8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01858 Rx · რეცეპტით

ლუკამონტი

Lucamont

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

დან28.53 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ლუკამონტი, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
მოქმედი ნივთიერება
მონტელუკასტ ნატრიუმი (Montelukast)
მწარმოებელი
DEVA Holding, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
ასფარმა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ლუკამონტი ტაბლეტი 10მგ #28

    1.02 ₾ / ც. × 28

  • GPC ყველაზე იაფი

    ლუკამონტი ტაბლეტი 10მგ #28

    1.02 ₾ / ც. × 28

  • PSP ყველაზე იაფი

    ლუკამონტი 10მგ 28 ტაბლეტი

    1.02 ₾ / ც. × 28

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მონტელუკასტ ნატრიუმი. ჯერ ყველაზე იაფი.

მონტიგეტი, 10მგ ტაბლეტი №14

მონტიგეტი

10მგ ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი გეტზ ფარმა, პაკისტანი
დან14.84 ₾
მონტელუკასტი-4, 4მგ 28 საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტი-4

4მგ 28 საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან15.75 ₾
ვანსეარი, 4მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

ვანსეარი

ONCEAIR

4მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან16.08 ₾
პულმოკასტი, 4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

პულმოკასტი

PULMOKAST

4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან16.09 ₾
ვანსეარი, 5მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

ვანსეარი

ONCEAIR

5მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან20.77 ₾
მონტელუკასტი ნორმონი, 5 მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტი ნორმონი

Montelukast Normon

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
დან20.78 ₾
პულმოკასტი, 5მგ საღეჭი ტაბლეტი №28

პულმოკასტი

PULMOKAST

5მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან20.78 ₾
მონტელუკასტი ნორმონი, 10მგ ტაბლეტი №28

მონტელუკასტი ნორმონი

Montelukast Normon

10მგ ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
დან25.39 ₾
ლეპაკი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლეპაკი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან25.76 ₾
დენკ-ეარი, 10მგ ტაბლეტი №28

დენკ-ეარი

10მგ ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი სვის კაპსი, გერმანია
დან28.53 ₾
დენსონი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

დენსონი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან28.53 ₾
ვანსეარი, 10მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

ვანსეარი

ONCEAIR

10მგ საღეჭი ტაბლეტი #28; #84

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან28.53 ₾
მონკასტა, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

მონკასტა

Monkasta

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან28.53 ₾
პულმოკასტი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)

პულმოკასტი

PULMOKAST

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან28.53 ₾
ვანსეარი, 4მგ გრანულა 28 პაკეტი №28

ვანსეარი

4მგ გრანულა 28 პაკეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან36.25 ₾
ვანსეარი პედიატრიული, 4მგ გრანულა პაკეტი №28

ვანსეარი პედიატრიული

4მგ გრანულა პაკეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი აბდი იბრაჰიმი, თურქეთი
დან36.26 ₾
Onceair, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 84 ტაბლეტი №84

Onceair

10მგ ტაბლეტი საღეჭი 84 ტაბლეტი №84

მონტელუკასტ ნატრიუმი
დან68.22 ₾
აკრეტანი-სანოველი, 4 მგ საღეჭი ტაბლეტი #28

აკრეტანი-სანოველი

ACRETAN-SANOVEL

4 მგ საღეჭი ტაბლეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
აკრეტანი-სანოველი, 5მგ საღეჭი ტაბლეტი #28

აკრეტანი-სანოველი

ACRETAN-SANOVEL

5მგ საღეჭი ტაბლეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
აკრეტანი-სანოველი, 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

აკრეტანი-სანოველი

ACRETAN-SANOVEL

10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ვანსეარი ორალური გრანულები, 4მგ პაკეტი #28

ვანსეარი ორალური გრანულები

ONCEAIR 4mg PEDIATRIC ORAL GRANULE

4მგ პაკეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
კასტემონტი, 10 მგ ტაბლეტი #28

კასტემონტი

Castemont

10 მგ ტაბლეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
ურეცეპტო

კულენტო

CULENTO

4მგ/0.5გ 0.5გ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
Rx · რეცეპტით

მონკასტა

Monkasta

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №28 (7X4)

მონტელუკასტ ნატრიუმი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
მონტელუკასტი ნორმონი, 4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტი ნორმონი

