8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02659 Rx · რეცეპტით

სალბუტამოლი

SALBUTAMOL

100მკგ/დოზაში 200 დოზა საინჰალაციო სუსპენზია ალუმინის ბალონი №1

მოქმედი ნივთიერება
სალბუტამოლი (Salbutamol)
მწარმოებელი
Glaxo Wellcome S.A, ესპანეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბეტა 2 ადრენომიმეტიკები
იმპორტიორი საქართველოში
გლაქსოსმიტკლაინი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: სალბუტამოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

სალბუტამოლი, 100მკგ/დოზაში 200 დოზა დოზირებული საინჰალაციო აეროზოლი მეტალის ინჰალატორი №1 გამფრქვევ მოწყობილობასთან ერთად შეფუთვაში

სალბუტამოლი

SALBUTAMOL

100მკგ/დოზაში 200 დოზა დოზირებული საინჰალაციო აეროზოლი მეტალის ინჰალატორი №1 გამფრქვევ მოწყობილობასთან ერთად შეფუთვაში

სალბუტამოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან7.20 ₾
სალბუტამოლი  ალდო-უნიონი, 100მკგ/1დოზა სპრეი საინჰალაციო ფლაკონი №1 200დოზა

სალბუტამოლი ალდო-უნიონი

100მკგ/1დოზა სპრეი საინჰალაციო ფლაკონი №1 200დოზა

სალბუტამოლი ლაბ. ალდო-უნიონი, ესპანეთი
დან7.22 ₾
ნებუტამოლი, 1მგ/მლ ხსნარი 1 ამპულა №10 2 მლ

ნებუტამოლი

1მგ/მლ ხსნარი 1 ამპულა №10 2 მლ

სალბუტამოლი
დან9.11 ₾
სალბუტამოლი, 4მგ ტაბლეტი #40

სალბუტამოლი

SALBUTAMOL

4მგ ტაბლეტი #40

სალბუტამოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან21.28 ₾
ალდობრონქიალი, 2მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 100მლ

ალდობრონქიალი

2მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 100მლ

სალბუტამოლი ლაბ. ალდო-უნიონი, ესპანეთი
დან25.32 ₾
სალბუაირი, 2.5მგ/2.5მლ ხსნარი 60 ფლაკონი №60

სალბუაირი

2.5მგ/2.5მლ ხსნარი 60 ფლაკონი №60

სალბუტამოლი
დან47.46 ₾
სალბუაირი (სალბუტამოლი), 2.5მგ/2.5მლ ხსნარი საინჰალაციო №60

სალბუაირი (სალბუტამოლი)

2.5მგ/2.5მლ ხსნარი საინჰალაციო №60

სალბუტამოლი ლაბ. უნითერი, ესპანეთი
დან47.46 ₾

ვენტაკორტი

VENTACORT

100მკგ/დოზაში 200 დოზა დოზირებული საინჰალაციო აეროზოლი მეტალის ინგალატორი №1 გამფრქვევ მოწყობილობასთან ერთად შეფუთვაში

სალბუტამოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ვენტოლინი

VENTOLIN

არაფრეონული დოზირებული აეროზოლი ინჰალაციისათვის 100 მკგ/1 დოზა: ფლ. 200 დოზა

სალბუტამოლი SmithKline group of companies, რუმინეთი
Rx · რეცეპტით

სალბუტამოლი

Salbutamol

4მგ ტაბეტი №1000

სალბუტამოლი Micro Labs, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
სალბუტამოლი, 2 მგ ტაბლეტი №30 4 მგ ტაბლეტი №30 მინის ფლაკონში

სალბუტამოლი

SALBUTAMOL

2 მგ ტაბლეტი №30 4 მგ ტაბლეტი №30 მინის ფლაკონში

სალბუტამოლი პოლფა ვარშავა, პოლონეთი
Rx · რეცეპტით

სალბუტამოლი ალდო-უნიონი

salbutamol union

100მკგ/დოზა საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში

სალბუტამოლი Laboratorio Aldo-Unión, ესპანეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

