8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02469 Rx · რეცეპტით

პოტანტი-სანოველი

POTANT-SANOVEL

500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

პოტანტი-სანოველი, 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7
მოქმედი ნივთიერება
ლევოფლოქსაცინი (Levofloxacin)
მწარმოებელი
SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
სანოველ ჯორჯია
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ლევოფლოქსაცინი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან9.84 ₾
ლევოფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან11.75 ₾
ვალმოქსი, 500მგ ტაბლეტი #10

ვალმოქსი

VALMOX

500მგ ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.92 ₾
ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი, 500მგ ტაბლეტი №14

ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი

500მგ ტაბლეტი №14

ლევოფლოქსაცინი ასტრაფარმი, უკრაინა
დან13.77 ₾
ლევოდექსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6

ლევოდექსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6

ლევოფლოქსაცინი
დან18.08 ₾
ოდ-ლევოქსი, 500მგ ტაბლეტი №5

ოდ-ლევოქსი

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი ეჯ ფარმა, ინდოეთი
დან19.60 ₾
ლევომაკი, 500მგ ტაბლეტი #5

ლევომაკი

Levomac

500მგ ტაბლეტი #5

ლევოფლოქსაცინი Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
დან19.62 ₾
ლევნიბიოტი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევნიბიოტი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი
დან19.63 ₾
ლივოქს-500, 500მგ ტაბლეტი №5

ლივოქს-500

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი ლაბ. ზეე, ინდოეთი
დან19.63 ₾
ლივოქსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლივოქსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი
დან19.63 ₾
სოლუფლოქსი-New, 0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

სოლუფლოქსი-New

0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან21.20 ₾
აიფლოქსი, 5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

აიფლოქსი

5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი რაფარმა, საბერძნეთი
დან21.24 ₾
ლევორიჩი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევორიჩი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი სამჩუნდანგ ფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან21.24 ₾
ლევოფტა, 5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფტა

5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი ჰანლიმ ფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან21.24 ₾
ლევოქსიმედი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოქსიმედი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან21.24 ₾
უნილევი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

უნილევი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი უნიმედ ფარმა, სლოვაკეთი
დან21.24 ₾
ლეფლოცინი, 5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ

ლეფლოცინი

5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ

ლევოფლოქსაცინი
დან21.48 ₾
ლევიტა, 500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7

ლევიტა

500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.39 ₾
ილფლოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7

ილფლოქსი

Ilflox

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7

ლევოფლოქსაცინი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან26.40 ₾
ლევოსტარი, 500 მგ №7 ტაბლეტი

ლევოსტარი

LEVOSTAR

500 მგ №7 ტაბლეტი

ლევოფლოქსაცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან26.40 ₾
ლევოქსიმედი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6

ლევოქსიმედი

Levoximed

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6

ლევოფლოქსაცინი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან26.40 ₾
კაპრიფლოქსი, 500მგ ტაბლეტი #7

კაპრიფლოქსი

Capriflox

500მგ ტაბლეტი #7

ლევოფლოქსაცინი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან26.41 ₾
Adiflox, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7

Adiflox

500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.42 ₾
ადიფლოქსი, 500მგ ტაბლეტი №7

ადიფლოქსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ადიფარმი, ბულგარეთი
დან26.42 ₾
კაპოქსინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)

კაპოქსინი

kapoxin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)

ლევოფლოქსაცინი Recordati Ilac San. ve Tic., თურქეთი
დან26.42 ₾
ლევორენჯი, 500მგ 7 ტაბლეტი №7

ლევორენჯი

500მგ 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.42 ₾
ლევოტექსი, 500მგ ტაბლეტი №7

ლევოტექსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ფორტექსი, ბულგარეთი
დან26.42 ₾
ლევოფლოქსაცინი ნორმონი, 500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ნორმონი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან26.42 ₾
ლეფზინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლეფზინი

Lefzin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან26.42 ₾
მეფლოციდი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

მეფლოციდი

MEFLOCID

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან26.42 ₾
სოლუფლოქსი, 500მგ ტაბლეტი №7

სოლუფლოქსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ატაბაი ილაჩ ფაბრიკასი, თურქეთი
დან26.42 ₾
ოფთაქვიქსი, 0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

ოფთაქვიქსი

OFTAQUIX

0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი სანტენი, ფინეთი
დან26.89 ₾

ლევოფლოქსაცინი ბენე

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი მედოქემი, კვიპროსი
დან38.40 ₾
მედეოლევი ტაბ.500მგ N10, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

