8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02919 Rx · რეცეპტით

ტავანიკი

TAVANIC

5მგ/მლ 100მლ საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

მოქმედი ნივთიერება
ლევოფლოქსაცინი (Levofloxacin)
მწარმოებელი
Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
იმპორტიორი საქართველოში
Sanofi
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ლევოფლოქსაცინი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან9.84 ₾
ლევოფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან11.75 ₾
ვალმოქსი, 500მგ ტაბლეტი #10

ვალმოქსი

VALMOX

500მგ ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.92 ₾
ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი, 500მგ ტაბლეტი №14

ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი

500მგ ტაბლეტი №14

ლევოფლოქსაცინი ასტრაფარმი, უკრაინა
დან13.77 ₾
ლევოდექსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6

ლევოდექსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6

ლევოფლოქსაცინი
დან18.08 ₾
ოდ-ლევოქსი, 500მგ ტაბლეტი №5

ოდ-ლევოქსი

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი ეჯ ფარმა, ინდოეთი
დან19.60 ₾
ლევომაკი, 500მგ ტაბლეტი #5

ლევომაკი

Levomac

500მგ ტაბლეტი #5

ლევოფლოქსაცინი Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
დან19.62 ₾
ლევნიბიოტი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევნიბიოტი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი
დან19.63 ₾
ლივოქს-500, 500მგ ტაბლეტი №5

ლივოქს-500

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი ლაბ. ზეე, ინდოეთი
დან19.63 ₾
ლივოქსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლივოქსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი
დან19.63 ₾
სოლუფლოქსი-New, 0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

სოლუფლოქსი-New

0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან21.20 ₾
აიფლოქსი, 5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

აიფლოქსი

5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი რაფარმა, საბერძნეთი
დან21.24 ₾
ლევორიჩი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევორიჩი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი სამჩუნდანგ ფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან21.24 ₾
ლევოფტა, 5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფტა

5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი ჰანლიმ ფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან21.24 ₾
ლევოქსიმედი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოქსიმედი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან21.24 ₾
უნილევი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

უნილევი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი უნიმედ ფარმა, სლოვაკეთი
დან21.24 ₾
ლეფლოცინი, 5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ

ლეფლოცინი

5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ

ლევოფლოქსაცინი
დან21.48 ₾
ლევიტა, 500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7

ლევიტა

500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.39 ₾
ილფლოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7

ილფლოქსი

Ilflox

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7

ლევოფლოქსაცინი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან26.40 ₾
ლევოსტარი, 500 მგ №7 ტაბლეტი

ლევოსტარი

LEVOSTAR

500 მგ №7 ტაბლეტი

ლევოფლოქსაცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან26.40 ₾
ლევოქსიმედი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6

ლევოქსიმედი

Levoximed

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6

ლევოფლოქსაცინი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან26.40 ₾
კაპრიფლოქსი, 500მგ ტაბლეტი #7

კაპრიფლოქსი

Capriflox

500მგ ტაბლეტი #7

ლევოფლოქსაცინი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან26.41 ₾
Adiflox, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7

Adiflox

500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.42 ₾
ადიფლოქსი, 500მგ ტაბლეტი №7

ადიფლოქსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ადიფარმი, ბულგარეთი
დან26.42 ₾
კაპოქსინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)

კაპოქსინი

kapoxin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)

ლევოფლოქსაცინი Recordati Ilac San. ve Tic., თურქეთი
დან26.42 ₾
ლევორენჯი, 500მგ 7 ტაბლეტი №7

ლევორენჯი

500მგ 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.42 ₾
ლევოტექსი, 500მგ ტაბლეტი №7

ლევოტექსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ფორტექსი, ბულგარეთი
დან26.42 ₾
ლევოფლოქსაცინი ნორმონი, 500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ნორმონი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან26.42 ₾
ლეფზინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლეფზინი

Lefzin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან26.42 ₾
მეფლოციდი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

