მონოგრაფია Nº 03086 Rx · რეცეპტით
ვ-3
V-3
500მგ ტაბლეტი #10
- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (Levofloxacin)
- მწარმოებელი
- გამა, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- გამა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ლევოფლოქსაცინი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლევოფლოქსაცინი
500მგ ტაბლეტი №10
ვალმოქსი
VALMOX
500მგ ტაბლეტი #10
ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი
500მგ ტაბლეტი №14
ლევოდექსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6
ოდ-ლევოქსი
500მგ ტაბლეტი №5
ლევომაკი
Levomac
500მგ ტაბლეტი #5
ლევნიბიოტი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5
ლივოქს-500
500მგ ტაბლეტი №5
ლივოქსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5
სოლუფლოქსი-New
0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
აიფლოქსი
5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ლევორიჩი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლევოფტა
5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ლევოქსიმედი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
უნილევი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლეფლოცინი
5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ
ლევიტა
500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7
ილფლოქსი
Ilflox
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7
ლევოსტარი
LEVOSTAR
500 მგ №7 ტაბლეტი
ლევოქსიმედი
Levoximed
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6
კაპრიფლოქსი
Capriflox
500მგ ტაბლეტი #7
Adiflox
500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7
ადიფლოქსი
500მგ ტაბლეტი №7
კაპოქსინი
kapoxin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
ლევორენჯი
500მგ 7 ტაბლეტი №7
ლევოტექსი
500მგ ტაბლეტი №7
ლევოფლოქსაცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №7
ლეფზინი
Lefzin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
მეფლოციდი
MEFLOCID
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
სოლუფლოქსი
500მგ ტაბლეტი №7
ოფთაქვიქსი
OFTAQUIX
0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
ლევოფლოქსაცინი ბენე
500მგ ტაბლეტი №10
მედეოლევი ტაბ.500მგ N10
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ლეფზინი
Lefzin
750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
მეფლოციდი
MEFLOCID
750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7
ლევიკომი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ლევო-დენკი 500
Levo-Denk 500
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
კლოქსაცინი
CLOCSACIN
500 მგ ტაბლეტი #5
ლეფლოგარდი
500მგ ტაბლეტი №10
მარლეოქსი
MARLEOX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მარლეოქსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ლევო-S 500
levo-S 500
500მგ ტაბლეტი №5
ლევო-დენკი 250
Levo-Denk 250
250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ლევოგრა
LEVOGRA
500მგ შემოგარსული ტაბლეტი # 10
ლევოსტარი
LEVOSTAR
0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1
ლევოქსიმედი
LEVOXIMED
0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში
ლევოქსიმედი
Levoximed
500მგ (5მგ/მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში
მარლეოქსი®
MARLEOX®
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მედეოლევი
Medeolev
ტაბლეტი #10
პმს-ლევოფლოქსაცინი
pms-LEVOFLOXACIN
500მგ ტაბლეტი №100; 500მგ ტაბლეტი №500
პოტანტი-სანოველი
POTANT-SANOVEL
500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7
ტავანიკი
TAVANIC
500მგ ტაბლეტი №5
ტავანიკი
TAVANIC
5მგ/მლ 100მლ საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
ფლექსიდი
Flexid
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს
დამხმარე ნივთიერებების სახით: ლაქტოზა, სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა,, პოლიეთილენგლიკოლი. ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლევოფლოქსაცინს. ლევოფლოქსაცინი აქტიურია უმრავლესი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ როგორც In vitro, ასევე In vivo პირობებში: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus ეპიდერმიდის, Streptococcus pneumoniae, pyogenes, agalactiae, Viridans group streptococci, Enterobacter cloacae, aerogenes, agglomerans, sakazakii, Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa, fluerescens, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae-, Acinetobacter anitratus, baumannii, calcoaceticus, Bordetella pertussis, Citrobacter diversus, freudii, Morganella moganii, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, stuartii, Serata marcescens, Clostridium perfringens. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედში დნმ-ის სპეციფიკური ფერმენტის დნმ-ჰირაზას ინჰიბირებით და მისი სპირალიზაციის პროცესის დარღვევით, რაც დამღუპველად მოქმედებს მიკროორგანიზმზე.