სალბუტამოლი 100 მიკროგრამი/დოზა
საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში
სალბუტამოლი

რა არის სალბუტამოლი 100 მიკროგრამი/დოზა, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში და როდის გამოიყენება
ბეტა-2 რეცეპტორების შერჩევითი სელექციური საინჰალაცოიო აგონისტი. ბრონქოდილატატორი - ასთმის საწინააღმდეგო.
ეს პრეპარატი არის ბეტა-2 მიმეტური საშუალება
ის არის ბრონქოდილატორი (აფართოვებს ბროქებს) სწრაფი მოქმედებით და ხანმოკლე ხანგრძლივობით (4-6 საათი), ინჰალაციის გზით.
ნაჩვენებია ასთმის შეტევის ან სუნთქვის პრობლემების დროს, ასთმურ პირობებში ან ბრონქების განსაზღვრული დაავადებების დროს.
თქვენი მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, თქვენი ექიმი გამოგიწერთ ცალკე ან მიმდინარე საბაზისო მკურნალობასთან ერთად ერთ ან სხვა პრეპარატებთან ერთად.
მისი გამოწერა შესაძლებელია ასევე ასთმის პრევენციის დროსაც, როცა ადგილი აქვს დატვირთვით გამოწვეულ ასთმას.

რა ინფორმაცის უნდა ფლობდეთ სალბუტამოლის 100 მიკროგრამი/დოზა, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში გამოყენების დაწყებამდე არასოდეს გამოიყენოთ სალბუტამოლი 100 მიკროგრამი/დოზა, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში:
თუ გაქვთ სუნთქვითი პრობლემების გაძლიერება პროდუქტის ინჰალაციის შემდეგ, არ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება, დაეკონტაქტეთ ექიმს.
რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიჩინეთ სიფრთხილე სალბუტამოლთან 100 მიკროგრამი/დოზა, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში:

02

განსაკუთრებული მითითებები

ასთმის შეტევის ამ სუნთქვის პრობლემების შემთხვევაში, შვება უნდა იგრძნობოდეს პრეპარატის მიღებისთანავე. თუ ეს არ მოხდა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ ჩვეულებრივი ეფექტური დოზა ხდება არასაკმარისი, ან თუ შეტევები ან სუნთქვითი პრობლემების ეპიზოდები ხშირდება, დაავადება შეიძლება უფრო გამწვავდეს. მიიღეთ თქვენი ექიმის კონსულტაცია სასწრაფოდ, დაავდების ხელახალი შეფასების მიზნით. ეჭვის შემთხვევაში არ დააყოვნოთ ექიმის კონსულტაციის მიღება.

ამ პროდუქტმა, რომელიც აქტიურია ინჰალაციისას, უნდა მიაღწიოს წვრილი ბრონქების დაბოლოებებს. თუ თქვენი რესპირატორული არხები ბლოკირებულია (დიდი რაოდენობით ლორწოს გამო) ან ინფიცირებულია, შეიძლება შემცირდეს მისი ეფეფქტურობა. აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს რათა შესაძლებელი იყოს შესაბამნისი მკურნალობის დაწყება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

03

ორსულობა და ლაქტაცია

ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს შეიძლება, გამოყენების წესების დაცვისას.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
სპორტი
მოცემული პრეპარტი შეიაცვს აქტიურ ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება მოგვცეს ანტი-დოპინგური ტესტის დადებითი რეაქცია.

როგორ გამოიყენება სალბუტამოლი 100 მიკროგრამი/დოზა, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში
დოზირება

  • ასთმის შეტევის ან სუნთქვის პრობლემების დროს: პირველი სიმპტომების გამოვლენისას, 1-2 შესხურება. Aამ დოზის გამეორება შეიძლება რამდენიმე წუთის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში.

