8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00375 Rx · რეცეპტით

აზინფექსინი

Azinfexin™

250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6

დან9.96 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
აზინფექსინი, 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N6
მოქმედი ნივთიერება
აზითრომიცინი (Azithromycin)
მწარმოებელი
DEVA Holding, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მაკროლიდები
იმპორტიორი საქართველოში
ასფარმა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    აზინფექსინი ტაბლეტი 250მგ #6

    1.66 ₾ / ც. × 6

  • GPC ყველაზე იაფი

    აზინფექსინი ტაბლეტი 250მგ #6

    1.66 ₾ / ც. × 6

  • PSP ყველაზე იაფი

    აზინფექსინი - AZINFEXIN 250მგ 6 ტაბლეტი

    1.66 ₾ / ც. × 6

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: აზითრომიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

აზითრომიცინი, 250მგ კაფსულა#10

აზითრომიცინი

AZITHROMYCIN

250მგ კაფსულა#10

აზითრომიცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან5.00 ₾
აზიტრომიცინი, 250მგ კაფსულა №60

აზიტრომიცინი

Azitromycin

250მგ კაფსულა №60

აზითრომიცინი cipla, ინდოეთი
დან5.50 ₾
აზიპინი, 250მგ კაფსულა №6

აზიპინი

AZIPIN

250მგ კაფსულა №6

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
დან8.84 ₾
აზიტა, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზიტა

500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან9.80 ₾
აზიმიცინი 250მგ, 250მგ ტაბლეტები #6

აზიმიცინი 250მგ

Azimycin 250mg

250მგ ტაბლეტები #6

აზითრომიცინი პოლფა ტარხომინი, პოლონეთი
დან9.96 ₾
აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ, 200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ

აზოტრინი სუსპ.200მგ/5მლ

200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 15 მლ

აზითრომიცინი
დან10.30 ₾
აზიმაკი, 250მგ კაფსულა #6

აზიმაკი

AZIMAC

250მგ კაფსულა #6

აზითრომიცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან10.92 ₾
ზიტო სუსპ.200მგ/5მლ, 200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ

ზიტო სუსპ.200მგ/5მლ

200მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 30 მლ

აზითრომიცინი
დან10.99 ₾
ზიტროქსი სუსპენზია, 200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში

ზიტროქსი სუსპენზია

ZITHROX

200მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია 15მლ ფლაკონში

აზითრომიცინი Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
დან11.50 ₾
ზიტმაკი, 16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1

ზიტმაკი

Zitmac

16გ ფხვნილი 15მლ (200მგ/5მლ) შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 9მლ გამხსნელი ფლაკონი №1

აზითრომიცინი NOBEL-PHARMSANOAT, უზბეკეთი
დან11.52 ₾
მაკროფლუდი, 200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ

მაკროფლუდი

200მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+დოზატორი №1 15მლ

აზითრომიცინი ლაბ. ლესვი, ესპანეთი
დან11.52 ₾
ტოპტი, 200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია

ტოპტი

TOPT

200მგ/5მლ 15მლ სუსპენზია

აზითრომიცინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.52 ₾
ზირომინი, 500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ზირომინი

ZIROMIN

500მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

აზითრომიცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან12.01 ₾
აზიმაკი, 200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში

აზიმაკი

AZIMAK

200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 30 მლ ბოთლში

აზითრომიცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან12.03 ₾
აზით, 500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3

აზით

500მგ ტაბლეტი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან13.80 ₾
აზიპინი, 500მგ კაფსულა №3

აზიპინი

AZIPIN

500მგ კაფსულა №3

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
დან13.80 ₾
აზინფექსინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

აზინფექსინი

Azinfexin™

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

აზითრომიცინი DEVA Holding, თურქეთი
დან17.05 ₾
აზოტრინი ტაბ.500მგ N3, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზოტრინი ტაბ.500მგ N3

500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან17.05 ₾
ზირომინი, 500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

ზირომინი

ZIROMIN

500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან17.05 ₾
ზიტროქსი ტაბლეტი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

ზიტროქსი ტაბლეტი

ZITHROX

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
დან17.05 ₾
სტრომაკი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

