8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02296 Rx · რეცეპტით

ვანსეარი დუო

Onceair Duo

5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30

დან36.93 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ვანსეარი დუო, 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30
მწარმოებელი
ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
აბდი იბრაჰიმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

5მგ+10მგ · №30

  • PSP

    ვანსეარი დუო - Onceair Duo 5მგ/10მგ 30 ტაბლეტი

    1.23 ₾ / ც. × 30

5მგ/10მგ · №30

  • ავერსი

    ვანსეარი დუო 5მგ/10მგ #30ტ

    1.23 ₾ / ც. × 30

10მგ+5მგ · №30

  • GPC ყველაზე იაფი

    ვანსეარი დუო ტაბლეტი 10მგ+5მგ #30

    1.23 ₾ / ც. × 30

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ვანსეარი დუო ტაბლეტი 10მგ+5მგ #30

    1.23 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი. ჯერ ყველაზე იაფი.

ეარპასი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ეარპასი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ნეუტეკ ილაჩი, თურქეთი
დან14.69 ₾
ლევომონტი, 10მგ+5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევომონტი

10მგ+5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი
დან23.12 ₾
მედეოზინ-დუო, 4მგ/2.5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20; 10მგ/5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20

მედეოზინ-დუო

MEDEOZIN-DUO

4მგ/2.5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20; 10მგ/5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი Medeor, ინდოეთი
დან23.12 ₾
ლევოლუკა, 10მგ+5მგ ტაბლეტი ფლაკონი №30

ლევოლუკა

10მგ+5მგ ტაბლეტი ფლაკონი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი გენუფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან36.94 ₾
მონაზილი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

მონაზილი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ილკო ილაჩ სანი, თურქეთი
დან36.94 ₾
მონაზილი ტაბ.5მგ/10მგ N30, 5მგ+10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

მონაზილი ტაბ.5მგ/10მგ N30

5მგ+10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი
დან36.94 ₾
მონტეზინ-დუალი, 10 მგ/ 5 მგ ტაბლეტი № 30

მონტეზინ-დუალი

Montezin -Dual

10 მგ/ 5 მგ ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
მონტეზინ-დუალი 5, 5 მგ/2,5 მგ ტაბლეტი № 30

მონტეზინ-დუალი 5

Montezin-Dual

5 მგ/2,5 მგ ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდსა და 10მგ მონტელუკასტს.

დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 112), პოლოქსამერი 188 (მიკრონიზებული), L- ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა LH 11, ლაქტოზას გრანულები, ნატრიუმის კროსკარმელოზა, რკინის ყვითელი ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, L- ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა FP, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი (200) და ოპადრაი AMB ვარდისფერი 80W34464 (შედის პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ლეციტინი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ქსანტამის გუმფისი)

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვას.
  • თუ მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
  • დაიცავით აღნიშნული ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.
02

ჩვენებები

ვანსეარი დუო წარმოდგენილია ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტების სახით, რომელიც შეიცავს 5მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს და 10 მგ მონტელუკასტს.

ვანსეარი დუო გამოიყენება ალერგიული რინიტის, ბრონქული ასთმის (ალერგიულ რინიტთან თანაარსებობის დროს), ქრონიკული ურტიკარიისა და ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ.

2. რა უნდა იცოდეთ ვანსეარი დუოს გამოყენების დაწყებამდე

შეატყობინეთ თქვენს ექიმს თქვენი ჯანმრთელობის პრობლემებისა და ალერგიების შესახებ, რომელიც ამჟამად გაწუხებთ ან ადრეც აღგენიშნებოდათ.

არ გამოიყენოთ ვანსეარი დუო შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • თუ თქვენ გაქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა ვანსეარი დუოს შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ან იმ ქიმიური სუბსტანციების მიმართ, რომლებსაც პიპერაზინის დერივატებს უწოდებენ
  • თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, კრეატინინის კლირენსი < 10მლ/წთ
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა
  • თუ ხართ მეძუძური დედა
  • თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა

სიფრთხილით გამოიყენეთ ვანსეარი დუო შემდეგი მდგომარეობების დროს:

შედარებით კლინიკურ კვლევებში ვანსეარი დუოს რეკომენდებული დოზების შემადგენლობაში შემავალმა ლევოცეტირიზინმა არ გამოავლინა ნეგატიური ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე, რეფლექსურ რეაქციებზე და ავტომობილის მართვის უნარზე. თუმცა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობენ ლევოცეტირიზინს, შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც მართავენ სხვადასხვა მექანიზმებს ან პოტენციურად სახიფათო სხვა საქმიანობას ეწევიან, არ უნდა მიიღონ რეკომენდებულზე მაღალი დოზები და გაითვალისწინონ წამლის მიმართ მათი საკუთარი პასუხი.

