8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04272 ურეცეპტო

ლევოსტარი

LEVOSTAR

0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1

ლევოსტარი, 0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1
მოქმედი ნივთიერება
ლევოფლოქსაცინი (Levofloxacin)
მწარმოებელი
Rompharm Company, რუმინეთი
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ლევოფლოქსაცინი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან9.84 ₾
ლევოფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან11.75 ₾
ვალმოქსი, 500მგ ტაბლეტი #10

ვალმოქსი

VALMOX

500მგ ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.92 ₾
ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი, 500მგ ტაბლეტი №14

ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი

500მგ ტაბლეტი №14

ლევოფლოქსაცინი ასტრაფარმი, უკრაინა
დან13.77 ₾
ლევოდექსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6

ლევოდექსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6

ლევოფლოქსაცინი
დან18.08 ₾
ოდ-ლევოქსი, 500მგ ტაბლეტი №5

ოდ-ლევოქსი

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი ეჯ ფარმა, ინდოეთი
დან19.60 ₾
ლევომაკი, 500მგ ტაბლეტი #5

ლევომაკი

Levomac

500მგ ტაბლეტი #5

ლევოფლოქსაცინი Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
დან19.62 ₾
ლევნიბიოტი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევნიბიოტი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი
დან19.63 ₾
ლივოქს-500, 500მგ ტაბლეტი №5

ლივოქს-500

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი ლაბ. ზეე, ინდოეთი
დან19.63 ₾
ლივოქსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლივოქსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი
დან19.63 ₾
სოლუფლოქსი-New, 0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

სოლუფლოქსი-New

0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან21.20 ₾
აიფლოქსი, 5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

აიფლოქსი

5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი რაფარმა, საბერძნეთი
დან21.24 ₾
ლევორიჩი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევორიჩი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი სამჩუნდანგ ფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან21.24 ₾
ლევოფტა, 5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფტა

5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი ჰანლიმ ფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან21.24 ₾
ლევოქსიმედი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოქსიმედი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან21.24 ₾
უნილევი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

უნილევი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი უნიმედ ფარმა, სლოვაკეთი
დან21.24 ₾
ლეფლოცინი, 5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ

ლეფლოცინი

5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ

ლევოფლოქსაცინი
დან21.48 ₾
ლევიტა, 500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7

ლევიტა

500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.39 ₾
ილფლოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7

ილფლოქსი

Ilflox

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7

ლევოფლოქსაცინი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან26.40 ₾
ლევოსტარი, 500 მგ №7 ტაბლეტი

ლევოსტარი

LEVOSTAR

500 მგ №7 ტაბლეტი

ლევოფლოქსაცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან26.40 ₾
ლევოქსიმედი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6

ლევოქსიმედი

Levoximed

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6

ლევოფლოქსაცინი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან26.40 ₾
კაპრიფლოქსი, 500მგ ტაბლეტი #7

კაპრიფლოქსი

Capriflox

500მგ ტაბლეტი #7

ლევოფლოქსაცინი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან26.41 ₾
Adiflox, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7

Adiflox

500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.42 ₾
ადიფლოქსი, 500მგ ტაბლეტი №7

ადიფლოქსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ადიფარმი, ბულგარეთი
დან26.42 ₾
კაპოქსინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)

კაპოქსინი

kapoxin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)

ლევოფლოქსაცინი Recordati Ilac San. ve Tic., თურქეთი
დან26.42 ₾
ლევორენჯი, 500მგ 7 ტაბლეტი №7

ლევორენჯი

500მგ 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.42 ₾
ლევოტექსი, 500მგ ტაბლეტი №7

ლევოტექსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ფორტექსი, ბულგარეთი
დან26.42 ₾
ლევოფლოქსაცინი ნორმონი, 500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ნორმონი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან26.42 ₾
ლეფზინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლეფზინი

Lefzin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან26.42 ₾
მეფლოციდი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

მეფლოციდი

MEFLOCID

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან26.42 ₾
სოლუფლოქსი, 500მგ ტაბლეტი №7

სოლუფლოქსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ატაბაი ილაჩ ფაბრიკასი, თურქეთი
დან26.42 ₾
ოფთაქვიქსი, 0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

ოფთაქვიქსი

OFTAQUIX

0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი სანტენი, ფინეთი
დან26.89 ₾

ლევოფლოქსაცინი ბენე

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი მედოქემი, კვიპროსი
დან38.40 ₾
მედეოლევი ტაბ.500მგ N10, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

მედეოლევი ტაბ.500მგ N10

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან39.39 ₾
ლეფზინი, 750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლეფზინი

Lefzin

750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან39.44 ₾
მეფლოციდი, 750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7

მეფლოციდი

MEFLOCID

750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7

ლევოფლოქსაცინი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან39.44 ₾
ლევიკომი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევიკომი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან42.87 ₾
ლევო-დენკი 500, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევო-დენკი 500

Levo-Denk 500

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
დან47.26 ₾
კლოქსაცინი, 500 მგ ტაბლეტი #5

კლოქსაცინი

CLOCSACIN

500 მგ ტაბლეტი #5

ლევოფლოქსაცინი DOPPEL Farmaceutici, იტალია
დან47.28 ₾
ლეფლოგარდი, 500მგ ტაბლეტი №10

ლეფლოგარდი

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ფარმათენ ინტერნაციონალი, საბერძნეთი
დან47.28 ₾
მარლეოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

მარლეოქსი

MARLEOX

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
დან47.28 ₾
მარლეოქსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

მარლეოქსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან47.28 ₾

ვ-3

V-3

500მგ ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ლევო-S 500

levo-S 500

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ლევო-დენკი 250, 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევო-დენკი 250

Levo-Denk 250

250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

ლევოგრა

LEVOGRA

500მგ შემოგარსული ტაბლეტი # 10

ლევოფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ლევოქსიმედი

Levoximed

500მგ (5მგ/მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით
ლევოქსიმედი, 0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში

ლევოქსიმედი

LEVOXIMED

0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო
მარლეოქსი®, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

მარლეოქსი®

MARLEOX®

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო
მედეოლევი, ტაბლეტი #10

მედეოლევი

Medeolev

ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

პმს-ლევოფლოქსაცინი

pms-LEVOFLOXACIN

500მგ ტაბლეტი №100; 500მგ ტაბლეტი №500

ლევოფლოქსაცინი Pharma science, კანადა
Rx · რეცეპტით
პოტანტი-სანოველი, 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

პოტანტი-სანოველი

POTANT-SANOVEL

500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

ლევოფლოქსაცინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ტავანიკი

TAVANIC

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ტავანიკი

TAVANIC

5მგ/მლ 100მლ საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

ლევოფლოქსაცინი Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ფლექსიდი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ფლექსიდი

Flexid

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ლევოფლოქსაცინი

ქიმიური დასახელება

(-)-(შ)-9-ფტორ-2,3-დიჰიდრო-3-მეთილ-10-(4-მეთილ 1-პიპერაზინილ)-7-ოქსო-7H-პირიდო-[1,2,3-დე]1,4-ბენზოქსაზინ-6-კარბონმჟავას ჰემიჰიდრატი.

სამკურნალწამლო ფორმა

0,5% თვალის წვეთები, ხსნარი.

აღწერა: მკრთალი ყვითლიდან, მომწვანო ელფერის მკრთალ-ყვითლამდე ფერის, გამჭვირვალე სითხე, პრაქტიკულად არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს.

02

შემადგენლობა

1 მლ პრეპარატი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი 0,512 გ, 0,500 გ ლევოფლოქსაცინზე გაანგარიშებით.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, 1მ მარილმჟავას ხსნარი / 1მ ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი

S01AE05

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

გრძნობათა ორგანოები. ოფთალმოლოგიური პრეპარატები. ინფექციის საწინააღმდეგოები. სხვა ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები,

ლევოფლოქსაცინი.

