8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03617 ურეცეპტო

დოსოდოსი

Dosodos

400მგ/100მლ 15მლ შიგნით მისაღები წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი №1

დან25.38 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
დოსოდოსი, 400მგ/100მლ 15მლ შიგნით მისაღები წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი №1
მოქმედი ნივთიერება
Butamirate
მწარმოებელი
Laboratorios Beta, არგენტინა
იმპორტიორი საქართველოში
სმარტფარმი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი

    დოსოდოსი 400მგ/100მლ15მლ წვ.

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Butamirate. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

წვეთები

ყოველი 100 მლ შეიცავს:

ბუტამირატის ციტრატი 400 მგ

უწყლო ლიმონმჟავა, ასპარტამი, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ჟოლოს ესენცია, ნეოჰესპერიდინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი q.s 100 მლ

სიროფი

ყოველი 100 მლ შეიცავს:

ბუტამირატის ციტრატი 200 მგ

უწყლო ლიმონმჟავა, ასპარტამი, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ჟოლოს ესენცია, ნეოჰესპერიდინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი, ტარტრაზინი, ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი q.s. 100 მლ

შეიცავს 0,4% წ/მ ეთანოლს

თერაპიული მოქმედება

ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

02

ჩვენებები

სპაზმოლიზური, გამაღიზიანებელი და შეტევითი ხასიათის ხველის სიმპტომური მკურნალობისთვის.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბუტამირატის ციტრატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ზრდის ხველის ცენტრის სტიმულაციის ზღურბლს, რომელიც მდებარეობს მოგრძო ტვინში. ეს ეფექტი ძალზე შერჩევითია, რადგან ბუტამირატი გავლენას არ ახდენს სხვა ახლომდებარე ნერვულ ცენტრებზე, როგორებიცაა რესპირატორული და კარდიოვასკულარული ცენტრები.

04

ფარმაკოკინეტიკა

ბუტამირატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება პერორალურად მიღების დროს (93%). პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ. პრეპარატი მეტაბოლიზირდება ღვიძლში ჰიდროლაზას (ჰიდროლიტური ფერმენტები) მოქმედებით. ადამიანებში, ძირითადი მეტაბოლიტები, გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, რომელთა 80% შარდში აღმოჩენილი იყო პირველი რვა საათის განმავლობაში. თერაპიულად, ბუტამირატის ციტრატი ძალზე რეკომენდებულია.

05

მიღების წესი და დოზირება

წვეთები

ჩვილები ერთ წლამდე: 9 წვეთი - 6 საათში ერთჯერ.

ბავშვები 1-3 წლამდე: 18 წვეთი - 6 საათში ერთჯერ.

ბავშვები 3-6 წლამდე: 36 წვეთი - 6 საათში ერთჯერ.

სიროფი

ბავშვები 6 წლიდან: 1 ჩაის კოვზი (5მლ) - 6 საათში ერთჯერ (40 მგ დღეში).

ზრდასრულები: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 6 საათში ერთჯერ (80 მგ დღეში).

06

უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერებების და/ან ტარტრაზინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. სიროფიც და წვეთებიც შეიცავს ასპარტამს, ეს განაპირობებს მის უკუჩვენებას პაციენტებში, რომლებიც დაავადებულები არიან ფენილკეტონურიით.

მითითებები და სიფრთხილის ზომები

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვების შეშუპება, ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. მიუხედავად ფაქტისა, რომ ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა არაა რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

დოსოდოსის სიროფი შეიცავს ტარტრაზინს, მასში სპირტის შემცველობის გამო მისი მიღება დაუშვებელია პაციენტებში რომლებიც იღებენ დისულფირამს.

გვერდითი რეაქციები

ეგზანთემა, გასტროენტეროლოგიური დარღვევები, დიარეა ან ვერტიგო შესაძლოა გამოვლინდეს მინიმალური ალბათობით (1%), პაციენტებში რომლებიც მკურნალობენ აღნიშნული პრეპარატით. გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში სიმპტომები ქრება, პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

ზედოზირება

როგორც ყველა შემთხვევაში ზედოზირების დროს, უნდა ჩატარდეს სტანდარტული პროცედურები. ზედოზირების შემთხვევაში, ეწვიეთ უახლოეს სტაციონარს ან მიმართეთ ადგილობრივ ტოქსიკოლოგიურ ცენტრებს.

07

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

წვეთები: შეფუთვა 15 მლ მოცულობის.

სიროფი: შეფუთვა 150 მლ მოცულობის.

შენახვის წესი:

ინახება ორიგინალური შეფუთვით არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.