მონოგრაფია Nº 01786 Rx · რეცეპტით
ლევოსტარი
LEVOSTAR
500 მგ №7 ტაბლეტი
დან26.40 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (Levofloxacin)
- მწარმოებელი
- World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი ყველაზე იაფი
ლევოსტარი 500მგ #7ტ
3.77 ₾ / ც. × 7
ყიდვა ↗26.40 ₾
-
GPC
ლევოსტარი ტაბლეტი 500მგ #7
3.77 ₾ / ც. × 7
ყიდვა ↗26.42 ₾
-
ფარმადეპო
ლევოსტარი ტაბლეტი 500მგ #7
3.77 ₾ / ც. × 7
ყიდვა ↗26.42 ₾
-
PSP
ლევოსტარი 500მგ 7 ტაბლეტი GMP
3.77 ₾ / ც. × 7
ყიდვა ↗26.42 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ლევოფლოქსაცინი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლევოფლოქსაცინი
500მგ ტაბლეტი №10
ვალმოქსი
VALMOX
500მგ ტაბლეტი #10
ლევოფლოქსაცინი-ასტრაფარმი
500მგ ტაბლეტი №14
ლევოდექსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 6 ტაბლეტი №6
ოდ-ლევოქსი
500მგ ტაბლეტი №5
ლევომაკი
Levomac
500მგ ტაბლეტი #5
ლევნიბიოტი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5
ლივოქს-500
500მგ ტაბლეტი №5
ლივოქსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 5 ტაბლეტი №5
სოლუფლოქსი-New
0.5მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
აიფლოქსი
5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ლევორიჩი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლევოფტა
5მგ/მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ლევოქსიმედი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
უნილევი
5მგ/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ლეფლოცინი
5მგ/მლ ხსნარი №1 150 მლ
ლევიტა
500მგ ტაბლეტი 7 ტაბლეტი №7
ილფლოქსი
Ilflox
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N7
ლევოქსიმედი
Levoximed
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 6
კაპრიფლოქსი
Capriflox
500მგ ტაბლეტი #7
Adiflox
500მგ ტაბლეტი საღეჭი 7 ტაბლეტი №7
ადიფლოქსი
500მგ ტაბლეტი №7
კაპოქსინი
kapoxin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
ლევორენჯი
500მგ 7 ტაბლეტი №7
ლევოტექსი
500მგ ტაბლეტი №7
ლევოფლოქსაცინი ნორმონი
500მგ ტაბლეტი №7
ლეფზინი
Lefzin
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
მეფლოციდი
MEFLOCID
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
სოლუფლოქსი
500მგ ტაბლეტი №7
ოფთაქვიქსი
OFTAQUIX
0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
ლევოფლოქსაცინი ბენე
500მგ ტაბლეტი №10
მედეოლევი ტაბ.500მგ N10
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ლეფზინი
Lefzin
750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
მეფლოციდი
MEFLOCID
750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 7
ლევიკომი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ლევო-დენკი 500
Levo-Denk 500
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
კლოქსაცინი
CLOCSACIN
500 მგ ტაბლეტი #5
ლეფლოგარდი
500მგ ტაბლეტი №10
მარლეოქსი
MARLEOX
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მარლეოქსი
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ვ-3
V-3
500მგ ტაბლეტი #10
ლევო-S 500
levo-S 500
500მგ ტაბლეტი №5
ლევო-დენკი 250
Levo-Denk 250
250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ლევოგრა
LEVOGRA
500მგ შემოგარსული ტაბლეტი # 10
ლევოსტარი
LEVOSTAR
0.5% 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი საწვეთურით №1
ლევოქსიმედი
LEVOXIMED
0.5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში
ლევოქსიმედი
Levoximed
500მგ (5მგ/მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონში
მარლეოქსი®
MARLEOX®
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მედეოლევი
Medeolev
ტაბლეტი #10
პმს-ლევოფლოქსაცინი
pms-LEVOFLOXACIN
500მგ ტაბლეტი №100; 500მგ ტაბლეტი №500
პოტანტი-სანოველი
POTANT-SANOVEL
500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7
ტავანიკი
TAVANIC
500მგ ტაბლეტი №5
ტავანიკი
TAVANIC
5მგ/მლ 100მლ საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
ფლექსიდი
Flexid
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ინსტრუქცია
ჩვენებები
ლევოსტარი არის ღია მოვარდისფრო-მოსტაფილოსფრო ფერის, ფართო სპექტრის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება, ფტორქინოლონების ჯგუფიდან. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 7 გარსით დაფარული ტაბლეტი. გამოიყენება ფილტვების, შუბლისა და ცხვირის ღრუს დამატებითი წიაღების, საშარდე სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს.