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი სწრაფად და პრაქტიკულად, მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღებისას. 500 მგ. ლევოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადგენს 99%-ს. ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის 500მგ. მიღების შემდეგ Cmax. შეადგენს 5,1+0,8 მკგ/მლ, ხოლო თმახ. შეადგენს 1,3+0,6 სთ, ნახევრადგამოყოფის პერიოდი 6,3+0,6 სთ-ია. ლევოფლოქსაცინი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში, თუ ამ ინფექციათა გამომწვევები არიან ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიები. - მწვავე სინუსიტი; - ქვემო სასუნთქი გზების ანთებები, ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება ან არაჰოსპიტალური პნევმონიები; - შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (თირკმლების ჩათვლით); - კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის 500 მგ- მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში. დოზები დგინდება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით, ასევე შესაძლო გამომწვევის მგრძნობელობით. გამოყენების ინსტრუქცია მკაცრად უნდა იქნას დაცული, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არაადექვატური ეფექტი. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ავადმყოფებს (კრეატინინის კლირენსი > 50მლ/წთ) შეიძლება დაენიშნოს პრეპარატის შემდეგი დოზები: სინუსიტი (ცხვირის დანამატების ანთება): თითო აბი პრეპარატი 500 მგ. ერთხელ დღეში (შესაბამისად 500 მგ. ლევოფლოქსაცინი); ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება: 1/2 აბი პრეპარატი 500 მგ. ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ. ლევოფლოქსაცინი) ან თითო აბი პრეპარატი 500 მგ. ერთხელ დღეში (შესაბამისად 500 მგ. ლევოფლოქსაცინი); ფილტვების ანთება: თითო აბი პრეპარატი 500 მგ. 1-2-ჯერ დღეში (შესაბამისად 500-1000 მგ. ლევოფლოქსაცინი); საშარდე გზების ინფექცია: 1/2 აბი პრეპარატი 500 მგ. ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ. ლევოფლოქსაცინი) კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 1/2 აბი პრეპარატი 500 მგ. ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ. ლევოფლოქსაცინი) ან თითო აბი პრეპარატი 500 მგ. 1-2-ჯერ დღეში (შესაბამისად 500-1000 მგ. ლევოფლოქსაცინი). აბები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (0,5-დან 1 ჭიქამდე). პრეპარატი მიიღება ჭამის წინ ან ნებისმიერ დროს კვებათა შორის ინტერვალში (იხ. “ურთიერთქმედებები”). მკურნალობის ხანგრძლივობა, რომელიც დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. კლინიკური კვლევისას, ცხვირის დანამატების მწვავე ანთების მკურნალობა შეადგენდა 10-14 დღეს, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისა - 7-10 დღეს, ფილტვების ანთების - 7-14 დღეს, საშარდე გზების ინფექციების - 7-10 დღეს, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების - 7-14 დღეს. ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, პრეპარატით მკურნალობაც რეკომენდებულია გაგრძელდეს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებიდან და გამომწვევის დადასტურებული განადგურებიდან 48-72 საათის განმავლობაში. თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებული იქნა, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ აბი, სანამ შემდეგი აბის მიღების დრო არ მოახლოებულა. შემდეგ გაგრძელდეს პრეპარატის მიღება სქემის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
კანის რეაქციები და ჰიპერმგრძნობელობის ზოგადი რეაქციები ზოგჯერ: ქავილი და კანის შეწითლება. იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის ზოგადი რეაქციები (ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები) ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ბრონქების შევიწროება და მოხრჩობის შეგრძნება, ასევე, - იშვიათად, - კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება (მაგალითად, სახის და ხორხის). ძალზე იშვიათად: არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება და შოკი; მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. განსაზღვრულ შემთხვევებში: კანზე მძიმე გამონაყარი ბუშტუკების გაჩენით, მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოკსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა. ჰიპერმგრძნობელობის ზოგად რეაქციებს ზოგჯერ შეიძლება წინ უსწრებდეს უფრო მსუბუქი კანის რეაქციები. ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციები შესაძლებელია განვითარდეს რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან. მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ნივთიერებათა ცვლაზე: გულისრევა, დიარეა. ზოგჯერ: მადის დაკარგვა, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა. იშვიათად: სისხლიანი ფაღარათი, რომელიც ძალზე იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია იყოს ნაწლავთა ანთებისა და ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშანიც კი ძალზე იშვიათად: სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია), რაც ძალზე მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის. ჰიპოგლიკემიის შესაძლო ნიშნებია: “მგლის მადა”, ნერვოზული მდგომარეობა, კანკალი, ოფლიანობა. სხვა ქინოლონების გამოყენების გამოცდილება ადასტურებს, რომ მათ შესაძლებელია გამოიწვიონ პორფირიის გამწვავება (ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ძალზე იშვიათი დაავადება) იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე დაავადებულნი იყვნენ ამ სენით.P. aeruginosa მსგავსი ეფექტი არ გამოირიცხება პრეპარატის შემთხვევაშიც. მოქმედება ნერვულ სისტემაზე ზოგჯერ: თავის ტკივილი, თაბრუსხვევა და/ან შებოჭილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა. იშვიათად: უსიამოვნო შეგრძნებები (მაგალათად, ხელის მტევნების პარესთეზიები), კანკალი, წუხილი, ფობიები, კრუნჩხვის შეტევები და ცნობიერების დაბინდვა. ძალზე იშვიათად: მხედველობის და სმენის დაქვეითება, ყნოსვისა და გემოვნების დარღვევა, ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება, ჰალუცინაციებისა და დეპრესიის ტიპის ფსიქოზური რეაქციები, ასევე, მოძრაობის შეზღუდვა, მათ შორის სიარულის დროსაც. მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე იშვიათად: ტაქიკარდია, არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება. ძალზე იშვიათად: (შოკის მაგვარი) სისხლძარღვოვანი კოლაფსი. მოქმედება კუნთებზე, მყესებსა და ძვლებზე: იშვიათად: მყესების დაზიანება (ტენდინიტის ჩათვლით), სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ძალზე იშვიათად: მყესების გაგლეჯა (მაგალითად, აქილევსის მყესის); აღნიშნული გვერდითი ეფექტი შესაძლებელია გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საა-თის განმავლობაში და შესაძლებელია ჰქონდეს ორმხრივი ხასიათი; კუნთების სისუსტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადებული არიან ”myasthenia gravis”-ით (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება). ცალკეულ შემთხვევებში: კუნთების დაზიანება (რაბდომიოლიზი). მოქმედება ღვიძლსა და თირკმლებზე ხშირად: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (მაგალითად, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას). ზოგჯერ: ბილირუბინის და კრეატინინის დონის მომატება სისხლის შრატში (ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშანი). ძალზე იშვიათად: ღვიძლისმიერი რეაქციები (მაგალითად, ღვიძლის ანთება); თირკმლების ფუნქციის გაუარესება თირკმლების უკმარისობამდე, მაგალითად, ალერგიული რეაქციების შედეგად (ინტერსტიციული ნეფრიტი). მოქმედება სისხლზე ზოგჯერ: სისხლის განსაზღვრული უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია), სისხლის თეთრი ბურთულების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია). იშვიათად: სისხლის განსაზღვრული თეთრი ბურთულების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია); თრომბოციტების რიცხვის შემცირება (თრომბოციტოპენია), რამაც შესაძლებელია გააძლიეროს მიდრეკილება სისხლჩაქცევებისა და სისხლდენებისადმი. ძალზე იშვიათად: სისხლის განსაზღვრული თეთრი ბურთულების რაოდენობის ძალზე ძლიერი შემცირება (აგრანულოციტოზი), რამაც შეიძლება მძიმე დაავადებათა სიმპტომები გამოიწვიოს (სხეულის ტემპერატურეს მყარი ან მორეციდივე მატება,ყელის ანთება და მდგომარეობის მყარი გაუარესება). ცალკეულ შემთხვევებში: სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობის შემცირება, მათი დაშლის შედეგად (ჰემოლიზური ანემია); სისხლის ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია). სხვა გვერდითი მოქმედება ზოგჯერ: საერთო სისუსტე (ასთენია). ძალზე იშვიათად: ცხელება, ალერგიული რეაქციები ფილტვების (ალერგიული პნევმონიტი) ან წვრილი ყალიბის სისხლძარ-ღვების მხრივ (ვასკულიტი). ნებისმიერმა
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ; - ეპილეფსიით შეპყრობილი ავადმყოფები; - ქინოლონებით მკურნალობის შედეგად მყესების დაზიანების შემთხვევაში; - ბავშვები და მოზარდები ზრდის სტადიაში; - ორსულობა; - ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
არასაკმარისი კლინიკური კვლევებისა და ზრდის პერიოდში ქინოლონების სახსრის ხრტილებზე შესაძლო დამაზიანებელი მოქმედების გამო, პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გაფრთხილების ზომები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ სახსართა ხრტილის შესაძლო დაზიანების გამო. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილე: ხანდაზმულებში მკურნალობისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის, რომ ამ ჯგუფის ავადმყოფებს ხშირად აღენიშნებათ თირკმლების ფუნქციის დარღვევა (იხ. “გამოყენების წესები და დოზირება”). პნევმოკოკებით გამოწვეული ძალიან მძიმე ფილტვების ანთების დროს პრეპარატმა შესაძლებელია არ გამოიწვიოს ოპტიმალური თერაპიული ეფექტი. საავადმყოფოში შეძენილი და განსაზღვრული გამომწვევებით (P. aeruginosa) განპირობებული ინფექციების მკურნალობისას შესაძლებელია საჭირო გახდეს კომბინირებული მკურნალობა. პრეპარატით მკურნალობისას შესაძლებელია კრუნჩხვითი შეტევის განვითარება პაციენტებში თავის ტვინის დაზიანებით, რომელიც განპირობებულია მაგალითად, ინსულტით ან მძიმე ტრავმით. კრუნჩხვები ასევე შესაძლებელია განვითარდეს ფენბუფენისა და მისი მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან თეოფილინის ერთდროული გამოყენებისას. იმისდა მიუხედავად, რომ ფოტოსენსიბილიზაციის (სინათლისადმი ჰიპერმგრძნობელობა, მზით დამწვრობის მსგავსი რეაქციებით) ეფექტი ლევოფლოქსაცინის გამოყენებისა აღინიშნება ძალზე იშვიათად, ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად ავადმყოფებისათვის არ არის რეკომენდებული, აუცილებლობის არარსებობისას, მზის ან ხელოვნური ულტრაიისფერი ძლიერი გამოსხივების ზემოქმედება (მაგალითად, ყოფნა მზეზე მაღალმთიან ადგილზე ან სოლარიუმში). ფსევდომემბრანულ კოლიტზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ამ შემთხვევებში არ შეიძლება ნაწლავის მოტორიკის დამთრგუნველ საშუალებათა გამოყენება. პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება ტენდინიტი (უპირატესად აქილევსის მყესის ანთებამ) შეიძლება მყესების გაგლეჯვა გამოიწვიოს. ხანშიშესული ავდმყოფები უფრო მეტად არიან მიდრეკილი ტენდინიტების მიმართ. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ (კორტიზონის პრეპარატები) შესაძლებელია, გაზარდოს მყესების გაგლეჯვის რისკი. ტენდინიტზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტებს გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით (ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრული დარღვევა) შესაძლებელია რეაქცია ჰქონდეთ ქინოლონებზე ჰემოლიზის განვითარებით, ამასთან დაკავშირებით ასეთი ავადმყოფების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დიდი სიფრთხილით. პრეპარატის ისეთმა გვერდითმა მოვლენებმა, როგორიცაა: თავბრუსხვევა ან შებოჭილობა, ძილიანობა და მხედველობის დარღვევა (იხ. ასევე “გვერდითი მოქმედებები”) შესაძლებელია დააქვეითონ რეაქციის სისწრაფე და ყურადღების კონცენტრირების უნარი, რაც შეიძლება გახდეს გარკვეული რისკის მიზეზი ისეთ სიტუაციებში, როდესაც ამ შესაძლებლობებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა (მაგალითად, ავტომობილის მართვისას, მანქანებისა და მექანიზმების მომსახურებისას, არაფხიზელ მდგომარეობაში სამუშაოების შესრულებისას. განსაკუთრებით ეს ეხება პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღებას).
ჭარბი დოზირება: უმნიშვნელოვანესი სიმპტომები (ნიშნები) პრეპარატის დოზის შეცდომით გადაჭარბებისას ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ცნობიერების დაბინდვა, თაბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვითი შეტევები). გარდა ამისა, შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლილობანი (მაგალითად, გულისრევა) და ლორწოვანი გარსების დაზიანება. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს არსებული სიმპტომების შესაბამისად.ლევოფლოქსაცინი არ გამოიყოფა დიალიზის საშუალებით. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ერთი აბის ზედმეტად მიღება არ იწვევს მავნე ზემოქმედებას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
არსებობს მონაცემები კრუნჩხვითი მზაობის გამოხატული შემცირების შესახებ ქინოლონებისა და იმ ნივთიერებათა ერთდროული მიღებისას, რომლებიც, თავის მხრივ, ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ცერებრულ ზღურბლს. თანაბარი ზომით ეს ეხება ქინოლონებისა და ფენბუფენისა და მისი მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებათა (რევმატიული დაავადებების სამკურნალო საშუალებები) ერთდროულ გამოყენებასაც. პრეპარატის მოქმედება თვალსაჩინოდ სუსტდება მისი და სუკრალფატის (კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი საშუალება) ერთდოული მიღებისას. იგივეს აქვს ადგილი მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან, ასევე რკინის მარილებთან (სისხლნაკლებობის მკურნალობისას) მისი გამოყენებისას. პრეპარატი მიიღება არანაკლებ 2 საათის ინტერვალით ამ პრეპარატების გამოყენებიდან. ლევოფლოქსაცინის გამოყოფა მცირდება ციმეტიდინისა და პრობენიციდის მოქმედებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთქმედებას არ აქვს არავითარი კლინიკური მნიშვნელობა. მაგრამ მაინც, ციმეტიდინისა და პრობენიციდის ტიპის სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აბლოკირებენ გამოყოფის განსაზღვრულ ტიპს (მილაკოვან სეკრეციას) ერთად გამოყენებისას, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა სიფრთხილით უნდა წარმოებდეს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება თირკმლების დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტებს. ლევოფლოქსაცინი უმნიშვნელოდ ზრდის ციკლოსპორინის გამოყოფის პერიოდს.
შენახვის პირობები
შენახვის პირობები და ვადა:ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.