სტრომაკი

STROMAC

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი DOPPEL Farmaceutici, იტალია
დან17.06 ₾
აზიმაკი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)

აზიმაკი

Azimac

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)

აზითრომიცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან17.07 ₾
ზიტმაკი 500 მგ, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

ზიტმაკი 500 მგ

Zitmac 500მგ

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან17.07 ₾
აზიბიოტი, 500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

აზიბიოტი

Azibiot

500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან17.08 ₾
აზითრომიცინი ბენე ფარმი, 500მგ კაფსულა №3

აზითრომიცინი ბენე ფარმი

500მგ კაფსულა №3

აზითრომიცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან17.08 ₾
აზითრომიცინი ნორმონი, 500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ნორმონი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან17.08 ₾
აზითრომიცინი ფარმოზი, 500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ფარმოზი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან17.08 ₾
აზიმაკი ®, 500მგ კაფსულა #3

აზიმაკი ®

AZIMAC ®

500მგ კაფსულა #3

აზითრომიცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან17.08 ₾
აზიმიცინი, 500მგ ტაბლეტები #3

აზიმიცინი

Azimycin

500მგ ტაბლეტები #3

აზითრომიცინი პოლფა ტარხომინი, პოლონეთი
დან17.08 ₾
აზიტრომიცინი აზიტრიქსი, 500მგ ტაბლეტი №3

აზიტრომიცინი აზიტრიქსი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან17.08 ₾
აზოტრინი, 500მგ ტაბლეტი №3

აზოტრინი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ბიოფარმა, თურქეთი
დან17.08 ₾
ზითროგარდი, 500მგ ტაბლეტი №3

ზითროგარდი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ვან ფარმა ინდუსტრიალ კომპანი, საბერძნეთი
დან17.08 ₾
ზიტო-500 ტაბ, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

ზიტო-500 ტაბ

500მგ ტაბლეტი საღეჭი 3 ტაბლეტი №3

აზითრომიცინი
დან17.08 ₾
ზიტროტელი, 500მგ ტაბლეტი №3

ზიტროტელი

500მგ ტაბლეტი №3

აზითრომიცინი ანფარმა, პოლონეთი
დან17.08 ₾
რომინაზიტი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

რომინაზიტი

Rominazit

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3

აზითრომიცინი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან17.08 ₾
სუმამედი ტაბლეტები, 125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3

სუმამედი ტაბლეტები

SUMAMED

125მგ ტაბლეტები #6, 250მგ კაფსულები #6, 500მგ ტაბლეტები #3

აზითრომიცინი ტევა, უკრაინა
დან22.82 ₾
ტოპტი, 500მგ ტაბლეტი #10

ტოპტი

TOPT

500მგ ტაბლეტი #10

აზითრომიცინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან32.84 ₾

აზი-S 500

Azi-S 500

500მგ ტაბლეტი №3 (1X3)

აზითრომიცინი SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

აზითრომიცინი ნეო

Azithromycin Neo

250მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
აზითრომიცინი ნეო, 500მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ნეო

Azithromycin Neo

500მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
აზიოპტიკი, 15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6

აზიოპტიკი

Azioptik

15მგ/გ 0.25გ თვალის წვეთები ერთდოზიანი პოლიეთილენის კონტეინერი №6

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
აზიპინი, 200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1

აზიპინი

AZIPIN

200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1

აზითრომიცინი Rompharm Company, რუმინეთი
Rx · რეცეპტით
ზეტამაქს რეტარდი, 2გრ ფლაკონი #1

ზეტამაქს რეტარდი

ZETAMAX retard

2გრ ფლაკონი #1

აზითრომიცინი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

ზიტრომედი

ZITHROMED™

ტაბლეტი #3

აზითრომიცინი SR Medicare, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ორმიცინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

ორმიცინი

Ormicin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N3

აზითრომიცინი Arafarma Group, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
სუმამედი ინექცია, 500 მგ ფლაკონი #5

სუმამედი ინექცია

SUMAMED

500 მგ ფლაკონი #5

აზითრომიცინი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
სუმამედი სუსპენზია, 200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია

სუმამედი სუსპენზია

SUMAMED

200მგ/5მლ 15მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე, 100მგ/5მლ 20მგ სუმამედი სუსპენზია

