მონოგრაფია Nº 04346 Rx · რეცეპტით
მედეოლევი
Medeolev
ტაბლეტი #10
- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (Levofloxacin)
- მწარმოებელი
- ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ეიჩ ბი ჯორჯია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ლევოფლოქსაცინი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლევოფლოქსაცინი
500მგ ტაბლეტი №10
ვალმოქსი
VALMOX
500მგ ტაბლეტი #10
ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი
500მგ ტაბლეტი №14
ლევოდექსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6
ოდ-ლევოქსი
500მგ ტაბლეტი №5
ლევომაკი
Levomac
500მგ ტაბლეტი #5
ლევნიბიოტი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5
ლივოქს-500
500მგ ტაბლეტი №5
ლივოქსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5
სოლუფლოქსი-New
0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
აიფლოქსი
5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ლევორიჩი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლევოფტა
5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ლევოქსიმედი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
უნილევი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლეფლოცინი
5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ
ლევიტა
500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7
ილფლოქსი
Ilflox
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7
ლევოსტარი
LEVOSTAR
500 მგ №7 ტაბლეტი
ლევოქსიმედი
Levoximed
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6
კაპრიფლოქსი
Capriflox
500მგ ტაბლეტი #7
Adiflox
500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7
ადიფლოქსი
500მგ ტაბლეტი №7
კაპოქსინი
kapoxin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
ლევორენჯი
500მგ 7 ტაბლეტი №7
ლევოტექსი
500მგ ტაბლეტი №7
ლევოფლოქსაცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №7
ლეფზინი
Lefzin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
მეფლოციდი
MEFLOCID
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
სოლუფლოქსი
500მგ ტაბლეტი №7
ოფთაქვიქსი
OFTAQUIX
0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
ლევოფლოქსაცინი ბენე
500მგ ტაბლეტი №10
მედეოლევი ტაბ.500მგ N10
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ლეფზინი
Lefzin
750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
მეფლოციდი
MEFLOCID
750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7
ლევიკომი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ლევო-დენკი 500
Levo-Denk 500
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
კლოქსაცინი
CLOCSACIN
500 მგ ტაბლეტი #5
ლეფლოგარდი
500მგ ტაბლეტი №10
მარლეოქსი
MARLEOX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მარლეოქსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ვ-3
V-3
500მგ ტაბლეტი #10
ლევო-S 500
levo-S 500
500მგ ტაბლეტი №5
ლევო-დენკი 250
Levo-Denk 250
250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ლევოგრა
LEVOGRA
500მგ შემოგარსული ტაბლეტი # 10
ლევოსტარი
LEVOSTAR
0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1
ლევოქსიმედი
LEVOXIMED
0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში
ლევოქსიმედი
Levoximed
500მგ (5მგ/მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში
მარლეოქსი®
MARLEOX®
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
პმს-ლევოფლოქსაცინი
pms-LEVOFLOXACIN
500მგ ტაბლეტი №100; 500მგ ტაბლეტი №500
პოტანტი-სანოველი
POTANT-SANOVEL
500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7
ტავანიკი
TAVANIC
500მგ ტაბლეტი №5
ტავანიკი
TAVANIC
5მგ/მლ 100მლ საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
ფლექსიდი
Flexid
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატი USP
ექვივალენტური ლევოფლოქსაცინის...500მგ
Citrobacter freundii, Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter spp. (მათ შორის Enterobacter cloacae), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae), Moraxella cattaralis, Morganella morganii, Neisseria gonnorrhoeae, Neisseria meningitidis, Pasteurella spp. (მათ შორის Pasteurella conis, Pasteurella dagmatis, Pasteurella multocida), Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp. (მათ შორის Providencia rettgeri, Providencia stuartii), Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa),Salmonella spp., Serratia spp. (Serratia marcescens); ანაერობულიმიკროორგანიზმები: Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp., Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp., Propionibacterum spp., Veilonella spp.; სხვა მიკროორგანიზმები: Bartonella spp., Chlamydia pneumoniae, Chlamydia psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Legionella spp., Mycobacterium spp. (მათ შორის Mycobacterium leprae, Mycobacterium tuberculosis), Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Rickettsia spp., Ureaplasma urealyticum.
ფარმაკოკინეტიკა
მედეოლევი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ. 500 მგ ლევოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღების შემდეგ 99%-ს შეადგენს. ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის - 500 მგ-ის მიღებისას Cmax – 5.1± 0.8მკგ/მლ, Tmax – 1.3± 0.6სთ, T1/2- 6.3± 0.6 სთ.შეადგენს.
