8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01789 Rx · რეცეპტით

ლევოქსიმედი

Levoximed

500მგ (5მგ/მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში

მოქმედი ნივთიერება
ლევოფლოქსაცინი (Levofloxacin)
მწარმოებელი
Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH, გერმანია
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ლევოფლოქსაცინი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან9.84 ₾
ლევოფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან11.75 ₾
ვალმოქსი, 500მგ ტაბლეტი #10

ვალმოქსი

VALMOX

500მგ ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.92 ₾
ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი, 500მგ ტაბლეტი №14

ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი

500მგ ტაბლეტი №14

ლევოფლოქსაცინი ასტრაფარმი, უკრაინა
დან13.77 ₾
ლევოდექსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6

ლევოდექსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6

ლევოფლოქსაცინი
დან18.08 ₾
ოდ-ლევოქსი, 500მგ ტაბლეტი №5

ოდ-ლევოქსი

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი ეჯ ფარმა, ინდოეთი
დან19.60 ₾
ლევომაკი, 500მგ ტაბლეტი #5

ლევომაკი

Levomac

500მგ ტაბლეტი #5

ლევოფლოქსაცინი Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
დან19.62 ₾
ლევნიბიოტი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევნიბიოტი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი
დან19.63 ₾
ლივოქს-500, 500მგ ტაბლეტი №5

ლივოქს-500

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი ლაბ. ზეე, ინდოეთი
დან19.63 ₾
ლივოქსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლივოქსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი
დან19.63 ₾
სოლუფლოქსი-New, 0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

სოლუფლოქსი-New

0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან21.20 ₾
აიფლოქსი, 5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

აიფლოქსი

5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი რაფარმა, საბერძნეთი
დან21.24 ₾
ლევორიჩი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევორიჩი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი სამჩუნდანგ ფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან21.24 ₾
ლევოფტა, 5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფტა

5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი ჰანლიმ ფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან21.24 ₾
ლევოქსიმედი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოქსიმედი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან21.24 ₾
უნილევი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

უნილევი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი უნიმედ ფარმა, სლოვაკეთი
დან21.24 ₾
ლეფლოცინი, 5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ

ლეფლოცინი

5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ

ლევოფლოქსაცინი
დან21.48 ₾
ლევიტა, 500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7

ლევიტა

500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.39 ₾
ილფლოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7

ილფლოქსი

Ilflox

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7

ლევოფლოქსაცინი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან26.40 ₾
ლევოსტარი, 500 მგ №7 ტაბლეტი

ლევოსტარი

LEVOSTAR

500 მგ №7 ტაბლეტი

ლევოფლოქსაცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან26.40 ₾
ლევოქსიმედი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6

ლევოქსიმედი

Levoximed

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6

ლევოფლოქსაცინი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან26.40 ₾
კაპრიფლოქსი, 500მგ ტაბლეტი #7

კაპრიფლოქსი

Capriflox

500მგ ტაბლეტი #7

ლევოფლოქსაცინი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან26.41 ₾
Adiflox, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7

Adiflox

500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.42 ₾
ადიფლოქსი, 500მგ ტაბლეტი №7

ადიფლოქსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ადიფარმი, ბულგარეთი
დან26.42 ₾
კაპოქსინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)

კაპოქსინი

kapoxin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)

ლევოფლოქსაცინი Recordati Ilac San. ve Tic., თურქეთი
დან26.42 ₾
ლევორენჯი, 500მგ 7 ტაბლეტი №7

ლევორენჯი

500მგ 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.42 ₾
ლევოტექსი, 500მგ ტაბლეტი №7

ლევოტექსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ფორტექსი, ბულგარეთი
დან26.42 ₾
ლევოფლოქსაცინი ნორმონი, 500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ნორმონი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან26.42 ₾
ლეფზინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლეფზინი

Lefzin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან26.42 ₾
მეფლოციდი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

მეფლოციდი

MEFLOCID

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან26.42 ₾
სოლუფლოქსი, 500მგ ტაბლეტი №7

სოლუფლოქსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ატაბაი ილაჩ ფაბრიკასი, თურქეთი
დან26.42 ₾
ოფთაქვიქსი, 0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

ოფთაქვიქსი

OFTAQUIX

0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი სანტენი, ფინეთი
დან26.89 ₾

ლევოფლოქსაცინი ბენე

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი მედოქემი, კვიპროსი
დან38.40 ₾
მედეოლევი ტაბ.500მგ N10, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

მედეოლევი ტაბ.500მგ N10

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან39.39 ₾
ლეფზინი, 750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლეფზინი

Lefzin

750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან39.44 ₾
მეფლოციდი, 750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7

მეფლოციდი

MEFLOCID

750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7

ლევოფლოქსაცინი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან39.44 ₾
ლევიკომი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევიკომი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან42.87 ₾
ლევო-დენკი 500, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევო-დენკი 500

Levo-Denk 500

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
დან47.26 ₾
კლოქსაცინი, 500 მგ ტაბლეტი #5

კლოქსაცინი

CLOCSACIN

500 მგ ტაბლეტი #5

ლევოფლოქსაცინი DOPPEL Farmaceutici, იტალია
დან47.28 ₾
ლეფლოგარდი, 500მგ ტაბლეტი №10

ლეფლოგარდი

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ფარმათენ ინტერნაციონალი, საბერძნეთი
დან47.28 ₾
მარლეოქსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

მარლეოქსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან47.28 ₾
მარლეოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

მარლეოქსი

MARLEOX

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
დან47.28 ₾

ვ-3

V-3

500მგ ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ლევო-S 500

levo-S 500

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ლევო-დენკი 250, 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევო-დენკი 250

Levo-Denk 250

250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

ლევოგრა

LEVOGRA

500მგ შემოგარსული ტაბლეტი # 10

ლევოფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ლევოსტარი, 0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1

ლევოსტარი

LEVOSTAR

0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1

ლევოფლოქსაცინი Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
ლევოქსიმედი, 0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში

ლევოქსიმედი

LEVOXIMED

0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო
მარლეოქსი®, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

მარლეოქსი®

MARLEOX®

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო
მედეოლევი, ტაბლეტი #10

მედეოლევი

Medeolev

ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

პმს-ლევოფლოქსაცინი

pms-LEVOFLOXACIN

500მგ ტაბლეტი №100; 500მგ ტაბლეტი №500

ლევოფლოქსაცინი Pharma science, კანადა
Rx · რეცეპტით
პოტანტი-სანოველი, 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

პოტანტი-სანოველი

POTANT-SANOVEL

500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

ლევოფლოქსაცინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ტავანიკი

TAVANIC

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ტავანიკი

TAVANIC

5მგ/მლ 100მლ საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

ლევოფლოქსაცინი Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ფლექსიდი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ფლექსიდი

Flexid

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 მლ 100 მლ
ლევოფლოქსაცინი (ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატის ფორმით) 5 მგ 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: J01MA12

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიმიკრობული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.
ქინოლონის წარმოებულები. ფტორქინოლონები.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლევოქსიმედი – ანტიმიკრობული ბაქტერიციდული საშუალება მოქმედების ფართო სპექტრით, ქინოლონების III თაობის წარმომადგენელი.
პრეპარატის აქტიური ნივთიერება, ლევოფლოქსაცინი, წარმოადგენს ოფლოქსაცინის ოპტიკურად აქტიურ მარცხნივმბრუნავ იზომერს – L-ოფლოქსაცინს. ოფლოქსაცინთან შედარებით გააჩნია გვერდითი რეაქციების განვითარების ნაკლები სიხშირე, უკეთესი ფარმაკოლოგიური პროფილი და ამტანობა.
ლევოფლოქსაცინი აბლოკირებს დნმ-ჰირაზას (ტოპოიზომერაზა II-ს) და ტოპოიზომერაზა IV-ს, არღვევს სუპერსპირალიზაციას და დნმ-ის წყვეტის ადგილების შეერთებას, თრგუნავს დნმ-ის სინთეზს, იწვევს ღრმა მორფოლოგიურ ცვლილებებს ციტოპლაზმაში, უჯრედის კედელსა და მემბრანებში. მოქმედების მექანიზმის უნიკალურობა უზრუნველყოფს მის აქტივობას გამომწვევთა იმ შტამების მიმართ, რომლებიც მდგრადია სხვა ჯგუფების ანტიბაქტერიული პრეპარატების მოქმედებისადმი.
ლევოფლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების უმრავლესი შტამების მიმართ როგორც in vitro, ასევე in vivo პირობებში:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Corynebacterium diphtheriae, Enterococcus spp. (m.S., Enterococcus faecalis), Listeria monocytogenes, Staphylococcus spp., Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, C da G jgufis Streptococcus spp. (m.S., Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans);
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Acinetobacter baumannii, Acinetobacter spp., Actinobacillus actinimycetemcomitans, Citrobacter freundii, Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter spp. (m.S.,Enterobacter cloacae), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp. (m.S.,Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae), Moraxella cattaralis, Morganella morganii, Neisseria gonnorrhoeae, Neisseria meningitidis, Patseurella spp. (m.S., Pasteurella conis, Pasteurella dagmatis, Pasteurella multocida), Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp. (m.S., Providencia rettgeri, Providencia stuartii), Pseudomonas spp. (m.S., Pseudomonas aeruginosa), Salmonella spp., Serratia spp. (Serratia marcescens);
  • ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp., Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp., Propionibacterum spp., Veilonella spp.;
  • სხვა მიკროორგანიზმები: Bartonella spp., Chlamydia pneumoniae, Chlamydia psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Legionella spp., Mycobacterium spp. (m.S. Mycobacterium leprae, Mycobacterium tuberculosis), Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Rickettsia spp., Ureaplasma urealyticum.
04

ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები 500 მგ ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ შესაბამისად შეადგენს: Cmax 6,2±1,0 მკგ/მლ, Tmax 1,0±0,1 ს, T1/2=6,4±0,7 ს.
პრეპარატის დაახლოებით 30-40% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პრეპარატი პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება. ორგანიზმიდან გამოიყოფა შეუცვლელი სახით უპირატესად თირკმლების მეშვეობით გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის გზით. 24 საათის განმავლობაში, შარდთან ერთად ექსკრეტირდება შეყვანილი დოზის 80-85%. მაღალი კონცენტრაციებით, რომლებიც ბევრად აღემატება მმკ-ს შარდგამომყოფი გზების ინფექციების გამომწვევთა უმრავლესობის მიმართ, ლევოფლოქსაცინი გამოვლინდება შარდში (80-100 მგ/ლ და მეტი).
ეფექტურ კონცენტრაციებს ლევოფლოქსაცინი ხანგრძლივად ინარჩუნებს ნერწყვში, ნახველში და ბრონქების ლორწოვანში, ფილტვებში, ნუშურა ჯირკვლებში, შუა ყურის ექსუდატში, თირკმლებში, წინამდებარე ჯირკვალში, სათესლე ჯირკვლებში, ნაღველში, ნაღვლის ბუშტში, შარდში, კანში, ძვლებში, საკვერცხეებში, ენდომეტრიუმში; პერიტონეალურ, სინოვიალურ და ჭრილობის ექსუდატებში. აღწევს კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილებში, თავ-ზურგ-ტვინის სითხეში. ლევოფლოქსაცინის დაგროვება ფაგოციტებში ხელს უწყობს ბაქტერიციდული აქტივობის ამაღლებას უჯრედშიდა და უჯრედგარე გამომწვევებთან მიმართებაში, ინფექციის კერაში არსებულ ქსოვილებსა და სითხეებში პრეპარატის მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნების ხარჯზე.
ლევოფლოქსაცინის ი/ვ და ტაბლეტირებული ფორმების კონცენტრაციის პლაზ-მური პროფილი ანალოგიურია, ამიტომ პერორალური და ი/ვ შეყვანის მეთოდები ურთიერთშემცვლელად ითვლება.

05

ჩვენებები

ინფექციები:

  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია და სხვა);
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, შუა ოტიტი და სხვა);
  • შარდგამომყოფი გზების და თირკმლის ინფექციები (მათ შორის, მწვავე პიელონეფრიტი);
  • სასქესო ორგანოების ინფექციები (მათ შორის, უროგენიტალური ქლამიდიოზი, ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი);
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის, ჩირქოვანი ათერომები, აბსცესები, ფურუნკულები).
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • სეპტიცემია/ბაქტერიემია.
06

მიღების წესი და დოზირება

შეიყვანება ინტრავენურად წვეთოვნად, ნელა. ლევოქსიმედის 1 ფლაკონის 500 მგ (100 მლ) ინტრავენურად შეყვანის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არაუმცირეს 60 წუთისა. Mმკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 48-78 საათის განმავლობაში სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაციის შემდეგ ან გამომწვევის უტყუარი განადგურების შემდეგ. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმის ხარისხზე, კლინიკურ გაუმჯობესებაზე და ბაქტერიოლოგიური ანალიზის მონაცემებზე.
პნევმონიის დროს – 500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში.
შარდგამომყოფი გზების ინფექციების დროს - 250 მგ ერთხელ დღე-ღამეში (მძიმე ინფექციების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა).
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს - 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში.
სასქესო ორგანოების ინფექციების დროს - 500 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
სეპტიცემია/ბაქტერიემიის დროს - 500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში.
ინტრააბდომინალური ინფექციების დროს - 500 მგ ერთხელ დღე-ღამეში (სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში).
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა – 7-14 დღე.
ინტრავენური შეყვანიდან რამოდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია გადასვლა შიგნით მიღებაზე იგივე დოზით. თირკმლების დაავადების დროს დოზას ამცირებენ ფუნქციის დარღვევის ხარისხის შესაბამისად კრეატინინის კლირენსის მიხედვით: 20-50 მლ/წუთ – 125-250 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში; 10-19 მლ/წუთ _ 125 მგ ყოველ 12 - 48 საათში, < 10 მლ/წუთ _ 125 მგ ყოველ 24 ან 48 საათში.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;
  • ეპილეფსია;
  • მყესების დაზიანება, დაკავშირებული ანამნეზში ქინოლონების მიღებასთან;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდთა ასაკი;

