8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04215 Rx · რეცეპტით

კსივოზანი

Ksivozan

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

დან8.70 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
კსივოზანი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მოქმედი ნივთიერება
ლევოცეტირიზინი (Levocetirizine)
მწარმოებელი
ADIPHARM LTD, ბულგარეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მეორე თაობის პრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
სმარტფარმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    კსივოზანი /ქსივოზანი/ ტაბლეტი 5მგ #30

    0.29 ₾ / ც. × 30

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    კსივოზანი /ქსივოზანი/ ტაბლეტი 5მგ #30

    0.29 ₾ / ც. × 30

  • PSP ყველაზე იაფი

    კსივოზანი - Ksivozan 5მგ 30 ტაბლეტი

    0.29 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოცეტირიზინი. ჯერ ყველაზე იაფი.

პოლეზინი, 5 მგ ტაბლეტი #14

პოლეზინი

Pollezin

5 მგ ტაბლეტი #14

ლევოცეტირიზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან5.92 ₾
Crebros, 5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

Crebros

5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი
დან8.39 ₾
ლევოცეტირიზინი ნორმონი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი ნორმონი

Levocetirizine Normon

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი Normon, ესპანეთი
დან8.42 ₾
კრებროსი, 5მგ ტაბლეტი №20

კრებროსი

5მგ ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან8.43 ₾
ლევცეტინი ODS, 5მგ ფირფიტა ოროდისპერგირებადი №10

ლევცეტინი ODS

5მგ ფირფიტა ოროდისპერგირებადი №10

ლევოცეტირიზინი ლაბ. ზიმი, ინდოეთი
დან8.86 ₾
ცეზერა, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ცეზერა

Cezera

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან12.87 ₾
პოლეზინი, 5მგ/მლ წვეთები 20მლ ფლაკონი # 1

პოლეზინი

Pollezin

5მგ/მლ წვეთები 20მლ ფლაკონი # 1

ლევოცეტირიზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან23.71 ₾
ქსალერგანი, 5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

ქსალერგანი

5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

ლევოცეტირიზინი ვეტპრომი, ბულგარეთი
დან23.71 ₾
კონტრაჰისტი, 5მგ ტაბლეტი #28

კონტრაჰისტი

CONTRAHIST

5მგ ტაბლეტი #28

ლევოცეტირიზინი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
კსივოზანი, 5მგ/მლ 20მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1

კსივოზანი

Ksivozan

5მგ/მლ 20მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1

ლევოცეტირიზინი ADIPHARM LTD, ბულგარეთი
Rx · რეცეპტით
ცსინობროლი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20

ცსინობროლი

Csinobrol

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20

ლევოცეტირიზინი Arafarma Group, ესპანეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

კსივოზანი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

ის მიეკუთვნება ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება შემდეგი დაავადებების სიმპტომების მკურნალობისთვის:

  • ალერგიული რინიტი (ქრონიკული ალერგიული რინიტის ჩათვლით);
  • ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება,სიწითლე და წვა).

დაელაპარაკეთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთესად, ან უარესად გრძნობთ თავს 3 დღის შემდეგ.

02

უკუჩვენებები

არ მიიღოთ კსივოზანი:

  • თუ ხართ ალერგიული ლევოცეტირიზინი დიჰიდროქლორიდის, სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების ან ამ პრეპატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე - 6-ე ნაწილში);
  • თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაზიანება (თირკმელების მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები).
03

განსაკუთრებული მითითებები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენი შარდის ბუშტს ვერ იცლება სათანადოდ ზურგის ტვინის დაზიანების ან გადიდებული პროსტატის გამო. კსივოზანის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები და მოზარდები

კსივოზანი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგანაც მოცემული გარსით დაფარული ტაბლეტები არ იძლევა დოზის კორექციის საშუალებას.

სხვა მედიკამენტები და კსივოზანი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

კსივოზანი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად.

  • დაიცავით სიფრთხილე კსივოზანთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში. მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა რაცემული ცეტირიზინის კვლევებმა არ აჩვენა ალკოჰოლის გაძლიერებული ეფექტი.
  • ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ცოტა წყლის დაყოლებით, საკვები არ მოქმედებს მის მიღებაზე. საკვები არ მოქმედებს ლევოციტერიზინის აბსორბციის ხარისხზე, თუმცა აბსორბციის სიჩქარე ოდნავ ნელდება.
04

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ზოგმა პაციენტმა, რომლებიც ღებულობს კსივოზანს, შეიძლება იგრძნოს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია. თუ აპირებთ მანქანის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობით დაკავებას ან მექანიზმებთან მუშაობას, რეკომენდებულია დაელოდოთ, რათა დაადგინოთ სამკურნალო საშუალებაზე თქვენი რეაგირება. ჯანმრთელ პირებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი რეკომენდებული დოზებით არ ახდენს გავლენას სიფხიზლეზე, რეაქციებზე და მანქანის მართვის უნარზე.

კსივოზანი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

3. როგორ მიიღება კსივოზანის ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია მოცემულ შეფუთვის ბროშურაში ან როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 1 გარსით დაფარული 5 მგ-იანი ტაბლეტი დღეში.

თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში დოზის შემცირება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი თირკმელების დაავადების სიმძიმის შესაბამისად.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა შეიძლება მიიღონ უფრო დაბალი დოზა თირკმელების დაავადების სიმძიმის შესაბამისად.

თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა 1 გარსით დაფარული 5 მგ-იანი ტაბლეტი დღეში.