Montelukast Normon

4მგ საღეჭი ტაბლეტი №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
მონტელუკასტი ნორმონი გრანულები, 4მგ პაკეტი #28

მონტელუკასტი ნორმონი გრანულები

Montelukast Normon

4მგ პაკეტი #28

მონტელუკასტ ნატრიუმი Normon, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
მოტეკი 10მგ, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

მოტეკი 10მგ

Moteqi® 10mg

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი Sandoz Ilac Sanayi ve Ticaret AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მოტეკი 4მგ, 4 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მოტეკი 4მგ

Moteqi® 4mg

4 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი Sandoz Ilac Sanayi ve Ticaret AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მოტეკი 5მგ, 5 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მოტეკი 5მგ

Moteqi® 5mg

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №14

მონტელუკასტ ნატრიუმი Sandoz Ilac Sanayi ve Ticaret AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

სინგულარი

SINGULAIR

5 მგ საღეჭი ტაბლეტი №14; №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით

სინგულარი

SINGULAIR

4მგ საღეჭი ტაბლეტი №14; №28

მონტელუკასტ ნატრიუმი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით

სინგულარი

SINGULAIR

10მგ ტაბლეტი №14;№28

მონტელუკასტ ნატრიუმი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: მონტელუკასტს 10 მგ-ს (10,4 მგ ნატრიუმის მონტელუკასტის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (Pharmatose 200 M), მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 101, PH 102), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (Ac-Di-Sol), მაგნიუმის სტეარატი, Opadry Yellow 20A22156.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ბრონქული ასთმის საწინააღმდეგო საშუალება. ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტი.

ათქ კოდი: R03DC03.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) წარმოადგენს ანთებით ეიკოზანოიდებს, რომლებიც გამოთავისუფლდებიან სხვადასხვა უჯრედებიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან. ეს ეიკოზანოიდები უკავშირდებიან სისტემურ ლეიკოტრიენულ რეცეპტორებს (CysLT) ადამიანის სასუნთქ გზებში. სასუნთქი გზების შეშუპება, ბრონქების გლუვი მუსკულატურის სპაზმი, უჯრედების აქტივობის შეცვლა ბრონქული ასთმის პათოფიზიოლოგიაში, რაც დაკავშირებულია ანთებასთან, გამოწვეულია ცისტეინური ლეიკოტრიენების და ლეიკოტრიენების რეცეპტორებთან შეკავშირებით. მონტელუკასტი - არის პერორალური აქტიური ნაერთი, რომელიც მაღალი მსგავსობით და სპეციფიკურობით უკავშირდება CysLT1 რეცეპტორებს. მონტელუკასტი ძლიერ აინჰიბირებს LTD4-ის ფიზიოლოგიურ მოქმედებას CysLT1 რეცეპტორებზე, და ამასთანავე არ ავლენს რაიმე აგონისტურ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

მონტელუკასტი შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება. მოზრდილებში 10 მგ შემოგარსული ტაბლეტების უზმოზე მიღებისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Сmax) მიიღწევა 3-4 საათში (Tmax). საშუალო ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას შეადგენს 64%-ს. სტანდარტული საუზმე არ მოქმედებს ბიოშეღწევადობასა და Сmax-ზე. 5 მგ საღეჭი ტაბლეტების უზმოზე მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია მოზრდილებში საშუალოდ მიიღწევა 2-2,5 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 73%-ს, სტანდარტული საუზმის შემდეგ - 63%-ს.

2-4 წლის ბავშვებში 4 მგ საღეჭი ტაბლეტის უზმოზე მიღებისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია საშუალოდ მიიღწევა 2 საათში.

ფარმაკოკინეტიკა ორი 5 მგ საღეჭი ტაბლეტის მიღებისას, ერთი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტის მიღებასთან შედარებით, შეფასებული არ არის.

განაწილება

სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება 99%-ზე მეტით. მონტელუკასტის განაწილების მოცულობა შეადგენს საშუალოდ 8-11 ლიტრს.

მეტაბოლიზმი

მონტელუკასტი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტებით CYP3A4 ve 2C8/9. თერაპიული დოზების გამოყენებისას პლაზმაში მონტელუკასტის მეტაბოლიტების კონცენტრაცია თანასწორულ მდგომარეობაში მოზარდებში და ბავშვებში არ განისაზღვრება.

