8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01816 ურეცეპტო

ლიზლი

Lizly

15მგ/5მლ 100მლ სიროფი

დან11.60 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
ლიზლი, 15მგ/5მლ 100მლ სიროფი
მოქმედი ნივთიერება
ამბროქსოლი (Ambroxol hydrochloride)
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ავერსი ფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP ყველაზე იაფი

    ლიზლი - Lizly 15მგ/5მლ 100მლ სიროფი

    11.60 ₾

    13.65 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ლიზლი - Lizly ხსნარი 15მგ/5მლ 100მლ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამბროქსოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ამბროქსოლი, 30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი

AMBROXOL

30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი Borshchahivskiy CPP, უკრაინა
დან1.74 ₾
ჰალიქსოლი® ტაბლეტები, 30მგ ტაბლეტი #20

ჰალიქსოლი® ტაბლეტები

HALIXOL®

30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან6.42 ₾
ფლავამედი®, 30მგ ტაბლეტი #20

ფლავამედი®

Flavamed®

30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან7.59 ₾
ბრონქოდილი, 30მგ ტაბლეტი #20

ბრონქოდილი

Bronchodil

30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი Rompharm Company, რუმინეთი
დან8.12 ₾
ჰალიქსოლი® სიროფი, სიროფი 100 მლ

ჰალიქსოლი® სიროფი

HALIXOL®

სიროფი 100 მლ

ამბროქსოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან8.20 ₾
პულმოლანი, 30მგ ტაბლეტი #20

პულმოლანი

PULMOLAN

30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან10.33 ₾
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები, 60 მგ შუშხუნა ტაბლეტი #10

ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები

Flavamed effervescent tablets

60 მგ შუშხუნა ტაბლეტი #10

ამბროქსოლი Hermes Arzneimittel GmbH, გერმანია
დან10.93 ₾
ლაზოლვანი, 30 მგ ტაბლეტი №20; №50

ლაზოლვანი

Lasolvan

30 მგ ტაბლეტი №20; №50

ამბროქსოლი Boehringer Ingelheim Ellas S.A, საბერძნეთი
დან12.21 ₾
ფლავამედი® ხსნარი, ხსნარი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონში

ფლავამედი® ხსნარი

Flavamed®

ხსნარი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონში

ამბროქსოლი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან12.33 ₾
ამბროქსოლი 15, 15მგ/5მლ100მლ სიროფი

ამბროქსოლი 15

AMBROXOL 15

15მგ/5მლ100მლ სიროფი

ამბროქსოლი Borshchahivskiy CPP, უკრაინა
დან12.46 ₾
პულმოლანი, სიროფი 30მგ/5მლ 100 მლ

პულმოლანი

PULMOLAN

სიროფი 30მგ/5მლ 100 მლ

ამბროქსოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან14.35 ₾
ლაზოლვანი, 15მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით

ლაზოლვანი

Lasolvan

15მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით

ამბროქსოლი Boehringer Ingelheim Espana SA, ესპანეთი
დან15.69 ₾
პულმოქსოლი, 30მგ/5მლ სიროფი 150 მლ ფლაკონი #1

პულმოქსოლი

Pulmoxol

30მგ/5მლ სიროფი 150 მლ ფლაკონი #1

ამბროქსოლი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან16.13 ₾
ლაზოლვანი, 30მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით

ლაზოლვანი

Lasolvan

30მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით

ამბროქსოლი Boehringer Ingelheim Espana SA, ესპანეთი
დან16.39 ₾
ლიზლი, 30მგ ტაბლეტი #50

ლიზლი

Lizly

30მგ ტაბლეტი #50

ამბროქსოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან20.76 ₾
ამბრობენე, 30მგ ტაბლეტი #20

ამბრობენე

AMBROBENE

30მგ ტაბლეტი #20

ამბროქსოლი ტევა, უკრაინა
ურეცეპტო
ამბრობენე, 15მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონში საზომი ჭიქით

ამბრობენე

AMBROBENE

15მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონში საზომი ჭიქით

ამბროქსოლი ტევა, უკრაინა
ურეცეპტო
ამბროქსი-დენკი 60, 60მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

ამბროქსი-დენკი 60

Ambrox-Denk 60

60მგ შუშხუნა ტაბლეტი #20

ამბროქსოლი Losan Pharma GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ამბროქსოლი 30, 30მგ/5მლ100მლ სიროფი

