მონოგრაფია Nº 01938 ურეცეპტო
მელონი
Melon
100მლ სიროფი ფლაკონში
დან20.40 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ამბროქსოლი (Ambroxol hydrochloride) Guaifenesin სალბუტამოლი (Salbutamol)
- მწარმოებელი
- ავერსი ფარმა, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ავერსი ფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
100მლ
-
GPC ყველაზე იაფი
მელონი სიროფი 100მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗20.40 ₾
24.00 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
მელონი სიროფი 100მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗20.40 ₾
24.00 ₾
100მლ · 100მლ
-
ავერსი ყველაზე იაფი
მელონი 100მლ სიროფი ფლ
ყიდვა ↗23.99 ₾
-
PSP
მელონი - Melon 100მლ 1 ფლაკონი
ყიდვა ↗24.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამბროქსოლი + Guaifenesin + სალბუტამოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს – 15 მგ,
სალბუტამოლის სულფატს, ეკვივალენტურს სალბუტამოლის 2 მგ-ისა,
გვაიფენეზინს – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი Ponceau 4R (E 124),
სიროფის 5 მლ შეიცავს:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს _ 15 მგ, სალბუტამოლის სულფატს, ეკვივალენტურს სალბუტამოლის 1 მგ-ისა, გვაიფენეზინს – 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გლუკოზა, გლიცერინი, სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენგლიკოლი, მარწყვის ესენცია, ანანასის ესენცია, საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), გასუფთავებული წყალი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ტაბლეტები: მკრთალი ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები მუქი ვარდისფერი ჩანართებით, ნაზოლითა და ჭდით.
სიროფი: ღია ნარინჯისფერი ბლანტი სითხე არომატული სუნითა და მოტკბო გემოთი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მელონი წარმოადგენს ბრონქოლიზურ, მუკოლიზურ და ამოსახველებელ საშუალებას. პრეპარატის ეფექტურობას განაპირობებს მასში შემავალი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებები. ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტი, იგი ხელს უწყობს ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელური ჯირკვლების მიერ სეკრეტის გამოყოფას, ზრდის სურფაქტანტის შემცველობას ფილტვებში, ააქტივებს ჰიდროლიზურ ფერმენტებს, რის გამოც ხელს უწყობს ნახველის გათხიერებას. მუკოცილიარული ტრანსპორტის გაძლიერების გამო ხელს უწყობს ტრაქეობრონქული ხის განთავისუფლებას ნახველისაგან. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სალბუტამოლი წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტურ საშუალებას, იგი სელექტიურად მოქმედებს ბრონქების ბეტა-2 რეცეპტორებზე, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას და ამ გზით ამცირებს წინაღობას ზედა სასუნთქ გზებში, ახდენს ბრონქოსპაზმის კუპირებას, ზრდის ფილტვების სასიცოცხლო მოცულობას.
გვაიფენეზინს გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. იგი ათხიერებს ნახველს და ხელს უწყობს სასუნთქი გზების განთავისუფლებას ნახველისაგან.
ფარმაკოკინეტიკა
ამბროქსოლი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 80 %-ს, ყველაზე მაღალ კონცენტრაციას ამბროქსოლი აღწევს ფილტვებში, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში, პრეპარატის 90 % გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ამბროქსოლის მოქმედება იწყება 30 წთ-ში და გრძელდება 6-12 სთ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მესამე დღეს.
სალბუტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 10%-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 სთ-ს. ღვიძლში განიცდის პირველად დაშლას, მისი ძირითადი მეტაბოლიტია არააქტიური სულფატური კონიუგატი, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად.
გვაიფენეზინი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 სთ-ს, ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად.
ჩვენებები
- პროდუქციული ხველით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- ბრონქული ასთმა;
- ბრონქოექტაზია;
- ბრონქიოლიტი;
- მუკოვისციდოზი.
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტები:
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში _ 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
სიროფი:
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 2.5 მლ 3-ჯერ დღეში;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 5 მლ 3-ჯერ დღეში;
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში _ 5-10 მლ 3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პალპიტაცია, ტაქიკარდია;
სასუნთქი სისტემის მხრივ: რინორეა, ზემო სასუნთქი გზების სიმშრალე;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე;
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ტრემორი;
ალერგიული რეაქციები: შეშუპება, გამონაყარი კანზე, შეწითლება, სახის შეშუპება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გულის პათოლოგიები, ჰიპერთირეოიდიზმი, ორსულობა და ლაქტაცია, მწვავე პორფირია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის 28 კვირის შემდგომ პერიოდში ჩატარებულმა კლინიკამდელმა და კლინიკურმა კვლევებმა ამბროქსოლის უარყოფითი ზემოქმედება ორსულებზე არ გამოავლინა. სალბუტამოლის გამოყენება აკრძალულია ორსულობის I და II ტრიმესტრში სპონტანური აბორტის შესაძლო განვითარების გამო, III ტრიმესტრში პლაცენტის ნაადრევი აშრევებისა და სისხლდენის საშიშროების არსებობისას, ასევე III ტრიმესტრის ტოქსიკოზის დროს. სალბუტამოლი გადადის დედის რძეში, ამის გამო ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ბავშვზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ჰიპერთირეოზის, გულის უკმარისობის, არითმიების, QT-ინტერვალის გახანგრძლივებისადმი მიდრეკილების და ჰიპერტენზიის დროს. გვაიფენეზინი არ გამოიყენება პერსისტიული ხველის დროს, რომელიც განპირობებულია თამბაქოს მოხმარებით, ბრონქული ასთმით, ემფიზემით, ჭარბი ბრონქული სეკრეციით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატის დანიშვნა და გამოყენება ხდება მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ხანგრძლივად მიმდინარე ხველა შესაძლებელია იყოს რომელიმე სერიოზული დაავადების სიმპტომი. თუ ხველა გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს, აღინიშნება მისი გაძლიერება ან ხველას დაერთო ცხელება, გამონაყარი, თავის ტკივილი, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ექიმის კონსულტაციის გარეშე გვაიფენეზინი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობის დროს. იგი არ გამოიყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფას.