მეფლოციდი

MEFLOCID

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან26.42 ₾
სოლუფლოქსი, 500მგ ტაბლეტი №7

სოლუფლოქსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ატაბაი ილაჩ ფაბრიკასი, თურქეთი
დან26.42 ₾
ოფთაქვიქსი, 0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

ოფთაქვიქსი

OFTAQUIX

0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი სანტენი, ფინეთი
დან26.89 ₾

ლევოფლოქსაცინი ბენე

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი მედოქემი, კვიპროსი
დან38.40 ₾
მედეოლევი ტაბ.500მგ N10, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

მედეოლევი ტაბ.500მგ N10

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან39.39 ₾
ლეფზინი, 750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლეფზინი

Lefzin

750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან39.44 ₾
მეფლოციდი, 750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7

მეფლოციდი

MEFLOCID

750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7

ლევოფლოქსაცინი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან39.44 ₾
ლევიკომი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევიკომი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან42.87 ₾
ლევო-დენკი 500, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევო-დენკი 500

Levo-Denk 500

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
დან47.26 ₾
კლოქსაცინი, 500 მგ ტაბლეტი #5

კლოქსაცინი

CLOCSACIN

500 მგ ტაბლეტი #5

ლევოფლოქსაცინი DOPPEL Farmaceutici, იტალია
დან47.28 ₾
ლეფლოგარდი, 500მგ ტაბლეტი №10

ლეფლოგარდი

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ფარმათენ ინტერნაციონალი, საბერძნეთი
დან47.28 ₾
მარლეოქსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

მარლეოქსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან47.28 ₾
მარლეოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

მარლეოქსი

MARLEOX

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
დან47.28 ₾

ვ-3

V-3

500მგ ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ლევო-S 500

levo-S 500

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ლევო-დენკი 250, 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევო-დენკი 250

Levo-Denk 250

250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

ლევოგრა

LEVOGRA

500მგ შემოგარსული ტაბლეტი # 10

ლევოფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ლევოსტარი, 0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1

ლევოსტარი

LEVOSTAR

0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1

ლევოფლოქსაცინი Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
ლევოქსიმედი, 0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში

ლევოქსიმედი

LEVOXIMED

0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო

ლევოქსიმედი

Levoximed

500მგ (5მგ/მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით
მარლეოქსი®, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

მარლეოქსი®

MARLEOX®

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო
მედეოლევი, ტაბლეტი #10

მედეოლევი

Medeolev

ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

პმს-ლევოფლოქსაცინი

pms-LEVOFLOXACIN

500მგ ტაბლეტი №100; 500მგ ტაბლეტი №500

ლევოფლოქსაცინი Pharma science, კანადა
Rx · რეცეპტით
პოტანტი-სანოველი, 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

პოტანტი-სანოველი

POTANT-SANOVEL

500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

ლევოფლოქსაცინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ტავანიკი

TAVANIC

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ფლექსიდი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ფლექსიდი

Flexid

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

ათქ კლასიფიკაციის კოდი
J01MA

02

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 5, 7 და 10 ც.
1 ტაბ.
1 ტაბ.
ლევოფლოქსაცინი.................................................500 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, მეთილოქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ოქტადეცილჰიდროფუმარატი, ნატრიუმის მარილი, მაკროგოლ 800, ტალკი, საღებავები; ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდის ჰიდრატი (E 172) და რკინის ოქსიდი (E 172).
საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ
1 მლ
ლევოფლოქსაცინი.......................................................5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, მწველი ნატრიუმი, წყალი ინექციისათვის (Nა-ის იონების კონცენტრაცია 154 მმოლი/ლ).