სიფრთხილით: ხანდაზმული ასაკი (თირკმლების ფუნქციის თანმხლები დაქვეითების არსებობის მაღალი ალბათობა).

08

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ზოგჯერ მადის დაქვეითება, ტკივილი მუცელში; იშვიათად  ფსევდომემბრანოზული ენტეროკო-ლიტი; „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰეპატიტი, დისბაქტერიოზი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ზოგჯერ - თავის ტკივილი, თავბრუს-ხვევა, სისუსტე, ძილიანობა, უძილობა; იშვიათად  პარესთეზიები, შფოთვა, შიში; ძალიან იშვიათად - ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა, დეპრესია, მოძრაობის დარღვევები, კრუნჩხვები.
გრძნობის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოს და ტაქტილური მგრძნობელობის დარღვევები.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ზოგჯერ - ჰიპერკრეატინინემია, ძალიან იშვიათად  ინტერსტიციური ნეფრიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ – არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ტაქიკარდია.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – სისხლის გარკვეული უჯრედების რიცხვის მომატება (ეოზინოფილია), სისხლის თეთრი სხეულების შემცირება (ლეიკოპენია), იშვიათად – თრომბოციტების რიცხვის შემცირება (თრომბოციტოპენია).
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ზოგჯერ – ართრალგიები, მიასთენია, მიალგიები, მყესის გაწყვეტა, ძალიან იშვიათად - ტენდინიტი;.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათად - ფოტოსენსიბი-ლიზაცია, ანაფილაქსიური რეაქციები ბრონქოსპაზმის, კანის და ლორწოვანი გარსების შეშუპების სახით; ცალკეულ შემთხვევებში  ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაელის სინდრომი).
სხვა: ალერგიული პნევმონიტი, ვასკულიტი.

09

განსაკუთრებული მითითებები

ლევოქსიმედით მკურნალობის დროს საჭიროა როგორც მზის, ასევე ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივებისათვის თავის არიდება, რათა არ მოხდეს კანის დაზიანება (ფოტოსენსიბილიზაცია).
ტენდინიტის ნიშნების გამოვლენისას ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.
გასათვალისწინებელია, რომ პაციენტებს ანამნეზში თავის ტვინის დაზიანებით (ინსულტი, მძიმე ტრავმა), შესაძლებელია განუვითარდეთ კრუნჩხვები, ხოლო გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობის შემთხვევაში – ჰემოლიზი.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
მკურნალობის პერიოდში საჭიროა დაიცვათ სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულების დროს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ზრდის ციკლოსპორინის T 1/2.
ეფექტს ამცირებენ პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას, სუკრალფატი, A13+-ის და Mg2+-ის შემცველი ანტაციდური სამკურნალო საშუალებები და რკინის მარილები (საჭიროა მიღებებს შორის 2 საათიანი ინტერვალის დაცვა).
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, თეოფილინი ზრდიან კრუნჩხვით მზაობას, გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან მყესების გაწყვეტის რისკს. ციმეტიდინი და სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მილაკოვან სეკრეციას აბლოკირებენ, აფერხებენ გამოყოფას.
ინტრავენურად შესაყვანი ხსნარი შეთავსებადია NaCl 0,9%-იან ხსნართან, დექსტროზის 5%-იან ხსნართან, რინგერის 2,5%-იან ხსნართან დექსტროზით, კომბინირებულ ხსნარებთან პარენტერალური კვებისთვის (ამინომჟავები, ნახშირწყლები, ელექტროლიტები).
არ შეიძლება შერევა ჰეპარინთან და ტუტე რეაქციის მქონე ხსნარებთან.

11

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები.
მკურნალობა: სიმპტომური, დიალიზი არაეფექტურია.

12

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ხსნარის 100 მლ ინტრავენური ინფუზიისათვის უფერო, შუშის ფლაკონში, ბრომბუთილკაუჩუკის საცობით და Fლიპ ოფფ ტიპის კომბინირებული ალუმინის ხუფით.
1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

13

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

14

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

15

აფთიაქიდან გაცემის პირობები

II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.