8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00516 ურეცეპტო

ბრონქოდილი

Bronchodil

30მგ ტაბლეტი #20

დან8.12 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ბრონქოდილი, 30მგ ტაბლეტი #20
მოქმედი ნივთიერება
ამბროქსოლი (Ambroxol hydrochloride)
მწარმოებელი
Rompharm Company, რუმინეთი
იმპორტიორი საქართველოში
გეფა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ბრონქოდილი ტაბლეტი 30მგ #20

    0.41 ₾ / ც. × 20

    8.12 ₾

    9.55 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ბრონქოდილი ტაბლეტი 30მგ #20

    0.41 ₾ / ც. × 20

    8.12 ₾

    9.55 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ბრონქოდილი - Bronchodil 30მგ 20 ტაბლეტი

    0.48 ₾ / ც. × 20

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამბროქსოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ამბროქსოლი, 30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი

AMBROXOL

30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი Borshchahivskiy CPP, უკრაინა
დან1.74 ₾
ჰალიქსოლი® ტაბლეტები, 30მგ ტაბლეტი #20

ჰალიქსოლი® ტაბლეტები

HALIXOL®

30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან6.42 ₾
ფლავამედი®, 30მგ ტაბლეტი #20

ფლავამედი®

Flavamed®

30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან7.59 ₾
ჰალიქსოლი® სიროფი, სიროფი 100 მლ

ჰალიქსოლი® სიროფი

HALIXOL®

სიროფი 100 მლ

ამბროქსოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან8.20 ₾
პულმოლანი, 30მგ ტაბლეტი #20

პულმოლანი

PULMOLAN

30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან10.33 ₾
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები, 60 მგ შუშხუნა ტაბლეტი #10

ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები

Flavamed effervescent tablets

60 მგ შუშხუნა ტაბლეტი #10

ამბროქსოლი Hermes Arzneimittel GmbH, გერმანია
დან10.93 ₾
ლიზლი, 15მგ/5მლ 100მლ სიროფი

ლიზლი

Lizly

15მგ/5მლ 100მლ სიროფი

ამბროქსოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.60 ₾
ლაზოლვანი, 30 მგ ტაბლეტი №20; №50

ლაზოლვანი

Lasolvan

30 მგ ტაბლეტი №20; №50

ამბროქსოლი Boehringer Ingelheim Ellas S.A, საბერძნეთი
დან12.21 ₾
ფლავამედი® ხსნარი, ხსნარი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონში

ფლავამედი® ხსნარი

Flavamed®

ხსნარი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონში

ამბროქსოლი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან12.33 ₾
ამბროქსოლი 15, 15მგ/5მლ100მლ სიროფი

ამბროქსოლი 15

AMBROXOL 15

15მგ/5მლ100მლ სიროფი

ამბროქსოლი Borshchahivskiy CPP, უკრაინა
დან12.46 ₾
პულმოლანი, სიროფი 30მგ/5მლ 100 მლ

პულმოლანი

PULMOLAN

სიროფი 30მგ/5მლ 100 მლ

ამბროქსოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან14.35 ₾
ლაზოლვანი, 15მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით

ლაზოლვანი

Lasolvan

15მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით

ამბროქსოლი Boehringer Ingelheim Espana SA, ესპანეთი
დან15.69 ₾
პულმოქსოლი, 30მგ/5მლ სიროფი 150 მლ ფლაკონი #1

პულმოქსოლი

Pulmoxol

30მგ/5მლ სიროფი 150 მლ ფლაკონი #1

ამბროქსოლი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან16.13 ₾
ლაზოლვანი, 30მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით

ლაზოლვანი

Lasolvan

30მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით

ამბროქსოლი Boehringer Ingelheim Espana SA, ესპანეთი
დან16.39 ₾
ლიზლი, 30მგ ტაბლეტი #50

ლიზლი

Lizly

30მგ ტაბლეტი #50

ამბროქსოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან20.76 ₾
ამბრობენე, 30მგ ტაბლეტი #20

ამბრობენე

AMBROBENE

30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი ტევა, უკრაინა
ურეცეპტო
ამბრობენე, 15მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონში საზომი ჭიქით

ამბრობენე

AMBROBENE

15მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონში საზომი ჭიქით

ამბროქსოლი ტევა, უკრაინა
ურეცეპტო
ამბროქსი-დენკი 60, 60მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

ამბროქსი-დენკი 60

Ambrox-Denk 60

60მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

ამბროქსოლი Losan Pharma GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ამბროქსოლი 30, 30მგ/5მლ100მლ სიროფი

ამბროქსოლი 30

AMBROXOL 30

30მგ/5მლ100მლ სიროფი

ამბროქსოლი Borshchahivskiy CPP, უკრაინა
ურეცეპტო
ბრონქოდილი, 15მგ/5მლ სიროფი 100მლ ფლაკონი #1

ბრონქოდილი

Bronchodil

15მგ/5მლ სიროფი 100მლ ფლაკონი #1

ამბროქსოლი Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
ლაზოლვანი, 7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1

