8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01928 Rx · რეცეპტით

მეფლოციდი

MEFLOCID

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

დან26.42 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
მეფლოციდი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
მოქმედი ნივთიერება
ლევოფლოქსაცინი (Levofloxacin)
მწარმოებელი
Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
ასფარმა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    მეფლოციდი ტაბლეტი 500მგ #7

    3.77 ₾ / ც. × 7

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    მეფლოციდი ტაბლეტი 500მგ #7

    3.77 ₾ / ც. × 7

  • PSP ყველაზე იაფი

    მეფლოციდი 500 მგ 7 ტაბლეტი

    3.77 ₾ / ც. × 7

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ლევოფლოქსაცინი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან9.84 ₾
ლევოფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან11.75 ₾
ვალმოქსი, 500მგ ტაბლეტი #10

ვალმოქსი

VALMOX

500მგ ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.92 ₾
ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი, 500მგ ტაბლეტი №14

ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი

500მგ ტაბლეტი №14

ლევოფლოქსაცინი ასტრაფარმი, უკრაინა
დან13.77 ₾
ლევოდექსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6

ლევოდექსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6

ლევოფლოქსაცინი
დან18.08 ₾
ოდ-ლევოქსი, 500მგ ტაბლეტი №5

ოდ-ლევოქსი

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი ეჯ ფარმა, ინდოეთი
დან19.60 ₾
ლევომაკი, 500მგ ტაბლეტი #5

ლევომაკი

Levomac

500მგ ტაბლეტი #5

ლევოფლოქსაცინი Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
დან19.62 ₾
ლევნიბიოტი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევნიბიოტი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი
დან19.63 ₾
ლივოქს-500, 500მგ ტაბლეტი №5

ლივოქს-500

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი ლაბ. ზეე, ინდოეთი
დან19.63 ₾
ლივოქსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლივოქსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი
დან19.63 ₾
სოლუფლოქსი-New, 0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

სოლუფლოქსი-New

0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან21.20 ₾
აიფლოქსი, 5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

აიფლოქსი

5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი რაფარმა, საბერძნეთი
დან21.24 ₾
ლევორიჩი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევორიჩი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი სამჩუნდანგ ფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან21.24 ₾
ლევოფტა, 5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფტა

5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი ჰანლიმ ფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან21.24 ₾
ლევოქსიმედი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოქსიმედი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან21.24 ₾
უნილევი, 5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

უნილევი

5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ლევოფლოქსაცინი უნიმედ ფარმა, სლოვაკეთი
დან21.24 ₾
ლეფლოცინი, 5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ

ლეფლოცინი

5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ

ლევოფლოქსაცინი
დან21.48 ₾
ლევიტა, 500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7

ლევიტა

500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.39 ₾
ილფლოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7

ილფლოქსი

Ilflox

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7

ლევოფლოქსაცინი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან26.40 ₾
ლევოსტარი, 500 მგ №7 ტაბლეტი

ლევოსტარი

LEVOSTAR

500 მგ №7 ტაბლეტი

ლევოფლოქსაცინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან26.40 ₾
ლევოქსიმედი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6

ლევოქსიმედი

Levoximed

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6

ლევოფლოქსაცინი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან26.40 ₾
კაპრიფლოქსი, 500მგ ტაბლეტი #7

კაპრიფლოქსი

Capriflox

500მგ ტაბლეტი #7

ლევოფლოქსაცინი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან26.41 ₾
Adiflox, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7

Adiflox

500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.42 ₾
ადიფლოქსი, 500მგ ტაბლეტი №7

ადიფლოქსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ადიფარმი, ბულგარეთი
დან26.42 ₾
კაპოქსინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)

კაპოქსინი

kapoxin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)

ლევოფლოქსაცინი Recordati Ilac San. ve Tic., თურქეთი
დან26.42 ₾
ლევორენჯი, 500მგ 7 ტაბლეტი №7

ლევორენჯი

500მგ 7 ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი
დან26.42 ₾
ლევოტექსი, 500მგ ტაბლეტი №7

ლევოტექსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ფორტექსი, ბულგარეთი
დან26.42 ₾
ლევოფლოქსაცინი ნორმონი, 500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ნორმონი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან26.42 ₾
ლეფზინი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლეფზინი

Lefzin

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან26.42 ₾
სოლუფლოქსი, 500მგ ტაბლეტი №7

სოლუფლოქსი

500მგ ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი ატაბაი ილაჩ ფაბრიკასი, თურქეთი
დან26.42 ₾
ოფთაქვიქსი, 0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

ოფთაქვიქსი

OFTAQUIX

0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი სანტენი, ფინეთი
დან26.89 ₾

ლევოფლოქსაცინი ბენე

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი მედოქემი, კვიპროსი
დან38.40 ₾
მედეოლევი ტაბ.500მგ N10, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

მედეოლევი ტაბ.500მგ N10

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან39.39 ₾
ლეფზინი, 750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლეფზინი

Lefzin

750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

ლევოფლოქსაცინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან39.44 ₾
მეფლოციდი, 750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7

მეფლოციდი

MEFLOCID

750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7

ლევოფლოქსაცინი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან39.44 ₾
ლევიკომი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევიკომი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან42.87 ₾
ლევო-დენკი 500, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევო-დენკი 500

Levo-Denk 500

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
დან47.26 ₾
კლოქსაცინი, 500 მგ ტაბლეტი #5

კლოქსაცინი

CLOCSACIN

500 მგ ტაბლეტი #5

ლევოფლოქსაცინი DOPPEL Farmaceutici, იტალია
დან47.28 ₾
ლეფლოგარდი, 500მგ ტაბლეტი №10

ლეფლოგარდი

500მგ ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ფარმათენ ინტერნაციონალი, საბერძნეთი
დან47.28 ₾
მარლეოქსი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

მარლეოქსი

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი
დან47.28 ₾
მარლეოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

მარლეოქსი

MARLEOX

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
დან47.28 ₾

ვ-3

V-3

500მგ ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ლევო-S 500

levo-S 500

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ლევო-დენკი 250, 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევო-დენკი 250

Levo-Denk 250

250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

ლევოგრა

LEVOGRA

500მგ შემოგარსული ტაბლეტი # 10

ლევოფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ლევოსტარი, 0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1

ლევოსტარი

LEVOSTAR

0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1

ლევოფლოქსაცინი Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
ლევოქსიმედი, 0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში

ლევოქსიმედი

LEVOXIMED

0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო

ლევოქსიმედი

Levoximed

500მგ (5მგ/მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში

ლევოფლოქსაცინი Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით
მარლეოქსი®, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

მარლეოქსი®

MARLEOX®

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო
მედეოლევი, ტაბლეტი #10

მედეოლევი

Medeolev

ტაბლეტი #10

ლევოფლოქსაცინი ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

პმს-ლევოფლოქსაცინი

pms-LEVOFLOXACIN

500მგ ტაბლეტი №100; 500მგ ტაბლეტი №500

ლევოფლოქსაცინი Pharma science, კანადა
Rx · რეცეპტით
პოტანტი-სანოველი, 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

პოტანტი-სანოველი

POTANT-SANOVEL

500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

ლევოფლოქსაცინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ტავანიკი

TAVANIC

500მგ ტაბლეტი №5

ლევოფლოქსაცინი Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ტავანიკი

TAVANIC

5მგ/მლ 100მლ საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

ლევოფლოქსაცინი Sanofi-Wintrop Industrie, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ფლექსიდი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ფლექსიდი

Flexid

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოფლოქსაცინი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ფარმაკოლოგიური თვისებები
შემადგენლობა

გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 500მგ ლევოფლოქსაცინი (512,48 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის სახით) და 750 მგ ლევოფლოქსაცინი (768,69მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 102), კროსპოვიდონი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ნატრიუმის სტეარილფუმარატი; თეთრი Opadry II-85F18422 (პოლივინილური სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი)

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლევოფლოქსაცინი- ფტორქინოლების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია პერორალური და ინტრავენური მიღებისთვის. ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-დნმ-გირაზა კომპლექსსა და IV ტოპოიზომერაზაზე.

