მონოგრაფია Nº 01284 ურეცეპტო
ფლავამედი®
Flavamed®
30მგ ტაბლეტი #20
დან7.59 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ამბროქსოლი (Ambroxol hydrochloride)
- მწარმოებელი
- BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბერლინ-ხემი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ფლავამედი ტაბლეტი 30მგ #20
0.38 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗7.59 ₾
8.93 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ფლავამედი ტაბლეტი 30მგ #20
0.38 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗7.59 ₾
8.93 ₾
-
ავერსი
ფლავამედი 30მგ #20ტ
0.45 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗8.92 ₾
-
PSP
ფლავამედი - Flavamed 30მგ 20 ტაბლეტი
0.45 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗8.95 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამბროქსოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ამბროქსოლი
AMBROXOL
30მგ ტაბლეტი #20
ჰალიქსოლი® ტაბლეტები
HALIXOL®
30მგ ტაბლეტი #20
ბრონქოდილი
Bronchodil
30მგ ტაბლეტი #20
ჰალიქსოლი® სიროფი
HALIXOL®
სიროფი 100 მლ
პულმოლანი
PULMOLAN
30მგ ტაბლეტი #20
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები
Flavamed effervescent tablets
60 მგ შუშხუნა ტაბლეტი #10
ლიზლი
Lizly
15მგ/5მლ 100მლ სიროფი
ლაზოლვანი
Lasolvan
30 მგ ტაბლეტი №20; №50
ფლავამედი® ხსნარი
Flavamed®
ხსნარი 15მგ/5მლ 100მლ ფლაკონში
ამბროქსოლი 15
AMBROXOL 15
15მგ/5მლ100მლ სიროფი
პულმოლანი
PULMOLAN
სიროფი 30მგ/5მლ 100 მლ
ლაზოლვანი
Lasolvan
15მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით
პულმოქსოლი
Pulmoxol
30მგ/5მლ სიროფი 150 მლ ფლაკონი #1
ლაზოლვანი
Lasolvan
30მგ/5მლ 100მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში საზომი ხუფით
ლიზლი
Lizly
30მგ ტაბლეტი #50
ამბრობენე
AMBROBENE
30მგ ტაბლეტი #20
ამბრობენე
AMBROBENE
15მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონში საზომი ჭიქით
ამბროქსი-დენკი 60
Ambrox-Denk 60
60მგ შუშხუნა ტაბლეტი #20
ამბროქსოლი 30
AMBROXOL 30
30მგ/5მლ100მლ სიროფი
ბრონქოდილი
Bronchodil
15მგ/5მლ სიროფი 100მლ ფლაკონი #1
ლაზოლვანი
Lasolvan
7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1
ლიზლი SR
Lizly SR
75მგ კაფსულა #50
ნოვექსი ამბროქსოლი
Novex Ambroxol
15მგ/5მლ 90მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
ინსტრუქცია
ჩვენებები
პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები არის მუკოლიზური საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები გამოიყენება ბლანტი ნახველის თანხლებით მიმდინარე ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები ათხელებს ბლანტ ნახველს და აადვილებს მის ამოხველებას.
უკუჩვენებები
პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება არ შეიძლება შემდეგ
შემთხვევებში:
- მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მოქმედი ნივთიერების (ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი) ან სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6 ~პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების შემადგენლობა~);
- 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
- ანამნეზში მძიმე ალერგიული რეაქციები კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის
სინდრომი)
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი ვლინდება ცხელებით და კანზე და ლორწოვან
- გარსებზე გამონაყარით და ბუშტუკებით.
ავადმყოფის სიცოცხლისათვის სახიფათო
ლაიელის სინდრომი ცნობილია აგრეთვე
დამწვარი კანის სინდრომის სახელწოდებით. მისი ძირითადი ნიშანია კანზე
გამოვლენილი დამწვრობის მსგავსი მსხვილი ბუშტუკები.
ამიტომ კანზე ან ლორწოვან გარსებზე ნებისმიერი ცვლილების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს.
- თირკმელების ფუნქციის დარღვევის და ღვიძლის მძიმე დაავადებების შემთხვევაში, ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით (პრეპარატის მიღებებს შორის დროის ინტერვალის გაზრდით ან დოზის შემცირებით - ექიმის დანიშნულების მიხედვით). თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევის დროს შესაძლებელია ორგანიზმში პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მოქმედი ნივთიერების მეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვება;
- სასუნთქი გზების იშვიათი დაავადებების შემთხვევაში, რომლებსაც თან ახლავს ჭარბი რაოდენობის ნახველის წარმოქმნა (მაგალითად, წამწამოვანი სინდრომი) და ფილტვებიდან მისი გამოყოფის დარღვევა, ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
- ანამნეზში წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში, ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღებისას დაიცავით ექიმის რეკომენდაციები, რადგან მუკოლიზურ პრეპარატებს შეუძლია დააზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსის მთლიანობა. ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ბავშვები
ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენება ბავშვებში ნებადართულია მხოლოდ 6 წლის ასაკიდან.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით!
