8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00691 Rx · რეცეპტით

ცეზერა

Cezera

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

დან12.87 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ცეზერა, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მოქმედი ნივთიერება
ლევოცეტირიზინი (Levocetirizine)
მწარმოებელი
კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
იმპორტიორი საქართველოში
KRKA
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ცეზერა ტაბლეტი 5მგ #30

    0.43 ₾ / ც. × 30

  • GPC ყველაზე იაფი

    ცეზერა ტაბლეტი 5მგ #30

    0.43 ₾ / ც. × 30

  • PSP ყველაზე იაფი

    ცეზერა - Cezera 5მგ 30 ტაბლეტი

    0.43 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოცეტირიზინი. ჯერ ყველაზე იაფი.

პოლეზინი, 5 მგ ტაბლეტი #14

პოლეზინი

Pollezin

5 მგ ტაბლეტი #14

ლევოცეტირიზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან5.92 ₾
Crebros, 5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

Crebros

5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი
დან8.39 ₾
ლევოცეტირიზინი ნორმონი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი ნორმონი

Levocetirizine Normon

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი Normon, ესპანეთი
დან8.42 ₾
კრებროსი, 5მგ ტაბლეტი №20

კრებროსი

5მგ ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან8.43 ₾
კსივოზანი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

კსივოზანი

Ksivozan

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ლევოცეტირიზინი ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან8.70 ₾
ლევცეტინი ODS, 5მგ ფირფიტა ოროდისპერგირებადი №10

ლევცეტინი ODS

5მგ ფირფიტა ოროდისპერგირებადი №10

ლევოცეტირიზინი ლაბ. ზიმი, ინდოეთი
დან8.86 ₾
პოლეზინი, 5მგ/მლ წვეთები 20მლ ფლაკონი # 1

პოლეზინი

Pollezin

5მგ/მლ წვეთები 20მლ ფლაკონი # 1

ლევოცეტირიზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან23.71 ₾
ქსალერგანი, 5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

ქსალერგანი

5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

ლევოცეტირიზინი ვეტპრომი, ბულგარეთი
დან23.71 ₾
კონტრაჰისტი, 5მგ ტაბლეტი #28

კონტრაჰისტი

CONTRAHIST

5მგ ტაბლეტი #28

ლევოცეტირიზინი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
კსივოზანი, 5მგ/მლ 20მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1

კსივოზანი

Ksivozan

5მგ/მლ 20მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1

ლევოცეტირიზინი ADIPHARM LTD, ბულგარეთი
Rx · რეცეპტით
ცსინობროლი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20

ცსინობროლი

Csinobrol

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20

ლევოცეტირიზინი Arafarma Group, ესპანეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ცეზერას აქტიური ინგრიდიენტი.
ცეზერა არის ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება
ცეზერას ტაბლეტები გამოიყენება დაავადების (სიმპტომების) სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია ალერგიულ გამოვლინებებთან როგორებიცაა:

  • ალერგიული რინიტები (მათ შორის მუდმივი ალერგიული რინიტები)
  • ჭინჭრის ციება (ურტიკარია).
02

უკუჩვენებები

არ მიიღოთ ცეზერა თუ:

  • თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის, ან ცეზერას ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. “რას შეიცავს ცეზერა”).
  • თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესება (თირკმლის მწვავე უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 10 მლ/წთ. ნაკლები)

განსაკუთრებული სიფრთხილე ცეზერასთან დაკავშირებით
ცეზერას გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არსებული შემოგარსული ტაბლეტები არ იძლევა დოზის ადაპტაციის საშუალებას.

სხვა პრეპარატების მიღება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე სხვა საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. ექიმი მოგცემთ რჩევას მიიღოთ თუ არა ეს ტაბლეტები.

ცეზერას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საჭიროა სიფრთხილე ცეზერას ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.
მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლის ან სხვა ცენტრალურად მოქმედი საშუალების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა ნაჩვენებია, რომ რაცემატის ცეტირიზინი არ ზრდის ალკოჰოლის მოქმედებას.

03

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კითხეთ რჩევა ექიმს, ან ფარმაცევტს.
უთხარით ექიმს თუ ხართ ორსულად, აპირებთ დაორსულებას, ან ხართ მეძუძური დედა. ექიმი გირჩევთ მიიღოთ თუ არა ეს ტაბლეტები.

სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ზოგიერთ პაციენტში ცეზერას მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, დაღლილობა და ენერგიის დაქვეითება. თუ აპირებთ სატრანსპორტო საშუალების მართვას, რაიმე სახიფათო მოქმედების შესრულებას, ან მექანიზმებთან მუშაობას, რეკომენდირებულია თავი აარიდოთ ყველა ზემოთ ხსენებულ მოქმედებას, სანამ არ დაადგენთ თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ეს პრეპარატი თქვენზე. მიუხედავად ამისა, სპეციალური ტესტებით დადგინდა, რომ პრეპარატი გავლენას არ ახდენს გონების სიფხიზლეზე, რეაგირების ან ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე ჯანმრთელ ადამიანებში ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზებით მიღების შემდეგ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცეზერას ზოგიერთ კომპონენტზე
ცეზერა შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრისადმი, ცეზერას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

როგორ მივიღოთ ცეზერა
ყოველთვის მიიღეთ ცეზერა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიამრთეთ ექიმს.
მოზრდილებისათვის და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ჩვეულებრივი დოზა არის დღეში ერთი ტაბლეტი.
თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში თქვენ სავარაუდოდ პრეპარატი დაგენიშნებათ უფრო დაბალი დოზით დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ინიშნება ჩვეულებრივი დოზა.
თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს უფრო დაბალი დოზა, თირკმლის დაავადების სიმწვავის მიხედვით. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება სხეულის წონის მიხედვით და განისაზღვრება ექიმის მიერ.
ცეზერას ტაბლეტები არ არის რეკომენდირებული ბავშვებისათვის 6 წლამდე.