ფარმაკოკინეტიკა

ლევოფლოქსაცინი მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2სთ-ის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 99%. ფარმაკოკინეტიკა პერორალურად ან ი/ვ ერთჯერადი ან განმეორებითი დოზირებისას სწორხაზოვანი და პროგნოზირებადია. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა 500 მგ ან 750 მგ დოზის ყოველდღიური მიღებიდან 48 სთ შემდეგ. 500 მგ ლევოფლოქსაცინის მიღებისას საკვებთან ერთად მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა ხანგძლივდება დაახლოებით 1 სთ-ით . სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აბის მიღების შემდეგ მცირდება 14%, ხოლო პერორალური ხსნარის მიღებისას-25%-ით. ამიტომ რეკომენდებულია გარსით დაფარული მეფლოციდის™ აბის მიღება ჭამამდე 1სთ ადრე ან საკვების მიღებიდან 2 სთ შემდეგ. ლევოფლოქსაცინის პერორალურად და ინტრავენურად მიღებისას ერთნაირი დოზით ფარმაკოკინეტიკა მსგავსია და ამიტომ შესაძლებელია პრეპარატის შეყვანის გზების ურთიერთშენაცვლება. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია პლაზმაში და შარდში, მეტაბოლურად არ გარდაიქმნება თავის ენანთიომერად.

შინაგანი მიღებისას მიღებული დოზის 87% გამოიყოფა 48 სთ განმავლობაში შარდთან ერთად შეუცველელი სახით, მიღებული დოზის 4% 72საათის განმავლობაში გამოიყოფა ფეკალიებით. ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება უმნიშვნელო რაოდენობით და ძირითადად გამოიყოფა შარდით შეუცვლელი სახით. ერთჯერადი ან განმეორებითი დოზებით პერორალური და ინტრავენური მიღებისას ნახევარდაშლის პერიოდი 6-8 სთ-ია.

მიკრობიოლოგია

ლევოფლოქსაცინი მოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე. ლევოფლოქსაცინს გამოხატული აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება.

სპონტანური მუტაციების ხარჯზე ლევოფლოქსაცინისადმი რეზისტენტობა ყალიბდება ძალიან იშვიათად In vitro , მაგრამ შესაძლოა ლევოფლოქსაცინს და სხვა ფტორქინოლონებს შორის აღინიშნოს ჯვარედინი რეზისტენტობა. როგორც In vitro, ასევე კლინიკურ კვლევების მიხედვით ლევოფლოქსაცინი მოქმედებს ქვემოთ ჩამოთვლ პათოგენებზე:

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus (მეტიცილინ-დადებითი შტამები), Staphylococcus epidermidis (მეტიცილინ-დადებითი შტამები), Staphylococcus saprophyticus, Streptococcus pneumoniae (მათ შორის რეზისტენტული სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ), Streptococcus pyogenes;

აერობული გრამუარყოფითები:Enterobacter cloacae, Escherichia coli, Haemophilus influenza, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumonia, Legionella pneumophila, Moraxella catarrhalis, Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens;

სხვა მიკროორგანიზმები:

Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae.

ლევოფლოქსაცინის ეფექტურობა ქვემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მიმართ დემონსტრირებულ იქნა in vitro, მაგრამ კლინიკური კვლევებით არ არის დადგენილი.

აერობული გრამდადებითი ბაქტერიები:

Staphylococcus haemolyticus, Streptococcus (ჯგუფი C/F), Streptococcus (ჯგუფი G), Streptococcus agalactiae, Streptococcus milleri; Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები;

აერობული გრამუარყოფითები ბაქტერიები:

Acinetobacter baumannii, Acinetobacter lwoffii, Bordetella pertussis, Citrobacter (diversus) koseri, Citrobacter freundii, Enterobacter aerogenes, Enterobacter sakazaki, Klebsiella oxytoca, Morganella morganii, Pantoea (Enterobacter) agglomerans, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Pseudomonas flourescens;

ანაერობული გრამდადებითები ბაქტერიები:

Clostridium perfringens.

03

ჩვენებები

მეფლოციდი გამოიყენება ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბატერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების დროს მოზრდილებში (18 წლის ზემოთ):

  • მწვავე სინუსიტი. გამოწვეული Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis;
  • ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავება, გამოწვეული

Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis,

  • არაჰოსპიტალური პნევმონია, გამოწვეული Staphylococcus aureus , Streptococcus pneumoniae , Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae ,Moraxella catarrhalis,

Chlamydia pneumoniae , Legionella pneumophila an Mycoplasma pneumoniae.