კსივოზანი არ არის გამიზნული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

გამოყენების მეთოდი: ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობით წყლთან ერთად, შეიძლება მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

05

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებში. ბავშვებში შეიძლება განვითარდეს აგზნება და მოუსვენრობა, რასაც მოჰყვება ძილიანობა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ თქვენ დაგავიწყდათ კსივოზანის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ კსივოზანის მიღება ან მიიღეთ დანიშნულზე ნაკლები დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ კსივოზანის მიღება

თუ თქვენ გათვალისწინებულზე ადრე შეწყვეტთ ლევოცეტირიზინით მკურნალობას, ამან არ უნდა გამოიწვიოს რაიმე გვერდითი მოვლენები, გარდა იმისა, რომ დაავადების სიმპტომები შეიძლება ხელახლა გაჩნდეს და პროგრესირდეს, ამასთან, ისინი არ იქნება უფრო მძიმე, ვიდრე მკურნალობამდე.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

06

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა შესაძლოა ყველას არ განუვითარდეს.

წამლისმიერი გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება მათი სიხშირის მიხედვით და განისაზღვრება, როგორც:

  • ძალიან ხშირი: შეიძლება განუვუთარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტ მათგანს.
  • ხშირი: შეიძლება განუვუთარდეს 10 ადამიანიდან 1-მდე მათგანს.
  • არა-ხშირი: შეიძლება განუვუთარდეს 100-ადამიანიდან 1-მდე მათგანს.
  • იშვიათი: შეიძლება განუვუთარდეს 1,000-ადამიანიდან 1-მდე მათგანს.
  • ძალიან იშვიათი: შეიძლება განუვუთარდეს 10,000-ადამიანიდან 1-მდე მათგანს.
  • ცნობილი არ არის (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

კსივოზანის ტაბლეტებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები უმეტესწილად მსუბუქიდან ზომიერამდეა, და მოიცავს შემდეგს: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა. არა-ხშირი გვერდითი მოვლენებია გადაღლილობა და მუცლის ტკივილი. ასევე დაფიქსირებულია სხვა გვერდითი მოვლენები, მაგალითად: გულის ფრიალი, გულის წასვლა, კანზე ჩხვლეტითი შეგრძნება, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, გემოვნების ცვლილების შეგრძნება, ვერტიგო, მოძრაობის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, შარდვისას ტკივილი ან მისი გაძნელება, შარდის ბუშტის სრულად დაცლის უუნარობა, შეშუპება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ქოშინი, წონის მომატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული ან გადაჭარბებულად აგზნებული ქცევა, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუქციების პათოლოგია, მადის მომატება, გულისრევა.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველივე გამოჩენისთანავე შეწყვიტეთ კსივოზანის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები მოიცავს შემდეგს: პირის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, გულმკერდში შებოჭილობა ან ხიხინი, თივის ცხელება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი ან შოკი, და შეიძლება იყოს ფატალური.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

თუ განგივითარდებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ბროშურაში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ:

„ბულგარეთის წამლების სააგენტოს“,

დამიანე გრუევის ქ. #8 , 1303 სოფია. ტელ: +359 28903417 , ვებ გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

5. როგორ ინახება კსივოზანის ტაბლეტები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს პაკეტზე. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც აღარ იყენებთ. მოცემული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის

07

შემადგენლობა

და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კსივოზანი

  • აქტიური ნივთიერებაა ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს. - სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, ჰიპრომელოზა (E464), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, კაპრილის კაპრიკული ტრიგლიცერიდები, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი.

როგორია კსივოზანი ვიზუალურად და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრიდან თითქმის თეთრამდე ფერის, ოვალური აპკით შემოგარსული ტაბლეტები ზომით 9.8 მმ x 4.9 მმ.

ბლისტერის შეფუთვა შეიცავს 10 ტაბლეტს.

1, 2 ან 3 ბლისტერი x 10 აპკით დაფარული ტაბლეტი შეფუთვის ბროშურასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ეარპასი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ეარპასი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ნეუტეკ ილაჩი, თურქეთი
დან14.69 ₾
ლევომონტი, 10მგ+5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევომონტი

10მგ+5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი
დან23.12 ₾
მედეოზინ-დუო, 4მგ/2.5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20; 10მგ/5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20

მედეოზინ-დუო

MEDEOZIN-DUO

4მგ/2.5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20; 10მგ/5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი Medeor, ინდოეთი
დან23.12 ₾
ვანსეარი დუო, 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30

ვანსეარი დუო

Onceair Duo

5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან36.93 ₾
ლევოლუკა, 10მგ+5მგ ტაბლეტი ფლაკონი №30

ლევოლუკა

10მგ+5მგ ტაბლეტი ფლაკონი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი გენუფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან36.94 ₾
მონაზილი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

მონაზილი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ილკო ილაჩ სანი, თურქეთი
დან36.94 ₾
მონაზილი ტაბ.5მგ/10მგ N30, 5მგ+10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

მონაზილი ტაბ.5მგ/10მგ N30

5მგ+10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი
დან36.94 ₾
მონტეზინ-დუალი, 10 მგ/ 5 მგ ტაბლეტი № 30

მონტეზინ-დუალი

Montezin -Dual

10 მგ/ 5 მგ ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
მონტეზინ-დუალი 5, 5 მგ/2,5 მგ ტაბლეტი № 30

მონტეზინ-დუალი 5

Montezin-Dual

5 მგ/2,5 მგ ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.