8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02018 Rx · რეცეპტით

მონკასტა

Monkasta

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

დან28.53 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
მონკასტა, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
მოქმედი ნივთიერება
მონტელუკასტ ნატრიუმი (Montelukast)
მწარმოებელი
კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
იმპორტიორი საქართველოში
KRKA
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    მონკასტა ტაბლეტი 10მგ #28

    1.02 ₾ / ც. × 28

  • GPC ყველაზე იაფი

    მონკასტა ტაბლეტი 10მგ #28

    1.02 ₾ / ც. × 28

  • PSP ყველაზე იაფი

    მონკასტა - Monkasta 10 მგ 28 ტაბლეტი

    1.02 ₾ / ც. × 28

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მონტელუკასტ ნატრიუმი. ჯერ ყველაზე იაფი.

მონტიგეტი, 10მგ ტაბლეტი №14

მონტიგეტი

10მგ ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი გეტზ ფარმა, პაკისტანი
დან14.84 ₾
მონტელუკასტი-4, 4მგ 28 საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტი-4

4მგ 28 საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან15.75 ₾
ვანსეარი, 4მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

ვანსეარი

ONCEAIR

4მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან16.08 ₾
პულმოკასტი, 4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

პულმოკასტი

PULMOKAST

4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან16.09 ₾
ვანსეარი, 5მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

ვანსეარი

ONCEAIR

5მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან20.77 ₾
მონტელუკასტი ნორმონი, 5 მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტი ნორმონი

Montelukast Normon

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
დან20.78 ₾
პულმოკასტი, 5მგ საღეჭი ტაბლეტი №28

პულმოკასტი

PULMOKAST

5მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან20.78 ₾
მონტელუკასტი ნორმონი, 10მგ ტაბლეტი №28

მონტელუკასტი ნორმონი

Montelukast Normon

10მგ ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
დან25.39 ₾
ლეპაკი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლეპაკი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან25.76 ₾
დენკ-ეარი, 10მგ ტაბლეტი №28

დენკ-ეარი

10მგ ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი სვის კაპსი, გერმანია
დან28.53 ₾
დენსონი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

დენსონი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან28.53 ₾
ვანსეარი, 10მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

ვანსეარი

ONCEAIR

10მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან28.53 ₾
ლუკამონტი, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლუკამონტი

Lucamont

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი DEVA Holding, თურქეთი
დან28.53 ₾
პულმოკასტი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)

პულმოკასტი

PULMOKAST

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან28.53 ₾
ვანსეარი, 4მგ გრანულა 28 პაკეტი №28

ვანსეარი

4მგ გრანულა 28 პაკეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან36.25 ₾
ვანსეარი პედიატრიული, 4მგ გრანულა პაკეტი №28

ვანსეარი პედიატრიული

4მგ გრანულა პაკეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი აბდი იბრაჰიმი, თურქეთი
დან36.26 ₾
Onceair, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 84 ტაბლეტი №84

Onceair

10მგ ტაბლეტი საღეჭი 84 ტაბლეტი №84

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან68.22 ₾
აკრეტანი-სანოველი, 4 მგ საღეჭი ტაბლეტი #28

აკრეტანი-სანოველი

ACRETAN-SANOVEL

4 მგ საღეჭი ტაბლეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
აკრეტანი-სანოველი, 5მგ საღეჭი ტაბლეტი #28

აკრეტანი-სანოველი

ACRETAN-SANOVEL

5მგ საღეჭი ტაბლეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
აკრეტანი-სანოველი, 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

აკრეტანი-სანოველი

ACRETAN-SANOVEL

10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ვანსეარი ორალური გრანულები, 4მგ პაკეტი #28

ვანსეარი ორალური გრანულები

ONCEAIR 4mg PEDIATRIC ORAL GRANULE

4მგ პაკეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
კასტემონტი, 10 მგ ტაბლეტი #28