ჭარბი დოზირება
ჰიპერდოზირებისას მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება, მკურნალობა სიმპტომურია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ამბროქსოლი აუმჯობესებს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი) შეღწევადობას სასუნთქ სისტემაში. ამბროქსოლი ეფექტურად გამოიყენება დოქსიციკლინთან კომბინაციაში. მელონის გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვებში ნახველის დაგროვება.
სალბუტამოლის გამოყენებისას სხვა ბეტა-2 აგონისტებთან, კორტიკოსტეროიდებთან, შარდმდენებსა და ქსანთინებთან ერთად იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი.
თეოფილინთან კომბინაციაში მატულობს ტაქიკარდიისა და სუპრავენტრიკულური არითმიების განვითარების რისკი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ამბროქსოლი
AMBROXOL
30მგ ტაბლეტი #20
ჰალიქსოლი® ტაბლეტები
HALIXOL®
30მგ ტაბლეტი #20
სალბუტამოლი
SALBUTAMOL
100მკგ/დოზაში 200 დოზა დოზირებული საინჰალაციო აეროზოლი მეტალის ინჰალატორი №1 გამფრქვევ მოწყობილობასთან ერთად შეფუთვაში
სალბუტამოლი ალდო-უნიონი
100მკგ/1დოზა სპრეი საინჰალაციო ფლაკონი №1 200დოზა
ფლავამედი®
Flavamed®
30მგ ტაბლეტი #20
ბრონქოდილი
Bronchodil
30მგ ტაბლეტი #20
ჰალიქსოლი® სიროფი
HALIXOL®
სიროფი 100 მლ
ნებუტამოლი
1მგ/მლ ხსნარი 1 ამპულა №10 2 მლ
პულმოლანი
PULMOLAN
30მგ ტაბლეტი #20
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები
Flavamed effervescent tablets
60 მგ შუშხუნა ტაბლეტი #10
ლიზლი
Lizly
15მგ/5მლ 100მლ სიროფი
ლაზოლვანი
Lasolvan
30 მგ ტაბლეტი №20; №50
ფლავამედი® ხსნარი
Flavamed®
ხსნარი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონში
ამბროქსოლი 15
AMBROXOL 15
15მგ/5მლ100მლ სიროფი
პულმოლანი
PULMOLAN
სიროფი 30მგ/5მლ 100 მლ
ლაზოლვანი
Lasolvan
15მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით
პულმოქსოლი
Pulmoxol
30მგ/5მლ სიროფი 150 მლ ფლაკონი #1
ლაზოლვანი
Lasolvan
30მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით
ლიზლი
Lizly
30მგ ტაბლეტი #50
სალბუტამოლი
SALBUTAMOL
4მგ ტაბლეტი #40
ალდობრონქიალი
2მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 100მლ
ბროვენსინი
BROVENSIN
100მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
ვენტოდუო
100მკგ+50მკგ/1დოზა სუსპენზია საინჰალაციო ფლაკონი №1 200დოზა/10მლ
სალბუაირი
2.5მგ/2.5მლ ხსნარი 60 ფლაკონი №60
სალბუაირი (სალბუტამოლი)
2.5მგ/2.5მლ ხსნარი საინჰალაციო №60
კომბიპრასალი
0.5მგ+2.5მგ ხსნარი საინჰალაციო ამპულა №20 2.5მლ
ამბრობენე
AMBROBENE
30მგ ტაბლეტი #20
ამბრობენე
AMBROBENE
15მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონში საზომი ჭიქით
ამბროქსი-დენკი 60
Ambrox-Denk 60
60მგ შუშხუნა ტაბლეტი #20
ამბროქსოლი 30
AMBROXOL 30
30მგ/5მლ100მლ სიროფი
ბრონქობრიუ დექსტრო
Bronchobru Dextro
125მლ სიროფი მინის ფლაკონში
ბრონქოდილი
Bronchodil
15მგ/5მლ სიროფი 100მლ ფლაკონი #1
ვენტაკორტი
VENTACORT
100მკგ/დოზაში 200 დოზა დოზირებული საინჰალაციო აეროზოლი მეტალის ინგალატორი №1 გამფრქვევ მოწყობილობასთან ერთად შეფუთვაში
ვენტოლინი
VENTOLIN
არაფრეონული დოზირებული აეროზოლი ინჰალაციისათვის 100 მკგ/1 დოზა: ფლ. 200 დოზა
ლაზოლვანი
Lasolvan
7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1
ლიზლი SR
Lizly SR
75მგ კაფსულა #50
ნოვექსი ამბროქსოლი
Novex Ambroxol
15მგ/5მლ 90მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
სალბუტამოლი
SALBUTAMOL
2 მგ ტაბლეტი №30 4 მგ ტაბლეტი №30 მინის ფლაკონში
სალბუტამოლი
SALBUTAMOL
100მკგ/დოზაში 200 დოზა საინჰალაციო სუსპენზია ალუმინის ბალონი №1
სალბუტამოლი
Salbutamol
4მგ ტაბეტი №1000
სალბუტამოლი ალდო-უნიონი
salbutamol union
100მკგ/დოზა საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში
სტოპტუსინი
STOPTUSSIN
10მლ წვეთები ფლაკონში, 4მგ/100მგ ტაბლეტი #20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.