მონოგრაფია Nº 00128 ურეცეპტო
ამბროქსოლი 30
AMBROXOL 30
30მგ/5მლ100მლ სიროფი
- მოქმედი ნივთიერება
- ამბროქსოლი (Ambroxol hydrochloride)
- მწარმოებელი
- Borshchahivskiy CPP, უკრაინა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ავერსი დისტრიბუტორი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამბროქსოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ამბროქსოლი
AMBROXOL
30მგ ტაბლეტი #20
ჰალიქსოლი® ტაბლეტები
HALIXOL®
30მგ ტაბლეტი #20
ფლავამედი®
Flavamed®
30მგ ტაბლეტი #20
ბრონქოდილი
Bronchodil
30მგ ტაბლეტი #20
ჰალიქსოლი® სიროფი
HALIXOL®
სიროფი 100 მლ
პულმოლანი
PULMOLAN
30მგ ტაბლეტი #20
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები
Flavamed effervescent tablets
60 მგ შუშხუნა ტაბლეტი #10
ლიზლი
Lizly
15მგ/5მლ 100მლ სიროფი
ლაზოლვანი
Lasolvan
30 მგ ტაბლეტი №20; №50
ფლავამედი® ხსნარი
Flavamed®
ხსნარი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონში
ამბროქსოლი 15
AMBROXOL 15
15მგ/5მლ100მლ სიროფი
პულმოლანი
PULMOLAN
სიროფი 30მგ/5მლ 100 მლ
ლაზოლვანი
Lasolvan
15მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით
პულმოქსოლი
Pulmoxol
30მგ/5მლ სიროფი 150 მლ ფლაკონი #1
ლაზოლვანი
Lasolvan
30მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით
ლიზლი
Lizly
30მგ ტაბლეტი #50
ამბრობენე
AMBROBENE
30მგ ტაბლეტი #20
ამბრობენე
AMBROBENE
15მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონში საზომი ჭიქით
ამბროქსი-დენკი 60
Ambrox-Denk 60
60მგ შუშხუნა ტაბლეტი #20
ბრონქოდილი
Bronchodil
15მგ/5მლ სიროფი 100მლ ფლაკონი #1
ლაზოლვანი
Lasolvan
7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1
ლიზლი SR
Lizly SR
75მგ კაფსულა #50
ნოვექსი ამბროქსოლი
Novex Ambroxol
15მგ/5მლ 90მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
ინსტრუქცია
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი;
5 მლ სიროფი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილზელულოზა, სორბიტი, საქარინის ნატრიუმი, ლიმონმჟავა, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბენზოატი, გარგარის საკვები არომატიზატორი, ფორთოხლის საკვები არომატიზატორი, მენთოლი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა. სიროფი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მუკოლიზური პრეპარატი. ამბროქსოლი სინთეტიკური სეკრეტოლიზური და სეკრეტომოტორული პრეპარატია. პრეპარატი სტიმულირებს ბრონქებში სისველის წარმოქმნას, ხელს უწყობს მის გათხელებას და აუმჯობესებს გამოყოფას მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობის გაზრდის ხარჯზე. ამბროქსოლი ზრდის სურფაქტანტის კონცენტრაციას ფილტვებში და ხელს უშლის მის დაშლას. გააჩნია ხველის საწინააღმდეგო უმნიშვნელო ეფექტი. ამბროქსოლს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, სტიმულირებს ადგილობრივ იმუნიტეტს.
ჩვენებები
ამბროქსოლი 30 გამოიყენება მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს ბლანტი, ძნელად მოსაშორებელი სისველის წარმოქმნა: მწვავე და ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქოექტატური დაავადება, ტრაქეიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, რინიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა ძნელად მოსაშორებელი სისველით; ოპერაციის შემდგომ ფილტვებზე გართულებების მკურნალობასა და პროფილაქტიკისათვის; ბრონქოსკოპიისათვის მომზადების დროს და ჩატარებული მანიპულაციის შემდეგ; ფილტვების მუკოვისციდოზის დროს.
უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას (ალერგიისას) ამბროქსოლის მიმართ, ასევე ავადმყოფებისათვის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, ორსულობის I ტრიმესტრში.
სიფრთხილე გამოყენებისას
თირკმელების დარღვეული ფუნქციის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. პრეპარატი სეკრეტირდება დედის რძესთან, ამიტომ ბავშვების ძუძუთი კვებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ამბროქსოლის გამოყენებამდე ორსულობის II და III ტრიმესტრში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ამბროქსოლი 30 ზრდის დოქსიკლინის, ცეფუროქსიმის და ამოქსიცილინის თერაპიულ ეფექტურობას ფილტვების ქსოვილებში ანტიბიოტიკების კონცენტრაციის გაზრდის ხარჯზე. პრეპარატი ზრდის ფილტვებში რიფამპიცინის ეფექტურ კონცენტრაციას. თერაპიულად მიზანშეწონილია ამბროქსოლის კომბინაცია თეოფილინთან; შესაძლებელია პრეპარატის ერთდროული გამოყენება საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულებთან. რეკომენდებული არ არის ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენება, რომლებიც ართულებს სისველის გამოყოფას ან ასქელებს მას.
განსაკუთრებული მითითებები.
პრეპარატის გამოყენება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.
მიღების წესი და დოზირება
ამბროქსოლი 30 მიიღება შინაგანად საზომი კოვზებით ჭამის შემდეგ:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1-2 ს/კ 2-3 ჯერ დღეში
6-12 წლის ბავშვები 1/2 ს/კ 2-3 ჯერ დღეში
2-6 წლის ბავშვები 1/4 ს/კ 3 ჯერ დღეში
საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პირველი 2-3 დღე პრეპარატის დოზების გაზრდა შეიძლება ორჯერ.
მკურნალობის კურსი შეადგენს 4-14 დღეს.
ჭარბი დოზა. ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია საკვების გადამუშავების დარღვევა, დისკომფორტი ან ტკივილები აპიგასტრალურ არეში, კუჭის გადავსების შეგრძნება, ღებინება, გულისრევა. ჭარბი დოზის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
გვერდითი მოვლენები
ამბროქსოლი 30 კარგად აიტანება, მაგრამ ხანგრძლივად მიღების ან დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია კუჭის წვა, დისპეფსია, კუჭის გადავსების შეგრძნება, ღებინება, გულისრევა; იშვიათად – ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების სახით. შესაძლებელია ნერწყვის გამოყოფის და ცხვირის ლორწოვანი გარსის სეკრეციის მომატება, ჰიპერთერმია, დიზურია. რაიმე ნეგატიური რეაქციების გამოვლინებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
შენახვის პირობები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15°-25°C.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.