  • საშარდე სისტემის გართულებული ინფექციები, მათ შორის პიელონეფრიტი. მწვავე პიელონეფრიტი , გამოწვეული Escherichia coli; საშარდე სისტემის გართულებული ინფექციები, გამოწვეული Enterococcus faecalis, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa;
  • პროსტატიტი, გამოწვეული Escherichia coli, Enterococcus faecalis, Staphylococcus epidermidis.
  • კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები , გამოწვეული Staphylococcus aureus methi-S, Enterococcus faecalis, Streptococcus pyogenes, Proteus mirabilis; კანის და რბილი ქსოვილების გაურთულებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები აბცესის, ცელულიტის, ფურუნკულის, იმპეტიგოს, პიოდერმიის, დაინფიცირებული ჭრილობის ჩათვლით, რომლებიც გამოწვეულია Staphylococcus aureus და Streptococcus pyogenes.
04

უკუჩვენებები

  • ლევოფლოქსაცინის ან ქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ, ასევე დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა , რომლებიც შედიან მეფლოციდის™ ტაბლეტის გარსის შემადგენლობაში
  • ეპილეფსია
  • ანამნეზში მყესების დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებასთან .
05

განსაკუთრებული მითითებები

  • ნოზოკომიალური ინფექციებისას, რომელთა გამომწვია P.aeruginosa, შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინირება;
  • თუ მკურნალობის პერიოდში ან მის შემდეგ აღინიშნა შეუპოვარი და /ან სისხლიანი დიარეა, უნდა გახსოვდეთ Clostridium difficile-ით გამოწვეული ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის შესახებ. ეჭვისას, მეფლოციდი™-ს აბებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, და დაიწყოს შესაბამისი შემანარჩუნებელი და/ ან სპეციფიკური მკურნალობა. ასეთი კლინიკური მდგომარეობისას პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ნაწლავის პერისტალტიკის დათრგუნვას უკუნაჩვენებია;
  • ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებისას იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ტენდინიტი, რომელმაც შესაძლოა გარკვეულ შემთხვევაში აქილევსის მყესის გაწყვეტა გამოიწვიოს. ეს არასასურველი მოვლენა მკურნალობის დაწყებიდან 48 სთ შეიძლება გამოვლინდეს და იყოს ბილატერალური. ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის რისკი მატულობს ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს. ასეთ პაციენტებს ესაჭიროება მეთვალყურეობა და ტენდინიტზე ეჭვისას, უნდა შეწყდეს მეფლოციდით™ მკურნალობა და დაიწყოს სათანადო მკურნალობა (დაზიანებული მყესი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში);
  • როგორც სხვა ფტორქინოლები მეფლოციდი™ სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა რომლებსაც აქვთ: თავის ტვინის დაზიანება, კონვულსიების განვითარებისადმი წინასწარ განწყობა, რომლებიც ღებულობენ მაგ. ფენბუფენს ან მისი მსგავსანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებს ან თეოფილინს.
  • მეფლოციდი™ სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომელთაც აქვთ გლუკოზო-6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, რადგან არსებობს ცნობები, რომ ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენება, პაციენტების ამ ჯგუფში, იწვევს ჰემოლიზურ რეაქციებს.
  • თირკემლების უკმარისობის დროს მეფლოციდი™-ის დოზა რეგულირდება კრეატინინის კლირენსის მიხედვით
  • ლევოფლოქსაცინის მიღებისას ფოტოსენსიბილიზაცია ვლინდება ძალიან იშვიათად, თუმცა პრეპარატით მკურნალობისას პაციენტებისთვის არ არის რეკომენდებული მიიღონ მზეზე ან სოლარიუმში ულტრაიისფერი დასხივება.
  • მეფლოციდი™-ს აბებით მკურნალობისას გვერდითი ეფექტებიდან შესაძლოა გამოვლინდეს: ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები ტრანსპორტის და ტექნიკის მართვისას.
  • ისევე, როგორც სხვა ქინოლონების მიღებისას, ლევოფლოქსაცინის გამოყენებისასაც გამოვლინდა სისხლში გლუკოზის დონის დარღვევა, მათ შორის სიმპტომატური ჰიპერ და ჰიპოგლიკემია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (გლიბურიდი/გლიბენკლამიდი) და ინსულინს. ეს პაციენტები საჭიროებენ სისხლში გლუკოზის დონის გულდასმით კონტროლს. ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის გამოვლენისას, აუცილებელია მეფლოციდ™-ის აბების მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სათანადო მკურნალობის ჩატარება.
  • არსებობს ცნობები ქინოლონების და მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიღებისასაც სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის და/ან ანაფილაქსიური შოკის გამოვლენის შესახებ. ამ ტიპის რეაქციები ხშირად ვლინდება პირველი დოზის მიღების შემდეგ. შესაძლოა გამოვლინდეს: გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსის, ჰიპოტენზია/ შოკის, კრუნჩხვების, გონების დაკარგვის, წვის შეგრძნების, ანგიონევროზული შეშუპების, ქოშინის, ჭინჭრის ციების, ქავილის და კანის სხვა სერიოზული რეაქციების სახით. კანზე პირველივე გამონაყრის გაჩენის ან ჰიპერმგრძნობელობის რაიმე ნიშნის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობა. ჰიპერმგრძნობელობის მწვავე გამოვლენისას შესაძლოა ეპინეფრინის. ჟანგბადის, ი/ვ სითხეების ანტიჰისტამინური საშუალებების, კორტიკოსტეროიდების, პრესორული ამინების და სხვა რეანიმაციული ღონისძიებების (მათ შორის საჰაერო გზების გამავლობის უზრუნველყოფა) ჩატარება.
  • ისე, როგორც სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობისას, ლევოფლოქსაცინის ხანგძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეზისტენტული შტამების განვითარება, ამიტომ განმეორებითი მკურნალობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პაციენტის მდგომარეობა. მკურნალობის განმავლობაში სუპერინფექციის გამოვლენისას უნდა იქნეს მიღებული სათანადო ზომები.
  • ლევოფლოქსაცინმა შესაძლოა გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგძლივების სინდრომი ან Torsades de Pointes, ამიტომ პაციენტებმა, რომელთაც აქვთ დაზუსტებული ან სავარაუდო გახანგძლივებული QT ინტერვალის ან Torsades de Pointes დიაგნოზი არ უნდა მიიღონ ლევოფლოქსაცინი.
06