ფარმაკოლოგიური თვისებებები

ლევოფლოქსაცინი წარმოადგენს სინთეზურ, ანტიბაქტერიულ, ქიმიოთერაპიულ საშუალებას, მოქმედების ფართო სპექტრით და ოფლოქსაცინის რეცემიული სუბსტანციის L-იზომერით. ოფლოქსაცინის ანტიმიკრობული მოქმედება განპირობებულია პირველ რიგში L-იზომერით.

მოქმედების მექანიზმი

ფტორქინოლონის სახით ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-დნმ-ჰიდრაზას კომპლექსის და ტოპოიზომერაზა IV-ის დონეზე.

რეზისტენტობის მექანიზმი

ლევოფლოქსაცინისადმი ბაქტერიების რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს პირველ რიგში ორი მთავარი მექანიზმით, კერძოდ, წამლის ინტრაბაქტერიული კონცენტრაციის დაქვეითებით ან სამიზნე ფერმენტების ცვლილებით, რომლებზეც მოქმედებს სამკურნალო საშუალება. სამიზნე ფერმენტების ცვლილება გაპირობებულია ქრომოსომული გენების მუტაციებით, რომლებიც აკოდირებს დნმ-ჰირაზას (გყრA და გყრB) და IV ტოპოიზომერაზას IV (პარჩ და პარE; გრლA და გრლB შტაპჰყლოცოცცუს აურეუს-ისთვის). სამკურნალო საშუალების ინტრაბაქტერიული კონცენტრაციის დაქვეითებით განპირობებული რეზისტენტობა ვლინდება ან გარე მემბრანის პორინების გამო (OმპF), რომლებიც ხელს უშლის ფტორქინოლონის გრამდადებით ბაქტერიებში შეღწევას, ან ეფლუქსური ტუმბოების გამო. ეფლუქსით გამოწვეული რეზისტენტობა აღწერილი იყო პნევმოკოკებისთვის (PმრA), სტაფილოკოკებისთვის (NორA), ანაერობული მიკროორგანიზმებისთვის და გრამუარყოფითი ბაქტერიებისთვის. ამას გარდა, Kლებსიელლა პნეუმონიაე და E. ცოლი–სთვის აღწერილი იყო ქინოლონებისადმი რეზისტენტობა განპირობებული პლაზმიდებით (განპირობებული ქნრ გენით).

ჯვარედინი რეზისტენტობა

ფტორქინოლონებს შორის შეიძლება გამოვლინდეს ჯვარედინი რეზისტენტობა. შესაძლებელია, რომ ერთეული მუტაციები არ განაპირობებს კლინიკურ რეზისტენტობას, მაგრამ, როგორც წესი, მრავლობითი მუტაციები იწვევს კლინიკურ რეზისტენტობას ყველა სამკურნალო საშუალებისადმი ფტორქინოლონების კლასიდან. გარე მემბრანის პორინების და ეფლუქსის სისტემის ცვლილებას შეიძლება ახასიათებდეს ფართო სუბსტრატული სპეციფიურობა ანტიბაქტერიული საშუალებების რამდენიმე კლასის მიმართ და განაპირობებდეს პოლირეზისტენტობას.

კრიტიკული მნიშვნელობა

EUCAST მიერ (European Committee on Antimicrobial Susceptibility Testing) ვერსია 4.0, 2014-01-01-ის მიერ რეკომენდებული კრიტიკული მნიშვნელობა მიკ (მგ/ლ), რომლებიც გამოყოფს ლევოფლოსაცინის მიმართ მგრძნობიარე საშუალოდან მაღალი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმებს, წარმოდგენილია ქვემოთ:

paTogenuri mikroorganizmebi

მრძნობიარე

რეზისტენტული

Pseudomonas spp.

≤ 1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

Staphylococcus spp.