მედეოლევი ტაბ.500მგ N10

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან39.39 ₾
ლეფზინი, 750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლეფზინი

Lefzin

750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან39.44 ₾
მეფლოციდი, 750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7

მეფლოციდი

MEFLOCID

750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7

ლევოფლოქსაცინი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან39.44 ₾
ლევიკომი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევიკომი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან42.87 ₾
ლევო-დენკი 500, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევო-დენკი 500

Levo-Denk 500

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
დან47.26 ₾
კლოქსაცინი, 500 მგ ტაბლეტი #5

კლოქსაცინი

CLOCSACIN

500 მგ ტაბლეტი #5

ლევოფლოქსაცინი DOPPEL Farmaceutici, იტალია
დან47.28 ₾
ლეფლოგარდი, 500მგ ტაბლეტი №10

ლეფლოგარდი

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ფარმათენ ინტერნაციონალი, საბერძნეთი
დან47.28 ₾
მარლეოქსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

მარლეოქსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან47.28 ₾
მარლეოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

მარლეოქსი

MARLEOX

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
დან47.28 ₾

ვ-3

V-3

500მგ ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ლევო-S 500

levo-S 500

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ლევო-დენკი 250, 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევო-დენკი 250

Levo-Denk 250

250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

ლევოგრა

LEVOGRA

500მგ შემოგარსული ტაბლეტი # 10

ლევოფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ლევოსტარი, 0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1

ლევოსტარი

LEVOSTAR

0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1

ლევოფლოქსაცინი Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
ლევოქსიმედი, 0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში

ლევოქსიმედი

LEVOXIMED

0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო

ლევოქსიმედი

Levoximed

500მგ (5მგ/მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით
მარლეოქსი®, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

მარლეოქსი®

MARLEOX®

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო
მედეოლევი, ტაბლეტი #10

მედეოლევი

Medeolev

ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

პმს-ლევოფლოქსაცინი

pms-LEVOFLOXACIN

500მგ ტაბლეტი №100; 500მგ ტაბლეტი №500

ლევოფლოქსაცინი Pharma science, კანადა
Rx · რეცეპტით

ტავანიკი

TAVANIC

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ტავანიკი

TAVANIC

5მგ/მლ 100მლ საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

ლევოფლოქსაცინი Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ფლექსიდი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ფლექსიდი

Flexid

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები -------------------------------------------- 1 ტაბ.
ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი, რაც შეესაბამება ----------- 500 მგ ლევოფლოქსაცინს

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლევოფლოქსაცინი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ პრეპარატს (ოფლოქსაცინის მარცხნივმბრუნავი იზომერი).
დნმ-ჰირაზასა (II ტოპოიზომერაზას) და IV ტოპოიზომერაზას ინჰიბირებით არღვევს ბაქტერიული დნმ-ის წარმოქმნის პროცესს, იწვევს მორფოლოგიურ ცვლილებებს ციტოპლაზმაში, უჯრედის კედელსა და მემბრანაში. ლევოფლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების შტამების უმრავლესობის მიმართ როგორც ინ ვიტრო, ასევე in vivo პირობებში:
in vitro მგრძნობიარე (მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაცია ≤ 2მგ/მლ) აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
Corynebacterium diphtheriae, Enterococcus spp. (მათ შორის Enterococcus faecalis), Listeria monocylogenes, Staphylococcus spp. (კოაგულაზანეგატიური მეტიცილინ-მგრძნობიარე/მეტიცილინ-ზომიერად მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus epidermidis (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus spp. (CNS), C და G ჯგუფის Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae (პენიცილინ-მგრძნობიარე/ზომიერად მგრძნობიარე/რეზისტენტული შტამები), Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans (პენიცილინ-მგრძნობიარე/რეზისტენტული შტამები);
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Acinetobacter baumanii, Acinetobacter spp., Actinobacillus actinimycetemcomitans, Citrobacter freundii, Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter spp. (მათ შორის Enterobacter cloacae), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae (ამპიცილინ-მგრძნობიარე/რეზისტენტული შტამები), Haemophilus parainfluenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae), Moraxella cattaralis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Morganella morganii, Neisseria gonnorrhoeae (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Neisseria meningitides, Pasteurella spp. (მათ შორის Pasteurella conis, Pasteurella dagmatis, Pasteurella multocida), Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp. (მათ შორის Providencia rettgeri, Providencia stuartii), Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa), Salmonella spp., Serratia spp. (Serratia marcescens);
ანაერობული მიკროორგანიზმები:
Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp., Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Pertostreptococcus spp., Propionibacterum spp., Veilonella spp.;
სხვა მიკროორგანიზმები:
Bartonella spp., Chlamidia pneumoniae, Chlamidia psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Legoinella spp., Mycobacterium spp.(მათ შორის Mycobacterium leprae, Mykobacterium tuberculosis), Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Rickettsia spp., Ureaplasma urealyticum.
ლევოფლოქსაცინი ზომიერად აქტიურია (მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაცია ≥ 4მგ/ლ) შემდეგი აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ:
Corynebacterium urealiticum, Corynebacterium xerosis, Enterococcus faecium, Staphylococcus epidermidis (მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები);
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Burkholderia cepacia, Campilobacter jejuni, Campilobacter coli;
ანაერობული მიკროორგანიზმები:
Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus, Bacteroides ovaius, Prevotella spp., Porphyromonas spp.
ლევოფლოქსაცინის მიმართ მდგრადი (მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაცია ≥ 8მგ/ლ) აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
Corynebacterium jeikeium, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები), Staphylococcus spp. (კოაგულაზანეგატიური მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები);
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Alcaligenes xylosoxidans;
სხვა მიკროორგანიზმები: Mycobacterium avium.

