მონოგრაფია Nº 04335 Rx · რეცეპტით
მარლეოქსი
MARLEOX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
დან47.28 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (Levofloxacin)
- მწარმოებელი
- ევრომედიკალი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ფარმაცევტული სახლი+
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
მარლეოქსი ტაბლეტი 500მგ #10
4.73 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗47.28 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
მარლეოქსი ტაბლეტი 500მგ #10
4.73 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗47.28 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ლევოფლოქსაცინი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლევოფლოქსაცინი
500მგ ტაბლეტი №10
ვალმოქსი
VALMOX
500მგ ტაბლეტი #10
ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი
500მგ ტაბლეტი №14
ლევოდექსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6
ოდ-ლევოქსი
500მგ ტაბლეტი №5
ლევომაკი
Levomac
500მგ ტაბლეტი #5
ლევნიბიოტი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5
ლივოქს-500
500მგ ტაბლეტი №5
ლივოქსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5
სოლუფლოქსი-New
0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
აიფლოქსი
5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ლევორიჩი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლევოფტა
5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ლევოქსიმედი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
უნილევი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლეფლოცინი
5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ
ლევიტა
500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7
ილფლოქსი
Ilflox
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7
ლევოსტარი
LEVOSTAR
500 მგ №7 ტაბლეტი
ლევოქსიმედი
Levoximed
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6
კაპრიფლოქსი
Capriflox
500მგ ტაბლეტი #7
Adiflox
500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7
ადიფლოქსი
500მგ ტაბლეტი №7
კაპოქსინი
kapoxin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
ლევორენჯი
500მგ 7 ტაბლეტი №7
ლევოტექსი
500მგ ტაბლეტი №7
ლევოფლოქსაცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №7
ლეფზინი
Lefzin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
მეფლოციდი
MEFLOCID
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
სოლუფლოქსი
500მგ ტაბლეტი №7
ოფთაქვიქსი
OFTAQUIX
0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
ლევოფლოქსაცინი ბენე
500მგ ტაბლეტი №10
მედეოლევი ტაბ.500მგ N10
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ლეფზინი
Lefzin
750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
მეფლოციდი
MEFLOCID
750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7
ლევიკომი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ლევო-დენკი 500
Levo-Denk 500
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
კლოქსაცინი
CLOCSACIN
500 მგ ტაბლეტი #5
ლეფლოგარდი
500მგ ტაბლეტი №10
მარლეოქსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ვ-3
V-3
500მგ ტაბლეტი #10
ლევო-S 500
levo-S 500
500მგ ტაბლეტი №5
ლევო-დენკი 250
Levo-Denk 250
250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ლევოგრა
LEVOGRA
500მგ შემოგარსული ტაბლეტი # 10
ლევოსტარი
LEVOSTAR
0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1
ლევოქსიმედი
LEVOXIMED
0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში
ლევოქსიმედი
Levoximed
500მგ (5მგ/მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში
მარლეოქსი®
MARLEOX®
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მედეოლევი
Medeolev
ტაბლეტი #10
პმს-ლევოფლოქსაცინი
pms-LEVOFLOXACIN
500მგ ტაბლეტი №100; 500მგ ტაბლეტი №500
პოტანტი-სანოველი
POTANT-SANOVEL
500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7
ტავანიკი
TAVANIC
500მგ ტაბლეტი №5
ტავანიკი
TAVANIC
5მგ/მლ 100მლ საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
ფლექსიდი
Flexid
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლევოფლოქსაცინი 500მგ
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული საშუალება
ათქ კოდი: J01MA12
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევოფლოქსაცინი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ საშუალებას ოქსაცინის მარცხნივმბრუნავი იზომერი). დნმ-ჰირაზასა (II ტოპოიზომერაზას) და IV ტოპოიზომერაზას ინჰიბირებით არღვევს ბაქტერიული დნმ-ის წარმოქმნის პროცესს, იწვევს მორფოლოგიურ ცვლილებებს ციტოპლაზმაში, უჯრედის კედელსა და მემბრანაში. ლევოფლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების შტამების უმრავლესობის მიმართ როგორც ინ ვიტრო, ასევე ინ ვივო პირობებში.
პრეპარატის მოქმედების მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Viridans group streptococci;
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Enterobacter cloacae, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter sakazakii, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxytoca, Legionella pneumophila, Moraxella catarrhalis, Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas fluorescens, Acinetobacter anitratus, Acinetobacter baumannii, Acinetobacter calcoaceticus, Bordetella pertussis, Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Serratia marcescens;
ანაერობული მიკროორგანიზმები: Clostridium perfringens, Bacteroides fragilis;
სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae.
