მონოგრაფია Nº 01508 ურეცეპტო
ჰალიქსოლი® ტაბლეტები
HALIXOL®
30მგ ტაბლეტი #20
დან6.42 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ამბროქსოლი (Ambroxol hydrochloride)
- მწარმოებელი
- სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ჰალიქსოლი ტაბლეტი 30მგ #20
0.32 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗6.42 ₾
7.55 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ჰალიქსოლი ტაბლეტი 30მგ #20
0.32 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗6.42 ₾
7.55 ₾
-
ავერსი
ჰალიქსოლი 30მგ #20ტ (უნგ)
0.37 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗7.49 ₾
-
PSP
ჰალიქსოლი - Halixol 30მგ 20 ტაბლეტი
0.43 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗8.55 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამბროქსოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ამბროქსოლი
AMBROXOL
30მგ ტაბლეტი #20
ფლავამედი®
Flavamed®
30მგ ტაბლეტი #20
ბრონქოდილი
Bronchodil
30მგ ტაბლეტი #20
ჰალიქსოლი® სიროფი
HALIXOL®
სიროფი 100 მლ
პულმოლანი
PULMOLAN
30მგ ტაბლეტი #20
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები
Flavamed effervescent tablets
60 მგ შუშხუნა ტაბლეტი #10
ლიზლი
Lizly
15მგ/5მლ 100მლ სიროფი
ლაზოლვანი
Lasolvan
30 მგ ტაბლეტი №20; №50
ფლავამედი® ხსნარი
Flavamed®
ხსნარი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონში
ამბროქსოლი 15
AMBROXOL 15
15მგ/5მლ100მლ სიროფი
პულმოლანი
PULMOLAN
სიროფი 30მგ/5მლ 100 მლ
ლაზოლვანი
Lasolvan
15მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით
პულმოქსოლი
Pulmoxol
30მგ/5მლ სიროფი 150 მლ ფლაკონი #1
ლაზოლვანი
Lasolvan
30მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით
ლიზლი
Lizly
30მგ ტაბლეტი #50
ამბრობენე
AMBROBENE
30მგ ტაბლეტი #20
ამბრობენე
AMBROBENE
15მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონში საზომი ჭიქით
ამბროქსი-დენკი 60
Ambrox-Denk 60
60მგ შუშხუნა ტაბლეტი #20
ამბროქსოლი 30
AMBROXOL 30
30მგ/5მლ100მლ სიროფი
ბრონქოდილი
Bronchodil
15მგ/5მლ სიროფი 100მლ ფლაკონი #1
ლაზოლვანი
Lasolvan
7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1
ლიზლი SR
Lizly SR
75მგ კაფსულა #50
ნოვექსი ამბროქსოლი
Novex Ambroxol
15მგ/5მლ 90მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ჰალიქსოლი® ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
აქტიური ნივთიერების გარდა, ტაბლეტი შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატს (84 მგ), მიკროკრისტალურ ცელულოზას, პოვიდონს, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, მაგნიუმის სტეარატს
ჩვენებები
რა არის ჰალიქსოლი და რისთვის გამოიყენება
პრეპარატ ჰალიქსოლის აქტიური ნივთიერება – ამბროქსოლი მიეკუთვნება მუკოლიზური საშუალებების ჯგუფს.
პრეპარატი გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალოდ, მაგალითად: ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, რომელთა წამყვანი სიმპტომია პათოლოგიურად სქელი ლორწო და ნახველი.
პრეპარატი, ასევე, გამოიყენება ცხვირისა და ხახის ანთებითი დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა ლორწოს გათხიერება.
პრეპარატი არ გამოიყენება მშრალი ხველის დროს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველ დღე მიიღეთ ამ ინსტრუქციის ჩვენებებით. ჩვეულებრივი დოზები: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზემოთ: ჩვეულებრივი საწყისი დოზა მკურნალობის პირველი 2-3 დღის განმავლობაში შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ, შემდეგ დღეებში კი – 1 ტაბლეტს დღეში 2-ჯერ ან ½ ტაბლეტს დღეში 3-ჯერ. ბავშვები 5-12 წლის ასაკში: ½ ტაბლეტი – დღეში 2-3 ჯერ. ტაბლეტის მიღება საჭიროა საკვების მიღების შემდეგ და დიდი რაოდენობის სითხის დაყოლებით. სითხის უხვი მიღება ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას ამბროქსოლით მკურნალობის დროს. თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს საჭიროა დაბალი დოზების დანიშვნა, ან პრეპარატის მიღების ინტერვალების გაზრდა. პრეპარატის ძლიერი ან სუსტი ეფექტის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალება, ჰალიქსოლს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა.
- ტუჩების ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით;
- კოლაფსი;
აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ვლინდება იშვიათად. მათი გამოვლენა მიუთითებს ძალიან ძლიერი ალერგიული რეაქციის შესახებ ჰალიქსოლზე. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
- ჭინჭრის ციება.
ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს ძალიან იშვიათი ალერგიული რეაქციის გამოხატულება. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ წყდება პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა შემდგომი მკურნალობისათვის. სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად მაგალითად, თუ გამოვლინდა კანზე ძლიერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება მთელ სხეულზე.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
უფრო ხშირი გვერდითი მოვლენებია:
სისუსტე, თავის ტკივილი, ფაღარათი, ტკივილი მუცელში, იშვიათად ყაბზობა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის მოცემული ინსტრუქციაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება:
- მაღალი მგრძნობელობისას ამბროქსოლის, ბრომჰექსინის და პრეპარატის სხვა შემადგენელი ნაწილების მიმართ;
- ორსულობისას ან ბავშვის ძუძუთი კვების დროს;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია
ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
განსაკუთრებული მითითებები
- ბრონქული სეკრეტის შეგუბების საშიშროების გამო, პრეპარატ ჰალიქსოლით მკურნალობა საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ავადმყოფებში ბრონქების მოტორული ფუნქციის დარღვევით ან ნახველის უხვი გამოყოფით.
- თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში (ბრომჰექსინის ნაწილობრივი გამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება).
ტრანსპორტისა და მექანიზების მართვა
არ არის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს პრეპარატის გავლენას ამ უნარზე.
ჭარბი დოზირება
დანიშნულზე მეტი ტაბლეტის მიღების შემთხვევაში ჭარბი დოზირების გამოხატული ნიშნებია – გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან სხვა კუჭ-ნაწლავური დარღვევები.
მკურნალობა: უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ღებინების გამოწვევა, შემდეგ დიდი რაოდენობით სითხის მიღება (რძე ან ჩაი). კუჭის ამორეცხვა რეკომენდირებულია პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის განმავლობაში. აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.
თუ დაგავიწყდათ მორიგი დოზის მიღება
არ შეიძლება ორმაგი დოზის გამოყენება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, რადგან შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზირების რისკი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
1. არ არის მიზანშეწონილი ჰალიქსოლის კომბინაცია ხველის სხვა საშუალებებთან (მაგალითად: კოდეინი), რადგან მათ შეიძლება გააძნელონ ამბროქსოლით გათხიერებული ნახველის გამოყოფა
2. ჰალიქსოლის განსაკუთრებული უპირატესობაა ის, რომ ზოგიერთ ანტიბიოტიკებთან ერთდროული მიღებისას (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ამბროქსოლი ხელს უწყობს მათ შეღწევას ბრონქულ სეკრეტში
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (30oC), სინათლისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე. (III ჯგუფი)
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.