მონოგრაფია Nº 00519 Rx · რეცეპტით
ბროვენსინი
BROVENSIN
100მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
დან29.76 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ბრომჰექსინი (Bromhexine hydrochloride) Guaifenesin Terbutaline
- მწარმოებელი
- Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
- იმპორტიორი საქართველოში
- World Medicine
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
100მლ
-
GPC ყველაზე იაფი
ბროვენსინი სიროფი 100მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗29.76 ₾
35.01 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ბროვენსინი სიროფი 100მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗29.76 ₾
35.01 ₾
100მლ · 100მლ
-
PSP ყველაზე იაფი
ბროვენსინი - BROVENSIN სიროფი 100მლ
ყიდვა ↗35.02 ₾
-
ავერსი
ბროვენსინი 100მლ სიროფი
ყიდვა ↗35.16 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა: შიგნით მისაღები სიროფი
ვარდისფერი ბლანტი სითხე.
შემადგენლობა
სიროფის 10 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი 8 მგ, ტერბუტალინის სულფატი 2,5 მგ, გვაიფენეზინი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზოინის მჟავა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გლიცერინი, პონსო 4ღ სუპრა, პროპილენგლიკოლი, კალიუმის სორბატი, პოლიეთილენგლიკოლი (1500), ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი “ჟოლო”, მენთოლი, სორბიტოლის 70%-იანი ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: R05C
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კომბინირებული ამოსახველებელი პრეპარატები (ხველის საწინააღმდეგოპრეპარატებთან კომბინაციების გარდა).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბროვენსინი წარმოადგენს ხველის და გაციების დროს გამოსაყენებელ კომბინირებულ სამკურნალწამლო საშუალებას, რომლის თერაპიული მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით.
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი – მუკოლიზური საშუალება ამოსახველებელი მოქმედებით, ათხიერებს ბრონქიალურ სეკრეტს მასში შემავალი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დეპოლიმერიზაციით და ბრონქების ლორწოვანას სეკრეტორული უჯრედების სტიმულაციით, რომლებიც გამოიმუშავებენ ნეიტრალური პოლისაქარიდების შემცველ სეკრეტს. ბრომჰექსინი ასტიმულირებს ენდოგენური სურფაქტანტის გამომუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს ალვეოლური უჯრედების სტაბილურობას სუნთქვის პროცესში.
ტერბუტალინის სულფატი – ადრენომიმეტური საშუალება, სელექტიურად ასტიმულირებს ბრონქების β2-ადრენორეცეპტორებს, რის გამოც ახდენს ბრონქოდილატაციურ მოქმედებას, ზრდის მუკოცილიარულ კლირენსს, ამცირებს ბრონქების ლორწოვანას შეშუპებას.
გვაიფენეზინი – ამოსახველებელი საშუალება, მისი მოქმედება დაფუძნებულია ზედაპირული დაჭიმულობის და ბრონქების ლორწოვანაზე ნახველის შეწებების შემცირებაზე. აძლიერებს ბრონქების წამწამოვანი ეპითელიუმის მოქმედებას და აიოლებს ნახველის გამოყოფას სასუნთქი გზებიდან. გვაიფენეზინს ანქსიოლიზური მოქმედება გააჩნია.
ჩვენებები
ბრონქ-ფილტვის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა: ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია, პნევმოკონიოზი, ფილტვების ტუბერკულოზი.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- გულის რითმის დარღვევები;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- სისხლდენისადმი მიდრეკილება;
- ორსულობის I ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი;
- 8 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა, იშვიათად – პეპტიური წყლულის გამწვავება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, ძილიანობა.
ძალიან იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება
ბროვენსინი მიიღება შიგნით ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. შესაძლებელია პრეპარატის განზავება წყლით ან ხილის წვენით.
ბროვენსინი ინიშნება:
8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში – 5-10 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სიმპატომიმეტიკებთან და ტეოფილინთან პრეპარატის ერთდროული
გამოყენებისას ძლიერდება მასში შემავალი ტერბუტალინის მოქმედება და იზრდება მისი გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა.
ერთდროული გამოყენებისას გვაიფენეზინი აძლიერებს ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების, აგრეთვე ეთანოლის მოქმედებას.
ბრომჰექსინი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი), სულფანილამიდური სამკურნალო საშუალებების შეღწევას ბრონქიალურ სეკრეტში.
საგულე გლიკოზიდებთან, კორტიკოსტეროიდებთან, ბრონქოდილატატორებთან, დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენები არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
ბროვენსინი არ უნდა იქნას დანიშნული კოდეინის (აფერხებს ნახველის გამოყოფის პროცესს) შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისზლძარღვთა მძიმე დაავადებების, არტერიული ჰიპერტენზიის დროს.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატი მიიღება სიფრთხილით.
ბროვენსინი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
შიგნით მისაღები სიროფის 100 მლ მოთავსებულია ყვითელი ფერის შუშის ბოთლში პოლიპროპილენის თავსახურით.
1 ბოთლი საზომი ჭიქით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემი
Bromhexin 8 Berlin-chemie
8მგ დრაჟე #25
მელონი
Melon
ტაბლეტი #30
მელონი
Melon
100მლ სიროფი ფლაკონში
ბრომჰექსინი 4 ბერლინ-ხემი
Bromhexin 4 Berlin-chemie
4მგ/5მლ 60მლ შიგნით მისაღები ხსნარი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში დოზირებულ კოვზთან ერთად შეფუთვაში
ბრომჰექსინი ნეო
Bromhexin neo
8მგ ტაბლეტი #50
ბრომჰექსინი ნიკომედი
Bromhexin Nycomed
0.8მგ/მლ 150მლ შიგნით მისაღები ხსნარი მინის ფლაკონში
ბრომჰექსინი სოფარმა
BROMHEXINE SOPHARMA
8მგ ტაბლეტი №20
ბრონქობრიუ დექსტრო
Bronchobru Dextro
125მლ სიროფი მინის ფლაკონში
სტოპტუსინი
STOPTUSSIN
10მლ წვეთები ფლაკონში, 4მგ/100მგ ტაბლეტი #20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.