03

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: ლევოფლოქსაცინი პერორალურად მიღებისას სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება მცირედ მოქმედებს სწრაფ და სრულ აბსორბციაზე.
500 მგ-ის ერთჯერადად პერორალური მიღებისას Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1.3 საათში და შეადგენს 5.2-6.9 მკგ/მლ-ს. ბიოშეღწევადობა _ 100%.
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა ატარებს ხაზოვან ხასიათს.
განაწილება: პლაზმის ცილებს უკავშირდება 30-40%-ით.
კარგად აღწევს ორგანოებსა და ქსოვილებში: ფილტვებში, ბრონქების ლორწოვან გარსში, შარდ-გამომყოფი სისტემის ორგანოებში, სასქესო ორგანოებში, ძვლის ქსოვილში, ზურგის ტვინის სითხეში, წინამდებარე ჯირკვალში, პოლიმორფულბირთვულ ლეიკოციტებში, ალვეოლარულ მაკროფაგებში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 3 დღეში.
მეტაბოლიზმი: ღვიძლში ლევოფლოქსაცინის უმნიშვნელო ნაწილი მეტაბოლიზდება (იჟანგება და/ან დეზაცეტილირდება).
გამოყოფა: 500 მგ-ის ერთჯერადად მიღებისას T1/2 შეადგენს 6-8 საათს. ლევოფლოქსაცინი ძირითადად შარდთან ერთად გამოიყოფა უცვლელი სახით. პერორალურად მიღებისას, მიღებული დოზის დაახლოებით 87% 48 საათის განმავლობაში გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. 4%-ზე ნაკლები აღმოჩენილია განავალში 72 საათიან პერიოდში.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაციის პლაზმური პროფილი, ინტრავენურად შეყვანისას და ტაბლეტების მიღებისას, ანალოგიურია. ამიტომ პერორალური და ინტრავენური შეყვანის გზები ურთიერთშეცვლადია. ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:
თირკმლის უკმარისობისას პრეპარატის კლირენსის შემცირება და მისი გამოყოფა თირკმელებით დამოკიდებულია კკ-ს დაცემის ხარისხზე.

04

ჩვენებები

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • მწვავე სინუსიტი;
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • თირკმელებისა და საშარდე გზების გართულებული ინფექციები პიელონეფრიტის ჩათვლით;
  • ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ზემოაღნიშნულ ჩვენებებთან დაკავშირებული სეპტიცემია/ბაქტერიემია.
05

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება პერორალურად 250-500 მგ 1-2-ჯერ დღეში.
ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (0.5-1 ჭიქა). დოზის შერჩევისას შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა. პრეპარატი მიიღება ჭამამდე ან კვების შუალედებში.
ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, ლევოფლოქსაცინით მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 48-78 საათის განმავლობაში სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებისა და გამომწვევის სარწმუნო ერადიკაციის შემდეგ.
დოზები დგინდება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის, ასევე სავარაუდო გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით.
პაციენტებისთვის, თირკმელების ნორმალური ან ზომიერად დაქვეითებული ფუნქციით (კკ > 50 მლ/წთ), რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა შემდეგი დოზით:
სინუსიტი: 500 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე.
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება: 250-500 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი _ 7-10 დღე.
არაჰოსპიტალური პნევმონია: 500 მგ 1-2 ჯერ/დღეში. მკურნალობის კურსი _ 7-10 დღე.
საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით): 250 მგ ერთხელ დღეში, ან ინტრავენურად – 250 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი _ 7-10 დღე.
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი: 500 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი _ 28 დღე.
სეპტიცემია/ბაქტერიემია: 250 მგ-იანი 2 ტაბლეტი, ან 500 მგ-იანი 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ/დღეში (500-1000 მგ ლევოფლოქსაცინი დღეში). ინტრავენურად – 500 მგ 1-2-ჯერ დღეში მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 250 მგ ერთხელ დღეში, ან 500 მგ 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 7-14.
თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით.