თუ პრობლემა არ მოიხსნა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

  • დატვირთვით გამოწვეული ასთმის პრევენცია: 1-2 შესხურება, ვარჯიშამდე 15-30 წუთით ადრე.
  • დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 15 შესხურებას (იხილე სიფრთხილის ზომები)

ყველა შემთხვევაში მკაცრად უნდა დაიცვათ თქვენი ექიმის მითითებები.
თუ პრობლემები ნარჩუნდება მიმართეთ ექიმს.

04

მიღების წესი და დოზირება

ინჰალაცია მუნდშტუკის დოზატორის საშუალებით
მხოლოდ რესპირატორული არხები
ამ პრეპარტაის ეფექტურობა ნაწილობრივ დამოკიდებულია დოზატორის სწორად გამოყენებაზე. ამიტომ გამოყენებამდე ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ინსტრუქცია. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, დეტალური ახსნა-განმარტებისთვის.

გამოყენების მეთოდი
მოწყობილობის ფუნქციის შემოწმება:

  • მოწყობილობის პირველად გამოყენებამდე, შეამოწმეთ თუ მუშაობს ნორმალურად
  • მოხსენით მუნდშტუკს სახურავი, მის მხარეებზე ფრთხილი დაწოლით.
  • შეანჯღრიეთ მოწყობილობა, გადადეთ მუნდშტუკი და შემდექ დააწექით ლითონის კარტიჯს ჰაერში პრეპარტის ორი ნაკადის გამოსაშვებად.
  • თუ არ გამოგიყენებიათ მოწყობილობა 5 ან მეტი დღის განმავლობაში, შენჯღრიეთ კარგად, შემდეგ დააწექით ლითონის კარტიჯს ჰაერში პრეპარატის ორი ნაკადის გამოსაშვებად.

მოწყობილობის გამოყენება

  • მოწყობილობის შენჯღრევის შემდეგ მოხსენით სახურავი (ნახატი 1)
  • გაითავისუფლეთ ფილტვები სრული ამოსუნთქვით (ნახატი 2)
  • მიიტანეთ მუნდშტუკი გაღებულ პირთან, ისე რომ ლითონის კარტრიჯის ფსკერი მიმართული იყოს ზემოთ (ნახატი 3)
  • დაიწყეთ ჩასუნთქვა და დააწექით ლითონის კარტრიჯს, სუნთქვის ნელა და ღრმა გაგრძელებით (ნახატი 3)
  • მოიცილეთ მუნდშტუკი პირიდან და გააგრძელეთ სუნთქვა სულ მცირე 10 წამის განმავლობაში (ნახატი 4)
  • ჰიგიენური თვასლაზრისით, გამოყენების შემდეგ აუცილებელია მუნდშტუკის გაწმენდა.

აკონტროლოეთ თქვენი სუნთქვის ტექნიკა სარკის წინ. თუ პრეპარატის დიდი რაოდენობა გამოიყოფა ცხვირიდან ან პირიდან, უნდა გაკონტროლდეს შემდეგი: ან ლითონის კარტრიჯზე ზეწოლა განხორციელდა სუნთქვის დაწყებამდე ან მის შემდეგ, ან ჩასუნთქვა იყოს საკმარისად ღრმა.

ინჰალატორის გაწმენდა
ინჰალატორის გაწმენდა უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ

როგორ უნდა გაიწმინდოს თქვენი აეროზოლი:
1. გამოაცალკევეთ კარტრიჯი პლასტამასის აპლიკატორისგან და მოხსენით სახურავი
2. გაავლეთ პლასტიკური აპლიკატორი თბილ წყალში
3. გაამშრალეთ აპლიკატორი გარედანაც და შიგნიდანაც.
4. ამ ოპერაციების დასრულების შემდეგ თავის ადგილას დააბრუნეთ ლითონის კარტრიჯი და სახურავი.

არ ჩადოთ ლითონის კარტრიჯი წყალში.
საინჰალაციო კამერის გამოყენება
პროდუქტის ჩასუნთქვა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ მადოზირებელი აეროზოლის ყოველი გაშვების (ან შესაძლებელია ორი თანამიმდევრული გაშვების თითოეულის ერიის შემდეგ) საინჰალაციო კამერაში.