ამბროქსოლი 30

AMBROXOL 30

30მგ/5მლ100მლ სიროფი

ამბროქსოლი Borshchahivskiy CPP, უკრაინა
ურეცეპტო
ბრონქოდილი, 15მგ/5მლ სიროფი 100მლ ფლაკონი #1

ბრონქოდილი

Bronchodil

15მგ/5მლ სიროფი 100მლ ფლაკონი #1

ამბროქსოლი Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
ლაზოლვანი, 7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1

ლაზოლვანი

Lasolvan

7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1

ამბროქსოლი Istituto De Angeli S.r.l, იტალია
ურეცეპტო
ლიზლი SR, 75მგ კაფსულა #50

ლიზლი SR

Lizly SR

75მგ კაფსულა #50

ამბროქსოლი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
ნოვექსი ამბროქსოლი, 15მგ/5მლ 90მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

ნოვექსი ამბროქსოლი

Novex Ambroxol

15მგ/5მლ 90მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

ამბროქსოლი ჰერბიონ ფარმა, პაკისტანი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

ტაბლეტები: თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით;

სიროფი: უფეროდან მოყვითალო ფერამდე, გამჭვირვალე სითხე მოტკბო გემოთი;

02

შემადგენლობა

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს – 30 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

სიროფის 5 მლ შეიცავს:

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს _ 15 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, თხევადი სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

03

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

შემოუგარსავი ტაბლეტები, 30 მგ.

სიროფი პერორალური მიღებისათვის, 15 მგ/5 მლ.

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 5 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

100 მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში დოზირებული ხუფით, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

04

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

:

მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება.
ათქ-კოდი: R05CB06.

05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ბენზილამინების ჯგუფის ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტია, რომელიც ხასიათდება მუკოლიზური და ამოსახველებელი მოქმედებით. პრეპარატი ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ადენოციტების მიერ სეკრეტის გამოყოფას, რითაც ხელს უწყობს ნახველის გათხიერებას. იგი ააქტივებს ჰიდროლიზურ ფერმენტებს და აძლიერებს ლიზოსომების გამოთავისუფლებას კლარის უჯრედებიდან, რაც იწვევს ბრონქულ სეკრეტში მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ლიზლის მოქმედებით ძლიერდება სურფაქტანტის წარმოქმნის პროცესი ალვეოლებსა და ბრონქებში, რაც ასევე აუმჯობესებს ბრონქული სეკრეტის რეოლოგიურ მაჩვენებლებს, ამცირებს მის სიბლანტესა და ადჰეზიურ თვისებებს. პრეპარატი, სურფაქტანტის სინთეზის სტიმულირებით, ამცირებს რესპირაციული დისტრეს-სინდრომის განვითარების რისკს ახალშობილებში (მათ შორის, დღენაკლულებში). ლიზლი ასტიმულირებს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას, რაც ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას, ამცირებს ბრონქების სპასტიკურ ჰიპერრეაქტიულობას. პრეპარატი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედებით, ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 30 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 6_12 სთ-ის განმავლობაში (დოზის შესაბამისად). მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის მესამე დღეს.

06

ფარმაკოკინეტიკა

ლიზლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 0.5_3 სთ-ში აღწევს. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება მისი 80%. მაღალი ტროპიზმის გამო, პრეპარატი ადვილად ნაწილდება ბრონქების ლორწოვან გარსსა და ფილტვის ქსოვილში. ამბროქსოლი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს, მისი კონცენტრაცია ნაყოფის პლაზმაში დედის პლაზმასთან შედარებით 2_4-ჯერ მეტია. პრეპარატი გადადის დედის რძეში. ამბროქსოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8_10 სთ-ს. T1/2 ხანგრძლივდება თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს და არ იცვლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას. პრეპარატი პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში არააქტიური კონიუგატების (დიბრომანტრანილის მჟავა, გლუკურონიდები) წარმოქმნით. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით: 90% – წყალში ხსნადი მეტაბოლიტების სახით, 5% – უცვლელი სახით. ამბროქსოლი არ განიცდის კუმულაციას.