გამოყოფა

მონტელუკასტის კლირენსი შეადგენს საშუალოდ 45 მლ/წთ. მონტელუკასტის ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოზრდილებში შეადგენს 2,7-5,5 საათს. მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თითქმის მხოლოდ ნაღველთან ერთად. დღეში თითო 10 მგ შემოგარსული ტაბლეტის მიღებისას აღინიშნება პლაზმაში აქტიური ნივთიერების ზომიერი (დაახლოებით 14%) დაგროვება.

მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა ინარჩუნებს პრაქტიკულად ხაზოვან ხასიათს 50 მგ-მდე დოზის შიგნით მიღებისას.

03

ჩვენებები

ლუკამონტი ™ ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ბრონქული ასთმის პროფილაქტიკა და ხანგრძლივი მკურნალობა ავადმყოფებში 15 წლის ზემოთ, დღის და ღამის სიმპტომების თავიდან აცილების ჩათვლით:
  • ალერგიული რინიტის დღის და ღამის სიმპტომების (სეზონური და მუდმივი) შემსუბუქება ავადმყოფებში 15 წლის ზემოთ.
04

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითება

ლუკამონტის™ ტაბლეტების ეფექტურობა ბრონქოსპაზმის მოსახსნელად ბრონქული ასთმის შეტევების დროს დადგენილი არ არის, ამიტომ პაციენტებს უნდა დაენიშნოს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები შეტევების მოსახსნელად. ბრონქული ასთმის გამწვავების დროს ლუკამონტის™ ტაბლეტებით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს. ერთდროულად გამოყენებული საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირება შესაძლებელია თანდათანობით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, დაუშვებელია საინჰალაციო ან პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების მოულოდნელად ჩანაცვლება ლუკამონტის™ ტაბლეტებით.

ლუკამონტი™ არ გამოიყენება ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმის დროს.

ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გამწვავებული ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში შეტევების პროფილაქტიკისათვის საჭიროა საინჰალაციო β-აგონისტების გამოყენების გაგრძელება.

საჭიროა ასპირინის მიმართ მგრძნობიარე ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების გაფრთხილება ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისაგან თავის შეკავების შესახებ პრეპარატ ლუკამონტით™ მკურნალობის პერიოდში.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლუკამონტს™, შესაძლებელია სისტემური ეოზინოფილია და იშვიათ შემთხვევებში - ვასკულიტი, ზოგჯერ დიაგნოსტირებული, როგორც ჩარგ-სტრაუსის სინდრომი, და დაკავშირებული გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური დოზის შემცირებასთან. აუცილებელია პაციენტების ინფორმირება ეოზინოფილიის, ვასკულარული გამონაყარის, ფილტვის სიმპტომების გაუარესების, კარდიოლოგიური გართულებებისა და ნეიროპათიის შესახებ. გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური დოზის შემცირებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლუკამონტს™, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა და შესაბამისი კლინიკური დაკვირვების ჩატარება.

არსებობს ცნობები ფსიქონევროლოგიური დარღვევების შესახებ მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში, რომლებიც იღებენ ლუკამონტს™. პოსტმარკეტინგულ მონაცემებში არსებობს ცნობები ისეთი დარღვევების შესახებ, როგორიცაა საგანგაშო აღგზნებადობა, აგრესიული ქცევა ან მტრულად განწყობა, შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, უძილობა, მოუსვენრობა, ჭარბი მოძრაობა, სომნამბულიზმი, სუიციდური აზრები და ქცევა (მათ შორის სუიციდის მცდელობები), ტრემორი.

პაციენტებმა და ექიმმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ფსიქონევროლოგიური დარღვევების მიმართ. საჭიროა პაციენტების ინფორმირება ექიმთან მიმართვის აუცილებლობის შესახებ აღნიშნული სახის დარღვევების გამოვლენისას. აღნიშნული სახის დარღვევების გამოვლენისას ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს პრეპარატი ლუკამონტით™ მკურნალობის რისკი და სარგებლიანობა.