ვანსეარი დუოს ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მომქმედ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიფხიზლისა და რეაქტიულობის დაქვეითება.

ვანსეარი დუო არ გამოიყენება ასთმის შეტევის კუპირებისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტები უნდა იქნეს გამოწერილი. თუმცა თუ პაციენტს ვანსეარი დუოს მიღების ფონზე მაინც განუვითარდა ასთმის გამწვავება, ვანსეარი დუოს მიღება არ უნდა შეწყდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვანსეარი დუოს მიღების ფონზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია თანმხლები საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დოზის თანდათანობითი შემცირება, არ შეიძლება ორალური ან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღების უცაბედად შეწყვეტა და ვანსეარი დუოთი მკურნალობის დაწყება.

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ასპირინზე, ვანსეარი დუოს გამოყენების პერიოდში უნდა მოერიდონ ასპირინისა თუ სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.

ეოზინოფილური მდგომარეობა:

იშვიათ შემთხვევებში, ვანსეარი დუოთი მკურნალობის ფონზე, მასში მონტელუკასტის შემცველობის გამო, პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია და ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ვასკულიტის კლინიკური სიმპტომები, რომლებიც სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე განვითარებული ჩჰურგ-შტრაუსს-ის სინდრომის მსგავსია. ზოგადად, ეს შემთხვევები დაკავშირებულია ორალური კორტიკოსტეროიდების დოზების შემცირებასთან. ექიმები ყურდღებით უნდა იყვნენ, რადგან დროულად შეამჩნიონ პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულიტური გამონაყარის, პულმონური სიმპტომების გამწვავებების, კარდიული გართულებებისა და /ან ნეიროპათიის განვითარება.

მიზეზობრივი ურთიერთკავშირი მონტელუკასტსა და ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობებს შორის დადგენილი არ არის, თუმცა სისტემური კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებისას რეკომენდებულია სიფრთხილე და შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი.

პოსტ-მარკეტინგული მონაცამების მიხედვით ვანსეარი დუოს გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები: აჟიტაცია, შფოთვა, დეპრესია, უცნაური სიზმრები, ჰალუცინაციები, უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა და ტრემორი.

მსგავსი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა ექიმს აუცილებლად უნდა აცნობონ, რადგან მკურნალმა ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს ვანსეარი დუოთი მკურნალობის გაგრძელების რისკი და სარგებელი.

ვანსეარი დუოს საკვებთან და სასმელთან ერთად გამოყენება

ვანსეარი დუოს გამოყენება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშეც.

03

ორსულობა და ლაქტაცია

მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომ ორსულად ხართ

ორსულობის რისკის კატეგორია B.

ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა პრეპარატის ნეგატიური ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე, ასევე მშობიარობასა და პოსტნატალურ პერიოდზე. პოტენციური რისკი ადამიანებში უცნობია, ამიტომ გადაწყვეტილება ორსულობის პერიოდში ვანსეარი დუოს გამოყენების შესახებ უნდა მიიღოს თქვენმა ექიმმა.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომ მეძუძური დედა ხართ.

ვანსეარი დუოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ვანსეარი დუოს რეკომენდებული დოზების შემადგენლობაში შემავალმა ლევოცეტირიზინმა არ გამოავლინა ნეგატიური ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე, რეფლექსურ რეაქციებზე და ავტომობილის მართვის უნარზე. თუმცა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობენ ლევოცეტირიზინს, შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, ამიტომ ისინი გაფრთხილებულები უნდა იყვნენ შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ მათი ექიმების მიერ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვანსეარი დუოს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ვანსეარი დუო შეიცავს ლეციტინს (სოიო) - თუ გაქვთ ალერგია სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ ეს წამალი.

ვანსეარი დუო შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, ვიდრე ამ წამალს მიიღებდეთ.