ამჟამად ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახხებ ინფორმაცია არ არის.
მიუხედავად ამისა, დაიცავით სიფრთხილის ჩვეულებივი ზომები ორსულობის პერიოდში სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, რეკომენდებული არ არის ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ბავშვებზე პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად ამისა მეძუძური დედების სამკურნალოდ ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ არ არსებობს. სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის შემსწავლელი კვლევები ჩატარებული არ არის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ აუტანლობა შაქრის გარკვეული სახეობის მიმართ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები მიიღება ზუსტად ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ სხვაგვარი დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ, ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების დროს საჭიროა ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის დაცვა. დაიცავით გამოყენების ინსტრუქცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტებს არ ექნება სათანადო ეფექტი.
თუ სხვაგვარი დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ, პრეპარატის ჩვეულებრივი დოზირება არის შემდეგი:
ასაკი
ერთჯერადი დოზა
მაქს. სადღეღამისო დოზა
6-12 წლის ბავშვები
½ ტაბლეტი 2-3 ჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება
15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 2-3 ჯერ დღე-ღამეში)
1½ ტაბლეტი (შეესაბამება
45 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს)
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში და მოზრდილები
პირველი 2-3 დღის განმავლობაში თითო ტაბლეტი სამჯერ დღეში (შეესაბამება 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 3 ჯერ დღე- ღამეში), შემდეგ თითო ტაბლეტი ორჯერ დღეში (შეესაბამება 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 2 ჯერ დღე-ღამეში).
3 ტაბლეტი (შეესაბამება
90 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს)
მითითება:
მოზრდილთათვის სადღეღამისო ღამეში.
ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ, მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგალითად, წყალი, ჩაი ან ხილის წვენი).
ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად. გამოყენების ხანგრძლივობა
ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების დამოუკიდებლად მიღება შეიძლება არაუმეტეს 4-5 დღის განმავლობაში, შემდეგ მიმართეთ ექიმს.
იმ შემთხვევაში თუ ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან უფრო გაუარესდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია.
პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების დოზის გადაჭარბება დღეისათვის პრეპარატის დოზის გადაჭარბების სპეციფიური სიმპტომების შესახებ ცნობები არ არსებობს. ცნობილია, რომ დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას და/ან პრეპარატის არასწორად გამოყენებისას აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს რეკომენდებული დოზებით ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მიღებისას აღნიშნული გვერდითი მოქმედებების მსგავსი. შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების დოზის გამოტოვების
ან ძალიან დაბალი დოზით მიღების შემთხვევაში მიიღეთ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა შემდეგი მიღების დროს.
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა შემდეგი მიღების დროს.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტებსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენების შეფასებას საფუძვლად უდევს მათი გამოვლენის სიხშირის შემდეგი მონაცემები:
ძალიან ხშირად:
10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს
ხშირად:
10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 100 ნამკურნალები პაციენტიდან 1- ზე მეტს
ზოგჯერ:
100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 1000 ნამკურნალები პაციენტიდან
1-ზე მეტს
იშვიათად:
1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს
ძალიან იშვიათად:
10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს; სიხშირე დადგენილი არ არის (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: გულისრევა
ზოგჯერ: ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და დისპეფსია.
დარღვევები კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ:
ძალიან იშვიათად: მძიმე რეაქციები კანის მხრივ, მაგალითად, ლაიელის სინდრომი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. ნაწილი 2 ,,პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში”)
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე:
იშვიათად: გამონაყარი, ჭინჭრის ციება
სიხშირე დადგენილი არ არის: მძიმე ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები შოკამდე, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები.
აუცილებელი ზომები
რომელიმე ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ
შეწყვიტეთ ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება.
გვერდითი მოვლენების გაძლიერებისას, ან ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები არ გამოიყენება ბლისტერზე ან კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 ˚C ტემპერატურაზე.
გამოუყენებელი პრეპარატის ან მისი ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
2 წელი
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების შემადგენლობა პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. თითო ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ცელულოზის ფხვნილი, კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი.
თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები პარალელური ზედაპირებით, ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ზოლით ერთ მხარეს.
შეფუთვაში წარმოდგენილია 10, 20 და 50 ცალი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები.
შესაძლებელია გაყიდვაში ყველა სახის შეფუთვა არ იყოს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გაიცემა ურეცეპტოდ)
http://www.flavamed.ge/
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.