≤ 1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

Streptococcus pneumoniae

≤ 2 მგ/ლ

>2 მგ/ლ

Streptococcus A, B, C, G

≤ 1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

Haemophilus influenzae

≤ 1 მგ/ლ

>1 მგ/ლ

Moraxella catarrhalis

≤ 1 მგ/ლ

>1 მგ/ლ

სხვა პათოგენური მიკროორგანიზმები

≤ 1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

ანტიმიკრობული სპექტრი

შეძენილი რეზისტენტობის განვითარება შეიძლება ვარირებდეს შერჩეული სახეობებისთვის გეოგრაფიის და დროის მიხედვით და სასურველია ადგილობრივი ინფორმაციის მქონე რეზისტენტობაზე, განსაკუთრებით მძიმე ინფექციებისას, ამიტომ რეზისტენტობაზე ან ლევოფლოქსაცინისადმი მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზე ინფორმაცია წარმოადგენს ორიენტირებულს. თუ აუცილებელია, შეიძლება მოითხოვონ ექსპერტის რჩევა იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივი რეზისტენტობის განვითარება ისეთია, რომ შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს სამკურნალო საშუალების ეფექტურობა, ინფექციის ზოგიერთი ტიპის შემთხვევაში მაინც. შემდეგ ცხრილში წარმოდგენილია მხოლოდ იმ სახის ბაქტერიები, რომლებიც ხშირად არის თვალის ისეთი ინფექციების მიზეზი, როგორიცაა კონიუნქტივიტი:

ანტიმიკრობული სპექტრი-მგრძნობელობის კატეგორია და რეზისტენტობის დახასიათება EUჩAშთ მიხედვით:

კატეგორია I: ხშირად მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები

Staphylococcus aureus (MSSA)*

Streptococcus pneumoniae

Streptococcus pyrogenes

Streptococcus viridans

გრამუარყოფითი აერობები

Escherichia coli

Haemophilus influenzae

Moraxella catarrhalis

Pseudomonas aeruginosa

(გამოყოფილი ავადმყოფებისგან გარე გარემოდან)

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydia trachomatis

(პაციენტების მკურნალობა, რომლებიც დაავადებულნი არიან Chlamydia გამოწვეული კონიუნქტივიტით გულისხმობს ერთდროულ ანტიმიკრობულ თერაპიას გამოყენებულს სისტემურად).

კატეგორია II: სახეობები, რომლებისთვისაც შეიძლება პრობლემა იყოს შეძენილი რეზისტენტობა

გრამდადებითი აერობები

Staphylococcus aureus (MRSA)**

Staphylococcus epidermidis

გრამუარყოფითი აერობები

Pseudomonas aeruginosa

(გამოყოფილი ჰოსპიტალიზებული ავადმყოფებიდან)

MSSA* = Staphylococcus aureus შტამები მგრძნობიარე მეტიცილინისადმი

MRSA** = Staphylococcus aureus შტამები რეზისტენტული მეტიცილინისადმი

?<:მ:₾ცხრილში წარმოდგენილი რეზისტენტობის მონაცემები დაფუძნებულია მრავალცენტრული კვლევების შედეგებზე (ოფთალმოლოგიური კვლევები) ბაქტერიების სახეობებისადმი, რომლებიც გამოყოფილიია ოფთალმოლოგიური ინფექციების მქონე პაციენტებისგან გერმანიაში, 2004 წლის ივნის-ნოემბრეში.

მიკროორგანიზმები კლასიფიცირებული იყო როგორც ლევოფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მგრძნობელობის საფუძველზე ინ ვიტრო და პლამზური კონცენტრაციით, რაც მიღწეული იყო მკურნალობის შემდეგ, რაც გამოიყენებოდა სისტემურად. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ადგილობრივად მიიღწევა უფრო დიდი კონცენტრაცია, ვიდრე პლაზმური. ამის მიუხედავად უცნობია, როგორ შეუძლია ოფთალმოლოგიურად გამოყენებულ (ადგილობრივად) სამკურნალო საშუალების კინეტიკას ლევოფლოქსაცინის ანტიბაქტერიული მოქმედების ცვლილება.

ბავშვები და მოზარდები

მოზრდილებში აღნიშნული ფარმაკოდინამიური თვისებები 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მონაცემების ანალოგიურია.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ოფთალმოლოგიოური გამოყენების შემდეგ ლევოფლოქსაცინი კარგად ინახება ლორწოვან გარსში.