ვანსეარი დუოს ყოველი დოზა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, ანუ ვანსეარი დოუ თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ლევოცეტირიზინის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული; თუმცა, იგივე ქიმიური სტრუქტურის მქონე ცეტირიზინი არ ავლენს კლინიკურად მნიშვნელოვან არასასურველ ურთიერთქმედებას ფსევდოეფედრინთან, ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერიტრომიცინთან, აზიტრომიცინთან, გლიპიზიდთან და დიაზეპამთან. ცეტირიზინის კლირენსის მცირე დაქვეითება (16%) აღინიშნა თეოფილინთან ერთად (400 მგ ერთხელ დღეში) მრავალჯერადი გამოყენების კვლევებში, მაშინ როდესაც თეოფილინის განაწილებაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია ცეტირიზინთან ერთად მის გამოყენებას. მრავალჯერადი გამოყენების კვლევებში რიტონავირის (600 მგ ორჯერ დღეში) და ცეტირიზინის (10 მგ ერთხელ დღეში) ერთდროული მიღებისას, ცეტირიზინის განაწილება გაიზარდა 40%-ით, მაშინ როდესაც რიტონავირის პარამეტრები უცვლელი დარჩა. საკვებთან ერთად მიღებისას ლევოცეტირიზინის აბსორბციის ხარისხი (მოცულობა) არ კლებულობს, თუმცა კლებულობს აბსორბციის სიჩქარე.

მონტელუკასტის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მონტელუკასტთან ერთად შესაძლებელია სხვა მედიკამენტების გამოყენება. ამ დროს არ მატულობს არასასურველი გვერდითი ეფექტები. მიუხედავათ ამისა, სხვა მედიკამენტებისა და ვანსეარი დუოს კომბინაციაში გამოყენებისას შესაძლებელია შეიცვალოს ამ მედიკამენტების ეფექტები და/ან გვერდითი ეფექტები. ვანსეარი დუოს მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც ღებულობთ:

  • ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებმა, როგორებიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, შესაძლოა შეამცირონ ვანსეარი დუოს ეფექტი
  • რიმფამპიცინმა (გამოიყენება ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციების სამკურნალოდ) შესაძლოა შეამციროს ვანსეარი დუოს ეფექტი
  • მცენარე კრაზანას ნაყენმა (hypericum perforatum) ან მისი ექსტრაქტის შემცველმა მედიკამენტებმა შესაძლოა შეამცირონ ვანსეარი დუოს ეფექტი

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რეცეპტით და/ან ურეცეპტოდ გაცემული ნებისმიერი მედიკამენტი, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება ვანსეარი დუო

რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ

დღიური დოზა 15 წლის ზევით პაციენტებისთვის არის ერთი ტაბლეტი დღეში (5 მგ ლევოცეტირიზინი და 10 მგ მონტელუკასტი).

დღიური დოზა 6-14 წლის პაციენტებისათვის არის ნახევარი ტაბლეტი დღეში (2.5 მგ ლევოცეტირიზინი და 5 მგ მონტელუკასტი).

ვანსეარი დუოს თერაპიული ეფექტი ვლინდება პირველივე დღეს.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი ალერგიული დაავადების ტიპს და გადაწყვეტს ვანსეარი დუოს მიღების ხანგრძლივობას.

ზოგადად, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების ხანგრძლივობასა და პროგრესირებაზე; მაგალითად, თივის ცხელების (პოლინოზი) დროს, როგორც წესი, 3-6 კვირიანი მკურნალობა ინიშნება, ხოლო ალერგენთან ხანმოკლე ექსპოზიციის დროს ერთკვირიანი მკურნალობა საკმარისია. პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ გააგრძელოს ვანსეარი დუოს მიღება ალერგენებთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

თუ თქვენ გაქვთ გახანგრძლივებული (პერსისტიული) ალერგიული რინიტი (სიმპტომები >4 დღე/კვირაში და ხანგრძლივობა 4 კვირაზე მეტი) და გამომწვევი ოთახის მტვრის ტკიპია, შესაძლოა თქვენმა ექიმმა მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსი გირჩიოთ.

თუ პაციენტი ღებულობს ვანსეარი დუოს, მან არ უნდა მიიღოს სხვა, მონტელუკასტის შემცველი, მედიკამენტი.

მიღების გზა და მეთოდი:

ვანსეარი დუოს ტაბლეტები გამოიყენება ორალურად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

მონტელუკასტი და ლევოცეტრიზინი ეფექტურია და უსაფრთხოდ გამოიყენება ბავშვებში 6 თვის ასაკიდან, თუმცა ვანსეარი დუოს გამოშვების ეს ფორმა არ გამოიყენება 6 წელზე პატარა ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

ხანდაზმულ პაციენტებში ვანსეარი დუოს დოზის კორექცია არ არის საჭირო. ექიმის რეკომენდაციით, დოზის კორექცია საჭიროა თირკმლის საშუალო/მძიმე უკმარისობის დროს.