აზითრომიცინი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
ტოპტი, 250მგ კაფსულა #10

ტოპტი

TOPT

250მგ კაფსულა #10

აზითრომიცინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ჰემომიცინი, 250მგ კაფსულა #6

ჰემომიცინი

HEMOMICIN

250მგ კაფსულა #6

აზითრომიცინი ჰემოფარმი, სერბეთი
Rx · რეცეპტით

ჰემომიცინი

HEMOMICIN

500მგ ტაბლეტი #6

აზითრომიცინი ჰემოფარმი, სერბეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:

Azithromycin

02

შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: აზითრომიცინი 250 მგ (აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით 269,88 მგ ან 539,75 მგ შესაბამისად)

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის დიჰიდროფოსფატი(უწყლო),ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა 150, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 102), ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი; Opadry OY-D-7233 თეთრი.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიბაქტერიული საშუალება, მაკროლიდ-აზალიდი.

ათქ კოდი: J01FA10

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატ აზინფექსინის აქტიური ნივთიერება, მაკროლიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება, აზითრომიცინი აზალიდების ჯგუფის წარმომადგენელია. ერითრომიცინის ნახევრადსინთეზური წარმოებული –აზითრომიცინი, მისგან განსხვავდება როგორც ქიმიურად, ისე ფარმაკოლოგიური თვისებებით.

05

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ შეიწოვება სწრაფად. მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) პლაზმაში მიიღწევა 2-3 სთ-ის შემდეგ. სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში: კონცენტრაცია ქსოვილებში 50-ჯერ მაღალია, ვიდრე სისხლში. 500 მგ პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას კონცენტრაცია ფილტვებში, ნუშურებში, წინამდებარე ჯირკვალში უფრო მაღალია, ვიდრე MIC90 ინფექციის შესაძლო კერის მიკროორგანიზმებისათვის მოცემულ ქსოვილებში.

ბიოშეღწევადობა - დაახლოებით 37%. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი პარალელურია ქსოვილებიდან გამოყოფისა და შეადგენს 2-4 დღეს. აზითრომიცინი გამოიყოფა ძირითადად ნაღველით, უმნიშვნელო რაოდენობით-შარდით.

აზინფექსინი™ in vitro აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:

გრამ-დადებითი აერობული ბაქტერიები: Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes

(A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები), Streptococcus pneumoniae,ალფა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (Streptococcus viridans) და სხვა სტრეპტოკოკები, Corynebacterium diphteriae.

აზითრომიცინი ამჟღავნებს ჯვარედინ რეზისტენტობას ერითრომიცინისადმი მდგრადი შტამების მიმართ (მეტიცილინისადმი მდგრადი სტაფილოკოკების უმრავლესობის ჩათვლით და Streptococcus faecalis).

გრამ-უარყოფითი აერობული ბაქტერიები: Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Branhamella catarrhalis, Acinetobacter spp., Yersinia spp., Legionella pneumophila, Bordetella pertussis, Bordetella parapertussis, Shigella spp., Pasteurella spp., Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Plesiomonas shigelloides.

აზითრომიცინის ეფექტურობა Salmonella typhi, Enterobacter spp., Aeromonas hydrophila Klebsiella spp.მიმართ ვარიაბელურია, რის გამოც საჭიროა მგრძნობელობაზე ტესტის ჩატარება. Proteus, Morganella, Serratia spp. Da Pseudomonas aeruginosa ძირითადად მდგრადებია აზითრომიცინის მიმართ.

ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides fragilis da sxva Bacteroides spp., Clostridium perfringens, Peptococcus და Peptostreptococcus spp., Fusobacterium necrophorum, Propionibacterium acnes.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამომწვევები: Chlamydia trachomatis, Treponema pallidum, Neisseria gonorrhoeae, Haemophilus ducreyi.

sxva: Borrelia burgdorferi (ლაიმის დაავადება), Chlamydia pneumoniae, Toxoplasma gondii, Mycoplasma pneumoniae, Mycoplasma hominis, Ureaplasma urealyticum, Pneumocystis carinii, Mycobacterium avium, Campylobacter spp., Listeria monocytogenes.