კვლევებში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ლევოფლოქსაცინის საშუალო კონცენტრაცია ლორწოვან გარსში ადგილობრივი გამოყენებიდან 4 და 6 საათის შემდეგ შეადგენდა 17,0 და 6,6 მკგ/მლ-ს. 6-დან 5 სუბიექტში კონცენტაცია შეადგენდა 2 მკგ/მლ-ს და მეტს დოზის გამოყენებიდან 4 საათის შემდეგ. 6-იდან 4 სუბიექტში ეს კონცენტრაცია შენარჩუნებული იყო 6 საათის შემდეგ დოზის გამოყენებიდან. ლევოფლოქსაცინის პლაზმაში კონცენტრაცია გაიზომა 15 ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეში ოფთალმოლოგიური ხსნარით 15 დღიანი მკურნალობის დროს, რომელიც შეიცავდა ლევოფლოქსაცინს 5 მგ/მლ-ს. პლაზმაში ლევოფლოქსაცინის საშუალო კონცენტრაცია გამოყენებიდან ერთი საათის შემდეგ ვარირებდა 0,86 ნგ/მლ-დან პირველ დღეს 2,05 ნგ/მლ-მდე მეთხუთმეტე დღეს. ყველაზე მაღალი მაქსიმალური კონცენტრაცია 2,25 ნგ/მლ აღინიშნა მეოთხე დღეს, რასაც მოყვა ერთი დოზის ორ დღიანი გამოყენება ყოველ 2 საათში ანუ 8 დოზა დღეში. ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია გაიზარდა 0,94 ნგ/მლ-დან პირველ დღეს 2,15 ნგ/მლ-მდე მეთხუთმეტე დღეს და 1000-ჯერ უფრო დაბალი იყო ვიდრე კონცენტრაცია ლევოფლოქსაცინის სტანდარტული პერორალური დოზების გამოყენებიდან.

მიღების ჩვენება

ლევოსტარი 0.5% თვალის წვეთების ხსნარი ნაჩვენებია თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის 1 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც გამოწვეულია ლევოფლოქსცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ოფიციალური სახემლძღვანელო ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების შესახებ.

ლევოსტარის 0.5% თვალის წვეთები ხსნარი ნაჩვენებია მოზრდილებში და ერთი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

გამოყენების მეთოდი და დოზები

დოზები

მოზრდილები

პაციენტების ყველა კატეგორიის შემთხვევაში პირველ ორ დღეს აწვეთებენ 1-2 წვეთ ხსნარს დაზიანებულ თვალში 2 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმტეს 8-ჯერ დღეში, შემდეგ არაუმეტეს 4-ჯერ დღეში, მკურნალობის დღეებში 3-5.

განსაზღვრული არ იყო უსაფრთხოება და ეფექტურობა რქოვანას წყლულის და გონოკოკური ოფთალმიის მკურნალობისას ახალშობილებში.

ბავშვები და მოზარდები

1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში იყენებენ იგივე დოზებს, რაც მოზრდილებში. განსაზღვრული არ იყო ლევოსტარი 0.5% თვალის წვეთების ხსნარის უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში. მონაცემები მისაწვდომი არ არის.

ხანდაზმული ადამიანები

არ არსებობს დოზის კორექციის აუცილებლობა.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და ინფექციის კლინიკურ და ბაქტერიოლოგიური განვითარებაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 5 დღეს.

გამოყენების მეთოდი

ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.

ადგილობრივი გამოყენების რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას, აუცილებელია ჩაწვეთებას შორის 15 წუთიანი ინტერვალის დაცვა.

ხსნარის და წვეთოვნის წვერის ხსნარის დაბინძურების აცილებისთვის არ უნდა შეეხონ ქუთუთოებს და მიმდებარე ზონებს ან სხვა ზედაპირს.

სისტემური აბსორბცია ქვეითდება ცრემლ-ცხვირის არხის ან ქუთუთოების თითებით დახშობისას 2 წუთის განმავლობაში. ამან შეიძლება დააქვეითოს ოფთალმოლოგიური სამკურნალო საშუალებების სისტემური აბსორბცია, რაც ამცირებს სისტემურ გვერდით ეფექტებს და ახდენს ადგილობრივი მოქმედების აქცენტირებას.

