მონოგრაფია Nº 02463 Rx · რეცეპტით
პოლეზინი
Pollezin
5მგ/მლ წვეთები 20მლ ფლაკონი # 1
დან23.71 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ლევოცეტირიზინი (Levocetirizine)
- მწარმოებელი
- სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მეორე თაობის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
5მგ/1მლ · 20მლ
-
GPC ყველაზე იაფი
პოლეზინი წვეთები ორალური 5მგ/1მლ 20მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗23.71 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
პოლეზინი წვეთები ორალური 5მგ/1მლ 20მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗23.71 ₾
5მგ/მლ · 20მლ
-
PSP
პოლეზინი - Pollezin წვეთები 5მგ/მლ. 20მლ ფლაკონი
ყიდვა ↗23.71 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევოცეტირიზინი. ჯერ ყველაზე იაფი.
პოლეზინი
Pollezin
5 მგ ტაბლეტი #14
Crebros
5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20
ლევოცეტირიზინი ნორმონი
Levocetirizine Normon
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
კრებროსი
5მგ ტაბლეტი №20
კსივოზანი
Ksivozan
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ლევცეტინი ODS
5მგ ფირფიტა ოროდისპერგირებადი №10
ცეზერა
Cezera
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ქსალერგანი
5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ
კონტრაჰისტი
CONTRAHIST
5მგ ტაბლეტი #28
კსივოზანი
Ksivozan
5მგ/მლ 20მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
ცსინობროლი
Csinobrol
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
შიგნით მისაღები პრეპარატი პოლეზინი 5 მგ/მლ წვეთების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ხსნარის ყოველი მილილიტრი შეიცავს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის 5 მგ-ს (რაც შეესაბამება ლევოცეტირიზინის 4,21 მგ-ს).
სხვა კომპონენტები: გლიცერინი 85%, პროპილენგლიკოლი, საქარინის ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, განუზავებელი ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი.
როგორ გამოიყურება პრეპარატი პოლეზინი შიგნით მისაღები წვეთები და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში
გამჭირვალე უფერო უსუნო ან ძმარმჟავას სუსტი სუნის მქონე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნალექს.
შეფუთვა: 20 მლ მოცულობის სახრახნი სახურავის კუთხვილის მქონე ყავისფერი შუშის ფლაკონები, პოლიეთილენის საწვეთურით და პოლიეთილენის შიდა შრის მქონე პოლიპროპილენის სახურავით, აღჭურვილია ბავშვების მიერ გახსნის საწინააღმდეგო სპეციალური დამცავით და პირველი გახსნის კონტროლით.
ჩვენებები
რა არის და რისთვის გამოიყენება პოლეზინი
პოლეზინი გამოიყენება ალერგიული აშლილობების სამკურნალოდ. მისი აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება ანტიჰისტამინური საშუალებების სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ახდენენ H-1 რეცეპტორების ბლოკირებას.
მოზარდებში და 2 წელზე უფროს ბავშვებში იგი გამოიყენება ისეთი ალერგიული მდგომარეობების სიმპტომებისა და ნიშნების (ცემინება, გამონადენი ცხვირიდან, სურდო, სიმპტომები თვალების და კანის მხრიდან) სამკურნალოდ, როგორიცაა მაგალითად:
- ცხელება,
- მუდმივი ალერგიული რინიტი,
- ჭინჭრის ციება.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის მკაცრი დანიშნულების მიხედვით. თუ თქვენ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
წვეთების საჭირო რაოდენობა იზომება სუფრის კოვზზე ან წყლის ჭიქაში წვეთოვანის დახმარებით. წვეთები უნდა მიიღოთ დაუყოვლებლივ გახსნის შემდეგ, საკვებისგან დამოუკიდებლად.
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ჩივილების სახეზე, ხანგრძლივობაზე და დინამიკაზე. ჩვეულებრივ, ცხელების მკურნალობა გრძელდება 3-6 კვირა.
ჩვეულებრივი დოზები:
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში: 1*1 მლ წვეთი დღეში (= წვეთოვანიდან 1*20 წვეთი). (5 მგ დღეში ერთხელ).
6-12 წლამდე ასაკის მოზარდებში: 1*1 მლ წვეთი დღეში (= წვეთოვანიდან 1*20 წვეთი). (5 მგ დღეში ერთხელ).
2-6 წლამდე ასაკის მოზარდებში: 2*0,25 მლ წვეთი დღეში (= წვეთოვანიდან 2*5 წვეთი). (ყოველდღიურად 2,5 მგ ორ მიღებად განსხვავებული დოზით: 2*1,25 მგ).
შესაძლებელია, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შემცირებული დოზის მიცემა. ეს დამოკიდებულია თირკმელების დაზიანების სიმძიმეზე. მიღების რეჟიმი უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო.
თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების ერთდროული დარღვევების მქონე პაციენტებში, თირკმელების დაზიანების სიმძიმის მიხედვით, შესაძლებელია შემცირებული დოზის მიცემა. მიღების რეჟიმი უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატები, პოლეზინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ წარმოიშვებიან ყველა პაციენტში.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს
ხშირი:
(100-დან 1-10 პაციენტში)
პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, გადაღლა, ძილიანობა.