კასტემონტი

Castemont

10 მგ ტაბლეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
ურეცეპტო

კულენტო

CULENTO

4მგ/0.5გ 0.5გ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
Rx · რეცეპტით

მონკასტა

Monkasta

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №28 (7X4)

მონტელუკასტ ნატრიუმი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
მონტელუკასტი ნორმონი, 4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტი ნორმონი

Montelukast Normon

4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
მონტელუკასტი ნორმონი გრანულები, 4მგ პაკეტი #28

მონტელუკასტი ნორმონი გრანულები

Montelukast Normon

4მგ პაკეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
მოტეკი 10მგ, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

მოტეკი 10მგ

Moteqi® 10mg

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი Sandoz Ilac Sanayi ve Ticaret AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მოტეკი 4მგ, 4 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მოტეკი 4მგ

Moteqi® 4mg

4 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი Sandoz Ilac Sanayi ve Ticaret AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მოტეკი 5მგ, 5 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მოტეკი 5მგ

Moteqi® 5mg

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი Sandoz Ilac Sanayi ve Ticaret AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

სინგულარი

SINGULAIR

10მგ ტაბლეტი №14;№28

მონტელუკასტ ნატრიუმი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით

სინგულარი

SINGULAIR

4მგ საღეჭი ტაბლეტი №14; №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით

სინგულარი

SINGULAIR

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №14; №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

მონკასტას 10 მგ ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტია მონტელუკასტი. მონტელუკასტი არის ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტი. იგი ბლოკავს ფილტვებში ბუნებრივად წარმოქმნად ნივთიერებებს – ლეიკოტრინებს, რომლებიც იწვევენ სასუნთქი გზების შევიწროვებას და ლორწოვანის ანთებას, რასაც, თავის მხრივ, შეუძლია ასთმის სიმპტომების გამოწვევა. ლეიკოტრინები ასევე იწვევენ ალერგიულ სიმპტომებს. ლეიკოტრინების აქტივობის დაბლოკვა ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს და სეზონურ ალერგიულ რინიტს და ხელს უშლის ასთმის სიმპტომების გამოვლინებას.

მონკასტა გამოიყენება:

  • ბრონქიალური ასთმის პრევენციისა და მკურნალობისთვის.
  • სეზონური ალერგიის დღისა და ღამის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

რა არის ასთმა?
ასთმა არის ფილტვების ქრონიკული დაავადება.
ასთმას ახასიათებს:

  • სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროვების გამო; სასუნთქი გზების მდგომარეობა მწვავდება ან უმჯობესდება სხვადასხვა გარემოებებში.
  • სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპება (ანთება).
  • ასთმის დროს პაციენტი რეაგირებს მრავალ გამაღიზიანებელზე, როგორიცაა სიგარეტის კვამლი, მცენარეთა მტვერი ან ცივი ჰაერი.

ასთმის სიმპტომები მოიცავს:

  • ხველა, სტვენით სუნთქვა, ქოშინი.

რა არის სეზონური ალერგიული რინიტი?
სეზონური ალერგიული რინიტი (ასევე ცნობილი როგორც პოლინოზი) ჩნდება გარემოში არსებული ალერგენების საშუალებით, როგორიცაა ჰაერში არსებული ხეების, ბალახების ან სარეველების მტვერი.

ალერგიული რინიტის დღისა და ღამის სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს:

  • სურდო, ცხვირის ქავილი;
  • ცემინება;
  • წყლიანი, შეშუპებული და წითელი თვალები;
02

უკუჩვენებები

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სამედიცინო პრობლემის ან ალერგიის შესახებ რომელიც გაქვთ ან გქონიათ მანამდე.