05

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა (კატეგორია B)

პრეპარატი ლუკამონტის™ მიღებასთან დაკავშირებით კონტროლირებადი და ადეკვატური კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ლუკამონტი™ გამოიყენება ორსულოსბის დროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაცია

ცნობილი არ არის გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი დედის რძეში. ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ლუკამონტის™ გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

გამოყენება ბავშვებში

არსებობს ცნობები, რომ 4 მგ საღეჭი ტაბლეტების შედარებით კლინიკურ კვლევებში 2-5 წლის, 6-14 წლის ბავშვებისა და მოზარდების ჯგუფში ეფექტურობისა და უსაფრთხოების განსხვავებები არ აღინიშნებოდა. მონტელუკასტის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ასაკობრივი განსხვავებები ეფექტურობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ აღინიშნებოდა.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

არ ახდენს მოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოქმედებები

მონტელუკასტი მთლიანობაში კარგად გადაიტანება. მსუბუქი გვერდითი მოვლენები არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. გვერდითი მოვლენების ზოგადი სიხშირე შედარებულია პლაცებოსთან. მონტელუკასტით მკურნალობისას აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი მოვლენები (სიხშირე 1% და მეტი პლაცებოსთან შედარებით): თავის ტკივილი და აბდომინური ტკივილი. სხვა გვერდითი მოვლენები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გასტროენტერიტი, გრიპის მსგავსი მოვლენები, ფარინგიტი, სინუსიტი, ხველება, ცხვირის გაჭედვა, დაღლილობა, ძილიანობა.

შეშუპება, ფსიქიკური დარღვევები (მათ შორის საგანგაშო აღგზნებადობადა მოუსვენრობა), ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, კანკალი, სიმშრალე პირის ღრუში, თავბრუსხვევა და არტრალგია არის სავარაუდო, მაგრამ არა დადასტურებული გვერდითი მოქმედებები.

მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

06

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ლუკამონტი™ შეიძლება დაინიშნოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება ბრონქული ასთმის პროფილაქტიკისათვის და ხანგრძლივი მკურნალობისთვის. ურთიერთმედებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტის რეკომენდებული კლინიკური დოზა არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს თეოფილინის, პრედნიზონის, პრედნიზოლონის, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების (ეთინილესტრადიოლი/ ნორეტინდრონი 35/1), ტერფენადინის, დიგოქსინისა და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე. ხშირად დანიშნულ თირეოიდულ ჰორმონებთან, სედატიურ საძილე საშუალებებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ბენზოდიაზეპინებთან, დეკონგენსანტებთან ერთდროულად დანიშვნისას არასასურველი ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა. ერთჯერადად 10 მგ მონტელუკასტის ფენოფარბიტალთან ერთდროულად დანიშვნისას მრუდის ქვეშ ფართობი კონცენტრაცია-დრო (AUC) მცირდება დაახლოებით 40%-ით.მონტელუკასტი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომა P450 CYP3A4-ით და 2C8/9-ით. P450 CYP3A4-ის ინდუცირების საშუალებებთან, მაგალითად ფენობარბიტალთან და რიფამპიცინთან, ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება პლაზმაში კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება. პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

კრაზანას ექსტრაქტთან (St. John’s wort) ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია მონტელუკასტის კონცენტრაციის დაქვეითება.

გამოყენების წესი და დოზები

15 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ძილის წინ მისაღები დღე-ღამის დოზა შეადგენს თითო 10 მგ შემოგარსულ ტაბლეტს.

ზოგადი რეკომენდაციები

თერაპილი მოქმედება ბრონქული ასთმის მიმდინარეობის ამსახველ მაჩვენებლებზე ვითარდება პირველი დღის განმავლობაში. ლუკამონტის™ გამოყენება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პაციენტმა უნდა გააგრძელოს ლუკამონტის™ მიღება როგორც ბრონქული ასთმის გამწვავების პერიოდში, ასევე მისი სიმპტომების კონტროლირების პერიოდში. ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმელების უკმარისობით, ასევე ღვიძლის ფუქნციის მსუბუქი ან ზომიერად მძიმე დარღვევებით დოზის სპეციალურ შერჩევას არ საჭიროებს.

პრეპარატ ლუკამონტის™ დანიშვნა ბრონქული ასთმის მკურნალობის სხვა სახეობებთან კომბინაციაში.