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

  • ანტაციდები, სუკრალფატი, რკინის მარილები, მულტივიტამინები

თუმცა ორვალენტიან კათიონთან კომპლექსის წარმოქმნა ნაკლებად შესაძლებელია, ვიდრე სხვა ქინოლონებთან, გარსით დაფარული მეფლოციდი™-ის აბების მიღება რკინის მარილებთან, სუკრალფატთან, მულტივიტამინებთან, რომლებიც შეიცავენ მეტალის კათიონებს (როგორიც რკინაა) და თუთიას, ანტაციდებთან, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს და ალუმინს, შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე და სისხლში აღმოჩნდესი მისი მოსალოდნელზე დაბალი კონცენტრაცია. რეკომენდებულია ამ ნივთიერებების მიღება მეფლოციდის მიღებამდე 2სთ ადრე ან გვიან.

  • თეოფილინი
  • არ არის ცნობები ლევოფლოქსაცინის და თეოფილინის ურთიერთქმედების შესახებ. სხვა ქინოლონების თეოფილინთან მიღება იწვევს თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითებას, ნახევრადდაშლის პერიოდის გახანგძლივებას და გვერდითი მოვლენების რისკის გაზრდას. ამ მიზეზით ლევოფლოქსაცინთან ერთად თეოფილინის მიღებისას, უნდა მოხდეს თეოფილინის დოზის კონტროლი და შესაბამისი კორექცია. მიუხედავად იმისა, შემცირდა თუ არა თეოფილინის დოზა, შესაძლებელია გვერდითი ეფქტების, მათ შორის კონვულსიების გამოვლენა.
  • ვარფარინი
  • ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში არ აღნიშნულა ურთიერთქმედება ლევოფლოქსაცინს და ვარფარინს შორის. თუმცა პოსტმარკეტინგულ კვლევებში იყო ცნობები ვარფარინის მოქმედების გაძლიერების შესახებ მისი ლევოფლოქსაცინთან ერთდროული გამოყენებისას. ამ დროს სისხლდენასთან ერთად აღინიშნა პროთრომბინის დროის გახანგძლივება. ლევოფლოქსაცინის და ვარფარინის ერთდროული მიღებისას, საჭიროა პროთრომბინის დროის, INღ, სხვა შესაბამისი კოაგულაციური ტესტების კონტროლი. საჭიროა პაციენტის მეთვალყურეობა შესაძლო სისხლდენასთან დაკავშირებით.
  • ციკლოსპორინი