06

ჩვენებები

აზინფექსინი™ ნაჩვენებია იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, შემდეგი დაავადებების დროს: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; შუა ყურის ანთება; ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი). ეფექტურია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე Streptococcus pyogenes შტამების ცხვირ-ხახიდან ერადიკაციისას, თუმცა მდგრადი შტამების შესაძლებელი არსებობის გამო საჭიროა მგრძნობელობაზე ტესტის ჩატარება; Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტის მკურნალობისას და მწვავე სახსროვანი რევმატიზმის პროფილაქტიკისთვის უფრო სასურველია პენიცილინის გამოყენება. აზინფექსინი™ ნაჩვენებია Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული არაგონოკოკური ურეთრიტისა და ცერვიციტის, აგრეთვე Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული გენიტალური ინფექციების სამკურნალოდ.

07

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, ერითრომიცინის ან მაკროლიდების ჯგუფის ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ.

მომატებული ასტ და ალტ, ჰიპერბილირუბინემია.

ერგოტიზმის განვითარების საშიშროების გამო, აზითრომიცინის გამოყენება ერგოტამინის წარმოებულებთან კომბინაციაში არ შეიძლება.

08

განსაკუთრებული მითითებები

იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში რომლებიც ღებულობდნენ ერითრომიცინსა და სხვა მაკროლიდს, განვითარდა სერიოზული ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, აგრეთვე კანის რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ამ რეაქციებიდან ზოგიერთს აზითრომიცინზე ჰქონდა მორეციდივე ხასიათი და მოითხოვდა ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობას და მეთვალყურეობას.

რადგან აზითრომიცინის ელიმინაციის ძირითადი გზა არის ღვიძლი, პაციენტებში ღვიძლის საშუალო და მძიმე უკმარისობით აზითრომიცინი გამოიყენება სიფრთხილით, მძიმე უკმარისობისას პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პაციენტებში თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე < 10 მლ/წთ) აღენიშნებოდათ აზითრომიცინის სისტემური მოქმედების 33%-ით მომატება. მსუბუქი ხარისხის თირკმლის უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი > 40 მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის, თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევისას არასაკმარისი მონაცემების გამო აზითრომიცინი გამოიყენება სიფრთხილით.

არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია აზითრომიცინის კანცეროგენული მოქმედების შესახებ. მუტაგენური მოქმედება ლაბორატორიულ ტესტებში არ აღინიშნა.

ისევე, როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებისას, რეკომენდებულია ყურადღების გამახვილება სუპერინფექციის სიმპტომების განვითარებაზე, მისდამი ნაკლებ მგრძნობიარე მიკროფლორის გამრავლების ხარჯზე.

სხვა მაკროლიდების გამოყენებისას აღინიშნება QT ინტერვალის გახანგრძლივება და გულის რეპოლარიზაცია, რაც გულის რიტმის დარღვევისა და torsades de pointes განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

მაკროლიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები, აზითრომიცინის ჩათვლით, არ გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში არანამკურნალები ელექტროლიტური დისბალანსით (ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია), აგრეთვე თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომის დროს, გულის დაზიანებებისას (გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია), რომლებიც QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორებია. ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობამ უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა პაციენტთან, რომლებსაც ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ აღენიშნათ დიარეა.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, აღნიშნული კლინიკურ კვლევებში რომელთა კავშირიც არ არის ასოცირებული პრეპარატის მიღებასთან შემდეგია: დაახლოებით 1%-ზე მეტი: ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ლიმფოციტების, ნეიტროფილების შემცველობის დაქვეითება.

სისხლის შრატში კრეატინფოსფოკინაზას, კალიუმის, ალტ, ასტ, გგტ, სისხლის შარდოვანასმიერი აზოტის, კრეატინინის, თრომბოციტების, ლიმფოციტების, ნეიტროფილებისა და ეოზინოფილების მომატება;

1%-ზე ნაკლები: ლეიკოპენია, ნეიტროპენია; ნატრიუმის, კალიუმისა და თრომბოციტების დაქვეითება; მონოციტების, ბაზოფილების, ბიკარბონატების, შრატში ტუტე ფოსფატაზების, ბილირუბინის, ლდგ და ფოსფატების მომატება. პაციენტების უმრავლესობაში, შრატში მომატებული კრეატინინით, აგრეთვე აღენიშნებოდათ ბაზალური მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.