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიბაქტერიული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტავანიკი ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლევოფლოქსაცინს _ ოფლოქსაცინის მარცხნივბრუნავ იზომერს. ლევოფლოქსაცინი აქტიურია უმრავლესი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ როგორც in vitro ასევე in vivo პირობებში: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, pyogenes, agalactiae, Viridans group streptococci, Enterobacter cloacae, aerogenes, agglomerans, sakazakii, Escherichia coli, Haemophilus influenzae, parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, oxytoca, Legionella pneumoniae, Moraxella catarrhalis, Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa, fluorescens Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Acinetobacter anitratus, baumannii, calcoaceticus, Bordetella pertussis, Citrobacter diversus, freundii, Morganella morganii, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, stuartii, Seratia marcescens, Clostridium perfringens..
მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედში დნმ-ის სპეციფიკური ფერმენტის დნმ-ჰირაზას ინჰიბირებით და მისი სპირალიზაციის პროცესის დარღვევით, რაც დამღუპველად მოქმედებს მიკროორგანიზმზე.

05

ფარმაკოკინეტიკა

ტაბლეტები
ლევოფლოქსაცინი სწრაფად და პრაქტიკულად, მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღებისას. 500 მგ ლევოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადგენს 99%-ს. ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის 250 მგ მიღების შემდე Cmax შეადგენს 2.8±0.4 მკგ/მლ, ხოლო Tmax _ 1.6±1.0 სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი _ 7.3±0.9 სთ-ია.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები ლევოფლოქსაცინის დოზით 500 მგ მიღების შემდეგ შესაბამისად შეადგენს: Cmax _ 5.1±0.8 მკგ/მლ, Tmax _ 1.3±0.6 სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი _ 6.3±0.6 სთ.
ლევოფლოქსაცინი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. პერორალური მიღების შემდეგ, მიღებული დოზის დაახლოებით 87% შარდთან ერთად გამოიყოფა უცვლელი სახით 48 საათის განმავლობაში. 4%-ზე ნაკლები აღმოჩენილია განავალში 72 საათის პერიოდში.
საინფუზიო ხსნარი
ჯანმრთელ მოხალისეებში 500 მგ ლევოფლოქსაცინის ი/ვ 60 წთ-იანი ინფუზიის შემდეგ საშუალო პიკურმა კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში შეადგინა 6.2 მკგ/მლ. ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკას გააჩნია სწორხაზოვანი ხასიათი და პროგნოზირებადია მისი ერთჯერადი და მრავალჯერადი შეყვანისას. ლევოფლოქსაცინის პლაზმური კონცენტრაცია პერორალური (ტაბლეტის) მიღებისას და ი/ვ ინფუზიისას არის ერთნაირი, ამიტომ წამლის პერორალური და ი/ვ შეყვანა ითვლება ურთიერთშენაცვლებადად.
ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 89-დან 112 ლ-მდე 500 მგ ი/ვ ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები 500 მგ ლევოფლოქსაცინის ი/ვ ერთჯერადი შეყვანისა არის შემდეგი: Cmax 6.2±1.0 მკგ/მლ, Tmax – 1.0±0.1 სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი 6.4±0.7 სთ.
ლევოფლოქსაცინი უპირატესად გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელად. ლევოფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 6-8 სთ-ს.

06

ჩვენებები

ტავანიკი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში, თუ ამ ინფექციათა გამომწვევები არიან ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიები.

  • მწვავე სინუსიტი;
  • ქვემო სასუნთქი გზების ანთებები, ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება ან არაჰოსპიტალური პნევმონიები;
  • შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (თირკმლების ჩათვლით);
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები.
07