04

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოქმედება კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:

  • ძალიან ხშირი (≥1/10);
  • ხშირი (≥1/100 და <1/10);
  • ნაკლებად ხშირი (≥1/1000 და ≤1/100);
  • იშვიათი (≥1/10000 და ≤1/1000);
  • ძალიან იშვიათი (≤1/10000);
  • უცნობი სიხშირის გვერდითი რეაქციები (რომლებიც არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით);

მოსალოდნელია, რომ პაციენტების 10%-ში აღინიშნება გვერდითი რეაქციები. როგორც წესი, გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია როგორც მსუბუქი ან ზომიერი, წარმოადგენს ტრანზიტორულს და ჩვეულებრივ ვლინდება თვალის დონეზე.

რადგან სამკურნალო საშუალება შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, მოქმედმა ნივთიერებამ ან დამხმარე საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური ეკზემა და/ან გაღიზიანება.

კლინიკური კვლევების და ბაზარზე გაშვების შემდეგ დარეგისტრირებული იყო შემდეგი გვერდითი რეაქციები, რომლებიც ზუსტად ან სავარაუდოდ დაკავშირებულია ლევოფლოქსაცინის 5 მგ/მლ-ს შემცველი თვალის წვეთებით მკურნალობასთან;

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი: ექსტრაოკულარული ალერგიული რეაქციები გამონაყარის ჩათვლით.

ძალიან იშვიათი ცალკეული შემთხვევების ჩათვლით: ანაფილაქსია.

ნერვული სისტემის დარღვევები:

ნაკლებად ხშირი: თავის ტკივილი.

თვალის დარღვევები

ხშირი: წვა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ლორწოს გამოჩენა სიმძიმის სახით.

ნაკლებად ხშირი: ქუთუთოების შეწებება, ხემოზი, პაპილარული კონიუნქტივალური რეაქცია, ქუთუთოების შეშუპება, უსიამოვნო შეგრძნება თვალებში, თვალის ქავილი, თვალის ტკივილი, კონიუნქტივიტი, კონიუნქტივაზე ფოლიკულების გამოვლენა, მშრალი თვალის სინდრომი, ქუთუთოების ერითემა, სინათლის შიში.

კლინიკური კვლევების დროს არ აღინიშნა რქოვანის პრეციპიტატი.

რესპირატორული, მკერდის და შუასაყრის დარღვევები

ნაკლებად ხშირი: რინიტი

ძალიან იშვიათი უცნობი სიხშირის (რომლებიც არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით): ხორხის შეშუპება.

05

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

06

ჭარბი დოზირება

თვალის წვეთების სახით პრეპარატით დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა, სიმპტომები შეიძლება პრეპარატის გვერდითი ეფექტების ანალოგიური იყოს. Lლევოსტარი 0.5%-იანი თვალის წვეთების ხსნარის რამდენიმე დოზის გამოყენების შემდეგ თვალები უნდა დაიბანონ სუფთა (გამდინარე) ოთახის ტემპერატურის წყლით.

აგრეთვე ნებით ან შემთხვევით შიგნით მიღებისას, სიმპტომები შეიძლება იყოს გვერდითი რეაქციების ანალოგიური, ლევოფლოქსაცინის რაოდენობა, რომელსაც შეიცავს ლევოსტარის ერთი ფლაკონი შეადგენს მხოლოდ 25 მგ აქტიურ ნივთიერებას (ჩვეულებრივ ერთეული პერორალური დოზები შეადგენს ლევოფლოქსაცინის 250-500 მგ-ს).

ლევოფლოქსაცინის შემცველობა ერთ ფლაკონში ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები შემთხვევით შიგნით მიღების შემდეგ.

ბავშვები და მოზარდები

ერთი წელზე უფროსი ასაკის ბავშვების და მოზარდებისთვის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ზომები ანალოგიურია მოზრდილებისა.

07

განსაკუთრებული მითითებები

ლევოსტარის გამოყენება არ შეიძლება სუბკონიუნქტივირად, უნდა მოერიდონ თვალის წინა კამერაში პირდაპირ ჩაწვეთებას.

