მონოგრაფია Nº 00547 ურეცეპტო
ბუტამირი
Butamir Syrup
სიროფი 100მლ
დან14.19 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Butamirate
- მწარმოებელი
- PSP
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- PSP
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
7.5მგ/5მლ · 100მლ
-
GPC ყველაზე იაფი
ბუტამირი სიროფი 7.5მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗14.19 ₾
16.70 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ბუტამირი სიროფი 7.5მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗14.19 ₾
16.70 ₾
7.5მგ/მლ · 100მლ
-
PSP
ბუტამირი - Butamir Syrup 7.5/5მლ. 100მლ. სიროფი
ყიდვა ↗14.19 ₾
16.70 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Butamirate. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
5 მლ ბუტამირის სიროფი შეიცავს: 7,5 მგრ ბუტამირატ ციტრატს და დამხმარე ნივთიერების სახით ნატრიუმის საქარინს, სორბიტოლს, ბენზოის მჟავას და გარგარის არომატიზატორს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ ბუტამირატ ციტრატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 1 – 1,5 სთ-ში. იგი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში და წარმოიქმნება ხველების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მეტაბოლიტები
ჩვენებები
ნებისმიერი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ხველება, ყივანახველა. ასევე ხველება, რომელიც აღინიშნება ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში, ქირურგიული ჩარევისას და ბრონქოსკოპიის დროს.
ცენტრალური ზემოქმედება: ხველების ცენტრზე ზემოქმედება.
პერიფერიული ზემოქმედება: სპაზმის საწინააღმდეგო ეფექტით რეცეპტორების მგრძნობელობის შემცირება.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ბრონქოდილატაციური ეფექტი.
თრგუნავს ცენტრალური გენეზის ხველებას, იგი აქვეითებს მშრალ და პროდუქტიულ ხველას. ამცირებს ბრონქების კუნთების სპაზმს, ერთდროულად ამსუბუქებს სუნთქვას, აადვილებს ნახველის ევაკუაციას. აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, ხელს უწყობს სისხლის აიროვანი შემადგენლობის ნორმალიზაციას.
მიღების წესი და დოზირება
- 3-დან 6 წლამდე – 1 ს/კ 3-ჯერ დღეში.
- 6-დან 12 წლამდე – 2 ს/კ 3-ჯერ დღეში.
- 12 წლის ზემოთ – 3 ს/კ 3-ჯერ დღეში.
1 საზომი კოვზი = 5 მლ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.