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები
ტავანიკის ტაბლეტები 250 მგ ან 500 მგ მიიღება ერთხელ ან 2-ჯერ დღეში. დოზები დგინდება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით, ასევე შესაძლო გამომწვევის მგრძნობელობით. გამოყენების ინსტრუქცია მკაცრად უნდა იქნას დაცული, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ტავანიკმა შეიძლება გამოიწვიოს არაადექვატური ეფექტი. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ავადმყოფებს (კრეატინინის კლირენსი >50 მლ/წთ) შეიძლება დაენიშნოს პრეპარატის შემდეგი დოზები:
სინუსიტი (ცხვირის დანამატების ანთება): 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 500 მგ ლევოფლოქსაცინი);
ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება: თითო ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან 1/2 ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ ლევოფლოქსაცინი), ან 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 500 მგ ლევოფლოქსაცინი);
ფილტვების ანთება: 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ, 1-2-ჯერ დღეში (შესაბამისად 500-1000 მგ ლევოფლოქსაცინი);
საშარდე გზების ინფექცია: თითო ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ ან 1/2 ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ ლევოფლოქსაცინი)
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: თითო ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან 1/2 ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ ლევოფლოქსაცინი) ან 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ 1-2-ჯერ დღეში (შესაბამისად 500-1000 მგ ლევოფლოქსაცინი).
ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (0.5-დან 1 ჭიქამდე). დოზის შერჩევისას ტაბლეტი შეიძლება გაიყოს გამყოფ ნიშნულზე. პრეპარატი მიიღება ჭამის წინ, ან ნებისმიერ დროს კვებათა შორის ინტერვალში. მკურნალობის ხანგრძლივობა, რომელიც დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. კლინიკური კვლევისას, ცხვირის დანამატების მწვავე ანთების მკურნალობა შეადგენდა 10-14 დღეს, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისა – 7-10 დღეს, ფილტვების ანთების - 7-14 დღეს, საშარდე გზების ინფექციების – 7-10 დღეს, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების - 7-14 დღეს. ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, პრეპარატ ტავანიკით (ტაბლეტი 250 მგ და 500 მგ) მკურნალობაც რეკომენდებულია გაგრძელდეს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებიდან და გამომწვევის დადასტურებული განადგურებიდან 48-72 საათის განმავლობაში.
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებული იქნა, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ტაბლეტი, სანამ შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო არ არის მოახლოებული. შემდგომში ტავანი¬კის მიღების გაგრძელება ხდება სქემის მიხედვით.
საინფუზიო ხსნარი
ტავანიკი 500 მლ საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ დღეში ერთხელ ან 2-ჯერ. დოზირება განი-საზღვრება ინფექციის ხასიათითა და სიმძიმით და აგრეთვე მგრძნობელობით სავარაუდო გამომწვევისადმი. ავადმყოფებს თირკმელების ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი >50 მლ/წთ) პრეპარატი შეიძლება რეკომენდებული იყოს დოზირების შემდეგი რეჟიმით:

  • ფილტვების ანთება: 500 მგ ტავანიკი 1-2-ჯერ დღეში;
  • საშარდე გზების ინფექციები: 250 მგ ტავანიკი ერთხელ დღეში (მძიმე ინფექციის დროს შესაძლებელია დოზის მომატება);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია: 500 მგ ტავანიკი დღეში 2-ჯერ.

ტავანიკი 500 მგ საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ ვენაში წვეთოვანი სახით ნელა. ტავანიკის ერთი ფლაკონის 500 მგ (100 მლ ინფუზიური ხსნადი 500 მგ ლევოფლოქსაცინით) შეყვანის ხანრძლივობა უნდა შეადგინდეს არანაკლებ 60 წუთს
ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება გადასვლა ინტრავენური წვეთოვანი შეყვანიდან იმავე დოზის ტაბლეტების მიღებაზე.
ტავანიკი 500 მგ საინფუზიო ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან ერთად: 0.9% ნატრიუმის ქლორიდთან, 5%- დექსტროზასთან, 2.5% რინგერის ხსნართან დექსტროზასთან ერთად, კომბინირებული ხსნარებთან პარენტერული კვებისათვის (ამინომჟავები, ნახშირწყლები, ელექტროლიტები).
500 მგ ტავანიკის შერევა არ შეიძლება ჰეპარინთან ან ხსნარებთან, რომელთაც გააჩნიათ ტუტე რეაქცია (მაგალითად, ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარი).
მკურნალობის ხანგრძლივობა, ორიენტირებული დაავადების ხანგძლივობაზე, უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 14 დღეს. ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების მიღებისას პრეპარატ ტავანიკით მკურნალობა (საინფუზიო ხსნარი ან ტაბლეტები) რეკომენდებულია ორგანიზმის ტემპერატურის ნორმალიზებიდან ან გამომწვევის დადასტურებული განადგურებიდან მინიმუმ 48-78 საათის შემდეგ.
ტავანიკით მკურნალობისას (ტაბლეტებით ან საინფუზიო ხსნარით) ლევოფლოქსაცინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, რის გამოც თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფების მკურნალობის დროს აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება. შესაბამის ინფორმაციას ამის შესახებ შეიცავს შემდეგი ცხრილი:

250 მგ/ 24 სთ

500 მგ/ 24 სთ

500 მგ/ 12 სთ

კრეატინინის კლირენსი

I დოზა:

250 mg

I დოზა:

500 მგ

I დოზა:

500 მგ

50-20 მლ/წთ

შემდეგ:

125 მგ/ 24 სთ

შემდეგ:

250 მგ/ 24 სთ

შემდეგ:

250 მგ/ 12 სთ

19-10 მლ/წთ

შემდეგ:

125 მგ/ 48 სთ

შემდეგ:

125 მგ/ 24 სთ

შემდეგ:

125 მგ/ 12 სთ

<10 მლ/წთ (ჰემოდიალი-ზისა და ხაპდ ჩათ­ვ­ლით)*

შემდეგ:

125 მგ/ 48 სთ

შემდეგ:

125 მგ/ 24 სთ

შემდეგ:

125 მგ/ 24 სთ

* ხაპდ _ ხანგრძლივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი.
ჰემოდიალიზისა და ხაპდ-ს შემდეგ არ არის საჭირო დამატებითი დოზების შეყვანა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს არ არის აუცილებელი დოზის სპეციალური შერჩევა იმდენად, რამდენადაც ტავანიკი მეტაბოლიზდება ღვიძლში მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით.
პრეპარატ ტავანიკით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ვადაზე ადრე ექიმის მითითების გარეშე.

