8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02849 ურეცეპტო

სტოპტუსინი

STOPTUSSIN

10მლ წვეთები ფლაკონში, 4მგ/100მგ ტაბლეტი #20

სტოპტუსინი, 10მლ წვეთები ფლაკონში, 4მგ/100მგ ტაბლეტი #20
მოქმედი ნივთიერება
Butamirate Guaifenesin
მწარმოებელი
ტევა, უკრაინა
იმპორტიორი საქართველოში
ტევა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

1 ტაბ.
ბუტამირატის დიჰიდროგენციტრატი. . . . . . .4 მგ
გვაიფენეზინი . . . . . . . . . . . . . . . . . . 100 მგ
1 მლ 1 ფლ.
ბუტამირატის დიჰიდროგენციტრატი . . . . . . . 4 მგ 40 მგ
გვაიფენეზინი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 100 მგ 1 გ
დამხმარე ნივთიერებები:
კაჟბადის დიოქსიდი უწყლო, მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიცეროლის ტრიბეგენატი, მაგნიუმის სტეარატი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ამცირებს ხველას, რომელიც გამოწვეულია გაღიზიანებით, ცვლის ნახველის შემადგენლობას, რაც ხელს უწყობს მის მოშორებას.

03

ჩვენებები

პრეპარატი ნაჩვენებია მშრალი, გამაღიზიანებელი, შეტევითი ხველის სამკურნალოდ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს, ზედა სასუნთქი გზების კატარალური ინფექციების, ლარინგიტების, ფარინგიტების, ბრონქიტების, ტრაქეიტებისა და პნევმონიების დროს. სტოპტუსინის ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს, ზედა სასუნთქი გზების კატარალური ინფექციების, ლარინგიტების, ფარინგიტების, ბრონქიტების, ტრაქეიტებისა და პნევმონიების დროს, ხველის აღმოსაფხვრელად ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში. მკურნალი ექიმის რეკომენდაციით პრეპარატის გამოყენება შეიძლება ასთმის, ტუბერკულოზის, პნევმოკონიოზის დროს.

04

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები
სტოპტუსინის ტაბლეტების დოზირება უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის წონას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალი ექიმის მიერ ინიშნება განსხვავებული დოზირების რეჟიმი:

  • 50 კგ-მდე სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 1/2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში;
  • 50-70 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში;
  • 70-90 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 11/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში;
  • 90 კგ-ზე ზევით სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 11/2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.

პრეპარატი მიიღება 4-6 საათის ინტერვალით.
სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის შემდეგ. დაუშვებელია ტაბლეტების დაღეჭვა. ტაბლეტები მიიღება სითხესთან ერთად (წყალი, ჩაი, ხილის წვენი და ა.შ.)
დოზის დანიშნულ დროზე მიღების დავიწყების შემთხვევაში, პრეპარატი მიიღება დაუყოვნებლივ გახსენებისთანავე, ხოლო შემდეგი დოზა მიიღება დადგენილი ინტერვალის 4-6 საათის შემდეგ. დაუშვებელია ერთ მიღებაზე ორი დოზის გამოყენება.
წვეთები

  • 7 კგ-მდე სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 8 წვეთის ოდენობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში;
  • 7-12- კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 9 წვეთის ოდენობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში;
  • 13-20 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 14 წვეთის ოდენობით 3-ჯერ დღე-ღამეში;
  • 21-30 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 14 წვეთის ოდენობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში;
  • 31-40 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 16 წვეთის ოდენობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში;
  • 41-50 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 25 წვეთის ოდენობით 3-ჯერ დღე-ღამეში;
  • 51—70 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 30 წვეთის ოდენობით 3-ჯერ დღე-ღამეში;
  • 71-90 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 40 წვეთის ოდენობით 3-ჯერ დღე-ღამეში.

წვეთების შესაბამისი რაოდენობა უნდა გაიხსნას 100 მლ სითხეში (წყალი, ჩაი, ხილის წვენი). უმჯობესია ჭამის შემდეგ მიღება.

05

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზირების რეჟიმის დაცვის შემთხვევაში პრეპარატი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ჭინჭრის გამონაყარი და გამონაყარი კანზე.
ზემოთ აღწერილი სიმპტომების ან სხვა უჩვეულო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაციის მიღება.

06

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი;
  • მიასთენია.

სტოპტუსინის ტაბლეტები: 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

07

განსაკუთრებული მითითებები

თუ ამ პრეპარატის გამოყენებით მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში დაავადების ნიშნები არ შეიცვალა ან პირიქით, გაუარესდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაციის მიღება პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.
ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ 7 დღე.
აუცილებელია ექიმის რჩევის მიღება ამ პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენების შესახებ.
ექიმის მიერ სხვა პრეპარატის დანიშვნისას მას უნდა ეცნობოს სტოპტუსინის ტაბლეტების გამოყენების შესახებ.
პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გავლენა ისეთ საქმიანობაზე, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, მოძრაობის კოორდინაციას და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას (მაგ, ავტომობილის მართვა, მანქანათა მომსახურეობა და სიმაღლესთან დაკავშირებული სამუშაოები).
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

08

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ჭარბი დოზის ან ბავშვის მიერ ტაბლეტის შემთხვევით მიღებისას, მიმართეთ ექიმს.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

გვაიფენეზინის მოქმედება ძლიერდება ლითიუმისა და მაგნიუმის პრეპარატების გამოყენებისას. გვაიფენეზინი აძლიერებს პარაცეტამოლისა და აცეტილსაცილის მჟავის ანალგეზიურ მოქმედებას, ალკოჰოლის, დამამშვიდებელი საძილე საშუალებების, ზოგადი ანესთეტიკების მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე მიორელაქსანტების მოქმედებას. ამიტომ, ასეთი სახის პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმისაგან რეკომენდაციის მიღება ამ პრეპარატების ერთობლივი გამოყენების შესახებ.

10

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 4 წელი; წვეთები – 5 წელი.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ბუტამირი, სიროფი 100მლ

ბუტამირი

Butamir Syrup

სიროფი 100მლ

Butamirate PSP
დან14.19 ₾
მელონი, ტაბლეტი #30

მელონი

Melon

ტაბლეტი #30

ამბროქსოლი + Guaifenesin + სალბუტამოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან19.55 ₾
მელონი, 100მლ სიროფი ფლაკონში

მელონი

Melon

100მლ სიროფი ფლაკონში

ამბროქსოლი + Guaifenesin + სალბუტამოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან20.40 ₾
დოსოდოსი, 400მგ/100მლ 15მლ შიგნით მისაღები წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი №1

დოსოდოსი

Dosodos

400მგ/100მლ 15მლ შიგნით მისაღები წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი №1

Butamirate Laboratorios Beta, არგენტინა
დან25.38 ₾
ბროვენსინი, 100მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად

ბროვენსინი

BROVENSIN

100მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად

ბრომჰექსინი + Guaifenesin + Terbutaline Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
დან29.76 ₾
დოსოდოსი, 200მგ/100მლ 150მლ სიროფი ქარვისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1

დოსოდოსი

Dosodos

200მგ/100მლ 150მლ სიროფი ქარვისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1

Butamirate Laboratorios Beta, არგენტინა
დან32.48 ₾
ბრონქობრიუ დექსტრო, 125მლ სიროფი მინის ფლაკონში

ბრონქობრიუ დექსტრო

Bronchobru Dextro

125მლ სიროფი მინის ფლაკონში

Dextromethorphan + Guaifenesin Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.