სისტემურად გამოყენებული ფტორქინოლონები დაკავშირებული იყო მომატებული მგრძნობელობის რეაქციებთან ერთი დოზის შემდეგაც კი. თუ ვითარდება ალერგიული რეაქციები ლევოფლოქსაცინით მკურნალობისას, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

როგორც სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობისას ლევოფლოქსაცინის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მოქმედებისადმი გამძლე მიკროორგანიზმების უზომო ზრდა, სოკოების ჩათვლით.

თუ აღინიშნება ინფექციის გაურესება ან არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება შესაბამის ვადებში, მკურნალობა წყდება და გამოიყენება ალტერნატული თერაპია. იმ შემთხვევებში, როდესაც კლინიკურად აუცილებელია ექიმის ნებართვა, პაციენტი უნდა გამოიკვლიონ ბიომიკროსკოპის საშუალებით ნაპრალიანი ლამპით ან ფლუორესცენტული შეღებვის საშუალებით.

ესქტრაოკულარული ბაქტერიული ინფექციების სიმპტომების არსებობისას არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარება.

ბავშვები და მოზარდები

1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებული მითითებები ანალოგიურია მოზრდილებისა.

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტებით

ლევოსტარი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება. აუცილებელია რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტის თავიდან აცილება. კონტაქტური ლინზების ამოღება ხდება პრეპარატის გამოყენებამდე და ჩასმა ხდება არანაკლებ 15 წუთის შემდეგ. დამხმარე ნივთერებამ შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ორსულობა

პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია. არ არსებობს შესაბამისი კლინიკური მონაცემები ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ.

ცხოველებზე კვლევები ორსულობის ეფექტების, ნაყოფის/ემბრიონის განვითარებას, მშობიარობაზე და მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე არასაკმარისია.

ლევოსტარის გამოყენაბა უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია

ლევოფლოქსაცინი გამოიყოფა ლაქტატში, თუმცა ლევოსტარის თერაპიული დოზების გამოყენებისას მოსალოდნელი არ არის ბავშვში გვერდითი რეაქციების გამოვლენა. ლევოსტარი არ უნდა გამოიყენონ ლაქტაციის დროს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.

ფერტილობა

ლევოფლოქსაცინი გავლენას არ ახდენდა ვირთხების ფერტილობაზე, რომლებშიც გამოიყენებოდა ადამიანისთვის მაქსიმალურ დოზაზე მეტი ოფთალმოლოგიურად.

გავლენა ავტომობილის მართვის და სპეციალურ აღჭურვილობასთან მუშაობის უნარზე

ლევოსტარს გააჩნია უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვის და სპეციალურ აღჭურვილობასთან მუშაობის უნარზე.

ადგილობრივმა ოფთალმოლოგიურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მსუბუქი, დროებითი დარღვევები. ამ შემთხვევებში პაციენტმა უნდა მოიცადოს დარღვევების გაქრობამდე ავტომობილის მართვის ან ტექნიკასთან მუშაობამდე.

წამლისმიერი ურთიერთქმედება

ლევოფლოქსაცინთან სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შესახებ სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა. ლევოფლოქსაცინის პლაზმური კონცენტრაციები ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ 1000-ჯერ მცირეა ვიდრე პერორალური მიღებისა, ამიტომ სისტემური გამოყენებისთვის აღნიშული ურთიერთქმედება არ წარმოადგენს კლინიკურად მნიშვნელოვანს. როდესაც გამოიყენება ლევოსტარი რამდენიმე ადგილობრივი პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ჩაწვეთებას შორის თხუთმეტ-წუთიანი ინტერვალების დაცვა.

08

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

ფლაკონის გახნის შემდეგ წვეთები უნდა გამოიყენონ 4 კვირის განმავლობაში.

09

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, რეცეპტის გარეშე.

10

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

5 მლ ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონში. ფლაკონი დახურულია ხრახნიანი საწვეთურით და დამცავი რგოლით. ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.