08

გვერდითი მოვლენები

პრეპარატ ტავანიკის ცნობილი გვერდითი მოვლენების სიხშირე წარმოდგენილია შემდეგი გრადაციით: ხშირად - 100-დან 1-10 ავადმყოფში; ხანდახან - 100-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები; იშვიათად - 1 000-დან არა უმეტეს 1 ავადმყოფში; ძალზე იშვიათად - 10 000-დან არა უმეტეს 1 ავადმყოფში; განსაზღვრულ შემთხვევებში - უფრო იშვიათად.
კანისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მხრივ: ხანდახან - ქავილი და კანის გაწითლება. იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის საერთო რეაქციები (ანაფილაქსიური და ანაფილაქტორიდური რეაქციები) ისეთ სიმპტომებთან ერთად როგორიცაა: ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და შესაძლო სულის ხუთვა. აგრეთვე იშვიათ შემთხვევებში - კანის და ლორწოვანი გარსის შესიება (მაგალითად, სახისა და ყელის არეში). ძალიან იშვიათად - არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება და შოკი; მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ცალკეულ შემთხვევებში - მძიმე გამონაყარი კანზე, ბუშტუკების წარმოქმნით, მაგალითად სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და ექსუდატური მრავალფორმიანი ერითემა. ჰიპერ-მგრძნობელობის საერთო რეაქციებს შეიძლება ხანდახან წინ უსწრებდეს კანის მხრივ უფრო სუსტი რეაქციები. ზემოთ აღნიშნული რეაქციები შეიძლება განვითარდეს უკვე პირველი დოზის მიღებიდან რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, დიარეა. ხანდახან - მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში, საჭმლის მონელების დარღვევა. იშვიათად - სისხლიანი ფაღარათი, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს ნაწლავების ანთების ან ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშანი. ძალიან იშვიათად - სისხლში შაქრის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რომელიც განსაკუთრებულად მნიშნელოვანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის; ჰიმოგლიკემიის შესაძლებელი ნიშნებია: “მგლის მადა”, ნევროზული მდგომარეობა, ოფლიანობა, კანკალი.
სხვა ქინოლონების გამოყენების გამოცდილება ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ მწვავე პორფირია (ნივთიერებათა ცვლის ძალიან იშვიათი დაავადება) ამ დაავადებით უკვე შეპყრობილ პირებში.
ამგვარი ეფექტი არ არის გამორიცხული აგრეთვე პრეპარატ ტავანიკის მიღებისას.
ნერვულ სისტემაზე მოქმედება: ხანდახან - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან შებოჭილობა, მოთენთილობა, ძილის დარღვევა.
იშვიათად: არასასიამოვნო შეგრძნება (მაგალითად: პარესთეზიები მაჯის მიდამოში), კანკალი, ნერვიულობა, შიშის შეგრძნება, კრუნჩხვები და ცნობიერების დაბინდვა. ძალიან იშვიათად - მხედველობის, სმენის, გემოს და ყნოსვის დარღვევა, ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება, ფსიქიკური რეაქციები ჰალუცინაციებისა და დეპრესიის სახით, აგრეთვე მოძრაობის დარღვევა, მათ შორის სიარულის დროს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედება: იშვიათად - ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება. ძალიან იშვიათად - (შოკის მაგვარი) სისხლძარღვოვანი კოლაფსი.
კუნთებზე, ძვლებსა და მყესებზე მოქმედება: იშვიათად - მყესების დაზიანება (ტენდინიტის ჩათვლით), კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ძალიან იშვიათად - მყესის გაგლეჯვა (მაგალითად აქილევსის).
ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და შეიძლება გააჩნდეს ორმხრივი ხასიათი. კუნთების სისუსტე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს Myasthenia gravis-ით დაავადებულთათვის (კუნთების იშვიათი აუტოიმუნური დაავადება). ცალკეულ შემთხვევებში - კუნთების დაზიანება (რაბდომიოლიზი).
ღვიძლსა და თირკმელებზე მოქმედება: ხშირად - ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (მაგალითად, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას). ხანდახან - ბილირუბინის და კრეატინინის დონის მომატება სისხლის შრატში (ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის ნიშანი). ძალიან იშვიათად - ღვიძლის მხრივ რეაქციები (მაგალითად: ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის გაუარესება, ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე, ასევე ალერგიული რეაქციების შედეგად (ინტერსტიციული ნეფრიტი).
სისხლზე მოქმედება: ხანდახან - სისხლის განსაზღვრული უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია), სისხლის თეთრი ბურთულების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია). იშვიათად - ნეიტროპენია თრომბოციტების ნაკლებობა (თრომბოციტოპენია), სისხლჩაქცევისა და სისხლდენისადმი მიდრეკილების გაზრდა. ძალიან იშვიათად - ორგანიზმში სისხლის განსაზღვრული თეთრი ბურთულების რაოდენობის (აგრანულოციტოზი) ძლიერი შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სიმპტომები (ორგანიზმის ტემპერატურის მდგრადი ან რეციდიული მომატება, ყელის ანთება და მდგომარეობის მყარი გაუარესება). ცალკეულ შემთხვევებში - სისხლის წითელი ბურთულების დაშლა (ჰემოლიზური ანემია). სისხლის ყველანაირი უჯრედის რაოდენობის ძლიერი შემცირება (პანციტოპენია).
სხვა გვერდითი მოქმედება: ხანდახან - ზოგადი სისუსტე (ასთენია). ძალიან იშვიათად - ციებ-ცხელება, ალერგიული რეაქციები ფილტვების მხრივ (ალერგიული პნევმონიტი), ან მცირე კალიბრის სისხლძარღვების მხრივ (ვასკულიტი).
ნებისმიერმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის (ბაქტერიები და სოკოები) შეცვლა, რის გამოც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ბაქტერიების და სოკოების გამრავლების გაძლიერებას, რომლებიც მდგრადნი არიან მიღებული ანტიბიოტიკისადმი (მეორადი ინფექცია), რომელმაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დამატებითი მკურნალობა.

