მონოგრაფია Nº 01787 ურეცეპტო
ლევოქსიმედი
LEVOXIMED
0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში
- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (Levofloxacin)
- მწარმოებელი
- World Medicine Ophthalmics
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტიბიოტიკები
- იმპორტიორი საქართველოში
- WM-Ophthalmics
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ლევოფლოქსაცინი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლევოფლოქსაცინი
500მგ ტაბლეტი №10
ვალმოქსი
VALMOX
500მგ ტაბლეტი #10
ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი
500მგ ტაბლეტი №14
ლევოდექსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6
ოდ-ლევოქსი
500მგ ტაბლეტი №5
ლევომაკი
Levomac
500მგ ტაბლეტი #5
ლევნიბიოტი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5
ლივოქს-500
500მგ ტაბლეტი №5
ლივოქსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5
სოლუფლოქსი-New
0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
აიფლოქსი
5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ლევორიჩი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლევოფტა
5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ლევოქსიმედი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
უნილევი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლეფლოცინი
5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ
ლევიტა
500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7
ილფლოქსი
Ilflox
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7
ლევოსტარი
LEVOSTAR
500 მგ №7 ტაბლეტი
ლევოქსიმედი
Levoximed
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6
კაპრიფლოქსი
Capriflox
500მგ ტაბლეტი #7
Adiflox
500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7
ადიფლოქსი
500მგ ტაბლეტი №7
კაპოქსინი
kapoxin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
ლევორენჯი
500მგ 7 ტაბლეტი №7
ლევოტექსი
500მგ ტაბლეტი №7
ლევოფლოქსაცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №7
ლეფზინი
Lefzin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
მეფლოციდი
MEFLOCID
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
სოლუფლოქსი
500მგ ტაბლეტი №7
ოფთაქვიქსი
OFTAQUIX
0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
ლევოფლოქსაცინი ბენე
500მგ ტაბლეტი №10
მედეოლევი ტაბ.500მგ N10
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ლეფზინი
Lefzin
750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
მეფლოციდი
MEFLOCID
750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7
ლევიკომი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ლევო-დენკი 500
Levo-Denk 500
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
კლოქსაცინი
CLOCSACIN
500 მგ ტაბლეტი #5
ლეფლოგარდი
500მგ ტაბლეტი №10
მარლეოქსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
მარლეოქსი
MARLEOX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ვ-3
V-3
500მგ ტაბლეტი #10
ლევო-S 500
levo-S 500
500მგ ტაბლეტი №5
ლევო-დენკი 250
Levo-Denk 250
250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ლევოგრა
LEVOGRA
500მგ შემოგარსული ტაბლეტი # 10
ლევოსტარი
LEVOSTAR
0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1
ლევოქსიმედი
Levoximed
500მგ (5მგ/მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში
მარლეოქსი®
MARLEOX®
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მედეოლევი
Medeolev
ტაბლეტი #10
პმს-ლევოფლოქსაცინი
pms-LEVOFLOXACIN
500მგ ტაბლეტი №100; 500მგ ტაბლეტი №500
პოტანტი-სანოველი
POTANT-SANOVEL
500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7
ტავანიკი
TAVANIC
500მგ ტაბლეტი №5
ტავანიკი
TAVANIC
5მგ/მლ 100მლ საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
ფლექსიდი
Flexid
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა
თვალის/ყურის წვეთები.
აღწერილობა: გამჭვირვალე ხსნარი ღია ყვითლიდან ღია მომწვანო-ყვითელ ფერამდე.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 5 მგ ლევოფლოქსაცინი (ნახევარჰიდრატის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
ქიმიური დასახელება
ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატი: (-)–(შ)–9–ფტორ–2,3–დიჰიდრო–3-მეთილ-10-(4-მეთილ-1-პიპერაზინილ)-7-ოქსო-7H-პირიდო[1,2,3-დე]-1,4-ბენზოქსაზინ-6-კარბოქსილ მჟავას ჰემიჰიდრატი.
პრეპარატის ათქ კოდი
S01AX19
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან, ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში და ოტოლოგიაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევოქსიმედი – ანტიმიკრობული პრეპარატი ფტორქინოლონების ჯგუფიდან.