მიღების სიხშირე

  • ასთმის შეტევის ან სუნთქვის პრობლემების შემთხვევაში: პრეპარარის შესუნთქვა უნდა მოხდეს პირველივე სიმპტომების გამოვლენისას.
  • დატვირთვით გამოწვეული ასთმის პრევენცია: პრეპარტის შესუნთქვა უნდა მოხდეს ვარჯიშამდე 15-30 წუთით ადრე.

მკურნალობის ხანგრძლივობა:
უნდა განახორციელოთ ექიმის ინსტრუქცია
თუ მიიღეთ სალბუტამოლი 100 მიკროგრამი/დოზა, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში იმაზე, მეტი ვიდრე უნდა მიგეღოთ:
მიმართეთ ექიმს.

რა არის შესაძლო არასასურველი ეფექტები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, სალბუტამოლმა 100 მიკროგრამი/დოზა, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში, შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. სამკურნალო დოზირების შემდეგ შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გამოვლენა: კიდურების კანკალი, კუნთების სპაზმი, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, თავის ტკივილი.
ხანდახან აღინიშნა პალპიტაცია, ან პირის და ყელის გაღიზიანება.
აღინიშნა სისხლის მოდინების, კანის გამონაყრის, ნევროზულობის, აჟიტირების და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (შეიძლება მოიცავდეს მკერდზე ზეწოლის შეგრძნებას, სტრიდორს, ქუთუთოების შეშუპებას., სახის და/ან ტუჩების შესიებას და კანის გამონაყარს, ჰიპოტენიზიით რომელიც იწვევს უძლურებას).
ძალიან იშვიათად აღინიშნა სისხლში კალიუმის დონეების შემცირება სალბუტამოლის ძალიან მაღალი დოზების შემთხვევაში.
სალბუტამოლის ძალიან მაღალი დოზების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს სისხლში შაქრის დონეების შექცევადი მატება.
ისევე როგორც სხვა საინჰალაციო პროდუქტების შემთხვევაში შესაძლებელია ხველის ამ სუნთქვის პრობლემების გაძლიერება პროდუქტის ინჰალაციის შემდეგ ძალიან იშვიათ შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და სხვა მკურნალობის დანიშვნა.
თუ შენიშნეთ ისეთი არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის მოცემული ან განსაზღვრული არასასურველი ეფექტები გამწვავდა, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ ინახება სალბუტამოლი 100 მიკროგრამი/დოზა, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე
არ შეიძლება სალბუტამოლის 100 მიკროგრამი/დოზა, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში გამოყენება პრეპარატის სათავსზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ, ინახება არა უმეტეს 30ºჩ, ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას. Aარ შეიძლება ცეცხლში ჩაგდება თუნდაც იყოს ცარიელი. არ შეძლება პრეპარატების განადგურება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრის ადგილზე.
ჰკითხეთ ფარმაცევტს რა უნდა გაუკეთოთ გამოუყენებელ პრეპარატს. ამით დაიცავთ გარემოს.

05

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რა არის სალბუტამოლი 100 მიკროგრამი/დოზა, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში
აქტიური ნივთიერება არის
სალბუტამოლის სულფატი 120.50 მიკროგრამი
სალბუტამოლის შესაბამისი რაოდენობა 100.00 მიკროგრამი
ერთი დოზისთვის
სხვა კომპონენტები:
პროპელენტი აირი: ნორფლურანი (ტეტრაფტორეთანი ან HFA 134ა)
რა არის სალბუტამოლი® 100 მიკროგრამი/დოზა, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში და როგორ გამოიყურება მეორეული შეფუთვის შემცველობა.
ამ პრეპარატს გააჩნია საინჰალაციო სუსპენზიის ფორმა. 200-დოზიანი ფლაკონი.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.