09

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;
  • ეპილეფსიით შეპყრობილი ავადმყოფები;
  • ქინოლონებით მკურნალობის შედეგად მყესების დაზიანების შემთხვევაში;
  • ბავშვები და მოზარდები ზრდის სტადიაში;
  • ორსულობა;
  • ლაქტაციის პერიოდი.
10

ორსულობა და ლაქტაცია

არასაკმარისი კლინიკური კვლევებისა და ზრდის¬ პერიოდში ქინოლონების სახსართა ხრტილებზე შესაძლო დამაზიანებელი მოქმედების გამო, ტავანიკი არ უნდა გამოიყენონ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

11

განსაკუთრებული მითითებები

ტავანიკის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში, მზარდ ორგანიზმში სახსრების ხრტილოვანი დაზიანების შესაძლებლობის გამო.
ხანდაზმულებში მკურნალობისას უნდა გავით¬ვალისწინოთ, რომ ხანდაზმულ პაციენტებს დაქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია. პნევმოკოკებით გამოწვეული ფილტვების ძალიან მძიმე ანთების დროს ტავანიკით მკურნალობამ შეიძლება არ გამოიწვიოს სასურველი თერაპიული ეფექტი. ჰოსპიტალური ინფექციების თანდართვისას, გამოწვეული განსაზღვრული გამომწვევებით (P. aeruginosa), შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული თერაპიის ჩატარება.
ინფუზიის ხანგრძლივობა: აუცილებლად საჭიროა ინფუზიის ხანგლივობის რეკომენდებული წესის დაცვა. პრეპარატ ტავანიკისათვის (100 მლ საინფუზიო ხსნარი) ი/ვ ინფუზიის ხანგძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 60 წთ-ს. გამოყენების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ინფუზიის დროს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გულის რითმის გახშირებას და არტერიული წნევის ტრანზიტორულ დაქვეითებას. იშვიათად არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა შეიძლება სისხლძარღვოვანი კოლაფსის მიზეზი გახდეს. თუ ლევოფლოქსაცინის (ოფლოქსაცინის L-იზომერი) გადასხმისას შეიმჩნევა არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, გადასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ტავანიკით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვითი შეტევები იმ პირებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, დაქვეითებული კრუნჩხვითი ზღურბლით, ასევე ქალა-ტვინის ტრავმის, ინსულტის შემთხვევები. კრუნჩხვის განვითარების რისკი შეიძლება გაზარდოს ფენბუფენის (და მისი მსგავსი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების), ან თეოფილინის ერთდროულმა გამოყენებამ.
მიუხედავად იმისა, რომ ტავანიკის გამოყენებისას ფოტოსენსიბილიზაციის ეფექტი აღინიშნება ძალიან იშვიათად, სიფრთხილის მიზნით ავადმყოფები უნდა მოერიდონ მზეზე ყოფნას და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას (სოლარიუმი).
ფსევდომებრანულ კოლიტზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მოიხსნას პრეპარატი და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება ნაწლავების მოტორიკის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენება.
ტავანიკის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება ტენდინიტი (უპირატესად აქილევის მყესის ანთება), რომელმაც შეიძლება მყესის გაგლეჯვა გამოიწვიოს. ხანდაზმული ავადმყოფები უფრო მიდრეკილნი არიან ტენდინიტისადმი. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა (კორტიზონული პრეპარატები) ამაღლებს მყესის გაგლეჯვის რისკს. ტენდინიტით დაავადების შემთხვევისას პრეპარატ ტავანიკით მკურნალობა დაუყოვ¬ნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა, მაგალითად უზრუნველყოთ სიმშვიდე.
ავადმყოფებს გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით (თანდაყოლილი მემკვიდრული დაავადება), შესაძლებელია რეაქცია ჰქონდეთ ქინოლონებზე ჰემოლიზის განვითარებით, ამასთან დაკავშირებით ასეთი ავადმყოფების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დიდი სიფრთხილით.
პრეპარატ ტავანიკის ისეთმა გვერდითმა მოვლენებმა, როგორიცაა თავბრუსხვევა, შებოჭილობა, მოთენთილობა, მხედველობის დარღვევა შეიძლება დააქვეითონ რეაქციის სიჩქარე და ყურადღების კონცენტრაცია. ამას შეიძლება მოჰყვეს განსაზღვრული რისკი ისეთ სიტუაციებში, როდესაც ამ რეაქციებს გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშნელობა (მაგალითად, ავტომანქანის ტარები¬სას, მანქანებისა და მექანიზმების მომსახურების დროს, მუშაობის შესრულებისას არაფხიზელ მდგომარეობაში, განსაკუთრებით თუ ეს ეხება პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღებას).