სპეციალური მდგომარეობები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

დოზის კორექცია არ არის საჭირო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის დროს. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ასევე საჭიროა დოზის კორექცია.

თუ გრძნობთ, რომ ვანსეარი დუოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

ვანსეარი დუო ბრონქული ასთმის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში:

ვანსეარი დუო შეიძლება დაემატოს პაციენტის არსებულ მკურნალობის რეჟიმს.

დოზის შემცირება კომბინირებული თერაპიის დროს

თერაპია ბრონქოდილატატორებით:

ვანსეარი დუო შეიძლება დაემატოს იმ პაციენტების მკურნალობის სქემას, რომელთა მდგომარეობა ვერ კონტროლდება მხოლოდ ბრონქოდილატატორებით. როდესაც ვანსეარი დუოს კლინიკურად ეფექტი გამოვლინდება (როგორც წესი, პირველი დოზის შემდეგ), ბრონქოდილატატორის დოზა შეიძლება შემცირდეს მინიმალურ აუცილებელ დოზამდე.

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები:

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე ვანსეარი დუოს დანიშვნა უზრუნველყოფს დამატებით კლინიკურ ეფექტს, ამიტომ კორტიკოსტეროიდების დოზა შეიძლება შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

სტეროიდების დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით, სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ზოგიერთ პაციენტში კორტიკოსტეროიდის დოზა შეიძლება სრულად მოიხსნას.

თუ გამოიყენეთ ვანსეარი დუოს თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი

ლევოცეტირიზინის, ვანსეარი დუოს ერთერთი აქტიური სუბსტანციის, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოზრდილ პაციენტებში მოსალოდნელია ძილიანობა, ხოლო ბავშვებში მოსალოდნელია დასაწყისში აჟიტაცია და მოუსვენრობა, რომელსაც მოჰყვება ძილიანობა. რაიმე სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა – წამლის მიღებიდან ხანმოკლე დროში კუჭის ამორეცხვა.

მონტელუკასტის, ვანსეარი დუოს მეორე აქტიური სუბსტანციის, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სერიოზული გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები მოზრდილებსა და ბავშვებში არის მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილის გრძნობა, თავის ტკივილი, ღებინება და ჰიპერაქტივობა.

თუ მიიღეთ ვანსეარი დუოს თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ვანსეარი დუოს გამოყენება:

არ გააორმაგოთ წამლის დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით

ვანსეარი დუოთი თერაპიის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები

ვანსეარი დუოს მხოლოდ რეგულარული გამოყენების უზრუნველყოფს ბრონქული ასთმის ადეკვატურ მკურნალობას.

ვანსეარი დუო უნდა გამოვიყენოთ ხანგრძლივად, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეხმარება ასთმის კონტროლში.

თქვენ შეგიძლიათ ვანსეარი დუოს მიღების შეწყვეტა მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ვანსეარი დუოს მიღების შეწყვეტა არ იწვევს დაავადების სიმპტომების უფრო მძიმე ფორმებით გამეორებას, ვიდრე ისინი გქონდათ მკურნალობის დაწყებამდე.

4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა სხვა მედიკამენტის მიღებისას, ვანსეარი დუოს შემთხვევაშიც, შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება, თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მონაცემები ლევოცეტირიზინის, ვანსეარი დუოს ერთ-ერთი აქტიური ნივთიერების, შესახებ.

თუ რომელიმე შემდეგი ეფექტი გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ ვანსეარი დუოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:

  • პირის ღრუს, სახის და/ან ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული ედემა
  • სუნთქვის გაძნელება (გულმკერდის შებოჭილობა ან ხიხინი)
  • არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენებს.

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამოგივლინდათ, აცნობეთ თქვენს ექიმს:

  • თავის ტკივილი
  • ძილიანობა
  • პირის სიმშრალე
  • დაღლილობა
  • ასთენია (ენერგიის დაკარგვა, სისუსტე)
  • მუცლის ტკივილი
  • გულისრევა
  • ქავილი
  • გამონაყარი
  • ურტიკარია
  • წონაში მატება

ესენი წარმოადგენენ მსუბუქ გვერდითი მოვლენებს.