კრეატინინის კლირენსი | დოზირების რეჟიმი

250 მგ/24სთ | 500 მგ/24სთ | 500 მგ/12სთ

პირველი დოზა 250მგ | პირველი დოზა 500მგ | პირველი დოზა 500მგ

50-20 მლ/წთ | შემდეგ 125 მგ/24სთ | შემდეგ 250 მგ/24სთ | შემდეგ 250 მგ/12სთ

19-10 მლ/წთ | შემდეგ 125 მგ/48სთ | შემდეგ 125 მგ/24სთ | შემდეგ 125 მგ/12სთ

< 10მლ/წთ(ჰემოდიალიზისა
და მაპდ* ჩათვლით) | შემდეგ 125 მგ/48სთ | შემდეგ 125 მგ/24სთ | შემდეგ 125 მგ/24სთ

* მუდმივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი.
ჰემოდიალიზისა და ხანგრძლივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის შემდეგ დამატებითი დოზების შეყვანა საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზების სპეციალური შერჩევა საჭირო არ არის, ვინაიდან ლევოფლოქსაცინი უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმლის ნორმალური ფუნქციისას, დოზირების რეჟიმი კორექციას არ საჭიროებს.

06

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

ხშირად | 100-დან 1-10 ავადმყოფში

ხანდახან | 100-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები

იშვიათად | 1000-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები

ძალიან იშვიათად | 10000-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები

განსაკუთრებულ შემთხვევებში | უფრო იშვიათად

ალერგიული რეაქციები: ზოგჯერ – ქავილი და კანის გაწითლება;
იშვიათად – ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (გამოვლენილი ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და მძიმე ხუთვის შეგრძნება); ძალიან იშვიათად – კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება (მაგ., სახის, ხორხის არეში), არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება, შოკი, ალერგიული პნევმონიტი, ვასკულიტი; ცალკეულ შემთხვევებში – სტივენ-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
ხშირად – გულისრევა, დიარეა, ალტ-ს და ასტ-ს აქტივობის მომატება; ხანდახან – მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში, საჭმლის მონელების დარღვევა;
იშვიათად – სისხლის შრატში ბილირუბინის დონის მომატება, დიარეა სისხლით (ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს ნაწლავების ანთების ან ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშანი);
ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი.
ცნს-ისა და პერიფერიული სისტემის მხრივ:
ხანდახან – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და/ან შებოჭილობა, მოთენთილობა, ძილის დარღვევა;
იშვიათად – დეპრესია, შფოთვა, ჰალუცინაციის ტიპის ფსიქოზური რეაქციები, ხელის მტევნების პარესთეზიები, კანკალი, აგზნებულობა, კრუნჩხვები და გონების დაბინდვა;
ძალიან იშვიათად – მხედველობის და სმენის, გემოვნების და ყნოსვის დარღვევები, ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის ვარდნა;
ძალიან იშვიათად – სისხლძარღვოვანი კოლაფსი;
განსაკუთრევულ შემთხვევებში – Qთ ინტერვალის გახანგრძლივება.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ:
იშვიათად – მყესების დაზიანება (ტენდინიტის ჩათვლით), სახსრების და კუნთების ტკივილი; ძალიან იშვიათად – კუნთების სისუსტე;
განსაკუთრევულ შემთხვევებში – რაბდომიოლიზი.
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ:
იშვიათად – სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონის მატება;
ძალიან იშვიათად – თირკმელების ფუნქციის გაუარესება თირკმლის მწვავე უკმარისობამდე. სისხლმბადი სისტემის მხრივ:
ხანდახან – ეოზინოფილია, ლეიკოპენია;
იშვიათად – ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია (სისხლჩაქცევების ან სისხლდენის მიდრეკილების გაძლიერება);
ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი;
განსაკუთრევულ შემთხვევებში – ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ:
ძალიან იშვიათად – ჰიპოგლიკემია (გამოწვეული მადის მომატებით, ნევროზული მდგომარეობა, ოფლიანობა, კანკალი).
სხვა: ხანდახან – ასთენია;
ძალიან იშვიათად – ციებ-ცხელება, ალერგიული პნევმონიტი. ნებისმიერმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის შეცვლა (ბაქტერიები და სოკოები).
სხვა ქინოლონების გამოყენების გამოცდილება ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არსებული პორფირიის გამწვავება.
გაუთვალისწინებელი ეფექტების წარმოქმნისას მიმართეთ ექიმს.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;
  • ეპილეფსია;
  • ანამნეზში მყესების დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების მიღებასთან;
  • ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია (ძუძუთი კვება).
08