ლუკამონტი™ შეიძლება დაინიშნოს ბრონქული ასთმის მკურნალობის არსებული რეჟიმის დამატების სახით.

დოზის შემცირება კომბინირებული მკურნალობის დროს

მკურნალობა ბრონქოდილატატორებით: ლუკამონტი™ შეიძლება დაინიშნოს მკურნალობის დამატების სახით პაციენტებში, რომლებშიც ბრონქული ასთმის კონტროლირება არ ხდება მხოლოდ ბრონქოდილატატორების გამოყენებით. თერაპიული ეფექტის მიღწევისას (ჩვეულებრივ პირველი დოზის შემდეგ), ბრონქოდილატატორების დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს.

საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდები: ლუკამონტი™ შეიძლება დაინიშნოს მკურნალობის დამატების სახით პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებით. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისას შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის თანდათანობით შემცირება. ზოგ პაციენტში საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდები შეიძლება საერთოდ მოიხსნას.

არ შეიძლება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის მოულოდნელად ჩანაცვლება ლუკამონტით™.

07

ჭარბი დოზირება

ცნობები პრეპარატ ლუკამონტით™ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სპეციფიკური მკურნალობის შესახებ არ არის.

პერიტონეალური დიალიზის ან ჰემოდიალიზის გზით მონტელუკასტის შესაძლო გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არის.

08

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ლუკამონტი™, შემოგარსული ტაბლეტები ბლისტერში. 2 ბლისტერი (28 შემოგარსული ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 25°C-ზე დაბალი ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან და ტენიანობისაგან დაცულ ადგილზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალ შეფუთვაში.

09

ვარგისობის ვადა

3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

10

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II -გამოიყენება ექიმის დანიშნულებით

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ეარპასი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ეარპასი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ნეუტეკ ილაჩი, თურქეთი
დან14.69 ₾
ლევომონტი, 10მგ+5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევომონტი

10მგ+5მგ ტაბლეტი საღეჭი 20 ტაბლეტი №20

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი
დან23.12 ₾
მედეოზინ-დუო, 4მგ/2.5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20; 10მგ/5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20

მედეოზინ-დუო

MEDEOZIN-DUO

4მგ/2.5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20; 10მგ/5მგ-იანი სტრიპიანი შეფუთვა ტაბლეტი #20

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი Medeor, ინდოეთი
დან23.12 ₾
ვანსეარი დუო, 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30

ვანსეარი დუო

Onceair Duo

5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან36.93 ₾
ლევოლუკა, 10მგ+5მგ ტაბლეტი ფლაკონი №30

ლევოლუკა

10მგ+5მგ ტაბლეტი ფლაკონი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი გენუფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან36.94 ₾
მონაზილი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

მონაზილი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ილკო ილაჩ სანი, თურქეთი
დან36.94 ₾
მონაზილი ტაბ.5მგ/10მგ N30, 5მგ+10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

მონაზილი ტაბ.5მგ/10მგ N30

5მგ+10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი
დან36.94 ₾
ლუკამონტი პლიუსი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ლუკამონტი პლიუსი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ფარმაქტივ ილაჩ სანი, თურქეთი
დან52.83 ₾
მოლუდესი 5 მგ/10 მგ, 5/10 მგ ტაბლეტი #30

მოლუდესი 5 მგ/10 მგ

Moludes

5/10 მგ ტაბლეტი #30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან55.25 ₾
ლუკამონტ™ პლუსი, (10მგ + 5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ლუკამონტ™ პლუსი

Lucamont™ Plus

(10მგ + 5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი Pharmactive Ilac San, თურქეთი
დან62.00 ₾
დესმოტი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

დესმოტი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

დესლორატადინი + მონტელუკასტ ნატრიუმი აბდი იბრაჰიმი, თურქეთი
დან71.90 ₾
მონტეზინ-დუალი, 10 მგ/ 5 მგ ტაბლეტი № 30

მონტეზინ-დუალი

Montezin -Dual

10 მგ/ 5 მგ ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
მონტეზინ-დუალი 5, 5 მგ/2,5 მგ ტაბლეტი № 30

მონტეზინ-დუალი 5

Montezin-Dual

5 მგ/2,5 მგ ტაბლეტი № 30

ლევოცეტირიზინი + მონტელუკასტ ნატრიუმი ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.