ლევოფლოქსაცინი პერორალურად მიღებისას სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ერთჯერადად პერორალური მიღებისას Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 სთ-ში, ბიოშეღწევადობა შეადგენს თითქმის 100%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება 30-40%. პრეპარატის 500 მგ ერთხელ დღეში ხანგრძლივი დროით მიღება იწვევს უმნიშვნელო კუმულაციას, 500 მგ 2-ჯერ დღეში გამოყენებისას აღინიშნება ზომიერი კუმულაცია მიღებიდან მე-3 დღეს. ლევოფლოქსაცინი კარგად აღწევს ორგანოებსა და ქსოვილებში: ფილტვებში, ბრონქების ლორწოვან გარსში, შარდ-სასქესო სისტემის ორგანოებში, ძვლოვან ქსოვილში, ზურგის ტვინის სითხეში, წინამდებარე ჯირკვალში, პოლიმორფულბირთვიან ლეიკოციტებში, ალვეოლურ მაკროფაგებში. პრეპარატის უმნიშვნელო ნაწილი იჟანგება და/ან დეზაცეტილირდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი (Т1/2) შეადგენს 6-8 სთ-ს. ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით (მიღებული დოზის დაახლოებით 85%). თირკმლის ფუნქციის დარღვევისას და თირკმლის კლირენსის დაქვეითებისას იზრდება Т1/2.
ჩვენებები
· ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, არაჰოსპიტალური პნევმონია);
· ლორ-ორგანოების ინფექციები (მწვავე სინუსიტი);
· თირკმლებისა და საშარდე გზების ინფექციები (მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით);
· სასქესო ორგანოების ინფექციები (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის ჩათვლით);
· კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით ჭამამდე ან კვებათა შორის შუალედებში.
დოზა დგინდება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის, ასევე სავარაუდო გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის (კკ > 50 მლ/წთ) მქონე პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა შემდეგი დოზით:
მწვავე სინუსიტი – 500 მგ ერთხელ დღეში 10-14 დღის განმავლობაში;
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება – 250-500 მგ ერთხელ დღეში 7-10 დღის განმავლობაში;
არაჰოსპიტალური პნევმონია – 500 მგ 1-2-ჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში;
თირკმლებისა და საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები – 250 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში;
თირკმლებისა და საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით) – 250 მგ ერთხელ დღეში 7-10 დღის განმავლობაში;
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი – 500 მგ ერთხელ დღეში 28 დღის განმავლობაში;
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – 250-500 მგ 1-2 ჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზების სპეციალური შერჩევა საჭირო არ არის, ვინაიდან ლევოფლოქსაცინი უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში.
პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში საჭიროა ტაბლეტის დაუყოვნებლივ მიღება, თუ არ არის მოახლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმლის ნორმალური ფუნქციისას, დოზირების რეჟიმი კორექციას არ საჭიროებს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე (კკ < 50 მლ/წთ) პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰეპატიტი, დისბაქტერიოზი;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, ტაქიკარდია, ძალიან იშვიათად – მოციმციმე არითმია;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოგლიკემია (მადის მომატება, ოფლიანობა, კანკალი);
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ტრემორი, მოუსვენრობა, პარესთეზიები, შიშის შეგრძნება, ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, მოძრაობის დარღვევა, ეპილეფსიური ტიპის კრუნჩხვითი შეტევები;
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: მხედველობის, სმენის, გემოსა და ყნოსვის დარღვევა, ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება;
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ართრალგია, მიალგია, კუნთების სისუსტე;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სისხლის შრატში კრეატინინის დონის მატება, ინტერსტიციური ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა;
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ჰემორაგიები;
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: კანის ჰიპერემია და ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული პნევმონიტი, ვასკულიტი;
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ; ეპილეფსია; 18 წლამდე ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ცნობიერების დაბინდვა, თაბრუსხვევა, ეპილეფსიური ტიპის კრუნჩხვითი შეტევები; გულისრევა; კუჭ-ნაწლავის გარდა ამისა, შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული დაზიანება.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. QT ინტერვალზე მეთვალყურეობისთვის საჭიროა ეკგ-მონიტორინგი. შესაძლებელია ანტაციდური პრეპარატების გამოყენება. ლევოფლოქსაცინი არ გამოიყოფა დიალიზის საშუალებით. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები
ტენდინიტის, ფსევდომემბრანული კოლიტის, ალერგიული რეაქციების ნიშნების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად პაციენტები უნდა მოერიდონ მზეზე ყოფნას და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას. პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (ინსულტი, თავის ტვინის მძიმე ტრავმა), შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები. გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ჰემოლიზის განვითარება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:პრეპარატის მიღებისას საჭიროა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისგან თავის არიდება, ვინაიდან ლევოფლოქსაცინმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ძილიანობა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ლევოფლოქსაცინის ეფექტი მნიშვნელოვნად მცირდება ნაწლავის მოტორიკის დამთრგუნველ პრეპარატებთან, სუკრალფატთან, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდურ საშუალებებთან, რკინის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას,ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 სთ-ს. ლევოფლოქსაცინს, სხვა ქინოლონების მსგავსად, შეუძლია გააძლიეროს პრეპარატების (აასს, თეოფილინი) უნარი – დააქვეითონ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი. გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს მყესების გაგლეჯვის რისკი. ლევოფლოქსაცინის და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას აუცილებელია სისხლის შედედების სისტემის მდგომარეობის კონტროლი. ლევოფლოქსაცინის გამოყოფა მცირდება ციმეტიდინისა და პრობენიციდის მოქმედებით. აღსანიშნავია, რომ ამ ურთიერთქმედებას გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ლევოფლოქსაცინი ზრდის ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.