არ მიიღოთ მონკასტა:

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მონტელუკასტის ან მონკასტას ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

გამოიჩინეთ სიფრთხილე მონკასტას მიღების დროს:

  • მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ სიმპტომები ან გაქვთ ასთმის შეტევა.
  • თუ ასთმის სიმპტომები გაუარესდება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
  • თუ თქვენ გესაჭიროებათ ბეტა-აგონისტი ინჰალატორის (ასევე ცნობილი როგორც ბრონქოდილატატორი ან შესასუნთქი პრეპარატი) მიღება ჩვეულებრივზე უფრო ხშირად, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • მონკასტა არ არის მწვავე ასთმური შეტევების სამკურნალო პრეპარატი. იგი ვერ დაგეხმარებათ მწვავე ასთმური შეტევის შემთხვევაში და შესაბამისად, არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მიზნით. შეტევის შემთხვევაში გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის რჩევები. ყოველთვის თან იქონიეთ ასთმის შეტევის საწინააღმდეგო ინჰალატორი.
  • მონკასტამ არ უნდა ჩაანაცვლოს კორტიკოსტეროიდული (საინჰალაციო თუ პერორალურად მისაღები) პრეპარატები, რომლებსაც თქვენ უკვე იღებთ.
  • კონსულტაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი სიმპტომებიდან: გრიპის მსგავსი სიმპტომები, ჩხვლეტა ან დაბუჟება მკლავებსა და ფეხებში, პულმონალური სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი.
  • თქვენ არ უნდა მიიღოთ აცეტილსალიცინის რომელიმე მჟავა ან სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასაპ) თუ ისინი აუარესებენ ასთმას.

სხვა პრეპარატების მიღება:
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მონკასტას მოქმედებას და მონკასტამ თავის მხრივ შესაძლოა შეაფერხოს სხვა პრეპარატების მოქმედება.

მონკასტას მიღების დაწყებამდე უთხარით თქვენს ექიმს თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

  • ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
  • ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
  • რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის და ზოგიერთი სხვა ინფექციის სამკურნალოდ).

მონკასტას მიღება შესაძლებელია სხვა, ასთმის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით ან იღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის რეცეპტის გარეშე შეძენილ პრეპარატებს.

მონკასტას მიღება საკვებთან ერთად:
პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

03

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ თქვენ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, მონკასტას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
მონკასტას მიღება დასაშვებია ორსულთათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობით არის გამოწვეული.
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა მონკასტა დედის რძეში. თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან აპირებთ მის ძუძუთი კვებას მონკასტას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
მონკასტას მიღება დასაშვებია მეძუძური დედებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობით არის გამოწვეული.

ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
მონკასტა არ ახდენს გავლენას პაციენტის ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, თუმცა პრეპარატის მიმართ შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდუალური რეაქციები.
პაციენტებს რომლებიც იღებდნენ მონკასტას, იშვიათ შემთხვევებში გამოუვლინდათ გარკვეული გვერდითი მოვლენები (როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა), შესაძლოა ასევე ადგილი ჰქონდეს გავლენას ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მონკასტას შემადგენელ ზოგიერთ ინგრედიენტზე

მონკასტა შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა შეგატყობინათ, რომ ზოგიერთ შაქარზე გაქვთ შეუთავსებლობა, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ მივიღოთ მონკასტა
ყოველთვის მიიღეთ მონკასტა თქვენი ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით, თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
მიიღეთ მონკასტა ერთჯერ დღეში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე, თქვენი ექიმის მითითებების მიხედვით.
15 წელს ზემოთ ასაკის, ასთმის ან ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებისთვის ჩვეული დოზაა 10 მგ ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. 2-დან 6 წლამდე ბავშვებში 4მგ. მონკასტა ერთხელ დღეში დასაღეჭად. 6-დან 14 წლამდე ბავშვებში 1 საღეჭი აბი ერთხელ დღეში.
ასთმის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ მონკასტა ერთჯერ დღეში, საღამოს საათებში.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ მონკასტა ერთჯერ დღეში, მათი ექიმის მითითებების მიხედვით.
მიუხედავად სიმპტომების არსებობისა ან არარსებობისა მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ მონკასტას მიღება თქვენი ექიმის მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში, რათა შეინარჩუნოთ ასთმის კონტროლი. პრეპარატს შეუძლია ასთმის სიმპტომების გაუმჯობესება, მხოლოდ მისი ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში.
მონკასტას მიღება არ უნდა მოხდეს სხვა პრეპარატებთან ერთად რომლებიც შეიცავენ იგივე აქტიურ ნივთიერებას – მონტელუკასტს.