ლევოფლოქსაცინი – რაცემული სამკურნალო სუბსტანცია ოფლოქსაცინის L – იზომერი. ოფლოქსაცინის ანტიბაქტერიული აქტივობა მიეკუთვნება L – იზომერს. ლევოფლოქსაცინი აბლოკირებს დნმ-ჰირაზას და ტოპოიზომერაზა IV-ს, არღვევს სუპერსპირალიზაციას და დნმ-ის წყვეტის ადგილების შეერთებას, თრგუნავს დნმ-ის სინთეზს, იწვევს ღრმა მორფოლოგიურ ცვლილებებს ბაქტერიების ციტოპლაზმაში, უჯრედის კედელსა და მემბრანებში.
ლევოქსიმედი აქტიურია გრამუარყოფითი აერობების მიმართ: Branhamella (Moraxella) cattarhalis, Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae, Pseudomonas aeruginosa;;
გრამდადებითი აერობების მიმართ: მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, უჯრედშიდა მიკროორგანიზმების მიმართ: Chlamydia trachomatis.
ფარმაკოკინეტიკა
თვალში ინსტილაციის შემდეგ ლევოფლოქსაცინი კარგად ნარჩუნდება ცრემლის აპკში.
ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ცრემლის აპკში ლევოფლოქსაცინის საშუალო კონცენტრაცია შეადგენდა 17,0 მკგ/მლ და 6,6 მკგ/მლ ადგილობრივი გამოყენებიდან 4 და 6 საათის შემდეგ. ექვსი მოხალისიდან ხუთში ინსტილაციიდან 4 საათის შემდეგ ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია შეადგენდა 2 მკგ/მლ და მეტს. ექვსი გამოსაცდელი პირიდან ოთხში ეს კონცენტრაცია შენარჩუნდა ინსტალაციიდან 6 საათის შემდეგ.
გაზომილი იქნა სისხლის პლაზმაში ლევოფლოქსაცინის საშუალო კონცენტრაცია 15 ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში ლევოფლოქსაცინის თვალის/ყურის წვეთების 15 დღიანი გამოყენების დროს. გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ ლევოფლოქსაცინის საშუალო კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში შეადგინა 0,86 ნგ/მლ-დან პირველ დღეს 2,05 ნგ/მლ-მდე მე-15 დღეს. ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში, რაც 2,25 ნგ/მლ-ს უდრიდა, გამოვლინდა მეოთხე დღეს, 2 დღის განმავლობაში ყოველ 2 საათში პრეპარატის 8-ჯერ დღეში გამოყენების შემდეგ. მე-15 დღეს მიღწეული ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია 1000-ჯერ უფრო დაბალი იყო იმ კონცენტრაციაზე, რომელიც აღინიშნება ლევოფლოქსაცინის სტანდარტული დოზების პერორალურად მიღების შემდეგ.
ჩვენებები
ოფთალმოლოგია:
- ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა პაციენტებში 1 წლის ასაკიდან და ზემოთ;
- ბაქტერიული კონიუნქტივიტი;
- რქოვანას წყლული;
- თვალის გონორეული და ქლამიდიური დაავადებები მოზრდილებში;
- თვალზე ლაზერული და ქირურგიული ოპერაციული ჩარევების შემდგომი გართულებები.
ოტოლოგია:
- გარეთა ოტიტი;
- მწვავე და ქრონიკული შუა ოტიტი;
- ინფექციური ოტიტების პროფილაქტიკა პრე და პოსტოპერაციულ პერიოდში, ყურის ტრავმისას, გარეთა სასმენი მილიდან უცხო სხეულის ამოღების შემდეგ, რომელსაც ახლავს ყურის ქსოვილის დაზიანება.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ;
- ჰიპერმგრძნობელობა ქინოლონების რიგის პრეპარატების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
3%-მდე შემთხვევები – თვალის ხანმოკლე წვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ლორწოს გაჩენა ძაფების სახით; 1%-ზე ნაკლები შემთხვევა – ქემოზი, ქუთუთოების შეშუპება, არასასიამოვნო შეგრძნება თვალში, ქავილი, ტკივილი, კონიუნქტივის ჰიპერემია, კონიუნქტივაზე ფოლიკულების გაჩენა, მშრალი თვალის სინდრომი, ქუთუთოების ერითემა, ცრემლდენა, სინათლის შიში.
