერორალური მიღების წესზე გადასვლას წყვეტს მკურნალი ექიმი კლინიკური კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით.
მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება დოზით 500 მგ ერთხელ დღეში 2 დღის განმავლობაში. ვენაში შეყვანის დასრულების შემდეგ აზიტრომიცინი ინიშნება დღეში ერთხელ დოზით 250 მგ 7 დღიანი მკურნალობის კურსის დასრულებამდე.
ვენიდან პერორალური მიღების წესზე გადასვლას წყვეტს მკურნალი ექიმი კლინიკური კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით.
აზიტრომიცინის დოზა 500 მგ განზავებული როგორც ქვემოთ არის მითითებული შეყავთ ნელა (არანაკლებ 1 სთ-ის განმავლობაში).
საინფუზიო ხსნარის მომზადება ტარდება II ეტაპად:
I ეტაპი – სუმამედის პირველადი საინფუზიო ხსნარის მომზადება. ამისათვის 500 მგ უმატებენ 4,8 მლ სტერილურ საინექციო წყალს და გულდასმით შეანჯღრევენ ფხვნილის სრულ გახსნამდე.
მიღებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 100 მგ აზიტრომიცინს.
მომზადებული ხსნარი ინახება 24 სთ-ის განმავლობაში არა ნაკლებ 25oC ტემპერატურაზე.
შეყვანის წინ ხსნარი ექვემდებარება ვიზუალურ კონტროლს. თუკი ხსნარი შეიცავს ნივთიერების ნაწილაკებს, მაშინ იგი უნდა განადგურდეს.
II ეტაპი – პირველად ხსნარს, რომელიც შეიცავს 100 მგ/მლ უმატებენ ქვემოთ ნაჩვენები სქემის მიხედვით (ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარს-0,9% ნატრიუმის ქლორიდს, 5% დექსტროზას, რინგერის ხსნარს) აზიტრომიცინის საბოლოო კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარის მიღებამდე 1,0-2,0 მგ/მლ.
აზიტრომიცინის კონცენტრაცია საინფუზიო ხსნარში | გამხსნელის რაოდენობა
1,0 მგ/მლ | 500 მლ
2,0 მგ/მლ | 250 მგ
ინსტრუქციის თანახმად განზავებული ხსნარი სტაბილურია 24 სთ-ის განმავლობაში 25oC ნაკლებ ტემპერატურაზე მისი შენახვისას და 7 დღის განმავლობაში - 5oC ტემპერატურაზე.
გვერდითი მოვლენები
აზიტრომიცინი იშვიათად იწვევს გარდამავალ და სუსტად გამოხატულ გვერდით მოვლენებს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღინიშნება დარღვევები (გულისრევა, დიარეა, მუცლის არეში ტკივილი, ღებინება) და გამონაყარი. გვხვდება აგრეთვე ღვიძლის ფერმენტების, კრეატინინის, ლაქტატდეჰიდროგენეზას და ბილირუბინის დონის შექცევადი მომატება. შეცვლილი მაჩვენებლები უბრუნდება ნორმის ფარგლებს მკურნალობის დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ. შესაძლებელია შეყვანის ადგილას ცვლილებების განვითარება (ინექციის ადგილას ტკივილი ან ლოკალური ანთება).
უკუჩვენებები
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები
აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები წარმოადგენს მისი ხანმოკლე და მარტივი დოზირების რეჟიმის საფუძველს. ამიტომ არ არსებობს პრეპარატის უფრო ხანგრძლივი დანიშვნის აუცილებლობა ინსტრუქციაში მითითებული ვადისაგან განსხვავებით.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ხანდაზმულ პაციენტებში არ არის აუცოლებელი დოზის კორექცია. ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში ინტრავენური პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის დადგენილი.
ჭარბი დოზირება
აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირებისას აღინიშნება სმენის დაქვეითება, გამოხატული გულისრევა, ღებინება და დიარეა. მკურნალობა სიმპტომატურია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ჭვავის რქის ალკალოიდებს მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან კომბინირებისას, შესაძლებელია აღენიშნოთ ჭარბი დოზირების სიმპტომები (ერგოტიზმი, თუმცა არ არსებობს მონაცემები ჭვავის რქის წარმოებულებსა და აზიტრომიცინის შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ).
მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები ურთიერთქმედებენ დიგოქსინთან, ციკლოსპორინთან, ასტემიზოლთან, ტრიაზოლამთან, მიდაზოლამთან და ალფენტანილთან. რეკომენდებულია საგულდაგულო მონიტორინგი აზიტრომიცინისა და ზემოთჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული გამოყენების დროს. არ არსებობს მონაცემები აზიტრომიცინის ზეგავლენის შესახებ სისხლის შრატში თეოფილინის, ტერფენადინის, ვარფარინის, კარბამაზეპინის, მეთილპრედნიზოლონისა და ციმეტიდინის კონცენტრაციაზე. აზიტრომიცინი სხვა მაკროლიდების უმრავლესობისაგან განსხვავებით არ თრგუნავს ციტოქრომ P-450 და შესაბამისად არ არსებობს აზიტრომიცინსა და მისაღებ პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება.
შენახვის პირობები
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდბეული.ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.