ლევოსტარი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
არაჰოსპიტალური პნევმონია
ნოზოკომიალური პნევმონია
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
საშარდე სისტემის გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები
ციმბირის წყლულის ფილტვის ფორმა (კონტაქტური)
უკუჩვენებები
ნუ მიიღებთ ლევოსტარს, თუ აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლევოფლოქსაცინის, პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის ან სხვა ფტორქინოლონების მიმართ
გქონდათ მყესების პრობლემები ადრე გამოყენებული ფტორქინოლონების ფონზე
ხართ ასაკოვანი პაციენტი ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს (კორტიზონი ან სხვა მსგავსი) და აღგენიშნებათ მყესების ტკივილი ან ანთება მკურნალობის პროცესში
გაქვთ მწვავე, გახანგრძლივებული ან სისხლიანი დიარეა ლევოსტარით მკურნალობის ფონზე ან მისშემდეგ
ხართ ორსული ან მეძუძური დედა
ხართ ბავშვი ან მოზარდი. არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ლევოსტარის მიღების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ გაქვთ
გულის პრობლემები ან გულის რითმის დარღვევის ოჯახური ანამნეზი
დიაბეტი და იღებთ ანტიდიაბეტურ საშუალებებს
ეპილეფსიური გულყრა ან ნევროლოგიური დარღვევები
ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
თირკმლის პრობლემები
მზის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნის საჭიროება
აცნობეთ ექიმს, თუ უჩივით ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმეს.
ლევოსტარის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად
მიიღეთ ტაბლეტები წყალთან ერთად, დაუღეჭავად. დოზის კორექციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ტაბლეტის გაყოფა. ლევოსტარი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები ადამიანებში. ლევოსტარის მიღება დასაშვებია, თუ ექიმი მას აუცილებლად მიიჩნევს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის პერიოდში დადგენილი ორსულობის თაობაზე.
ლაქტაციის პერიოდი
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვილზე პოტენციურად საშიში გვერდითი მოვლენების რისკის გამოვლინების გამო ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ლაქტაციის ან ლევოსტარის მიღების შეწყვეტა.
ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა
ლევოსტარმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ნევროლოგიური გვერდითი ეფექტი, როგორიცაა ძილიანობა ან თავბრუსხვევა. ამიტომ, ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლევოსტარის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ ლევოსტარის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ არ აღგენიშნებათ განსაკუთრებული მგრძნობელობა, უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე არ არის მოსალოდნელი.
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
რკინის მარილები, თუთიის შემცველი მულტივიტამინები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები და სუკრალფატი მიიღება ლევოსტარის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ. სხვა შემთხვევაში მცირდება ლევოსტარის აბსორბცია და შედეგად - ეფექტურობა.
ქინოლონებისა და თეოფილინის ერთდროული მიღების დროს იზრდება თეოფილინის დონე სისხლში. ამიტომ საჭიროა თეოფილინის დონის მონიტორინგი ლევოსტართან მისი კომბინირების დროს.
თეოფილინი, ფენბუფენი ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ზრდიან კრუნჩხვების განვითარების რისკს ლევოსტართან ერთად მიღების დროს.
ვიტ. K ანტაგონისტებთან ერთად ლევოსტარის მიღების შემთხვევაში იზრდება სისხლდენის რისკი. ასეთ პაციენტებში საჭიროა პროთრომბინის დროისა და სისხლდენის სიმპტომების მონიტორინგი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ლევოსტართან კომბინაციაში აქვეითებენ ცერებრული გულყრების განვითარების ზღურბლს.
ლევოსტარი და ანტიდიაბეტური საშუალებები კომბინაციაში ერთდროულად ზრდიან ან აქვეითებენ სისხლში გლუკოზის დონეს (ჰიპერგლიკემია – ჰიპოგლიკემია). ამიტომ აუცილებელია გლუკოზის დონის მონიტორინგი სისხლში ლევოსტარისა და ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული დანიშვნის დროს.
პრობენეციდი და ციმეტიდინი თრგუნავს თირკმლის ფუნქციას.
ლევოსტარმა შეიძლება გამოიწვიოს ციკლოსპორინის ეფექტის გახანგრძლივება.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.