როგორ და როდის უნდა მიიღოთ ცეზერა?
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად რაიმე სითხის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

04

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბება იწვევს ძილიანობას მოზრდილებში.
ბავშვებში თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს აჟიტირება და აგზნებადობა, შემდეგ კი – ძილიანობა.
ცეზერას დოზის გადაჭარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რომელიც გადაწყვიტავს რა ზომები უნდა იქნას მიღებული.

თუ დაგავიწყდათ ცეზერას მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება ან მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე დაბალი დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. დაიცადეთ შემდეგი მიღების დრომდე და განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეული წესით.

თუ შეწყვიტეთ ცეზერას მიღება
ცეზერას მიღების ნაადრევმა შეწყვეტამ არ უნდა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეფექტები, ვინაიდან დაავადების სიმპტომების ხელახლა განვითარება ხდება პროგრესულად და მათი სიმწვავე იმაზე დიდი არ იქნება, ვიდრე იყო პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე.
პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

05

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ცეზერამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ხშირი გვერდითი მოვლენები (გამოვლენილი 1/10 ნაკლებ, მაგრამ 1/100 მეტ პაციენტში):
ძირითადი მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები:

  • პირის სიმშრალე
  • თავის ტკივილი
  • დაღლილობა
  • ძილიანობა/თვლემა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (სავარაუდოდ გამოვლენილი 1/100 ნაკლებ, მაგრამ 1/1000 მეტ პაციენტში):

  • ენერგიის დაქვეითება
  • მუცლის ტკივილი

ასევე აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

  • პალპიტაცია
  • შეტევები (კრუნჩხვები)
  • მხედველობის მხრივ დარღვევები
  • შეშუპება (ედემა)
  • ქავილი
  • გამონაყარი
  • ურტიკარია (კანის შეშუპება, გაწითლება და ქავილი)
  • ქოშინი
  • წონის მომატება
  • კუნთების ტკივილი
  • აგრესიული ან აჟიტირებული ქცევა
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და
  • გულისრევა

მომატებული მგრძნობელობის რეაქციების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე, შეწყვიტეთ ცეზერას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმპტომებია: პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიოშეშუპება), არტერიული წნევის უეცრად დაცემა, რაც იწვევს კოლაფსს ან შოკს და რაც შეიძლება ფატალური იყოს.
თუ რომელიმე სიმპტომი გახდა სერიოზული, ან შეაიმჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აქ არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

06

შენახვის პირობები

შეიანხეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ყუთზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია EXP შემდეგ.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
პრეპარატები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ან საკანალიზაციო არხში. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს არასაჭირო პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

07

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რას შეიცავს ცეზერა:

  • მოქმედი ნივთიერება არის ლევოცეტიზინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ლევოცეტიზინის დიჰიდროქლორიდს.
  • სხვა კომპონენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის ბირთვში და ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 6ცP, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3000 და ტრიაცეტინი გარსში.

თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით.
შეფუთვაში მოთავსებულია 7, 10, 14, 20, 28, 30, 50, 60, 90, 98 და 100 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერზე.
ყველა სახის შეფუთვა შეიძლება არ იყოს მარკირებული.

08

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ეარპასი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ეარპასი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ნეუტეკ ილაჩი, თურქეთი
დან14.69 ₾
ლევომონტი, 10მგ+5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევომონტი

10მგ+5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი
დან23.12 ₾
მედეოზინ-დუო, 4მგ/2.5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20; 10მგ/5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20

მედეოზინ-დუო

MEDEOZIN-DUO

4მგ/2.5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20; 10მგ/5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი Medeor, ინდოეთი
დან23.12 ₾
ვანსეარი დუო, 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30

ვანსეარი დუო

Onceair Duo

5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან36.93 ₾
ლევოლუკა, 10მგ+5მგ ტაბლეტი ფლაკონი №30

ლევოლუკა

10მგ+5მგ ტაბლეტი ფლაკონი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი გენუფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან36.94 ₾
მონაზილი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

მონაზილი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ილკო ილაჩ სანი, თურქეთი
დან36.94 ₾
მონაზილი ტაბ.5მგ/10მგ N30, 5მგ+10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

მონაზილი ტაბ.5მგ/10მგ N30

5მგ+10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი
დან36.94 ₾
მონტეზინ-დუალი, 10 მგ/ 5 მგ ტაბლეტი № 30

მონტეზინ-დუალი

Montezin -Dual

10 მგ/ 5 მგ ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
მონტეზინ-დუალი 5, 5 მგ/2,5 მგ ტაბლეტი № 30

მონტეზინ-დუალი 5

Montezin-Dual

5 მგ/2,5 მგ ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.