პედიატრიული პაციენტები
10 მგ-იანი მონკასტა არ არის რეკომენდებული 15 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებისთვის.
6-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია მონკასტას 5 მგ დასაღეჭი ტაბლეტები.
2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია მონკასტას 4 მგ დასაღეჭი ტაბლეტები.
მონტელუკასტის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

თუ თქვენ მიიღეთ მონკასტას ჭარბი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ მონკასტას საჭიროზე მეტი დოზა დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევებში არ დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენების არსებობა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იყო: მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი, ღებინება და ჰიპერაქტივობა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ მონკასტას მიღება არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. განაგრძეთ პრეპარატის მიღების ჩვეული რეჟიმი: ერთი ტაბლეტი ერთჯერ დღეში.

თუ თქვენ შეწყვეტთ მონკასტას მიღებას
არ შეწყვიტოთ პრეპატატის მიღება თვითნებურად. მნიშვნლოვანია, რომ განაგრძოთ მონკასტას მიღება თქვენი ექიმის მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში, რაც ასევე დაგეხმარებათ ასთმის სიმპტომების გაკონტროლებაში.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

04

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად მონკასტამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
მონკასტას გარსით დაფარული 10 მგ ტაბლეტების კლინიკურ კვლევაში, ზოგადად (10-დან 1 პაციენტში) გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • მუცლის ტკივილი
  • თავის ტკივილი

აღნიშნული მოვლენები ჩვეულებრივ იყო სუსტი და ვლინდებოდა უფრო ხშირად ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში.

პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ არსებობს მონაცემები შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ:

  • სისხლდენისკენ მიდრეკილება;
  • ალერგიული რეაქციები, მათ შორის: გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.
  • ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, უძილობა, ადვილად გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, აგზნებადობა, მათ შორის აგრესიული ქცევები, ტრემორი, დეპრესია და ძალზე იშვიათ შემთხვევებში ფიქრები სუიციდზე.
  • თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტის შეგრძნება და/ან დაბუჟება, პაროქსიზმი.
  • ტაქიკარდია.
  • ცხვირიდან სისხლდენა.
  • საჭმლის მოუნელებლობა (დისპეპსია), დიარეა, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება.
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
  • სისხლჩაქცევები, გამონაყარი, ქავილი, სუსტი წითელი ლაქები კანქვეშ (ერყტჰემა ნოდოსუმ).
  • სახსრების ტკივილი (ართრალგია), კუნთების ტკივილი (მიალგია), მათ შორის კუნთების სპაზმები.
  • დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, შემცივნება.

ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით ძალზე იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სიმპტომთა კომბინაცია, როგორიცაა გრიპის მსგავსი დაავადება, ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებსა და ხელებში, მათი დაბუჟება, პულმონალური სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩარგ-სტრაუსის სინდრომი). ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული სიმპტომ(ებ)ის გამოვლენისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სიმპტომი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან თუ თქვენ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს რომლებიც მოცემულ ფურცელში არ არის აღწერილი, აცნობეთ თქვენს ექიმს.

როგორ შევინახოთ მონკასტა
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში რათა დაიცვათ პრეპარატი სინათლისაგან.
არ გამოიყენოთ მონკასტა ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც შეფუთვაზეა მითითებული. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ უნდა იქნას გადაგდებული საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ არასაჭირო პრეპარატი. აღნიშნული ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

05

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რას შეიცავს მონკასტა

  • აქტიური ინგრედიენტია მონტელუკასტი. თითოეული 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს მონტელუკასტს, რომელიც არის ნატრიუმის მონტელუკასტის 10.4 მგ ექვივალენტი.
  • სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზას ფხვნილი (E460), სტერეატი (E460), ნატრიუმის კარმელოზა (E468), მაგნიუმის სტერეატი (E572) ტაბლეტის შუაგულში, ასევე ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553ბ), პროპილენ გლიკოლი (E1520), წითელი რკინა ოქსიდი (E172) და ყვითელი რკინა ოქსიდი (E172) ტაბლეტის გარსში.