ლევოფლოქსაცინი ძირითადად შარდთან ერთად გამოიყოფა უცვლელი სახით. პერორალურად მიღების შემდეგ. დოზის დაახლოებით 87% 48 საათის განმავლობაში გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. 4%-ზე ნაკლები განავლოვანი მასებით. საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი 6-8 საათს შეადგენს.
ჩვენებები
მედეოლევის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, შუა ოტიტი.)
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია);
შარდ -სასქესო სისტემის გაურთულებელი და გართულებული ინფექციები (ცისტიტი,პიელონეფრიტი,ურეთრიტი,ცერვიციტი, სალპინგოოოფორიტი,ენდომეტრიტი)
აბორტის შემდგომი პროფილაქტიკა;
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის, ჩირქოვანი ათერომები, აბსცესები, ფურუნკულები).
ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
სეპტიცემია/ბაქტერიემია
ინტრააბდომინალური ინფექციები (ქოლეცისტიტი, ენტეროკოლიტი და სხვა)
ტუბერკულოზის წამლის მიმართ რეზისტენტული ფორმების კომპლექსური თერაპია.
მიღების წესი და დოზირება
მედეოლევის ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით ჭამამდე ან კვებათა შორის შუალედებში.
დოზა დგინდება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის, ასევე სავარაუდო გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის (კკ > 50 მლ/წთ) მქონე პაციენტებში რეკომენდებულია მედეოლევის დანიშვნა შემდეგი დოზით:
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები – 500 მგ 1-ჯერ დღეში 10-14 დღე
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება – 500 მგ ერთხელ დღეში 5-10 დღე
პნევმონია – 500 მგ 1-2-ჯერ დღეში 10-14 დღე
კანისა და რბილის ქსოვილების ინფექციები-500მგ.1-2-ჯერ დღეში 10-14 დღე
შარდ -სასქესო სისტემის გაურთულებელი და გართულებული ინფექციები-500მგ 1-ჯერ დღეში 5-10დღე
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი – 500 მგ 1-ჯერ დღეში 28-30 დღე
მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები -500მგ. 1-ჯერ დღეში 10-14 დღე
H. Pylory-ის ერადიკაცია -500მგ. 1-ჯერ დღეში 7-10 დღე
ძვლებისა და სახსრების ინფექციები-500მგ. 1-ჯერ დღეში 10 დღე
სეპტიცემია /ბაქტერიემია 500მგ. 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში 10-14 დღე
ტუბერკულოზის წამლის მიმართ რეზისტენტული ფორმების კომპლექსური თერაპია -500–1000მგ 1–2ჯერ დღეში, 3 თვე
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე (კკ < 50 მლ/წთ) პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა ,საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში,
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ჰემორაგიები;
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ,ძილიანობა
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოგლიკემია
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სისხლის შრატში კრეატინინის დონის მატება, ინტერსტიციური ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა;
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: გამონაყარი, პრურიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული ედემა, ფოტომგრძნობელობა.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ართრალგია, მიალგია, კუნთების სისუსტე, მყესის გაგლეჯვა (ძალიან იშვიათად), ტენდინიტი, რაბდომიოლიზი;
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;
- ეპილეფსია;
- ანამნეზში მყესების დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ქინოლონების მიღებასთან;
- 18 წლამდე ასაკი;
- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
მედეოლევი სიფრთხილით ინიშნება:
პაციენტებში, რომელთაც ახლო წარსულში გადატანილი აქვთ ინსულტი ან თავის ტვინის მძიმე ტრავმა
- ხანდაზმული პაციენტები
- პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით (შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება);
- პაციენტები თირკმელების დარღვეული ფუნქციით
- ფოტოსენსბილიზაციის განვითარების პრევენციისათვის ავადმყოფებმა თავი უნდა აარიდონ მზეზე ყოფნასა და ულტრაიისფერ დასხივებას.
- მკურნალობის დროს ალკოჰოლის გამოყენება უნდა გამოირიცხოს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები რომლებიც შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზირებისას: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა , კონვულსიური კრუნჩხვები. მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია. ლევოფლოქსაცინი დიალიზის გზით არ გამოიდევნება
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მედეოლევის მოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდურ საშუალებებთან, ასევე რკინის მარილებთაან ერთდროული გამოყენებისას. ლევოფლოქსაცინმა შესაძლოა იმოქმედოს პრეპარატების კლირენსზე,როგორიცაა : თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30℃ -ზე, დაიცავით სინათლისგან.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ვარგისობის ვადა
36 თვე წარმოების თარიღიდან
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.