არახშირი:
(100-დან 1 პაციენტზე ნაკლებს)
შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი მუცელში.
ძალიან იშვიათი:
(10000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს)
ალერგია, ქოშინი, გულისრევა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, ჭინჭრის ციება, სხეულის წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
თუ თქვენ განიცდით ნებისმიერ ზემოთ ნახსენები გვერდითი ეფექტიდან რომელიმეს, გთხოვთ, მიმართეთ ექიმს, რომელიც შეაფასებს სიმპტომების სიმძიმეს და მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ქმედებების შესახებ.
ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოჩენისას (პირის და/ან ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება, სახის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში ან მსტვინავი სუნთქვა, არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება კოლაფსის ან შოკის განვითარებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი) შეწყვიტეთ პრეპარატი პოლეზინის მიღება და მიმართეთ ექიმს.
მძიმე გვერდითი ეფექტების, ან მოცემულ ინსტრუქციაში არ ხსენებული ეფექტების განვითარების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ პოლეზინი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ან ე.წ. ,,პიპერაზინის წარმოებულებზე’’;
- თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.
პრეპარატი პოლეზინის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს შემდეგი ინფორმაცია:
- თქვენი წინამორბედი და მიმდინარე დაავადებები,
- სხვა წამლებზე ნებისმიერი ალერგიული რეაქცია,
- თუ თქვენ ხართ ორსულად, ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე ან გეგმავთ ორსულობას.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიიღეთ ექიმის რჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა არ გამოავლინეს ლევოცეტირიზინის მავნე ზემოქმედება, პოლეზინის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ექიმი თვლის ამას სრულიად საჭიროდ. პრეპარატი პოლეზინის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა რძესთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
შედარებითმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა სიფხიზლის, რეაქციის დროის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის დონის დარღვევის ნიშნები ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზის მიღების შემდეგ. თუმცა, პრეპარატი პოლეზინის მიღების დროს, ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ძილიანობა, გადაღლა ან ასთენია. ამიტომ, პირებმა, რომლებიც აპირებენ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებას ან მექანიზმების მართვას, უნდა შეასრულონ ექიმის მიერ მითითებული შეზღუდვები და აკრძალვები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი პოლეზინის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
პოლეზინის წვეთებმა 5 მგ/მლ შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით), ვინაიდან შეიცავენ მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს.
ჭარბი დოზირება
მოზრდილებში ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ბავშვებში თავდაპირველად შეიძლება განვითარდეს აგზნებადობა და მოუსვენრობა, რომელიც შემდეგ იცვლება ძილიანობით.
თუ თქვენ თვლით, რომ მიიღეთ პოლეზინის წვეთები ჭარბად, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ქმედებების თაობაზე.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პოლეზინის მიღება
დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. უბრალოდ დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღების დროს, და, მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ნორმალური დოზა.
თუ თქვენ წინასწარ წყვეტთ პრეპარატი პოლეზინის მიღებას
დანიშნულ ვადაზე ადრე პოლეზინის წვეთების მიღების შეწყვეტა არ არის ზიანის მომტანი იმ მხრივ, რომ დაავადების სიმპტომები მხოლოდ თანდათან განახლდებიან, არ მოხდება მათი დამძიმება, ვიდრე ეს იყო პრეპარატი პოლეზინის მიღებამდე.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენ წარმოგეშვათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
შეატყობინეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც თქვენ იღებთ ან იღებდით ახლო წარსულში, მათ შორის იმ პრეპარატების შესახებ, რომლებიც გაიცემიან ურეცეპტოდ.
პრეპარატი პოლეზინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საჭიროა თავი აარიდოთ ამ პრეპარატის და ალკოჰოლური სასმელების ერთდროული მიღებისგან, ვინაიდან მგრძნობიარე პაციენტებში ლევოცეტიზირინის და ალკოჰოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ნერვულ სისტემაზე.
შენახვის პირობები
შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25oC. არ გაყინოთ.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
წვეთები უნდა იქნეს გამოყენებული ფლაკონის გახსნიდან ოთხი კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობა: 3 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი პოლეზინი კოლოფზე ან ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ (წელი/თვე). ვარგისიანობის ვადის დასრულების თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყალში. თუ საჭიროა პრეპარატის, რომელიც აღარ არის საჭირო, ნარჩენებში გადაგდება, მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლიან გარემოს დაბინძურებას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი)
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ეარპასი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
ლევომონტი
10მგ+5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20
მედეოზინ-დუო
MEDEOZIN-DUO
4მგ/2.5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20; 10მგ/5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20
ვანსეარი დუო
Onceair Duo
5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30
ლევოლუკა
10მგ+5მგ ტაბლეტი ფლაკონი №30
მონაზილი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
მონაზილი ტაბ.5მგ/10მგ N30
5მგ+10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
მონტეზინ-დუალი
Montezin -Dual
10 მგ/ 5 მგ ტაბლეტი № 30
მონტეზინ-დუალი 5
Montezin-Dual
5 მგ/2,5 მგ ტაბლეტი № 30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.