07

ჩვენებები

  • სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა: ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქული ასთმა, პნევმონია, მუკოვისციდოზი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქოექტაზიური დაავადება;
  • ბრონქებსა და ფილტვებში შეგუბებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკა (ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ტრავმების დროს და სხვა).
08

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები:

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2_3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია 1 ტაბლეტი (30 მგ) 3-ჯერ დღეში, შემდეგ 1 ტაბლეტი 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტი (15 მგ) 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია 2 ტაბლეტის (60 მგ) დანიშვნა 2-ჯერ დღეში.

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1/2 ტაბლეტი 2_3-ჯერ დღეში.

სიროფი:

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2_3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია 10 მლ 3-ჯერ დღეში, შემდეგ 10 მლ 2-ჯერ ან 5 მლ 3-ჯერ დღეში. მოზრდილებში შესაძლებელია 20 მლ-ის მიღება 2-ჯერ დღეში თერაპიული ეფექტის მისაღწევად.

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 5 მლ 2_3-ჯერ დღეში.

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 2.5 მლ 3-ჯერ დღეში.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 2.5 მლ 2-ჯერ დღეში.

ლიზლი (ტაბლეტები ან სიროფი) მიიღება ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად, რაც ხელს უწყობს პრეპარატის მუკოლიზური მოქმედების გაძლიერებას. თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ და დამოკიდებულია ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხზე. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. მკურნალობის კურსის გახანგრძლივების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ შემცირება. დოზირების რეჟიმის დარღვევისას მკურნალობის ეფექტი მცირდება.

09

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

იშვიათად მოსალოდნელია:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები;

სასუნთქი სისტემის მხრივ: სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სიმშრალე, რინორეა;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ცალკეულ შემთხვევებში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი; ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური ტიპის რეაქციები (მათ შორის, ანაფილაქსიური შოკი);

სხვა: ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, დიზურია.

10

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან ბრომჰექსინის მიმართ.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ლიზლი ხელს უწყობს ბრონქების ლორწოვან გარსსა და ბრონქულ სეკრეტში ანტიმიკრობული საშუალებების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი, სულფანილამიდები) შეღწევას. ამბროქსოლის თეოფოლინთან ერთად გამოყენებისას იზრდება მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რაც მკურნალობის ვადის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. მონაცემები ამბროქსოლისა და ბრონქული ასთმის ბაზისურ თერაპიაში გამოყენებული სხვა საშუალებების (ბრონქოდილატატორები, მეთილქსანთინის წარმოებულები, კორტიკოსტეროიდები) ურთიერთქმედების შესახებ არ მოიპოვება. არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის, კოდეინთან) ერთად, რადგან ხველის შესუსტება აფერხებს ნახველის გამოყოფას. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულ და ტოკოლიზურ საშუალებებთან ერთად.

ჰიპერდოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი სიმპტომები:

გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დარღვევები, ძლიერი ჰიპერდოზირების შემთხვევაში შესაძლებელია მკვეთრი არტერიული ჰიპოტენზია. მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა (მხოლოდ ექსტრემალური ჰიპერდოზირების შემთხვევაში) პრეპარატის მიღებიდან 1_2 სთ-ის განმავლობაში, სითხეების (რძე, ჩაი), ცხიმიანი საკვების მიღება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მუდმივი კონტროლი, აუცილებლობის შემთხვევაში – სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

12

ორსულობა და ლაქტაცია

ლიზლის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული. პრეპარატის მიღება ორსულობის II და III ტრიმესტრში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გამოყენების თავისებურებები:

ლიზლი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან/და ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, მოტორული ბრონქოპათიის დროს, ვინაიდან მოსალოდნელია ნახველის ევაკუაციის შეფერხება.

სიროფი შეიცავს შაქრის ისეთ შემცვლელებს, როგორიცაა სორბიტოლი და საქარინი, ამიტომ შესაძლებელია პრეპარატის მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 1.2 გ სორბიტოლს. სიროფი არ შეიცავს ეთანოლს.

პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კლინიკურ სურათზე.

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მდგომარეობის გაუარესების ან გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოს ექიმს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

13

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სიროფის გაყინვა დაუშვებელია. ფლაკონის გახსნის შემდეგ სიროფი ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.

14

ვარგისობის ვადა

ტაბლეტები: 3 წელი.

სიროფი: 2 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

15

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ურეცეპტოდ.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.