ლევოფლოქსაცინის მიღება ციკლოსპორინთან, Tmax და ke გარკვეულად მცირდება, Tmax da t ½ მაჩვენებლები პრეპარატების ცალკ-ცალკე მიღებასთან შედარებით უფრო დაბალია , მაგრამ კლინიკურად განსხვავება უმნიშვნელოა. ამიტომ ციკლოსპორინის და ლევოფლოქსაცინის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

  • დიგოქსინი

დიგოქსინის და ლევოფლოქსაცინის ერთდროული მიღებისას არ ვლინდება კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება. ამიტომ არ არის საჭირო დიგოქსინის ან ლევოფლოქსაცინის დოზის კორექცია.

  • პრობენეციდი და ციმეტიდინი

კლინიკურ კვლევებში ლევოფლოქსაცინის პრობენეციდთან და ციმეტიდინთან მიღებისას ლევოფლოქსაცინის ცალკე მიღებასთან შედარებით აღინიშნა AUC და T1/2 მაჩვენებლების მომატება 27-38% და 30% - ით, CL/F და CL მაჩვენებლების შემცირება 21-35-%-ით. თუმცა ეს ცვლილებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისია, რათა მოხდეს დოზის კორექცია ლევოფლოქსაცინის პრობენეციდთან და ციმეტიდინთან ერთდროული მიღებისას.

  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები

მათი ქინოლონებთან, მათ შორის ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას, შესაძლოა გაიზარდოს ცნს-ის სტიმულაციის და კრუნჩხვების განვითარების რისკი

  • ანტიდიაბეტური საშუალებები

დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების და ლევოფლოქსაცინის ერთდროული მიღებისას შესაძლოა მოხდეს გლუკოზის დონის ცვლილებები სისხლში. შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური მდგომარეობები. ამ დროს რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის გულდასმით კონტროლი

07

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა(Сკატეგორია)

საკმარისი კვლევების არ არსებობის გამო , არ უნდა იქნას გამოიყენებული ოსულებში

ლაქტაცია

ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევების არ არსებობის გამო, არ უნდა იქნას გამოყებული ძუძუთი კვების დროს

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

იმასთან დაკავშირებით,რომ ლევოფლოქსაცინის მიღებისას შემჩნეულმა ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება გააუარესოს ყურადღების კონცენტაცია და რეაქციის უნარი, ეს შეიძლება წარმოადგენდეს განსაზღვრულ რისკს, განსაკუთრებით ისეთი მგდომარეობისას, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების და სამუშაო ტექნიკის მართვა

08

მიღების წესი და დოზირება

მეფლოციდი™ გარსით დაფარული ტაბლეტები, გამოიყენება ერთხელ ან ორჯერ დღეში. დოზის კორექცია ხდება ინფექციის ხასიათის, სიმძიმის და სავარაუდო პათოგენის მგრძნობელობის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.

მეფლოციდი™ -ს გარსით დაფარული ტაბლეტებს, იღებენ შიგნით, დაუღეჭავად საკმარისი ოდენობის სითხესთან ერთად. აუცილებლობის შემთხვევაში , დოზის კორექციის მიზნით ,დასაშვებია ტაბლეტების გაყოფა. ტაბლეტები შეიძლება იქნას მიღებული ,როგორც კვების დროს ,ისე კვებათა შორის პერიოდში.იმისთვის ,რომ არ მოხდეს მეფლოციდი™ -ს ტაბლეტების შეწოვის დაქვეითება, როგორც კვების დროს ისე კვებათა შორის პერიოდში, ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული, რკინის მარილების, ანტაციდების, სუკრალფატის მიღებიდან 2 საათით ადრე ან შემდეგ