ლაზოლვანი

Lasolvan

7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1

ამბროქსოლი Istituto De Angeli S.r.l, იტალია
ურეცეპტო
ლიზლი SR, 75მგ კაფსულა #50

ლიზლი SR

Lizly SR

75მგ კაფსულა #50

ამბროქსოლი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
ნოვექსი ამბროქსოლი, 15მგ/5მლ 90მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

ნოვექსი ამბროქსოლი

Novex Ambroxol

15მგ/5მლ 90მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

ამბროქსოლი ჰერბიონ ფარმა, პაკისტანი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი - 30.0 მგ
დამხმარე ნივთიერება:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამბროქსოლი (ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტი) წარმოადგენს მუკოლიზურ პრეპარატს, რომელიც აუმჯობესებს ნახველის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს მის წებოვნებას და ადჰეზიურ თვისებებს, რაც განაპირობებს ნახველის სასუნთქი გზებიდან გამოსვლას.
ამბროქსოლი ასტიმულირებს ბრონქული ჯირკვლების სეროზული უჯრედების აქტივობას, მათ მიერ ფერმენტების გამომუშავებას, რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობენ ნახველის პოლისაქარიდებს შორის არსებული ბმების რღვევაში, აგრეთვე ასტიმულირებს სურფაქტანტის წარმოქმნას და უშუალოდ მოქმედებს ბრონქების წამწამოვანი ეპითელიუმის გააქტივებაში და ხელს უშლის მათ ერთმანეთთან შეწებებას.
პრეპარატის პერორალურად მიღებიდან თერაპიული ეფექტი ვლინდება 30 წუთში, ხოლო მოქმედება გრძელდება 6-12 საათის განმავლობაში (მიღებული დოზის მიხედვით).

03

ჩვენებები

ბრონქოდილის ტაბლეტები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც ნახველი ხასიათდება წებოვნებით და დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული ამოხველების თანხლებით:

  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია
  • ბრონქული ასთმა
  • ბრონქოექტაზური დაავადება
04

მიღების წესი და დოზირება

ბრონქოდილის ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობით თბილ სითხესთან ერთად.
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: პირველი 2-3 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (90 მგ/დღე-ღამეში). შემდგომი მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (60 მგ/დღე-ღამეში).
6-დან 12 წლამდე ბავშვებში პირველი ორი დღის განმავლობაში 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (30-45 მგ/დღე-ღამეში). შემდგომი მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (30 მგ/დღე-ღამეში).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე. ექიმის დანიშნულების გარეშე ბრონქოდილის მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

05

გვერდითი მოვლენები

იშვიათად ვითარდება სისუსტე, თავის ტკივილი, პირის ღრუსა და სასუნთქი გზების სიმშრალე, ნერწყვდენა, რინორეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დიზურია, ეგზანთემა. განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევებში ვითარდება ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, სახის არეში ანგიონევროზული შეშუპებები, სუნთქვის დარღვევა, ტემპერატურული რეაქცია შემცივნებით).
არსებობს მონაცემები ალერგიული კონტაქტური დერმატიტების და, ერთ შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შესახებ.

06

უკუჩვენებები

აბსოლუტური უკუჩვენება:

  • მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის მიმართ ან მზა პრეპარატის სხვა კომპონენეტების მიმართ.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
  • ეპილეფსიის სინდრომი
  • 2 წლამდე ბავშვები (ბავშვებისათვის არსებობს წამლის სხვა ფორმა: ბრონქოდილის სიროფი)

შედარებითი უკუჩვენება:
თირკმლის ფუნქციური შესაძლებლობების შეზღუდვის დროს და/ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს ბრონქოდილის მიღება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით, რაც ვლინდება შემცირებული დოზის გამოყენებასა და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდაში (ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ).
ბრონქების მოტორიკის მოშლისა და სეკრეტის დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაშიც აუცილებელია ბრონქოდილის მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით; ასეთ შემთხვევაში მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

07

ორსულობა და ლაქტაცია

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები ნაყოფსა და ჩვილ ბავშვებზე ამბროქსოლის უარყოფითი მოქმედების შესახებ, ბრონქოდილის გამოყენება ორსულობისა და (განსაკუთრებით 1 ტრიმესტრში) და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განისაზღვრება თანაფარდობა პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლო სარგებელსა და რისკს შორის.

08

ჭარბი დოზირება

ამბროქსოლის მიმართ ტოლერანტობა მაღალია 25 მგ/კგ-მდე დოზებში.
სიმპტომები: ნერწყვდენის გაძლიერება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება.
მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან პირველი 1-2 საათის განმავლობაში, ცხიმის შემცველი საკვები პროდუქტების მიღება; აუცილებელია ჰემოდინამიკის მაჩვენებლების კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ხველების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატების (მაგალითად კოდეინის შემცველი) ბრონქოდილთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული ხველების შემცირების ფონზე ნახველის ამოღების გაძნელების გამო.
ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენების დროს (ამოქსაცილინი, ცეფუროქსინი, ერითრომიცინი, დოქსაციკლინი) უმჯობესდება ანტიბიოტიკების სასუნთქ გზებში მიწოდება.

10

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობა: ვარგისია 3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის პერიოდის გასვლის შემდეგ.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის წესი - რეცეპტის გარეშე).

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.