კონტროლირებად ლაბორატორიულ ტესტებში მკურნალობის შემდეგ აღინიშნებოდა გადახრილი მაჩვენებლების აღდგენა.

09

ორსულობა და ლაქტაცია

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა ვერ დაამტკიცა აზითრომიცინის უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე, ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსული ქალების მონაწილეობით არ ჩატარებულა. ქალებში, ორსულობის დროს აზითრომიცინი შეიძლება იქნას გამოიყენებული მხოლოდ ალტერნატიული თერაპიის არარსებობის შემთხვევაში.

ლაქტაცია

არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა აზითრომიცინი დედის რძეში. რადგან მრავალი სამკურნალო საშუალება აღწევს დედის რძეში, პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიღების მოსალოდნელი სარგებელი დედებში აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფზე.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ანტაციდები: ალუმინისა და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან ერთდროული გამოყენებისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ქვეითდება, თუმცა ბიოშეღწევადობა არ იცვლება. ერთდროული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში აზითრომიცინი მიიღება არანაკლებ 1 სთ-ით ადრე ანტაციდების მიღებამდე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ციმეტიდინი: ციმეტიდინის ერთჯერადი დოზის (800 მგ) მიღება აზითრომიცინის მიღებამდე 2 სთ-ით ადრე გავლენას არ ახდენს აზითრომიცინის აბსორბციაზე.

თეოფილინი: აზითრომიცინი არ მოქმედებს თეოფილინის პლაზმურ კონცენტრაციასა და ფარმაკოკინეტიკაზე (პარენტერალურად ერთჯერადად მიღებისას), მაგრამ უნდა იქნას გათვალისწინებული თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის მომატების შესაძლებლობა პაციენტებში, რომლებიც იღებენ აზითრომიცინს.

კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები: აზითრომიცინის და ვარფარინის ერთდროულად მიღება (ერთჯერადად) არ ახდენდა გავლენას პროთრომბინის დროზე. აზითრომიცინის და ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას მიზანშეწონილია ყურადღებით ვაკონტროლოთ პროთრომბინის დრო.

დიგოქსინი: ზოგიერთ შემთხვევაში ერთდროულად დიგოქსინის და მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღება გავლენას ახდენს ნაწლავებში დიგოქსინის მეტაბოლიზმზე. ერთდროულად აზითრომიცინის და დიგოქსინის დანიშვნის შემთხვევაში შესაძლებელია დიგოქსინის კონცენტრაციის მომატება და საჭიროა სისხლის პლაზმაში დიგოქსინის დონის კონტროლი.

ერგოტამინი და დიჰიდროერგოტამინი: რადგან არსებობს ერგოტიზმის განვითარების თეორიული შესაძლებლობა, რომელსაც თან სდევს მძიმე პერიფერიული ვაზოსპაზმი და დიზესთეზია, ნაჩვენები არაა აზითრომიცინის ერგოტამინთან და დიჰიდროერგოტამინთან ერთად დანიშვნა.

ტრიაზოლამი: აზითრომიცინი ტრიაზოლამის კლირენსის შემცირების გამო აძლიერებს მის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.

ნელფინავირი: აზითრომიცინის და ნელფინავირის ერთდროული მიღების დროს მატულობს სისხლის პლაზმაში აზითრომიცინის კონცენტრაცია, რის გამოც შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება. თუმცა დღევანდლამდე კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი გამოვლინებები არ გამოვლენილა და დოზის კორექცია საჭირო არ არის.

მედიკამენტები, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ Р450 ფერმენტული სისტემით: აზითრომიცინთან ერთდროულად მიღებისას აღინიშნება კარბამაზეპინის, ტერფენადინის, ჰექსობარბიტალის, ციკლოსპორინის, ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის მატება.

აზითრომიცინთან ერთად ატორვასტატინის, ცეტირიზინის, დიდანოზინის, ეფავირენცის, ფლუკონაზოლის, ინდინავირის, მიდაზოლამის, რიფაბუტინის, სილდენაფილის, ტრიმეტოპრინ/სულფამეტოქსაზოლის ან ზიდოვუდინის მიღების შემთხვევაში აზითრომიცინის დოზა კორექციას არ საჭიროებს.