მიღების წესი და დოზირება
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ოფთალმოლოგია:
მოზრდილები და 1 წლიდან და ზევით ასაკის ბავშვები
პირველი ორი დღის განმავლობაში აწვეთებენ 1-2 წვეთს დაზიანებულ თვალში (თვალებში), ყოველ 2 საათში 8-ჯერ დღე-ღამეში.
მე-3-5 დღეს ყოველ 4 საათში (4-ჯერ დღეში).
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს და ძირითადად დამოკიდებულია კლინიკაზე, დაავადების სიმძიმეზე და ბაქტერიულ დაინფიცირებაზე.
ერთდროულად რამოდენიმე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას, აუცილებელია ინსტილაციებს შორის 15 წუთიანი ინტერვალის დაცვა. ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, საწვეთურის წვერი არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს და თვალის ირგვლივ ქსოვილებს.
ოტოლოგია:
გარეთა ოტიტის დროს:
მოზრდილები
დაზიანებულ ყურში აწვეთებენ 10 წვეთს 1-ჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში.
1 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
დაზიანებულ ყურში აწვეთებენ 5 წვეთს 1-ჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის დროს (დაფის აპკის პერფორაციით):
პაციენტები 12 წლის ასაკიდან და ზევით
დაზიანებულ ყურში აწვეთებენ 10 წვეთს 2-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.
ინფექციური ოტიტის პროფილაქტიკისას:
დაზიანებულ ყურში აწვეთებენ 5 წვეთს 2-ჯერ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში.
ყურში ლევოქსიმედის ჩაწვეთების წინ საჭიროა ჩატარდეს გარეთა სასმენი მილის სანაცია.
ჭარბი დოზირება
თვალის/ყურის წვეთების სახით პრეპარატით ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა.
ჭარბი დოზირების სიმპტომები პრეპარატის გვერდითი ეფექტების იდენტურია. ლევოქსიმედის თვალის/ყურის წვეთების ადგილობრივად ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვევაში თვალი უნდა გამოირეცხოს ოთახის ტემპერატურის სუფთა (ონკანის) წყლით. გამოხატული გვერდითი ეფექტების არსებობისას რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი.
აგრეთვე პერორალურად განზრახ ან შემთხვევით მიღებისას სიმპტომები შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტების იდენტური. ლევოფლოქსაცინის საერთო რაოდენობა, რომელსაც თვალის/ყურის წვეთების ერთი ფლაკონი (25 მგ) შეიცავს, ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ პერორალურად შემთხვევითი მიღების შემდეგაც კი ტოქსიური რეაქციები გამოიწვიოს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
თვალში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ პლაზმაში ლევოფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია 1000-ჯერ ნაკლებია, ვიდრე პერორალურად მიღებისას, ამიტომ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა. ლევოქსიმედის თვალის/ყურის წვეთების ურთიერთქმედების სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების კლინიკური კვლევების მონაცემების არ არსებობის გამო ლევოფლოქსაცინის თვალის/ყურის წვეთების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პრეპარატის გამოყენებით გამოწვეულ რისკს.
ლაქტაცია
ლევოქსიმედი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება წლამდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ჩაწვეთების შემდეგ გაჩენილი მხედველობის შესაძლო დარღვევების გამო, არ არის რეკომენდებული ავტომობილის და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვა მხედველობის ნორმალიზებამდე.
ლევოქსიმედის თვალის/ყურის წვეთების შეყვანა არ შეიძლება სუბკონიუნქტივალურად, თავი უნდა ავარიდოთ პირდაპირ ინსტილაციას თვალის წინა საკანში.
თვალის/ყურის წვეთების შემადგენლობაში კონსერვანტის სახით შედის ბენზალკონიუმის ქლორიდი. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ჰიდროფილური (რბილი) კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს, რადგანაც მოცემული კონსერვანტი შეიძლება აბსორბირდეს ლინზის მიერ და გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება.
რ არის რეკომენდებული ნებისმიერი ტიპის კონტაქტური ლინზების გამოყენება ბაქტერიული კონიუნქტივიტის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ლევოქსიმედი თვალის/ყურის წვეთები გამოდის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.