09

გვერდითი მოვლენები

1-10% შემთხვევაში შესაძლებელია: გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება(ალტ , ასტ)ტკივილი,სიწითლე და ფლებიტი ინფუზიის ადგილზე . 0,1-1% შემთხვევებში: მადის დაქვეითება,ღებინება,ტკივილი მუცლის არეში,საკვების მონელების გაძნელება, ქავილი, გამონაყარი,თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, უძილობა, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ბილირუბინის და კრეატინინის დონის მომატება,ასთენია, სოკოს და სხვა რეზისტენტული მიკროორგანიზმების პროლიფერაცია. იშვიათად (0,01-0,1%): პარესთეზია, ტრემორი, შფოთვა, დეპრესია, ფსიქოზური რეაქციები, (მაგ.; ჰალუცინაციები) გონების არევა, კრუნჩხვები, ართრალგია, მიალგია, მყესების დაზიანება, მათ შორის ტენდინიტი (მაგ.აქილევსის მყესის)

ჭინჭრის ციება,ბრონქოსპაზმი/ქოშინი,ტაქიკარდია,არტერიული ჰიპოტენზია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. იშვიათად: სისხლიანი დიარეა, როგორც ენტეროკოლიტის სიმპტომი, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი. ძალიან იშვიათად(ნაკლებად ვიდრე 0,01% შემთხვევებისა): შესაძლებელია ანგიონევროზული შეშუპება,არტერიული ჰიპოტენზია, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური შოკი, ფოტოსენსიბილიზაცია, ჰიპოგლიკემია განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ჰიპერესთეზია, მხედველობის, სმენის, გემოვნების და ყნოსვის დარღევა, მყესების გაწყვეტა (მაგალითად აქილევსის მყესი), კუნთოვანი სისუსტე (განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მძიმე მიასთენიის მქონე პაციენტებისთვის), ღვიძლის დაავადება ჰეპატიტის სახით, თირკმლის მწვავე უკმარისობა,(მაგ. დაკავშირებული ინტერსტიციალურ ნეფრიტთან), აგრანულოციტოზი, ალერგიული პნევმონიტი, ცხელება,

ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია: მძიმე ბულოზური გამონაყარი კანზე ,როგორც სტივენ-ჯონსის სინდრომის დროს, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაილის სინდრომი) და მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა,რაბდომიოლიზი, Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია.

ალერგიული რეაქციები, რეაქციები ლორწოვანის და კანის მხრივ, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება წარმოიქმნას პირველი დოზის მიღებისთანავე. ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული, სხვა არასასურველი მოვლენები: ექსტრაპირამიდული სიმტომები და კუნთოვანი კოორდინაციის სხვა დარღვევები, ვასკულიტი, დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობასთან, პორფირიით დაავადებულ პაციენტებში პორფირიის მწვავე შეტევა.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

10

ჭარბი დოზირება

პრეპარატით დოზის გადაჭარბების სავარაუდო მწვავე სიმპტომები ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დონეზე: ცნობიერების დაბინდვის, თავბრუსხვევის, ცნობიერების დარღვევის სახით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გულისრევის და კუჭის ლორწოვანი გარსის ეროზიის სახით.

ლევოფლოქსაცინის სუპრა- თერაპიული დოზებით ჩატარებული კლინიკურ –ფარამკოლოგიურ კვლევების დროს , დადგენილი იქნა QT ინტერვალის გახანგრძლივება.

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ავადმყოფებზე გულდასმით დაკვირვება და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. დოზის გადაჭარბებისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა. კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად შესაძლებელია ანტაციდების გამოყენება. ლევოფლოქსაცინი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის , პერიტონეალური დიალიზის და მუდმივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის საშუალებით . სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

მეფლოციდი™ 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტები, 7 ტაბლეტი(1 ბლისტერი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. მეფლოციდი™ 750მგ გარსით დაფარული ტაბლეტები, 7 ტაბლეტი(1 ბლისტერი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

12

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ორგინალურ შეთუთვაში მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

გამოყენების ვადა

2 წელი

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემთხვევაში.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.