12

ჭარბი დოზირება

უმნიშვნელოვანესი სიმპტომები (ნიშნები) პრეპარატ ტავანიკის დოზის შეცდომით გადაჭარბებისას ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ცნობიერების დაბინდვა, თაბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვითი შეტევები). გარდა ამისა, შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლილობანი (მაგალითად, გულისრევა) და ლორწოვანი გარსების დაზიანება.
მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს არსებული სიმპტომების შესაბამისად. ლევოფლოქსაცინი არ გამოიყოფა დიალიზის საშუალებით. სპეციფიკური ანტიდოტი (უკუმოქმედი ნივთიერება) არ არსებობს.
ტავანიკ 250 მგ-ის ერთი ტაბლეტის ზედმეტად მიღება არ იწვევს მავნე ზემოქმედებას.

13

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

არსებობს მონაცემები კრუნჩხვების გამოხატული შემცირების შესახებ ქინოლონებისა და იმ ნივთიერებათა ერთდროული მიღებისას, რომლებიც, თავის მხრივ, ამცირებენ კრუნჩხვების ცერებრულ ზღურბლს. თანაბარი ზომით ეს ეხება ქინოლონებისა და ფენბუფენისა და მისი მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებათა (რევმატიული დაავადებების სამკურნალო საშუალებები) ერთდროულ გამოყენებასაც.
პრეპარატ ტავანიკის მოქმედება თვალსაჩინოდ სუსტდება მისი და სუკრალფატის (კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი საშუალება) ერთდროული მიღებისას. იგივეს აქვს ადგილი მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან (გულძმარვისა და გასტრალგიების სამკურნალო პრეპარატები), ასევე რკინის მარილებთან (სისხლნაკლებობის მკურნალობისას) მისი გამოყენებისას. ტავანიკი მიიღება არანაკლებ 2 საათის ინტერვალით ამ პრეპარატების მიღებიდან.
ლევოფლოქსაცინის გამოყოფა მცირდება ციმეტიდინისა და პრობენიციდის მოქმედებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთქმედებას არა აქვს არავითარი კლინიკური მნიშვნელობა. მაგრამ მაინც, ციმეტიდინისა და პრობენიციდის ტიპის სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აბლოკირებენ გამოყოფის განსაზღვრულ ტიპს (მილაკოვან სეკრეციას) ერთად გამოყენებისას, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა სიფრთხილით უნდა წარმოებდეს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება თირკმლების დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტებს.
ლევოფლოქსაცინი უმნიშვნელოდ ზრდის ციკლოსპორინის გამოყოფის პერიოდს.

14

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სიანთლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
საინფუზიო ხსნარი ოთახის სინათლეზე ინახება არა უმეტეს 3 დღისა.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.