ორსულობა და ლაქტაცია

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
სათანადო მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

09

განსაკუთრებული მითითებები

პნევმოკოკებით გამოწვეული მძიმე პნევმონიისას ლევოფლოქსაცინით მკურნალობამ შეიძლება არ გამოიწვიოს სასურველი თერაპიული ეფექტი. Pseudomonas aeruginosa-ით გამოწვეული ჰოსპიტალური ინფექციებისას შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული თერაპიის ჩატარება.
ხანდაზმულ პაციენტებში ლევოფლოქსაცინის მიღებისას ტენდინიტისადმი მიდრეკილება იზრდება. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ამაღლებს მყესის გაგლეჯის რისკს. ტენდინიტით დაავადების შემთხვევისას ლევოფლოქსაცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დაზიანებული უბნის იმობილიზაცია.
ფსევდომემბრანულ კოლიტზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება ნაწლავების მოტორიკის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენება.
ლევოფლოქსაცინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვითი შეტევები იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (მათ შორის ინსულტი ან თავის ტვინის მძიმე ტრავმა). კრუნჩხვის განვითარების რისკი შეიძლება გაზარდოს ფენბუფენის, მისი მსგავსი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან თეოფილინის ერთდროულმა მიღებამ.
პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით, შესაძლებელია ერითროციტების ჰემოლიზის განვითარება. ამის გათვალისწინებით, ასეთი ავადმყოფების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დიდი სიფრთხილით.
თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას ფოტოსენსიბილიზაცია აღინიშნება ძალიან იშვიათად, მისი განვითარების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფები უნდა მოერიდონ მზეზე ყოფნას და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას.
ლევოფლოქსაცინის დანიშვნისას ხანდაზმულ პაციენტებში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირია თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ლევოფლოქსაცინის და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას აუცილებელია სისხლის შემადედებელი სისტემის მდგომარეობის კონტროლი.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, შებოჭილობა, მოთენთილობა, მხედველობის დარღვევა, აგრეთვე შეიძლება დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაცია და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარე. ეს გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ პირებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ავტომობილის მართვასთან, მანქანებისა და მექანიზმების მომსახურებასთან.

10

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება და ეპილეფსიური შეტევების მსგავსი კრუნჩხვები, ღებინება, ლორწოვანი გარსის ეროზიული დაზიანება. კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ კვლევებში ლევოფლოქსაცინის საშუალო თერაპიულ დოზაზე მეტის მიღებისას აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომატური თერაპია. ლევოფლოქსაცინი დიალიზის გზით არ გამოიყოფა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ლევოფლოქსაცინის მოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდურ საშუალებებთან, ასევე რკინის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას (მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა უმცირეს 2სთ-ს). კალციუმის კარბონატთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
ქინოლონებს შეუძლიათ გააძლიერონ პრეპარატების (მათ შორის ფენბუფენის და მისი მსგავსი აასს-ს, თეოფილინის) უნარი – დააქვეითონ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ლევოფლოქსაცინი პრობენეციდთან და ციმეტიდინთან, რომლებიც აბლოკირებენ მილაკოვან სეკრეციას. მათი მოქმედებით ლევოფლოქსაცინის გამოყოფა მსუბუქად მცირდება. ამ ურთიერთქმედებას პრაქტიკულად არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა და უპირველეს ყოვლისა, ეხება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს.
ლევოფლოქსაცინს შეუძლია გამოიწვიოს სისხლის პლაზმიდან ციკლოსპორინის ნახევრადგამოყოფის პერიოდის (T1/2) მცირე მომატება.
ლევოფლოქსაცინის და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას აუცილებელია სისხლის შემადედებელი სისტემის მდგომარეობის კონტროლი.

12

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
შენახვის ვადა _ 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით ( II ჯგუფი).
_ არ გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.
_ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
_ შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.