როგორ გამოიყურება მონკასტა და კოლოფის შემცველობა
გარსით დაფარული ვარდისფერი ტაბლეტები, ისინი არის მრგვალი, ოდნავ ორმხრივ-ამობურცული, დახრილი კიდეებით.
მონკასტა იწარმოება კოლოფებით, რომელშიც 28 გარსით დაფარული ტაბლეტია ბლისტერზე განაწილებული. თითოეულ ბლისტერზე არის 7 ან 14 ტაბლეტი.

06

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

28 შემოგარსული ტაბლეტი
თითოეული 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს მონტელუკასტს, რომელიც არის ნატრიუმის მონტელუკასტის 10.4 მგ ექვივალენტი.
მონკასტა შეიცავს ლაქტოზას.
უსაფრთხოების ზომების და სხვა კომპონენტების შესახებ იფორმაცია მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში.
პრეპარატი გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.
კრკა, ტოვარნა ზდრავილ დ.დ., ნოვო მესტო, სმარჯესკა კესტა 6, 8501, ნოვო მესტო, სლოვენია.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში რათა დაიცვათ პრეპარატი სინათლისაგან.
არ გამოიყენოთ მონკასტა ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც შეფუთვაზეა მითითებული.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ეარპასი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ეარპასი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ნეუტეკ ილაჩი, თურქეთი
დან14.69 ₾
ლევომონტი, 10მგ+5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევომონტი

10მგ+5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი
დან23.12 ₾
მედეოზინ-დუო, 4მგ/2.5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20; 10მგ/5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20

მედეოზინ-დუო

MEDEOZIN-DUO

4მგ/2.5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20; 10მგ/5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი Medeor, ინდოეთი
დან23.12 ₾
ვანსეარი დუო, 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30

ვანსეარი დუო

Onceair Duo

5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან36.93 ₾
ლევოლუკა, 10მგ+5მგ ტაბლეტი ფლაკონი №30

ლევოლუკა

10მგ+5მგ ტაბლეტი ფლაკონი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი გენუფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან36.94 ₾
მონაზილი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

მონაზილი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ილკო ილაჩ სანი, თურქეთი
დან36.94 ₾
მონაზილი ტაბ.5მგ/10მგ N30, 5მგ+10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

მონაზილი ტაბ.5მგ/10მგ N30

5მგ+10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი
დან36.94 ₾
ლუკამონტი პლიუსი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლუკამონტი პლიუსი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ფარმაქტივ ილაჩ სანი, თურქეთი
დან52.83 ₾
მოლუდესი 5 მგ/10 მგ, 5/10 მგ ტაბლეტი #30

მოლუდესი 5 მგ/10 მგ

Moludes

5/10 მგ ტაბლეტი #30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან55.25 ₾
ლუკამონტ™ პლუსი, (10მგ + 5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ლუკამონტ™ პლუსი

Lucamont™ Plus

(10მგ + 5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი Pharmactive Ilac San, თურქეთი
დან62.00 ₾
დესმოტი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

დესმოტი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი აბდი იბრაჰიმი, თურქეთი
დან71.90 ₾
მონტეზინ-დუალი, 10 მგ/ 5 მგ ტაბლეტი № 30

მონტეზინ-დუალი

Montezin -Dual

10 მგ/ 5 მგ ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
მონტეზინ-დუალი 5, 5 მგ/2,5 მგ ტაბლეტი № 30

მონტეზინ-დუალი 5

Montezin-Dual

5 მგ/2,5 მგ ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.