მიღების წესი და დოზირება
მიღების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე
ექიმი შეგირჩევთ დოზას და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას
ლევოსტარი ინიშნება დღეში ერთხელ
ექიმი შეგირჩევთ დოზას დაავადების, მისი სიმწვავისა და გამომწვევი პათოგენის შესაბამისად
მკურნალობი სხანგრძლივობა მერყეობს დაავადებისშესაბამისად
ისევე, როგორც ყველა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ლევოსტარის მიღება გრძელდება ტემპერატურული რეაქციის და ბაქტერიული ერადიკაციიდან (დაავადების სიმპტომების გაქრობიდან) 48 - 72 საათის განმავლობაში
მიღების წესი და გზა
ლევოსტარი მიიღება პერორალურად, წყლის საკმაო რაოდენობასთან ერთად, არ დაღეჭოთ.
მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე
მიიღება ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები:
თუ ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქცია შენარჩუნებულია, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
განსაკუთრებული პოპულაცია:
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება:
ლევოსტარის დოზა საჭიროებს კორექციას თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. კუმულაციის თავიდან აცილების მიზნით, დოზას შეარჩევს ექიმი. ლევოსტარის ორგანიზმიდან გამოსადევნად ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი არაეფექტურია.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება:
არ საჭიროებს დოზის კორექციას.
თუ ლევოსტარის მიღების პერიოდში მიგაჩნიათ, რომ მედიკამენტი ხასიათდება ძალიან ძლიერი ან სუსტი მოქმედებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საჭირო დოზაზე მეტი ლევოსტარის მიღების შემთხვევაში
საჭირო დოზაზე მეტი ლევოსტარის მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების შედეგად ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა ან გულყრის შეტევები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გულძმარვა და გულისრევა ან გულის პრობლემები.
ლევოსტარის ჰიპერდოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
ლევოსტარის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მალევე არ გიწევთ შემდეგი დოზის მიღება.
შემდგომი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული დოზის შესავსებად.
ლევოსტარის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში
აუცილებელია მკურნალობის კურსის დასრულება ექიმის მითითების შესაბამისად. ნუ შეწყვეტთ მკურნალობას კურსის დასრულებამდე სიმპტომების გაუმჯობესების შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ლევოსტარის მიმართაც შეიძლება გვერდითი ეფექტების განვითარება, მისი შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ლევოსტარის მიღება და მიმართეთ ექიმს ან ახლოს მდებარე საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ალერგიული რეაქცია
მყესების ტკივილი და ანთება
მყესის გახლეჩა
კუნთებისა და სახსრების ტკივილი
კუნთოვანი სისუსტე
შარდის გამოყოფის მოულოდნელი შეწყვეტა
ცხელება
სოკოვანი ინფექცია
მწვავე, გახანგრძლივებული ან სისხლიანი დიარეა
ჰიპოგლიკემია
გულის რითმის დარღვევა
ფსიქოზური რეაქციები, როგორიცაა თვითდაზიანება
ყველა ჩამოთვლილი სერიოზულ გვერდით ეფექტს წარმოადგენს.
რომელიმე მათგანის გამოვლენის შემთხვევაში თქვენ ალერგიული ხართ ლევოსტარის მიმართ და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა აღნიშნული მოვლენა ძალიან იშვიათად ვითარდება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ახლოს მდებარე საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ფსიქოზური რეაქციები, ნევროზულობა, შფოთვა, დაძაბულობა
დეპრესია
ჰალუცინაციები
ეპილეფსიური გულყრა
ტრემორი
გონების დაბინდვა
მხედველობის ან სმენის დარღვევები
გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევა
მგრძნობელობის დაქვეითება
პალპიტაცია
ჰიპოტენზია
სუნთქვის გაძნელება
ანემია
დიარეა
მუცლის ტკივილი
ღებინება
გამონაყარი კანზე
ქავილი
ყველა ჩამოთვლილი სერიოზულ გვერდით ეფექტს წარმოადგენს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
ყველა აღნიშნული მოვლენა ძალიან იშვიათად ვითარდება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს:
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
ტინიტუსი (ხმაური ყურებში)
უძილობა
დაბუჟება
გულისრევა
გულძმარვა
კანისსიწითლე
სისუსტე
ყველა ჩამოთვლილი მსუბუქ გვერდით ეფექტს წარმოადგენს.
სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
ლევოსტარი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არა უმეტეს 25˚C ოთახის ტემპერატურე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.