მონაცემები მონტელუკასტის, ვანსეარი დუოს ერთ-ერთი აქტიური ნივთიერების, შესახებ.

თუ რომელიმე შემდეგი ეფექტი გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ ვანსეარი დუოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:

  • ანაფილაქსია (სერიოზული ალერგიული რეაქცია)
  • ტუჩების, ენისა და ქუთუთოების შეშუპება
  • გამონაყარი კანზე
  • ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ქავილის სახით

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენებს.

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამოგივლინდათ, აცნობეთ თქვენს ექიმს:

  • თავის ტკივილი და ძილიანობა
  • დაღლილობა
  • ცხელება
  • გამონაყარი
  • მუცლის ტკივილი
  • ცხვირის გაჭედვა
  • გამონადენი ცხვირიდან
  • ყურის ტკივილი
  • ხველა
  • გაციების მსგავსი სიმპტომები
  • გულისრევა
  • დიარეა
  • დისპეპსია
  • პირის სიმშრალე

ესენი წარმოადგენენ მსუბუქ გვერდითი მოვლენებს.

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ანოტაციაში არ არის მოყვანილი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება ვანსეარი დუო

ვანსეარი დუო შეინახეთ ოთახის, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილზე.

შეინახეთ ვანსეარი დუო თავის ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

04

ვარგისობის ვადა

2 წელი.

პრეპარატი გამოიყენეთ მითითებული გამოყენების ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 30, 60 ან 90 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

პოლეზინი, 5 მგ ტაბლეტი #14

პოლეზინი

Pollezin

5 მგ ტაბლეტი #14

ლევოცეტირიზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან5.92 ₾
Crebros, 5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

Crebros

5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი
დან8.39 ₾
ლევოცეტირიზინი ნორმონი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი ნორმონი

Levocetirizine Normon

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი Normon, ესპანეთი
დან8.42 ₾
კრებროსი, 5მგ ტაბლეტი №20

კრებროსი

5მგ ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან8.43 ₾
კსივოზანი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

კსივოზანი

Ksivozan

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოცეტირიზინი ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან8.70 ₾
ლევცეტინი ODS, 5მგ ფირფიტა ოროდისპერგირებადი №10

ლევცეტინი ODS

5მგ ფირფიტა ოროდისპერგირებადი №10

ლევოცეტირიზინი ლაბ. ზიმი, ინდოეთი
დან8.86 ₾
ცეზერა, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ცეზერა

Cezera

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან12.87 ₾
მონტიგეტი, 10მგ ტაბლეტი №14

მონტიგეტი

10მგ ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი გეტზ ფარმა, პაკისტანი
დან14.84 ₾
მონტელუკასტი-4, 4მგ 28 საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტი-4

4მგ 28 საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან15.75 ₾
ვანსეარი, 4მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

ვანსეარი

ONCEAIR

4მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან16.08 ₾
პულმოკასტი, 4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

პულმოკასტი

PULMOKAST

4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან16.09 ₾
ვანსეარი, 5მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

ვანსეარი

ONCEAIR

5მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან20.77 ₾
მონტელუკასტი ნორმონი, 5 მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტი ნორმონი

Montelukast Normon

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
დან20.78 ₾
პულმოკასტი, 5მგ საღეჭი ტაბლეტი №28

პულმოკასტი

PULMOKAST

5მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან20.78 ₾
პოლეზინი, 5მგ/მლ წვეთები 20მლ ფლაკონი # 1

პოლეზინი

Pollezin

5მგ/მლ წვეთები 20მლ ფლაკონი # 1

ლევოცეტირიზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან23.71 ₾
ქსალერგანი, 5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

ქსალერგანი

5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

ლევოცეტირიზინი ვეტპრომი, ბულგარეთი
დან23.71 ₾
მონტელუკასტი ნორმონი, 10მგ ტაბლეტი №28

მონტელუკასტი ნორმონი

Montelukast Normon

10მგ ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
დან25.39 ₾
ლეპაკი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლეპაკი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან25.76 ₾
დენკ-ეარი, 10მგ ტაბლეტი №28

დენკ-ეარი

10მგ ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი სვის კაპსი, გერმანია
დან28.53 ₾
დენსონი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

დენსონი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან28.53 ₾
ვანსეარი, 10მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