11

მიღების წესი და დოზირება

აზინფექსინის™ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მიიღება საჭმლის მიღებამდე 1 საათით ადრე ან საჭმლის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

მოზრდილებისთვის (ხანდაზმულების ჩათვლით):

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობისას, გამოწვეული Chlamydia trachomatis-ით ან მგრძნობიარე შტამებით Neisseria gonorrhoeae: 1 გ ერთჯერადად

სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობისას: 500 მგ 1-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში (3 დღიანი ხანგრძლივობით მკურნალობისას საერთო დოზა შეადგენს 1,5 გ). მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტის დროს იგივე საერთო დოზა შეიძლება იქნას მიღებული 5 დღის განმავლობაში: პირველ დღეს – 500 მგ, შემდგომ დღეებში (მეორედან მეხუთე დღემდე) – 250 მგ.

ბავშვებისთვის:

ბავშვებს 45 კგ–ზე ნაკლები სხეულის მასით პრეპარატი ენიშნებათ სუსპენზიის სახით, 45 კგ–ზე მეტი სხეულის მასით რეკომენდირებულია დაენიშნოთ ისევე როგორც მოზრდილებს.

გვერდითი მოქმედებები:

კლინიკური კვლევების დროს გამოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:

იშვიათ შემთხვევებში შეიმჩნეოდა ნეიტროფილების რაოდენობის უმნიშვნელო და გარდამავალი კლება, მაგრამ აზითრომიცინის მიღებასთან კავშირი ვერ იქნა დადგენილი.

სმენის ორგანოების მხრივ:

ზოგიერთ პაციენტებს, როლებიც იღებდნენ აზითრომიცინს, აღენიშნათ სმენის შექცევადი დარღვევა (სმენის დაქვეითება, სიყრუე და/ან ხმაური ყურებში) ძირითადად პრეპარატის მაღალი დოზებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მიღებისას;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

გულისრევა, ღებინება, დიარეა, გათხელებული განავალი, დისკომფორტი მუცლის არეში (ტკივილები/სპაზმი) მეტეორიზმი;

ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი და ანგიონევროზული შეშუპება.

დამატებით,პოსტ-მარკეტინგული კვლევების დროს გამოვლინდა არასასურველი რეაქციები:

ინფექციები და ინვაზია: მონილიაზი და ვაგინიტი;

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია;

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია (ძალიან იშვიათად ფატალური შედეგით);

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ანორექსია;

ფსიქიკის მხრივ: აგრესიული რეაქციები, აგზნება, შფოთვა;

ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, კრუნჩხვები (როგორიც სხვა მაკროლიდების მიღებისას), თავის ტკივილი, ჰიპერაქტიურობა, პარესთეზია, ძილიანობა, გონების დაკარგვა, იშვიათ შემთხვევაში გემოვნების დარღვევა

სმენის ორგანოების და ლაბირინთული დარღვევების მხრივ: თავბრუსხვევა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმიები, ისეთები როგორიცაა გულისცემა და პარკუჭოვანი ტაქიკარდია (როგორც სხვა მაკროლიდების მიღებისას), QT ინტერვალის გახანგრძლივება და torsades de pointes, ჰიპოტენზია;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება/დიარეა (იშვიათად დეჰიდრატაცის გამომწვევი), დისპეფსია, ყაბზობა, ფსევდომემბრანული კოლიტი, პანკრეატიტი, იშვიათად-ენის გაუფერულება;

ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, როგორიცაა ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე, იშვიათ შემთხვევებში ცნობილი იქნა ღვიძლის ნეკროზის და ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები ფატალური შედეგით;

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, იშვიათად ისეთი მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ართრალგია;

თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ: ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა;

ზოგადი დარღვევები: ასთენია, დაღლილობა, მოთენთილობა;

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

12

ჭარბი დოზირება

მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ხდება კუჭის გამორეცხვა და შემანარჩუნებელი თერაპია.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

აზინფექსინი™ 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, შეფუთული ბლისტერში. 1 ბლისტერი (6 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი), გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად კომპლექტში შეფუთული მუყაოს კოლოფში.

14

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°С, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.