ვანსეარი

ONCEAIR

10მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან28.53 ₾
ლუკამონტი, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლუკამონტი

Lucamont

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი DEVA Holding, თურქეთი
დან28.53 ₾
მონკასტა, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

მონკასტა

Monkasta

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან28.53 ₾
პულმოკასტი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)

პულმოკასტი

PULMOKAST

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან28.53 ₾
ვანსეარი, 4მგ გრანულა 28 პაკეტი №28

ვანსეარი

4მგ გრანულა 28 პაკეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან36.25 ₾
ვანსეარი პედიატრიული, 4მგ გრანულა პაკეტი №28

ვანსეარი პედიატრიული

4მგ გრანულა პაკეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი აბდი იბრაჰიმი, თურქეთი
დან36.26 ₾
ლუკამონტი პლიუსი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლუკამონტი პლიუსი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ფარმაქტივ ილაჩ სანი, თურქეთი
დან52.83 ₾
მოლუდესი 5 მგ/10 მგ, 5/10 მგ ტაბლეტი #30

მოლუდესი 5 მგ/10 მგ

Moludes

5/10 მგ ტაბლეტი #30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან55.25 ₾
ლუკამონტ™ პლუსი, (10მგ + 5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ლუკამონტ™ პლუსი

Lucamont™ Plus

(10მგ + 5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი Pharmactive Ilac San, თურქეთი
დან62.00 ₾
Onceair, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 84 ტაბლეტი №84

Onceair

10მგ ტაბლეტი საღეჭი 84 ტაბლეტი №84

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან68.22 ₾
დესმოტი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

დესმოტი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი აბდი იბრაჰიმი, თურქეთი
დან71.90 ₾
აკრეტანი-სანოველი, 4 მგ საღეჭი ტაბლეტი #28

აკრეტანი-სანოველი

ACRETAN-SANOVEL

4 მგ საღეჭი ტაბლეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
აკრეტანი-სანოველი, 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

აკრეტანი-სანოველი

ACRETAN-SANOVEL

10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
აკრეტანი-სანოველი, 5მგ საღეჭი ტაბლეტი #28

აკრეტანი-სანოველი

ACRETAN-SANOVEL

5მგ საღეჭი ტაბლეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ვანსეარი ორალური გრანულები, 4მგ პაკეტი #28

ვანსეარი ორალური გრანულები

ONCEAIR 4mg PEDIATRIC ORAL GRANULE

4მგ პაკეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
კასტემონტი, 10 მგ ტაბლეტი #28

კასტემონტი

Castemont

10 მგ ტაბლეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
ურეცეპტო
კონტრაჰისტი, 5მგ ტაბლეტი #28

კონტრაჰისტი

CONTRAHIST

5მგ ტაბლეტი #28

ლევოცეტირიზინი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
კსივოზანი, 5მგ/მლ 20მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1

კსივოზანი

Ksivozan

5მგ/მლ 20მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1

ლევოცეტირიზინი ADIPHARM LTD, ბულგარეთი
Rx · რეცეპტით

კულენტო

CULENTO

4მგ/0.5გ 0.5გ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
Rx · რეცეპტით

მონკასტა

Monkasta

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №28 (7X4)

მონტელუკასტ ნატრიუმი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
მონტელუკასტი ნორმონი, 4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტი ნორმონი

Montelukast Normon

4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
მონტელუკასტი ნორმონი გრანულები, 4მგ პაკეტი #28

მონტელუკასტი ნორმონი გრანულები

Montelukast Normon

4მგ პაკეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
მოტეკი 10მგ, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

მოტეკი 10მგ

Moteqi® 10mg

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი Sandoz Ilac Sanayi ve Ticaret AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მოტეკი 4მგ, 4 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მოტეკი 4მგ

Moteqi® 4mg

4 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი Sandoz Ilac Sanayi ve Ticaret AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მოტეკი 5მგ, 5 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მოტეკი 5მგ

Moteqi® 5mg

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი Sandoz Ilac Sanayi ve Ticaret AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

სინგულარი

SINGULAIR

4მგ საღეჭი ტაბლეტი №14; №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით

სინგულარი

SINGULAIR

10მგ ტაბლეტი №14;№28

მონტელუკასტ ნატრიუმი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით

სინგულარი

SINGULAIR

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №14; №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით
ცსინობროლი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20

ცსინობროლი

Csinobrol

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20

ლევოცეტირიზინი Arafarma Group, ესპანეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.